ვილოცოთ, რომ ჩვენს თაობაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები
ვილოცოთ, რომ ჩვენს თაობაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები
დღევანდელი საზოგადოების სენი გულგრილობაა
ჩვენი დროის წმინდანი პაისი მთაწმინდელი ერთგან წერს: "ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ... მდგომარეობა ძალიან რთულია. სამყაროს ბედი რამდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს, რათა უფალი ჩაერიოს იმაში, რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროთ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი, გულგრილობაა ირგვლივ - და იმისათვის, რომ ეს ყოველივე გაიფანტოს, საჭიროა ძლიერად დაუბეროს".

მაინც რა სიმპტომები ახასიათებს ჩვენს ეპოქას, რა სენი შემოგვეპარა, რატომ რეკავენ ასეთი დაჟინებით განგაშის ზარებს წმინდა მამები და ჩვენი დროის მოაზროვნეები? "მე არ მოგიწოდებთ სატირლად, ძმანო, არამედ მივაქციოთ ყურადღება უდიდეს მომავალ საფრთხეს და აღვაპყროთ ხელები უფლისაკენ. დავფიქრდეთ, როგორ დავიცვათ თავი ბოროტებისაგან. საჭიროა დავამუხრუჭოთ, რადგან არსებობს ყველაფრის განადგურების საფრთხე".

რაში ხედავენ წმინდა მამები "განადგურების საფრთხეს"? "დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, - ამბობს ბერი ფილოთეოსი, - ერი თუ ბერი თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისკენ. არ ფიქრობენ ღმერთზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე. არაფერზე ფიქრობენ. მხოლოდ მატერიალური ინტერესები, მხოლოდ სხეულის სიამოვნებანი, მხოლოდ სახელი და დიდება! ძალიან ცოტაა, ვისაც ჭეშმარიტი მიზანი გააჩნია და უფალი, ალბათ, მათი გულისთვის ინარჩუნებს ქვეყნიერებას". ბერი პორფირე წერს: "დღევანდელი ადამიანი მარცხს მარცხზე განიცდის, ვინაიდან თავისთვის ეძებს სიყვარულს. იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, ვუყვარვარ თუ არაო, არამედ იმაზე, რომ შენ თვითონ შეიყვარო ქრისტე და ადამიანები, მხოლოდ ასე ივსება სული". "ადამიანები დაშორდნენ წმინდა გულუბრყვილობასა და კეთილგონიერებას, - წერს ბერი გიორგი, - ყოველდღიური მათი ქმედება სვლაა ბოროტებისკენ. რამდენი წელია დაღუპვის გზას ადგანან, მაგრამ ღმერთს არ სურს მათი დაღუპვა". თანამედროვე "ქრისტიანებზე" ბერი ფილოთეოსი ამბობს: "ისინი, ვინც ქრისტიანებად თვლის თავს, ორი კატეგორიისანი არიან: ნასწავლნი და უსწავლელნი. უსწავლელთა უმრავლესობა ურწმუნოა. მათ არ იციან, არსებობს თუ არა ღმერთი და რა არის რწმენა, მაგრამ რამდენ ლეგენდას, უწმაწურ სიმღერას და ცეკვას სწავლობენ! ნასწავლ უმრავლესობასაც არაფერი სწამს. უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, ხეპრეა. ისინი არ ლოცულობენ და პირჯვრის გადაწერისა რცხვენიათ".

ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებით მწვავედ დგას ფასეულობათა გადაფასების, ღირებულებათა ჩანაცვლების პრობლემა. ცნებები იცლებიან ნამდვილი შინაარსისგან: "ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას; ამის შედეგად ისინი ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში ცრუნი ხდებიან; მაშინ ფასეულობად ითვლება წარმოდგენა და გამონაგონი, ცხოვრება კი აჩრდილთა მოძრაობას ემსგავსება, როდესაც მზე ღრუბლებს მოეფარება... ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე კი საშველად მესამეს უხმობს. ამ დროს მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება. და ბოლოს ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი იძირებიან სიცრუეში და ყვირიან: ყველგან სიცრუეა! მაგრამ ჭეშმარიტებას არავინ უბრუნდება. ისევე, როგორც ნაპირს დაშორებული მოცურავეები კარგავენ ძალას, ერთმანეთს ებღაუჭებიან და იძირებიან, რადგან დაბნეულობასა და შიშში ავიწყდებათ, საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა. ასეთ დროს სამყაროს დაღუპვისაგან იხსნის ათიოდე მართალი - ღვთის კაცი, რომელთა არყოფნამაც სოდომი და გომორი დაღუპა" (წმინდა ნიკოლოზ სერბი).

თანამედროვე ადამიანი დიდი გამოწვევებისა და საცდურების წინაშე დგას. ამიტომ იგი დაბნეულია: "უდიდესი მღელვარებაა. ისეთი დაბნეულობაა, რომ ხალხს თავბრუ აქვს დახვეული. ხალხი ფუტკარივითაა. თუ სკას დაარტყამ, ფუტკრები გამოფრინდებიან, დაიწყებენ ჩუჩუნს და აფორიაქებულნი დაფრინავენ სკის გარშემო. შემდეგ ისინი იმ მიმართულებას იღებენ, საითაც ქარი დაუბერავს. თუ სამხრეთის ქარია, სკაში დაბრუნდებიან, თუ ჩრდილოეთის - გაფრინდებიან. ასევეა ხალხიც, რომლებსაც უბერავს ხან ნაციონალური "სამხრეთის", ხან კი ნაციონალური "ჩრდილოეთის ქარი" და მას, საწყალს, თავი გაბრუებული აქვს" (წმინდა პაისი ათონელი).

ჩვენს დროში გამეფებულ კიდევ ერთ ნაკლს ამხელს წმინდა პაისი ათონელი. ესაა გულგრილობა, ნელთბილობის სულის გაბატონება. "ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არ აქვს! ჩვენ საბოლოოდ გავფუჭდით! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი!" სულის ამ მოდუნებას წმინდა ბერი უფლისადმი რწმენის დაკარგვით ხსნის: "უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისკენ მივყავართ. მივყავართ რღვევამდეც. უფლის რწმენა - უდიდესი საქმეა. ადამიანი ემსახურება უფალს, შემდეგ კი უყვარს თავისი მშობლები, თავისი სახლი, ახლობლები, საქმე, სოფელი, მხარე, თავისი სახელმწიფო, მამული... ყველაფერი აქედან იწყება. ადამიანს არ სწამს ღმერთი და შემდეგ ანგარიშს არ უწევს არც მშობლებს, არც ოჯახს, არც სოფელს, არც სამშობლოს. სწორედ ამის გაყოფა სურთ დღეს და ამ მოდუნებულობის მდგომარეობას ნერგავენ".

წმინდა პაისი მთაწმინდელი წუხს იმის გამო, რომ უმრავლესობა დღეს საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს. "დავუშვათ, მოვიდა თავსხმა წვიმა. დავინახავთ: უმრავლესობა იმაზე იფიქრებს, ხომ არ დარჩა ჩამოუხსნელი თეთრეული და მის ჩამოსახსნელად გაიქცევა. ეს ცუდი არაა, მაგრამ ამაზე შორს ვერ მიდიან. თეთრეული, თუნდაც დასველდეს, კვლავ გაშრება, მაგრამ როგორღა არიან ისინი, ვინც ამ დროს კალოს ლეწენ! გტკივათ კი მათ გამო, ილოცებთ კი მათთვის? ანდა ქუხილის დროს, საბრალოები, ვინც მინდორში მუშაობს, ან ისინი, ვისაც სათბურები აქვს! ანუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან, არამედ გამუდმებით საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს. თუმცაღა თავის გარშემო ტრიალით მას ცენტრში თავისი თავი ჰყავს და არა ქრისტე. ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".

დღევანდელ თაობას წმინდა პაისი მთაწმინდელი გულგრილ თაობას უწოდებს. "დღეს ჩვენს შორის მოდუნებულობაა, ადამიანებს იდეალები არა აქვთ". უიმედოდ ვებღაუჭებით ლექსიკონში ჩარჩენილ სიტყვებს: "სათნოება", "მეგობრობა", "სიმამაცე", "სიყვარული". ქრისტიანებშიც დაიკარგა სული თავდადებისა, შეუპოვრობისა: "ახლანდელი ქრისტიანები აღარ არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს. ბიზანტიურ ეპოქაში თუ ეკლესიიდან გაჰქონდათ ერთი ხატი, ხალხი წინააღმდეგობას უწევდა. ქრისტემ ჯვარცმა დაითმინა იმისთვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ, ჩვენ კი გულგრილნი ვართ! თუ ეკლესია დუმს, რომ კონფლიქტი არ მოუვიდეს სახელმწიფოსთან, თუ მიტროპოლიტები დუმილს ამჯობინებენ, რათა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, რადგან მათ ჰუმანიტარული დაწესებულებები ეხმარებიან, თუ მთაწმინდელებიც დადუმდებიან, რათა არ წაართვან ეკონომიკური დახმარება, მაშინ ვინღა ილაპარაკებს?!"

ბერი პაისი დანანებით აღნიშნავს, რომ დღევანდელი მართლმადიდებლები ხშირად მხოლოდ "მართლმადიდებლის" სახელს ატარებენ, მართლმადიდებლური ცხოვრებით კი არ ცხოვრობენ.

მაგრამ ამ პესიმისტური დასკვნების მიუხედავად, არსებობს ნუგეში. "შეიძლება ზეთისხილის ხე გახმა კიდეც, მაგრამ იგი გამოიღებს ახალ ყლორტებს. არის ქრისტიანთა ნაწილი, რომლებშიც განისვენებს უფალი. არიან უფლის ადამიანები, მლოცველები და კეთილი უფალი გვითმენს ჩვენ და კვლავაც ყველაფერს მოაწესრიგებს. მლოცველი ადამიანები იმედით გვავსებენ. უფალს ვუყვარვართ. საჭიროების შემთხვევაში ადამიანში დამალულია ძალა. ნუ გეშინიათ, მხოლოდ ქუხს!" - წერს ბერი პაისი ათონელი და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ძველთაძველ ჭეშმარიტებას, რომლისკენაც სწრაფვა იყო, არის და კვლავაც იქნება ყველა თაობის გადარჩენის ერთადერთი გზა: "იყავით ქრისტესთან, იცხოვრეთ მისი მცნებებით და ილოცეთ, რომ შეძლოთ სიძნელეების მოგვარება, დავიცხროთ ვნებები, რათა მოვიდეს საღვთო მადლი. დაე, ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო ზომიერი. ვიცხოვროთ უფრო სულიერად, ვიყოთ უფრო მეგობრულნი, დავეხმაროთ მათ, ვისაც სტკივა - სიყვარულით, სიტყვით, სიკეთით. ვილოცოთ, რომ ჩვენს თაობაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები.

იესო ქრისტეს მხსნელი მოძღვრება მარადიულია. იგი ყველა დროსა და ყველა თაობის ადამიანს უკვალავს გზას გადარჩენისაკენ, ზეციური ნეტარებისა და ბედნიერების დამკვიდრებისაკენ, რადგან მოციქული ბრძანებს: "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავად არს უკუნისამდე!"
ბეჭდვაელფოსტა
06.01. 2016
giorgi
Erti bibliuri muxli ver vnaxe am statiashi.... ratom ....
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat