მე ვარ გზა, - თქვა ქრისტემ. საით ვგზავნით ჩვენს შვილებს, როცა ამ გზას ჩამოვაშორებთ, თუ არა უფსკრულისკენ?
მე ვარ გზა, - თქვა ქრისტემ. საით ვგზავნით ჩვენს შვილებს, როცა ამ გზას ჩამოვაშორებთ, თუ არა უფსკრულისკენ?
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
წერილი 270. ჯვარდაუწერელ კაცს ორმაგ სიმართლეზე. შენ გააგდე ჯვარდაწერილი ცოლი, სხვა მოიყვანე და მასთან უგვირგვინოდ ცხოვრობ. განა ეს ცოდვაა? - კითხულობ. გიკვირს, მეგობრები რატომ აღაშფოთა შენმა საქციელმა. ისიც გიკვირს, ხელისუფლება რატომ მდევნის და მსჯისო.

შენი პირველი ცოდვა: გააგდე კანონიერი ცოლი, მეორე: უკანონოდ ცხოვრობ სხვასთან. ორჯერ დათრგუნე სჯული შემოქმედისა, ამიტომაც ბრაზობენ შენზე მეზობლები, ხელისუფლება კი გდევნის. ცხოველებისთვის ეს ცოდვა არ არის, კაცთათვის კი უფალმა სხვა სჯული დააწესა. თავს იმართლებ, - ასე ბევრი მოქცეულაო. მართალია, ასე ბევრი მოიქცა, მათ შორის უსჯულონი და გვირგვინოსანნი. მაგრამ დამნაშავეს არ ამართლებს ის, რომ სხვამ უკვე დაარღვია კანონი.

ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VI-მ, ძემ ირინე დედოფლისა, გააგდო ჯვარდაწერილი მეუღლე მარიამი და შეირთო სეფექალი თეოდორა. დედა და კონსტანტინოპოლის პატრიარქი მას საყვედურობდნენ. ხალხიც აღუდგა. მაგრამ თვითნება მეფემ არა მარტო არ ისმინა დედისა და ეკლესიის წინამძღოლის შეგონება, არამედ მათ დაემუქრა კიდეც, თუ თავს არ დამანებებთ, სახელმწიფოში წარმართობას აღვადგენო. მეორე წელს სასახლეში შეთქმულები შეიპარნენ და მეფე დააბრმავეს იმავე ოთახში, სადაც დაიბადა.

იფრთხილე, რომ შენც არ მოგეწიოს მკაცრი სასჯელი, მაგრამ არა კაცთაგან, არამედ უხილავი ძალისგან, რამეთუ ნათქვამია: "ვაი იმას, ვინც ბოროტს ეძახის კეთილს და კეთილს ბოროტს, ბნელს ნათლად მიიჩნევს და ნათელს ბნელად - ასე ამბობს ის, ვისი შემწყნარებელი ანდა დამსჯელი ხელი თავის დროზე თითოეულს მისწვდება (შეადარე გამოსვლათა 5,20).

წერილი 153. საღმრთო სჯულის მასწავლებელს. თქვენ ბრაზობთ ზოგიერთ თქვენს კოლეგაზე, რომლებიც უარყოფითად უყურებენ სკოლებში საღმრთო სჯულის სწავლებას. მართალი ხართ. თქვენი რისხვა - მართალი კაცის რისხვაა, ასეთი რისხვა სათნოა ღვთისთვის. მაგრამ არ ღირს არც მარტო მრისხანება და არც დაჟინებული მოთხოვნა. აუცილებელია, ვილოცოთ უგუნურთათვის, რათა უფალმა აუხილოს მათ თვალები და დაინახონ, რომ სწორედ იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან, რადგან ახალგაზრდა თაობის აღზრდა აღშენდება ქრისტიანული მოძღვრების შეუძვრელ კლდეზე. ასე იყო ჩვენი მართლმადიდებლური ისტორიის მანძილზე, ასე უნდა იყოს დღესაც და მარადის. ასეთ აღზრდას არც წარსულში შევურცხვენივართ და არც მომავალში შეგვარცხვენს. მან უამრავი გამორჩეული ადამიანი მოგვცა და სხვა რა შეიძლება იყოს აღზრდის მიზანი, თუ არა კაცნი, ნამდვილი ადამიანები?

პედაგოგიური მეცნიერება ჩვენშიც და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებშიც უნდა ემთხვეოდეს ქრისტეს მეცნიერებას. თუ აღზრდა ჩამოშორდება ქრისტეს მეცნიერებას, მაშინ დაზარალდება აღზრდა და არა მეცნიერება, ამით კი დაიკარგებიან ადამიანები. თუ დაინგრევა ქრისტიანული აღზრდის საფუძველი სკოლაში, მაშინ სკოლა საფრთხედ ექცევა როგორც ადამიანებს, ისე ერებს, რამეთუ განათლებული, მაგრამ გაუზრდელი ადამიანი უფრო სახიფათოა თავისი თავისა და სხვებისთვის, ვიდრე კარგად აღზრდილი, მაგრამ გაუნათლებელი. რწმენაში გაჩენილ ბზარს ადამიანში ხასიათის გაბზარვა გარდაუვლად მოჰყვება. ამას მოწმობს როგორც საღმრთო, ასევე საერთო ისტორია ნათელღებულ ხალხთა. ისრაელის მეფეთაგან ვინც განუდგა ღმერთს, ზნეობრიობასაც განუდგა, რამეთუ როგორც მდინარე დაკავშირებულია სათავესთან, სინათლე - მზესთან, ასევე ზნეობრიობა კავშირშია რწმენასთან.

მე ვარ გზა, - თქვა ქრისტემ. კიდევ ბრძანა: მე ვარ წყალი ცხოველი, მე ვარ ნათელი სოფლისა. საით ვგზავნით ჩვენს შვილებს, როცა ამ გზას ჩამოვაშორებთ, თუ არა უფსკრულისკენ? თუ მათ ცოცხალ სულებს წყარო ცხოველს არ შევასმევთ, რითი დავარწყულებთ, თუ არა ჭაობის მყრალი წყლით, რომელსაც პირუტყვი სვამს? ამ სინათლის გარეშე რითი განვანათლებთ, თუ არა ოდენ ფუჭი ათინათით?

მაგრამ ამბობენ, რომ ღვთის რჯული არ არის თანამედროვე. არ ვიცი, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ჩვენს დროში გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც მყრად დგანან რწმენასა და საღმრთო სჯულში და არ ვიცი, რა მოძღვრებამ შეიძლება შეცვალოს ქრისტეს მოძღვრება ახალგაზრდების აღზრდისას.

ამგვარად, ვერავინ ვერასოდეს შეძლებს, სხვა ფუნდამენტი ჩაყაროს იმ ცხოველი საფუძვლის ანუ იმ ფუნდამენტის ნაცვლად, რომელიც თვით უფალმა შეგვიქმნა და ბრძანა: "თვინიერ ჩემსა, არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5).

წერილი 204. მეღვინე ს-ს ძმაზე.
შენ მხოლოდ ერთადერთი ძმა გყავს და მასზე უარს ამბობ. ჩემი ძმა არ არისო, - გაიძახი. მართლაც დიდი დანაშაული ჩაიდინა. მოხუცი კაცის სახლში შეიპარა, მოკლა იგი და ფული მოიპარა. სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. ახლა ის ციხეში თავის უკანასკნელ საათს ელოდება. საპყრობილიდან მოგწერა და გთხოვა, ძმურად გეპატიებინა, სიკვდილის მერე გელოცა მისთვის და პანაშვიდები გადაგეხადა. ასევე გთხოვა, მშობლების გვერდით დამკრძალეო. შენ კი რით უპასუხე? ითაკილე, პირი იბრუნე მისგან, წერილს არ უპასუხე, ძმას არ ნახულობ, მის სახელსაც არ წარმოთქვამ - ჩემს პატიოსნებას ჩირქი მოსხცოო.

ჰოი, პატივმოყვარევ, ნუთუ ვერ ხედავ შენს საშინელ თავკერძობას? ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენი თავკერძობით ჩირქს სცხებ იმასვე, რაც შენმა ძმამ შერყვნა დანაშაულით? მაგრამ შენი ძმა ინანიებს დანაშაულს, შეინანე შენც შენი ეგოიზმი და სიამაყე. არ არის იმის დრო, საკუთარ თავსა და მით უმეტეს, სახელზე იფიქრო, იფიქრე ძმაზე, რომელიც იღუპება და დახმარებას გთხოვს. თუ ვინმე იძირება მღვრიე წყალში, ხელ-ფეხს იქნევს, იბრძვის სიცოცხლისთვის და ამ დროს ნაპირზე მყოფს წყალს შეაშხეფებს, მან წყენით პირი უნდა იბრუნოს წყალწაღებულისგან? იცი, რა თქვა უფალმა? - არ მოვსულვარ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მათე 9,13).

შენმა ძმამ ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ამ ბოროტებისთვის მალევე მიიღებს კაცთაგან ყველაზე საშინელ სასჯელს. მას თავი არ აურიდებია ადამიანური სასჯელისთვის - მას ღვთის სასჯელისა ეშინია და ტირის, ციხეში ზის და დასამშვიდობებლად მისვლას გევედრება, რომ შენდობა აიღოს შენგან. იცის, რომ ამ ქვეყანაზე არავინ შეუნდობს, თუ ძმა არ აპატიებს. მას სურს ამ სოფლიდან ძმის მიერ მაინც წავიდეს შენდობილი. შენ კი უარს ეუბნები. რატომ? პატივმოყვარეობის გამო! მაგრამ იცოდე, ზეცაში წმინდანებისთვის მის გულწრფელ სინანულს შესაძლოა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შენს სიმართლეს. ქრისტემ ავაზაკი ჯვარზე შეიწყალა. შენ კი როგორ აპირებ ქრისტესთან ზიარებას და შეერთებას, თუკი ასე შორს ხარ ქრისტეს გულმოწყალებისაგან?

ამას წინათ ჩვენს მხარეში მძიმე დანაშაულის გამო ერთი კაცი დასაჯეს. იგი ტირილითა და თრთოლით, ღრმად და გულწრფელად ინანიებდა დანაშაულს. მხურვალედ ლოცულობდა, როცა დასასჯელად მიჰყავდათ, მუხლს უდრეკდა ხალხს და ყვიროდა: "შემინდეთ, ძმებოო!" ამის შემხედვარე ყველა ტიროდა. მრავალგზის ევედრებოდა მღვდელს: "მამაო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, რომ უფალმა მაპატიოს!" ზოგიერთი მოწმე ჰყვებოდა, - ასე გვეგონა, იმ ქვეყანაში დამნაშავეს კი არა, წმინდანს მივაცილებდითო! ასეთ ღრმა სინანულს ძალუძს წამში შეცვალოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.

შენს ძმასაც ფერი უცვალა სინანულმა. გთხოვ, წახვიდე და სინანულით ბოლომდე დაეხმარო. ნუ განიკითხავ განკითხულს, ზურგს ნუ შეაქცევ მონანულს. იყავი შენი ძმისადმი მოწყალე. თქვენი მშობლები იმ ქვეყანაზე ავაზაკებს კი არა, ღვიძლ შვილებს გელიან. მშობლებს ნუ დაამწუხრებ. მოინახულე საპყრობილეში, ისე, თითქოს ქრისტე მოინახულე. და ქრისტეც გესტუმრება მდიდრული საჩუქრებით.

მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს ძმას.

წერილი 104. ერთ დედას სილამაზის კონკურსზე. უგუნური სიხარულით მაუწყებთ, რომ თქვენი ქალიშვილი სილამაზის დედოფლად აირჩიეს და ჩემგან თითქოს მილოცვას ელით, მე კი ამაზე წერაც მრცხვენია და მილოცვის მაგივრად გიცხადებთ ღრმა თანაგრძნობას მწუხარებაში.

მწერთ: "ჩემი ქალიშვილისთვის, როგორც განათლებული გოგონასათვის, ეს ძალზე საქებარია". რა ვთქვათ ჩვენს დროში განათლებულებსა და გაუნათლებლებზე? თანამედროვეობის სხვადასხვანაირ მრავალ კრიზისს შორის განათლების კრიზისი ერთ-ერთი უმთავრესია. ვინ იცის, ვის უფრო შეიძლება ერქვას განათლებული: რომელიმე ქალაქელ ქალბატონს თუ მორცხვ სოფლელ მწყემს გოგონას? ძნელია საერთო აზრამდე მისვლა, ვიდრე არ განვსაზღვრავთ განათლებულობის ცნებას და არ ვიტყვით ხალხთან ერთად, რომ განათლებულია ის, ვინც შიგნით ნათელს ატარებს, ანუ იცავს პატიოსნებას (ღირსებას), ხოლო ვისაც არ აქვს პატიოსნება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს, როგორი ცოდნაც არ უნდა დააგროვოს, განათლებული ვერ იქნება.

ჩვენს სერბულ სოფლებში სილამაზეზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ზნეზე კი ხმამაღლა. ეს მომდინარეობდა ხალხის შეგნებიდან, რომ სილამაზე წარმავალია და ადამიანზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ხასიათი უცვლელია და კაცის ნებაზეა დამოკიდებული. გსმენიათ ხალხური სიმღერა ქალწულ მილიცაზე: "მე ჯადოქარი არ ვარ, ღრუბლები გადავრეკო. ქალწული ვარ და საკუთარ თავს ვიცავ..."

სილამაზის დედოფლის არჩევა - აღორძინებაა ძველ ლათინთა ტრადიციებისა. არსობრივად კი სხვა არაფერია, თუ არა ოსტატურად დაფარული თეთრი მონებით ვაჭრობა. ცნობილია თუ არა თქვენთვის ასეთი მზეთუნახავების ხვედრი? ის საშინელია! ჯვარდაუწერელი ქორწინებები, ქორწინებაგარეშე შვილები - საცოდავი ბავშვები! განქორწინების სენსაციური პროცესები, თვითმკვლელობა. აი ის გზა, რომელსაც უფრო ხშირად მიუყვებიან სილამაზის დედოფლები! ნუთუ თქვენი ქალიშვილიც ამ გზას გაჰყვება? აჯობებდა, წაგეკითხებინათ მისთვის ცერის მთაზე მამის გმირულ სიკვდილზე, ვიდრე გაგეყვანათ ამ საბაზრო და სახიფათო სპექტაკლზე. თავს ვინ იდებს, რომ თქვენი სიხარული მალევე ღრმა მწუხარებად და სირცხვილად არ მოგიბრუნდებათ, ისეთ სირცხვილად, რომლის გამოც დღისით სახის დამალვას შეეცდებით? მეზობლები კი ბოროტი სიხარულით დაგცინებენ, და ეს უფრო დაგიფლეთთ გულს.

ყველა საცთურთაგან, რომელიც კაცმა უნდა დაძლიოს, სილამაზე ერთ-ერთი უძლიერესია. წმინდა დიდმოწამეებმა - ეკატერინემ და ბარბარემ, ანასტასიამ და პარასკევამ და მრავალმა სხვამ დაძლიეს იგი, რამეთუ შეიცნეს სხვა მშვენიერება, რომელიც ფიზიკურ სილამაზეზე უძვირფასესია. მაგრამ შეუძლია ამ საცთურის დაძლევა თქვენს ქალიშვილს, რომელსაც არ აქვს სულიერი ხედვა და თავისი ნებით წავიდა ამ სავაჭრო ადგილას? დაე შეეწიოს მას ყოვლადძლიერი უფალი! მაგრამ სილამაზეს, ისევე როგორც სიმდიდრეს და უფრო მეტადაც კი, მიჰყავს კაცი ქედმაღლობისაკენ, ქედმაღლობას - ტახტრევნისაკენ, საიდანაც გარდაუვალად ჯოჯოხეთის უფსკრულში იჩეხება.

ამერიკელმა კინომოვაჭრეებმა უფრო მეტი შემოსავლისთვის გამოიგონეს, თითქოს იუდა გამცემელი თორმეტ მოციქულთა შორის ყველაზე ლამაზი ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, იუდას სიკვდილის გარდა ვერაფრით დამტკიცდება. გაგიგონიათ და წაგიკითხავთ, რომ მისი სიკვდილი მსგავსი იყო თანამედროვე სილამაზის მეფეთა და დედოფალთა სიკვდილისა. ამ "მშვენიერმა" იუდამ ღვთის ძის გაცემის შემდეგ "დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა" (მათე 27,5).

ვინც შორს შეჰყვება ეშმაკის ბილიკს, მისთვის ძნელია უკან დაბრუნება. რა გირჩიოთ? რაც შეიძლება სწრაფად გაათხოვეთ თქვენი ქალიშვილი. რაც უფრო უბრალო იქნება სიძე, მით უკეთესია. გააყოლეთ ვინმე ხაბაზს ანდა კონდიტერს (რა თქმა უნდა, ღვთისმოშიშ კაცს ასეთი პასუხისმგებლობის აღებისა არ შეეშინდება). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიმედდე, რომ გეყოლება კანონიერი შვილიშვილები და გექნება ღვთის კურთხევა. შემოქმედს შეუძლია თავისი ძალით დაიცვას ადამიანი მოლიპულ გზაზე დაცემისაგან, რომელსაც ის უცოდინარობის ანდა უძლურების გამო მიყვება. დაე, შეგეწიოთ იგი თქვენ და თქვენს შვილებს, რომლებიც ამ სამყაროში ყველაზე ძლიერ გიყვართ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat