თავისუფლება ღვთის სხივებით განბრწყინვებული სულის თვალია
თავისუფლება ღვთის სხივებით განბრწყინვებული სულის თვალია
სადაც ცოდვაა, იქვეა ჯვარცმულიც, მადლიც
ბადეში მოყოლილი თევზი თუმცაღა წყალშია და ცოცხლობს, მაგრამ შეზღუდული და თავისუფლებას მოკლებულია მისი ბუნებრივი ყოფა, რაც წყლის სამყაროდან მოწყვეტით, განცალკევებითა და არსებობის შეწყვეტით მთავრდება.

ცოცხლობდე - არ ნიშნავს, იყო თავისუფალი, მაგრამ ჭეშმარიტი თავისუფლება აუცილებლად გულისხმობს მართებულ სიცოცხლეს. თავისუფლება მომაკვდინებელი "ბადის" გარეშე ცხოვრებაა, რომელსაც ჩვენივე ცოდვებით ვქსოვთ ყოველ წუთს, დღენიადაგ. მასალა, ძაფი ცოდვისმიერი ბადის ქსოვისთვის უხვად გვაქვს, რადგან დაულეველი და უსასრულოა ჩვენი მანკიერება, ბოროტება, ვნება და დაცემულობა. თევზისგან განსხვავებით, ჩვენ თავად ვართ შემოქმედნი სიკვდილის ამ დაუნდობელი ხაფანგისა, საკუთარი ნებით ვართ დატყვევებულნი მისით. იმდენად მიდრეკილია ჩვენი დაცემული ბუნება ცოდვისა და მისგან გამომდინარე ტყვეობისაკენ, რომ საშინელი სენისგან თავის დაღწევის, უფალთან ერთობის ძალაც აღარ შეგვწევს, რადგან როგორც ტყვეზე მბრძანებლობს მისი მპყრობელი, ამგვარადვე ბატონობს ჩვენზე საკუთარი სიბინძურე.

რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება? ვისთან ერთად და რაში უნდა ვეძებოთ იგი? თავისუფლება არ ნიშნავს თავისუფლებას საკუთარ ნებაში, ქმედებაში, რადგან ეს ისედაც გვებოძა ღვთისგან საჩუქრად თითოეულს, არამედ იგი გულისხმობს სულის განწმენდას, ამაღლებას, საკუთარი თავის ღვთივსათნო ფლობას, დაუმონებელ, უშიშარ არსებობას, სიცოცხლის მშვენიერების აღქმასა და ხილვას, როდესაც ჩემს ცოდვით დამძიმებულ სულს უდიდესი სურვილითა და სიხარულით ვუძღვნი იმ ერთადერთ ზეციურ მფლობელს ქვეყნიერებისას, რომელსაც ყოველი უფლება აქვს მასზე, როგორც სახიერ შემოქმედს მისას. აუცილებელია შევეცადოთ, მოვინდომოთ, დაუსრულებლად ვიბრძოლოთ, რომ გავარღვიოთ ცოდვის ტყვეობის მტკიცე, ფართო კედელი, რომელიც თავად ავუშენეთ ჩვენს თავს უმსგავსო ცხოვრებით და რომლის დანგრევის ძალაც თავად არ შეგვწევს. დასაჭერ ცხოველს საჭმლით იტყუებენ. მისკენ თავად მიიწევს, მაგრამ როდესაც კბილს მოსდებს და მახეში აღმოჩნდება, მისგან თავის დაღწევა თავად აღარ შეუძლია. ადამიანისთვის მრავალი შენიღბული საცდურია მიწაზე დაგებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი შინაგანი უძლურებიდან, მერყევი სულიდან გამომდინარეობს, მისით და მისგან დანახული რეალობაა. მაგრამ საცდურთა არსებობა მათ მსხვერპლად გახდომას არ ნიშნავს. როცა ჩვენი გულისა და გონებისმიერი ზრახვები დატყვევებულია ფუჭი ფასეულობებით, მაშინ ყველაფერი შეიძლება საცდურად გვექცეს, რადგან სულისმიერმა ტყვეობამ ხორცი შეისხა გარეგანი გამოვლინებით. ჩვენმა პიროვნულმა მე-მ ინება ამგვარად, როცა ცოდვის გზა აირჩია, მიჰყვა დაცემული ბუნების დინებას საკუთარ თავში და დავკარგეთ თავისუფლება, რადგან ვერ ვიმორჩილებთ დაცმულ ბუნებას, მის ჩვეულებებსა და თვისებებს, პირიქით, აქეთ წარგვმართავს და გვიმორჩილებს იგი, რადგან მხოლოდ უფლის მადლითაა შესაძლებელი, აღვირი ამოვდოთ, შევაჩეროთ ვნებები და უზნეობა, გავიმარჯვოთ, ავმაღლდეთ ამპარტავნებითა და ანგარებით სავსე პიროვნულ არჩევანზე.

ადამიანს აღარ ძალუძს არათუ სიკეთის აღსრულება, არამედ მისი გაფიქრებაც კი, რადგან პირველქმნილი ცოდვით გავხდით მკვლელნი საკუთარი თავისა, შემდეგ კი ჩვენს გადასარჩენად, გასამარჯვებლად მიწაზე მოსული ღმერთკაცისა - იესო ქრისტესი. კაცობრიობამ ჩაიდინა დანაშაული, რომლის სიმძიმე და სისასტიკე მიუწვდომელია ყოველი გონიერი ქმნილებისთვის. ამის შემდეგ რომელი სიკეთით შეიძლება მოგვწონდეს თავი!

ადამიანთა მოდგმა ორჯერ წარდგა საკაცობრიო გამოცდის წინაშე, რათა დაემტკიცებინა სიყვარული უფლისა, მაგრამ ორჯერვე უარი თქვა ღმერთზე: ერთხელ - ადამისეული თვითმკვლელობით, მეორედ კი ღმერთკაცის მკვლელობით. მაგრამ, მიუხედავად ამ უმძიმესი დანაშაულისა, მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი წმინდა სისხლითა და ხორცით ცოდვის სიბინძურე ჩამოგვრეცხა, თავისუფლება მოგვანიჭა, აღგვადგინა ახალი სიცოცხლისა და უკვდავებისთვის. სადაც ცოდვაა, იქვეა ჯვარცმულიც, მადლიც, რადგან უმისოდ არარანი ვართ და არც არაფერი შეგვიძლია.

თავისუფლება გონების სინათლეა, ღვთისგან ნაბოძები კეთილი სხივებით განბრწყინვებული სულის თვალია, რომელიც არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, ნათელს - ბნელისგან, სიცოცხლეს - სიკვდილისგან. ღმერთი ნათელია და მხოლოდ მასთან მიახლებითაა შესაძლებელი დაუღამებელ ნათელში ყოფნა, გონებისა და გულის ზეაღსვლა, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მოპოვება, რაც ჩვენი პიროვნული არჩევანის ცოდვისმიერი ტყვეობისგან დახსნისა და თავისუფლებაში დამკვიდრების საწინდარია.

თავისუფლება უფლის მცნებებში დაფარული განძია და მისით გამდიდრება მხოლოდ უფლის მოყვარულ, თავისი ცხოვრებით ღმერთზე მინდობილ სულს შეუძლია, რადგან ერთია ის, რომელშიც არის ყოველი სიკეთე, სიხარული და წყარო ბედნიერებისა - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლითაც ვეზიარებით სრულ თავისუფლებას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat