შევიცვალეთ დროში, მაგრამ დრომ კი არ განაპირობა ჩვენი ცვლილება, არამედ საკუთარმა მემ, პიროვნულმა არჩევანმა
შევიცვალეთ დროში, მაგრამ დრომ კი არ განაპირობა ჩვენი ცვლილება, არამედ საკუთარმა მემ, პიროვნულმა არჩევანმა
ყოველი წამი წუთის შემადგენელი ნაწილია და წუთი მოიცავს მას. ყოველი ნაწილი მთელის შემადგენელია და მთელი მოიცავს მას. ჩვენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობის ნაწილია და მარადიულობა მოიცავს მას.

დროში ყველაფერი ცვლილებას ექვემდებარება, მაგრამ ცვლილება არ ხდება დროთი. მარადიულობაში არ არის დრო, მაგრამ მარადიულია სრულყოფა, წინსვლა, განღმრთობა მარადიულობაში. ჩვენ დღეს სხვანი ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით, მაგრამ რომ არ ყოფილიყო გუშინდელი, არ ვიქნებოდით ისეთნი, როგორნიც დღეს ვართ. შევიცვალეთ დროში, მაგრამ დრომ კი არ განაპირობა ჩვენი ცვლილება, არამედ საკუთარმა მემ, პიროვნულმა არჩევანმა.

მიწაზე აღსრულებული არც ერთი ქმედება არ აღესრულება მისგან აღმოცენებული როგორც ტკბილი, ისე მწარე ნაყოფის გარეშე, რადგან ღვთისგან გაჩენილ სამყაროში არაფერია ზედმეტი და არასრულყოფილი, ყველაფერს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, რაც მიზეზშედეგობრიობაში ვლინდება - მიზეზი იწვევს შედეგს, ეს უკანასკნელი კი თავად ხდება მიზეზი სხვა შედეგისა, ან შეიძლება მიზეზად იქცეს იმისა, რისი შედეგიც უწინ თვით იყო. ადამიანი ხატებაა ღვთისა, მადლით ნაწილია შემოქმედისა და არაფერია მასში თავისთავადი, უფლის მადლისგან განცალკევებით მდგომი; მხოლოდ ჩვენს დაცემულ ნებას შეუძლია განუდგეს უფალს, აირჩიოს მისგან სიშორე, მაგრამ არც ეს ხდება ღვთისგან დამოუკიდებლად. უფლის ნების გარეშე არაფერი აღესრულება, მაგრამ უფლის ნებას არ აღასრულებს ყველაფერი. უფლის ნების გარეშე არც ეშმაკი და ჯოჯოხეთია, მაგრამ უფლისგან არც ერთია და არც მეორე.

სიკეთის ნაყოფის გემო სასუფეველში შეიგრძნობა, ბოროტებისა კი ჯოჯოხეთში, მაგრამ ორივე უფლის ჭეშმარიტ, სამართლიან, სიყვარულითა და მოწყალებით აღსავსე, მარადიულ მეუფებაზე მიანიშნებს, თუმც კი სხვაგვარად, მაგრამ უცდომლად.

სასუფეველი მარადიული სიცოცხლის, ნეტარების, სიხარულის დაულევნელი ბარძიმია, რომელსაც მარადიულად ეზიარებიან ღვთის წმინდა სულები. უფალი სიცოცხლისა და უკვდავების წყაროა, მისგან დარწყულებული სული აღარასოდეს იგემებს წყურვილს. ჯოჯოხეთი უფლისგან მოწყვეტილი სულთა დილეგია, სატანჯველია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღმერთი არ არის შორს მისგან. სასუფეველი სიყვარულში მარადიულად ადიდებს უფალს. ჯოჯოხეთიც გაცნობიერებული არჩევანითა და ბოროტებით, დამოუკიდებლად ადიდებს უფალს, მის მოწყალებასა და სამართალს. სად არის ჯოჯოხეთი? იქ, სადაც დაივიწყეს ღმერთი. რა არის ჯოჯოხეთი? ის, სადაც უარყვეს ღმერთი. რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? იმიტომ, რომ ჭეშმარიტად არის ღმერთი.

ადამიანის დროში ცხოვრება, მიწაზე არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ის დროებით ცხოვრობს; ჩვენი ყოფიერება უფალთან მიახლების, სასუფეველში დამკვიდრების, ღვთის სიყვარულისკენ სწრაფვის, მისკენ გასავლელი მანძილის მცირე მონაკვეთია. იგი ხიდივათაა გადებული სააქაო და საიქიო სამყოფელს შორის.

ნათქვამია, დროს ვერავინ შეცვლის, უკან ვერ დააბრუნებს, განვლილს ვეღარ გაივლიო, მაგრამ უფლის მადლით ადამიანს ძალუძს, საკუთარ სულში ყოველწუთიერად განაახლოს დრო, გააცოცხლოს მკვდარი, აღადგინოს დაცემული, არათუ დააბრუნოს, ხელახლა, დაუსრულებლად იშვას მადლმოსილი, სიკეთით სავსე ცხოვრებისთვის, უფალთან ერთობისთვის, რადგან სწორედ იმისთვის მოგვეცა ეს მცირე დრო, რომ მასში შევიცნოთ მისი მომცემი, ქვეყნიერების შემოქმედი - ჭეშმარიტი ღმერთი წმინდა სამება; ამქვეყნიურ ხანმოკლე ცხოვრებაში ვადიდოთ და თაყვანი ვცეთ მარადიულობას - აღმატებულ, მიუწვდომელ სიკეთეს მამას, ძეს და სულიწმინდას, რომლისგან და რომლითაც არის დრო, მარადიულობა და თითოეული სიკეთე და რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat