ვეცადოთ, ეს დრო ჩვენი სულის სასიკეთოდ გამოვიყენოთ
ვეცადოთ, ეს დრო ჩვენი სულის სასიკეთოდ გამოვიყენოთ
შეუცნობელია უფლის გზები. ადამიანის გონება ვერასოდეს ჩასწვდება ღვთის განგებას. წუთისოფლის ამაოებაში ჩაფლულებს ვერაფრით რომ ვერ გამოგვაფხიზლებს ღვთის სიტყვა, მწარე განსაცდელს მოგვივლენს მარად ჩვენს სულებზე მზრუნველი მამა , რომ როგორმე დავუბრუნდეთ ადამიანურ მდგომარეობას, რაც უფლის ხატებასა და მსგავსებას ნიშნავს. ყველაზე მეტად კი ადამიანი თავის თავს მაშინ შეიცნობს, როდესაც პირისპირ რჩება საკუთარ მესთან. ამიტომ, თუკი სულიერი თვალით შევხედავთ, პატიმრობა საუკეთესო პირობაა საკუთარი თავის განჩხრეკისთვის.

საპყრობილეში, სიბნელეში, სიმყუდროვეში, სადაც ამქვეყნიური აურზაური ვერ აღწევს, ზიხარ შენთვის განმარტოებით და შენდა უნებურად იწყებ ფიქრს. აქამდე აზრადაც არ მოგსვლია, სულ ერთი წუთით მაინც შეჩერებულიყავი და ჩაგეხედა სარკეში, რათა თვალი მაინც მოგეკრა შენი პიროვნებისთვის. აქამდე ასეთი სარკის არსებობის შესახებ არც კი გსმენია. ახლა სიბნელეში უფრო უკეთ ხედავ შენს თავს ზნეობის სარკეში, ვიდრე მაშინ - დღის შუქზე. იწყებ ფიქრს... და მთელი შენი ცხოვრება თვალწინ გაგივლის. შენ კი ლუპით შეიარაღებული შორიდან აკვირდები. აკვირდები და გეზიზღება შენი თავი. რატომ? იმიტომ, რომ შენში სინდისმა გაიღვიძა, გახდი ყველაზე სამართლიანი და დაუნდობელი მართლმსაჯული საკუთარი თავისა. და ნანობ, ასე უკუღმართად რომ გაფლანგე შენი ცხოვრების საუკეთესო წუთები. სინანული კი საწყისია სულიერი განწმენდისა. როდესაც ამხელ საკუთარ თავს, უფლის მადლიც არ აყოვნებს და ძალას გმატებს, მეტი სიმკაცრით განსაჯო საკუთარი მე. ინანიებ, აღიარებ ცოდვებს ღვთის წინაშე, შენი ამპარტავნება გაცამტვერდება და გრძნობ, რომ არარაობა ხარ უფლის გარეშე...

და აი, დაგიბრუნდა ადამიანური სახე, გახდი ხატება და მსგავსება ღვთისა.

საპყრობილემ შენში ბოროტება კი არ უნდა აღაზევოს, პირიქით, უნდა გეყოს გონიერება და ცოდვებით დამძიმებული საკუთარი თავის შეცნობის უკანასკნელი შანსი მაინც არ გაუშვა ხელიდან. გაგახსენებ ძველი აღთქმის რჩეული ერის, ებრაელების, ერთ-ერთ მამამთავარს, იოსებს, იაკობის ძეს. ძმებმა შურის გამო - მამას იოსები ყველაზე მეტად უყვარსო - მცირეწლოვანი ძმა ოც ვერცხლად მიჰყიდეს ისმაელიანთა ქარავანს და იოსებმაც ეგვიპტის საპყრობილეში ამოყო თავი. მაგრამ არ გაბოროტებულა, ძმებზე შურისძიება გულშიც კი არ გაუვლია. უფალმა შეიწირა მისი სიკეთე და უცხო ქვეყნის ციხეში გამომწყვდეულს, სადაც მომკითხავიც არავინ ჰყავდა, მიმადლა ნიჭი სიზმართა ახსნისა და იოსებმაც სწორედ ამ ნიჭის წყალობით გამოიხსნა პატიმრობიდან თავი.

ერთ დღეს ეგვიპტის მეფის მწდე იოსებთან ჩააგდეს. მწდეთუხუცესს ესიზმრა საპყრობილეში: "ვხედავ - ვაზია ჩემ წინ, სამი ლერწი აქვს. გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი. ხელში ფარაონის თასი მეჭირა. შიგ ჩავწურე ყურძენი და მივართვი ფარაონს". იოსებმა აუხსნა სიზმარი და უთხრა, რომ სამი ლერწამი სამ დღეს ნიშნავდა - სამ დღეში ფარაონი სამსახურში დააბრუნებდა. მართლაც, სამ დღეში მწდეთუხუცესი სასახლეში დააბრუნეს.

ორმა წელიწადმა ისე განვლო, იოსები ერთხელაც კი არ მოუკითხავს მწდეთუხუცესს. მხოლოდ მაშინ გაახსენდა ებრაელი ყმაწვილი, როდესაც ფარაონის უცნაური სიზმარი ვერავინ ახსნა. ფარაონს ესიზმრა: ნილოსის პირზე იდგა. დაინახა, შვიდი კარგი ძროხა როგორ შეჭამა შვიდმა ხორცდაყრილმა. მერე იხილა, ერთ ღეროზე შვიდი სავსე თავთავი ამოდიოდა. აღმოცენდა შვიდი ფშუტე თავთავიც, რომლებმაც შვიდი სავსე შეჭამეს. იოსებმა ახსნა ფარაონის სიზმრები და მოახსენა, რომ ეგვიპტეში შვიდ უხვმოსავლიანს შვიდი შიმშილობის წელიწადი მოჰყვებოდა და ისიც ურჩია, როგორ მომზადებულიყვნენ შიმშილობისთვის - ყოველ უხვმოსავლიან წელიწადს გადასახადის ნახევარი მარაგად შეენახათ. ფარაონს მოეწონა იოსების გამჭრიახობა, გაათავისუფლა საპყრობილიდან და მთელი ეგვიპტის მმართველად დანიშნა.

ასრულდა ფარაონის სიზმარი. დადგა შიმშილობის ხანა. იაკობმა ვაჟები გაგზავნა ეგვიპტეში პურის საყიდლად. ძმებმა ვერ იცნეს იოსები, ის კი გაუმასპინძლდა მათ, ტომრები ხორბლით აუვსო და მამის ჩამოყვანა სთხოვა. ამ დროს ბერშებაში იაკობს ღმერთი გამოეცხადა: "ნუ გეშინია, ჩადი ეგვიპტეში, იოსები, შენი საყვარელი ძე, დაგიხუჭავს თვალებს". მართლაც, იოსებმა გოშენის მხარეში დაამკვიდრა იაკობი და ძმები - მათ ბოროტებას სიკეთე დაახვედრა ფარად და ძმებმაც შენდობა სთხოვეს. იოსები ატირდა და უთხრა ძმებს, რომ მათი ბოროტება ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა. დაფარულია უფლის გზები!

შესაძლოა უსამართლოდაც აღმოვჩნდეთ პატიმრობაში. მაშინვე გავიხსენოთ ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველი, ნათლისმცემელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იოანე. ისიც ხომ ჩასვეს ციხეში. წმინდა იოანე სიმართლის გამო მოხვდა საპყრობილეში - ამხელდა ჰეროდეს, რომელმაც ცოლად ძმისცოლი შეირთო. ამ მხილებისთვის ნათლისმცემელს ბორკილები დაადეს, ბნელ საკანში ჩააგდეს მახერონის ციხეში, რომელიც უდაბნოში, არაბეთის საზღვართან, მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანის იქით მდებარეობდა. წმინდანი არ შეუშინებია საშინელ ციხეს, რომელიც დღესაც კი შემზარავი სანახავია, და სიცოცხლის ბოლომდე მოუწოდებდა ჰეროდეს, უარი ეთქვა ცოდვაზე. საბოლოოდ ამ მხილებისთვის უდიდეს წინასწარმეტყველსა და ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.

სამართლიანია თუ უსამართლო ჩვენი საპყრობილეში ყოფნა, ვეცადოთ, ეს დრო ჩვენი სულის სასიკეთოდ გამოვიყენოთ, არ გავბოროტდეთ; პირიქით, ჩავუღრმავდეთ საკუთარ მეს, უკეთ შევიცნოთ დაცემული ბუნება ჩვენი და თავმდაბლობითა და სინანულით ვაღიაროთ უფლის წინაშე დანაშაული, ვითხოვოთ შენდობა და ღვთის წყალობაც არ დააყოვნებს. უფალმა აგვიხილოს სულიერი თვალი, რათა მცირედი ნაკლიც კი არ გამოგვეპაროს თვალთახედვიდან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat