ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს
ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს
საგულისხმოა წმინდა პაისი ათონელის შეხედულებები XX საუკუნეზე. იგი წერს: "XX საუკუნის ადამიანებმა... რას არ მიაღწიეს კულტურით და ცივილიზაციით. მათ სამყარო შეშალეს, დაანაგვიანეს ატმოსფერო, მათ ყველაფერი გააფუჭეს ამქვეყნად. ბორბალი თუ ღერძს მოძვრა, გზას უმიზნოდ გააგრძელებს. ასევე ღვთის ჰარმონიის ღერძს მოწყვეტილი ადამიანები საშინლად იტანჯებიან. ადრე კაცთა ომი ტანჯავდათ, დღეს მათ ცივილიზაცია აწამებთ. მაშინ ომს ხალხი ქალაქიდან სოფლებში გაურბოდა, იქ პატარ-პატარა ბოსტნებს აშენებდნენ. დღეს კი ადამიანებს ცივილიზაციის შემოტევის გამო აღარ სურთ ქალაქებში ცხოვრება. ადრე ომს სიკვდილი მოჰქონდა, დღეს ცივილიზაციას - ავადმყოფობა მოაქვს.

სულიერ შფოთს, სუროგატულ საკვებს ავადმყოფობა მოსდევს. მეცნიერებას განუსჯელად იღებენ და ამგვარად ინადგურებენ თავს.

ადრე ცხოვრებაც მშვიდობიანი იყო და მშვიდი ადამიანებიც უფრო ამტანნი და მომთმენნი იყვნენ. დღეს ქვეყნად შემოსულმა ამ სიჩქარემ ხალხი მოუთმენელი გახადა. ინექციების გამო ყველაფერი გაუგემურდა. ცხოვრებამაც დაკარგა გემო.

ცდილობენ, გადაადგილების ახალი და უფრო სწრაფი საშუალებები იპოვონ. სულ ჩქარობენ და ესაა ნამდვილი სიგიჟე.

ძველად არ იყო ამდენი მიკრობი, ამდენი წიდა. ახლა კი ყველაფერი დააბინძურეს და ამას პროგრესად თვლიან. ეს პროგრესი კი ანგრევს ადამიანს. ქუჩაში გამოდიხარ და ჰაერში წიდის სუნი დგას. საკმარისია, შინ ფანჯარა გამოაღო, რომ ქუჩის ბოლი შემოვარდება... მრავალსართულიან სახლებში ხალხი თევზებივითაა ჩაწყობილი. ძველ დროში სახლებს ეზოები ჰქონდა, ცხოველების სადგომი, ხეხილის ბაღი, სადაც ჩიტები იბუდებდნენ.

ნელ-ნელა იქამდე მივალთ, რომ ადამიანებს აღარც ეცოდინებათ, რა არის მერცხალი. ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ძველ და ახალ აღთქმას ისტორიული თვალსაზრისით სწავლობენ. იმისათვის, რომ სტუდენტებს გააგებინონ, რა არის მარცვალი, მათ აქვთ მინდორი, სადაც მარცვალია დათესილი, ხოლო იმისათვის, რომ მიახვედრონ, რას ნიშნავს "მწყემსი" და "ცხვრები", ცხვრის პატარა ფარა და კომბლიანი მწყემსები ჰყავთ.

ადამიანურმა კომფორტმა ყოველგვარი ზღვარი გადალახა და პრობლემად იქცა. მომრავლდა მანქანები - მომრავლდა საზრუნავი. მანქანები და რკინის ნივთები მართავენ ადამიანს და მასაც მანქანად აქცევენ. ამიტომ გვექცა გული რკინად. ყველა მოქმედ ტექნიკურ საშუალებას შორის მხოლოდ სინდისი დარჩა დაუმუშავებელი. ადრე ადამიანები ცხოველების დახმარებით შრომობდნენ და მათდამი თანაგრძნობით იყვნენ განწყობილნი. თუ პირუტყვს იმაზე დიდი ტვირთი აჰკიდე, რომლის ტარებაც შეუძლია, მუხლებში მოიდრიკება და მისდამი სიბრალულს იგრძნობ. თუ ის მშიერია და საცოდავად გიყურებს, სიბრალულით გულს სისხლი მოგაწვება. ჩვენ მას ოჯახის წევრად მივიჩნევთ. დღეს კი ადამიანებს რკინის ნივთებთან აქვთ საქმე. გატყდა რომელიმე რკინის ნაჭერი? დაადუღებ. გაფუჭდა მანქანა? მიაქვთ ავტოსერვისში. ვერ გაკეთდება, - ჯანდაბას, სული მაინც არ აგტკივდება: რკინააო, - იტყვი და არის კიდეც რკინა. კაცის გული არ იძვრის და ამის გამო მასში ყალიბდება საკუთარი თავის სიყვარული - ეგოიზმი.

დღეს ერთი ადამიანიც კი არ ფიქრობს მეორეზე. ძველად თუ ბარაქიან მოსავალს მოიწევდნენ, მეზობლებს უწილადებდნენ. ახლა ამბობენ: - რატომ მივცე ზედმეტი სხვას, მაცივარში შევინახავთო. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ტონობით პროდუქტს მიწაში მარხავენ, მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი შიმშილობს.

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადამიანის გონება - მათ განვითარებას ეშმაკი ეხმარება. ძველად, როცა ყველა ეს საშუალება არ იყო, ადამიანებს უხაროდათ ცხოვრება, ახლა კი მანქანების გამო ჭკუაზე შეიშალნენ.

ძველად ნივთები მყარი იყო და დიდხანს ძლებდა. ახლა კი ერთი ტომარა ფული უნდა გადაიხადო ნივთში, რომელიც მალევე ტყდება. ეს მრეწველობასაც ხელს აძლევს - საქონლის წარმოება იზრდება და მდიდრდებიან. ხალხს მათ შესაძენად ფული არ ჰყოფნის, ცდილობს, მეტი გამოიმუშაოს და სამუშაოს თავს აკლავს.

ადამიანი რაც მეტ ფუფუნებას აღწევს, მით უფრო იზრდება მისი სულიერი შფოთი, ხოლო რაც უფრო შორდება ღმერთს, სიმშვიდესაც კარგავს. მთელი ჩვენი პლანეტა ვეღარ იტევს კაცთა შფოთს.

ერული იოლი ცხოვრება, ერული წარმატებები სულში ერულ შფოთს ნერგავს, გარეგნული განათლებულობა სულიერ შფოთთან ერთად ყოველდღიურად უბიძგებს ასობით ადამიანს, ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრს მიმართოს. შენდება ახალ-ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოები; იხსნება ფსიქიატრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ფსიქიატრთა უმრავლესობას კი არც ღმერთი სწამს და არც სულის არსებობა. ნეტავ როგორ შეძლებენ სხვათა სულების დახმარებას სულიერი შფოთით სავსენი? როგორ მოახერხებს ჭეშმარიტ ნუგეშისცემას ის, ვისაც ღმერთის არსებობის ჭეშმარიტება და სიკვდილის შემდგომ სულის უკვდავება არ სწამს?!

ადამიანები სულ სადღაც ჩქარობენ და გარბიან, გასაკეთებელი რომ არ გამორჩეთ, იძულებული არიან, ყველაფერი ჩაიწერონ. ისიც კარგია, რომ ამ სირბილში საკუთარი სახელები არ ავიწყდებათ! ისინი საკუთარ თავსაც კი არ იცნობენ! განა ამღვრეულ წყალში ისე დაინახავ შენს სახეს, როგორც სარკეში? ღმერთმა შემინდოს, მაგრამ ქვეყანა საგიჟეთად გადაიქცა. იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ადამიანები არ ფიქრობენ, მეტ და მეტ მატერიალურ სიმდიდრეს მიელტვიან...

ამ შფოთიან დროში რომ რვაასი, ცხრაასი წელი გვეცხოვრა, როგორც ეს ნოეს ეპოქაში იყო, მაშინ ჩვენი არსებობა ერთი დიდი, ჯოჯოხეთური სატანჯველი იქნებოდა. იმ დროში ადამიანები უბრალოდ ცხოვრობდნენ. მათ ხანგრძლივი სიცოცხლე იმიტომ ებოძათ, რომ შემონახულიყო გადმოცემა. ახლა კი ის ხდება, რაც ფსალმუნში წერია: "დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა". 70 წელი ეს ისეთი ვადაა, რომელშიც მხოლოდ საკუთარი შვილების ფეხზე დაყენებას თუ შეძლებ, ზედმიწევნით ჩაეტევი.

ტექნიკურ საშუალებათა უმრავლესობა, რომლითაც დღეს ხალხი სარგებლობს, რათა მოხერხებულად მოეწყონ, ხმაურს იწვევს. ვაი, რომ ამ ხმაურით ადამიანებმა მშვიდი ბუნება ჭკუიდან შეშალეს, მთელი ამ ტექნიკით ის შეცვალეს და დაანგრიეს. არადა როგორი სიჩუმე იყო წინათ! როგორ ცვლიდა და ცვლის ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ისე, რომ ვერც კი ამჩნევს.

დღეს ყველა მიეჩვია, რომ ხმაურთან ერთად უნდა იცხოვროს. ბევრ თანამედროვე ბავშვს უყვარს კითხვის დროს როკ-მუსიკის მოსმენა, ანუ მათ მეტად მოსწონთ მუსიკის ფონზე კითხვა, ვიდრე სიჩუმეში. მათ მოუსვენრობა ასვენებთ, რადგანაც მოუსვენრობაა მათ არსებაში ჩაბუდებული.

ჩვენი ეპოქის მსოფლიო სულმა თავისი ფსევდო-ცივილიზაციით უდაბნოების ის წმინდა ადგილებიც კი გაანადგურა, რომლებიც ამშვიდებენ და განანათლებენ სულებს. მოუსვენარი ადამიანი ვერსად ისვენებს. ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს. თვით წმინდა მიწაც კი... რად გადააქციეს დღეისთვის იგი?! ჩვენ იმ დროს მივაღწიეთ, რომლის შესახებაც წმინდა კოსმა ეთოლიელი ამბობს: "მოვა დრო და სადაც დღეს ვაჟკაცები თავიანთ იარაღს კიდებენ, ბოშები ჩამოკიდებენ მუსიკალურ საკრავებს". მე მინდა ვთქვა, რომ სწორედ აქამდე მივაღწიეთ: იქ, სადაც ადრე ბერები მოღვაწეობდნენ, იქ, სადაც ადრე მათი სკვნილები ეკიდა, ახლა რადიომიმღებების ხმა ისმის და გამაგრილებელი სასმელები ჩქეფს!.. დიახ, ცხადია, გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და ყოველივე ეს საჭირო აღარ იქნება. საერთოდ, იქიდან, რაც ხდება, ერთი დასკვნა გამოდის: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. სიცოცხლის და ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება.

მოდით, ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ცხოვრების უღრმესი აზრის შეცნობა. "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა". პირველ რიგში საჭიროა სულიერისკენ ვიდოდეთ, ხოლო შემდეგ, სულიერი განსჯით - ყოველივე დანარჩენისკენ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat