არ ვეძებთ მთავარს, არაფერი ვიცით მის შესახებ და ამიტომ არც დათმობა გვიჭირს მისი
არ ვეძებთ მთავარს, არაფერი ვიცით მის შესახებ და ამიტომ არც დათმობა გვიჭირს მისი
უფალზე ფიქრი განუწყვეტელი, მოუკლებელი ლოცვაა. რამდენადაც გვახსოვს უფალი, ვუთმობთ ადგილს ჩვენს გონებასა და გულში, იმდენად გვიყვარს და ახლოს ვართ მასთან, ლოცვის არსი ხომ ღმერთთან ერთობა და სიახლოვეა. ხსოვნა უფლისა ლოცვითი საფარველია, რომლის მადლით შემოსილიც დაცული და განრიდებულია ყოველგვარ სიბინძურეს.

რწმენის სიმტკიცე, სიჯანსაღე ღმერთთან ეთობაა და შინაგანი სიახლოვით განისაზღვრება. ეს სიღრმისეული, დაფარული, უხილავი ერთობაა, რასაც ვერ განსაზღვრავს დრო, მანძილი, გარემოება თუ ვითარება; ეს სულის საიდუმლოა, რომლის შესახებ უწყის მხოლოდ უფალმა და "სულმან კაცისამან". სული გრძნობს, ხედავს, მიილტვის თავისი გამჩენისკენ, ესმის ღვთის მაცხოვნებელი მშობლიური ხმა, რასაც უდიდესი სიხარული, შემართება და სიმტკიცე შემოაქვს ჩვენში.

ჩვენი შინაგანი კაცი ყოველწუთიერად იწვრთნება ზნეობრივად და გამოიცდება, იწრთობა ცეცხლის ქურაში - ესაა გზა ადამიანად ჩამოყალიბებისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი შინაგანი მხარეა და არა გარეგნული. ხსოვნა ღვთისა საწინდარია ყოველი სიკეთისა, სათნო ქმედებისა, ღმერთსა და ადამიანს შორის გადებული ხიდია, რომელიც რწმენის სიმტკიცეს, სულის სიწმინდესა და სიწრფელეს ემსახურება. ყოველი სათნო საქმე ამ ხიდის ასაშენებლად, განსამტკიცებლად დადებული აგური უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ღმერთთან სიახლოვით შევიგრძნობთ ჭეშმარიტ, ტკბილ გემოს სარწმუნოებისას.

ძალზე ხშირად ამ მთავარს, ძირეულს ვღალატობთ ჩვენი ყოფიერებით, შინაგანი მივიწყებული, მიტოვებული გვაქვს... სამწუხაროა, რომ კეთილნი ვართ სიკეთის დამნახველთათვის და არა თვით სიკეთისათვის, მორწმუნენი - არა სარწმუნოებისთვის და ქრისტიანები - არა ქრისტესთვის, რადგან გამოცლილი გვაქვს არსი, ნიადაგი ჭეშმარიტების მართებული აღქმისა, რწმენის სიღრმისეული წვდომისა. ამიტომაც გვიჭირს სულიერი წინსვლა, ზრდა და განვითარება, არ ვიცით სინანული, პატიება, დათმობა, დახმარება და სხვისი ტკივილის გაზიარება. ყოველივე ეს კი არ მოიპოვება ზედაპირულობით, წყლის ზედაპირზე ცურვით ვერასდროს დაინახავ, რა ხდება მის სიღრმეში, რა მშვენიერი, ცოცხალი სამყარო იმალება მძლავრი ტალღების ქვეშ.

არ ვეძებთ მთავარს, არაფერი ვიცით მის შესახებ და ამიტომ არც დათმობა გვიჭირს მისი. სიმდიდრის მფლობელს უჭირს მისი დათმობა და ხშირად სიცოცხლის ფასადაც იცავს მას, მაგრამ ვისაც მხოლოდ სმენია სიმდიდრის შესახებ, განცდით კი არ განუცდია, მისთვის უცხოა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. უფლის მადლით ავსებულ, მდიდარ სულს გაცნობიერებული, შეგრძნობილი აქვს საოცარი გემო ამ უდიდესი პატივისა; ყოველნაირად ცდილობს, არ მოსწყდეს ამ ენით გამოუთქმელ განცდას, შეგრძნებას ნეტარებისას; არ უღალატებს მას, პირიქით, ყველაფერს დათმობს, რომ არასდროს გაუნელდეს სასუფევლისეული შეგრძნება.

ჩვენი რწმენა ხშირად გარეგნულად ლამაზი ფერებითაა დახატული, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების "პეიზაჟი", სულიერი გზა, ერთი შეხედვით, თვალისმომჭრელია ხორციელად მხედველთათვის, მაგრამ უსიცოცხლო და არსგამოცლილია უფლის ყოვლისმჭვრეტელი თვალის წინაშე, ისე განსხვავებული ცოცხალი რწმენისგან, როგორც მხატვარი ნახატისგან.

უფალმა მოგვცეს ძალა და გონიერება რწმენის მართებული აღქმისა, ქრისტიანობის სულის ხედვისა, შეძლება და შემართება ჭეშმარიტების გზით სიარულისა, ღმერთთან მიახლებისა, რათა ამით იდიდოს ერთარსება ღმერთი ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat