ოქროს მიწაში დამფვლელი უფალს ნუ დააბრალებს თავის სიღატაკეს
ოქროს მიწაში დამფვლელი უფალს ნუ დააბრალებს თავის სიღატაკეს
ზეარსმა გონმა, გამოუთქმელმა მადლმოსილებამ, დამბადებელმა კაცთა მოდგმისა, სიხარულმა ყოველი ქმნილებისა, მიუწვდომელი, შეუცნობელი, თოვლივით სპეტაკი ნიჭებით დაფარა, დახუნძლა ადამიანთა უკვდავი სულები , ცისარტყელას სილამაზის, მისი ფერების დარად მორთო და მოკაზმა მის მიერ ქმნილი უხილავი თუ ხილული სამყარო. ჭეშმარიტი გაგებით, მართებული ხედვით გენიალური, ფასეული, დიადი მხოლოდ ღმერთშია და მისგანაა. მხოლოდ უფალს ეკუთვნის მადლის ფარა, ნიჭთა საგანძური, სიმდიდრის სავანე, რაც უსასყიდლოდ, უყვედრელად, უსასრულოდ დააფერთხა თითოეულ ჩვენგანს, რადგან უსასრულოა, დაუსაბამოა მისი მომცემი და არ აქვს ზღვარი მისგან ნაბოძებ სიკეთეებსაც. მაგრამ ძალზე სამწუხაროა, როდესაც ამ უდიდეს წყალობასა და შეუფასებელ საჩუქარს ხშირად ფეხქვეშ ვთელავთ, უმადურების მიწაში ვფლავთ, უგუნურებით ვაუკუღმართებთ და ბოროტების სამსახურში ვაყენებთ. მტრის ხელში ეს ფასდაუდებელი ჯილდო ჩვენს მომაკვდინებელ იარაღად იქცევა, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მიემართება, ვნებული, დასნეულებული ცხოვრების წესად ყალიბდება და წარწყმედისა და სიკვდილის ყალიბში იძერწება. ყოველივე ამას ადამიანი ხშირად ბრმა ბედისწერას, ცრუ უიღბლობასა და საკუთარი თავის ღვთის მიერ დაჩაგრულობას მიაწერს, რითაც კიდევ მეტად შორდება შემოქმედს, განსაცდელების ჭაობში ეფლობა, ბოროტებისა და შურის მსხვერპლად იქცევა.

საღად მოაზროვნე ძვირფასი საჩუქრისთვის მადლობას სწირავს მის მომცემს, რადგან იცის, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა და დიდი პატივითა და სიყვარულით მიიღო მოყვასისგან. მაგრამ როდის ქრება მადლიერების გრძნობა? მაშინ, როდესაც თვლი, რომ ძღვენი ისედაც გეკუთვნოდა, მოყვასი ვალდებული იყო შენ წინაშე ან როდესაც სრულიად დაბინდული გაქვს შემეცნებისა და აზროვნების თვალი და ვერც მჩუქებელს ხედავ და ვერც საჩუქარს. განა არსებობს სიცოცხლეზე, უკვდავებაზე დიდი საჩუქარი ამქვეყნად? და ვის შეუძლია, გვიბოძოს იგი, თუ არა უფალს, ჭეშმარიტ მფლობელს სიცოცხლისას? მხოლოდ ღმერთი, ზეციერი მშობელი გვანიჭებს ამ საოცრებას. ამის დანახვა კი მორწმუნე, მადლიერი, მართლმხედველი გონებისთვისაა შესაძლებელი, ამიტომაც არის ერთგული მწყემსი თითოეული ღვთივბოძებული სათნოებისა. კეთილგონიერება ნიჭთა ნიჭია, ნეტარებათა მშობელია, რომელიც მადლის ფარას მისი მშობლისკენ (უფლისკენ) მიუძღვის. ვინც მიწიერი სიცოცხლისთვის მადლობას არ სწირავს უფალს, რაც უნდა მძიმე და ტკივილიანიც იყოს იგი, მას ჯერ კიდევ ვერ შეუცნია სიტკბო, სიხარული და ერთგულება ღვთისა. განა ამგვარი ადამიანი გამოდგება სიხარულისა და ნეტარებისთვის? რადგან რამდენი ტკივილის დათმენაც შეგვიძლია, იმდენი სიხარულისთვის ვართ მზად. სიყვარულზე აღმატებული სათნოება არ არსებობს, რომლის მოპოვებაც შესაფერისი თავგანწირვითა და ტანჯვითაა შესაძლებელი.

აუცილებელია ყოველწუთიერად ვევედროთ უფალს, აგვიხილოს სულის გონიერი თვალი, რადგან უმისოდ მრავალ ნიჭს უმეცრების ქარი გაფანტავს და კეთილ ნაკვალევს უგუნურების წვიმა წაშლის. ოქროს მიწაში დამფვლელი უფალს ნუ დააბრალებს თავის სიღატაკეს, წყაროსთან ახლოს მყოფი მწყურვალი უბედობას ნუ შესჩივლებს საკუთარ სიხმელეს. ჩვენს ხელთაა სიმდიდრეც და სიღატაკეც, სინოტივეცა და სიმშრალეც. უფალმა ყველას უბოძა სიცოცხლე, ნიჭი, მადლი და სათნოება. ოქრო უკვდავი სულია ჩვენში, წყარო კი სათნოებები, რომლითაც ვირწყულებთ სულს, ვიცავთ გამოფიტვისა და უნაყოფობისგან. მათ ადამიანი განაგებს, მიმართულებას აძლევს. მაშ, რატომ არიან ბედნიერნი და უბედურნი, სულიერად მდიდარნი და გლახაკნი, "იღბლიანნი" და "უიღბლონი"? პასუხი ერთია: გამოუყენებელი სიმდიდრე სიღატაკეა, აღუსრულებელი სიკეთე - ბოროტება და ნაჩუქრის არად ჩაგდება - უმადურობა. არასდროს დარჩენილა ქვეყნად მთესველი უთესლოდ და არც თითოეული ჩვენგანი - უფლის წყალობისა და შემწეობის გარეშე. თქმა იმისა, უბედური, უიღბლო ვარო, უღმერთობას, უსულობას ნიშნავს, შენთვის არ არსებობს სიკეთე. დედის მუცელში ჩასახვისთანავე სიცოცხლის წიგნში ჩასაწერადაა ადამიანი განმზადებული, რადგან უფალმა სიკეთით მოხედა მას, ღმერთია მასთან. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმემ ინანოს თავისი გაჩენა?!

ზარმაცი კაცი მოსავალს არც ელის, რადგან იცის, რომ არ დაუთესავს. მაგრამ არსებობს ამაზე გაცილებით მძიმე და საშიში მდგომარეობა, როდესაც უშრომელი მიწათმოქმედი მიწას შეჰყურებს და მოსავალს ელის, ხოლო როცა ვერაფერს იღებს, საკუთარ უიღბლობაზე რისხდება და უფალს შესჩივის თავის სიღატაკეს, არადა საკუთარ უგუნურებასა და სიბრმავეს უნდა დასტიროდეს, რადგან დაუმუშავებელი, დაუთესავი და, ამდენად, უმოსავლო მიწის მსგავსია მისი სული.

ზარმაცი მუშაკი თუ არ შრომობს, ზოგიერთი არასწორად თესავს; არსებობს იმგვარიც, მცირეს რომ თესავს, ნაყოფს კი მეტს ელის. თითოეული ამათგანი უმადურობისთვისაა განწირული, რასაც სულიერი სიბეცისგან ნაშობ შემთხვევითობასა და ბრმა ბედნიერებას ეძახიან და ძალზე შორსაა კეთილგონიერებისა და სულიერი სიჯანსაღისგან.

ქვეყნიერების შემოქმედმა არაფრისგან სიცოცხლედ მოგვიყვანა, ნათელს გვაზიარა, მარადიულობის ულევ გზაზე დაგვადგინა. ნუთუ ამის შემდეგ ისევ უიღბლო ხარ, ადამიანო? ნუთუ კვლავ უფალს აყვედრი უმადურობით? არსებობს სხვა განცდაც, სხვა ტკივილი, რომელიც მხოლოდ ღვთის სიყვარულითა და სარწმუნოებით გაჟღენთილ სულს შეუძლია აღმოხდეს, წმინდა დავით მეფსალმუნისამებრ: "ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?" (ფს. 12,1-3). ამ სიტყვებში ისმის სულ სხვა განცდა, სულ სხვა ტკივილი დავითისა. ეს კურნების, შვების, სინანულში დაფარული, მასში აღმოცენებული სიხარულის ცრემლებია, რომელიც უფალთან ერთობის, მასთან კიდევ მეტი სიახლოვის წყურვილითაა ნასაზრდოები. დიდმა მეფემ ნათლად უწყის, რა სიკეთის მომატყვებელია ღმერთთან ერთობა, რადგან თავად განცდილი და შესისხლხორცებული აქვს ეს ენით უთქმელი გრძნობა. იგი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, გრძნობს, რომ უფალთან სიშორის, მისგან განრიდების ერთადერთი მიზეზი ცოდვაა, რომელიც კედელივით აღიმართება ღმერთსა და ადამიანს შორის, მაგრამ ფსალმუნთმგალობელი, დიდი წინასწარმეტყველი დასძენს: "ხოლო მე ვთქვი განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთაისა, ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდე მე შენდამი" (ფს. 30,23). აი, საოცრება სიმდაბლისა, სინანულისა, კეთილგონიერებისა, საკუთარი ყოფიერების, სულიერი მდგომარეობის მართებული დანახვისა. დიდი მეფე იცნობს ღმერთს და საკუთარ თავსაც. მაგალითი რწმენისა და ღვთისმეტყველების სიღრმისა. სული, რომელიც ამგვარად განიცდის, აცნობიერებს საკუთარ უძლურებას, ადამიანური ბუნების სისუსტეს, ყველაზე ახლოა უფალთან.

მადლის დაბრუნება დაკარგულის ძიებაშია, მის მიერ მოყენებული ტკივილის განცდაშია. ვაჭარმა იცის ფულის ყადრი და სულ პაწაწინა ძვირფასი ქვაც რომ დაკარგოს, მყისვე მწუხარება მოიცავს და არ მოისვენეს, სანამ ზარალს არ აინაზღაურებს. სული, რომელიც ასევე განიცდის ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭთა განბნევას, არასდროს გაღარიბდება სათნოებათაგან. ჩააბარო უგუნურს ქონება, იგივეა, რომ დაკარგო იგი. დაკარგული და დაფარულია უგუნური სულისთვის უფლისგან ბოძებული მადლის საგანძურიც. შესაძლოა ვინმემ იკითხოს, რატომ მიეცაო ამგვარ სულს ასეთი პატივი ღვთისგან, თუკი იგი დაკარგვისთვის იყო განწირული. სწორედ ამაშია ჩადებული და ამოტვიფრული სიყვარული, წყალობა და გულუხვობა ღვთისა. მას არავინ დაუტოვებია ნიჭის გარეშე, რადგან როგორც უსულო ვერ იქნება ადამიანი, ასევე შეუძლებელია, იარსებოს ნიჭების გარეშე, თავად უკვდავი სულიც ხომ სავანეა ნიჭთა.

მაშ, სადღაა მიზეზი უბედობისა, უიღბლობისა? ვის და რას დავაბრალოთ ჩვენი უმადურობა, უყურადღებობა, გაუფრთხილებლობა და უმეცრება? ისევ და ისევ საკუთარ თავში ვეძიოთ მიზეზი უკმაყოფილებისა, მოწყინებისა, სასოწარკვეთისა და უიმედობისა, რადგან მხოლოდ მასში ჩაღრმავებითაა შესაძლებელი ღმერთის დანახვა. თავად ჩვენშია ის, ვინც მყისვე სიხარულით, იმედით, ბედნიერებითა და დაულეველი ნეტარებით აღავსებს ყოველ მის მაძიებელ, მასზე მსასოებელ, მონანულ სულს.

გონიერი ადამიანი უფლის მოშიში და მოყვარულია, თავისი ცხოვრების გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში უფლის ხელს ხედავს და მის სამართალსაა მინდობილი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რამ მისი გონებისა და ცნობიერებისთვის დაფარული და მიუწვდომელია. ღვთისმოშიშება უფლის გზაზე შედგომის საწინდარია, ერთგულების მტკიცე საფეხურებია, რაც ძლიერსა და მიზანდასახულს ხდის ცოდვილ სულს. ვინც ცხოვრების წესით ცდილობს დაუმტკიცოს უფალს სიყვარული, უდიდესი პატივისცემა, იგი მადლით იმოსება, მასში იძირება და იოლად აღარ ებმება ეშმაკის დაგებულ მახეებში. უფლის მორწმუნე გამუდმებით უნდა სწავლობდეს ზეციერი მშობლისკენ სავალ გზებს, ანბანს სიცოცხლის წიგნის კითხვისა, რათა მართებულად შეძლოს მასში დავანებული სიბრძნის შემეცნება, რის გარეშეც შეუძლებელია ნათელში სიარული, დაბრკოლებათა გადალახვა.

ღვთის ნიჭთა დასაბამი უფლის შიშია. მისგან გამომავალი განშტოებანი სიბრძნეში იყრის თავს და მასში ნაყოფიერდება. თვით სიყვარული, სათნოებათა სათნოება, ნეტარებათა ნეტარება, სიბრძნისა და გონიერების გარეშე ძალზე ხშირად ეშმაკის ხელში უდიდესი ბოროტების იარაღად ქცეულა. თვით ქვეყნიერება გამოუთქმელი, მიუწვდომელი სიყვარულითა და კაცთმოყვარეობით შექმნა ღმერთმა, მაგრამ ისევ და ისევ გონითა და სიბრძნით, რაც სამართლიანობისა და სიყვარულის ძაფით ნაქსოვი მშვენიერებაა - მისით მორთო და მოკაზმა სამყარო ჭეშმარიტმა ღმერთმა, წმინდა სამებამ - მამამ, ძემ და სულიწმინდამ, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat