წადი და იქადაგე, არსობის პურზე კი ნუ შეწუხდები
წადი და იქადაგე, არსობის პურზე კი ნუ შეწუხდები
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ჯანმრთელი სხეულიდან სულის გამოსვლის გამოცდილება (იხ. "კარიბჭის" წინა ნომერი) საკვირველი და იშვიათია. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ასეთია ღვთის ნება. ხოლო როცა სული ავადმყოფ სხეულს ტოვებს და კვლავ ბრუნდება მასში, ამის უამრავი მოწმობა არსებობს.

***
სოფელ ბოგდანში საეკლესიო კალენდრით 1929 წლის 11 დეკემბრის ღამეს მეტად უცნაური შემთხვევა მოხდა.

შუაღამე იქნებოდა, როცა მჭედელი მიხაილო ამბაკუმოვიჩი წამოდგა და რაღაც საქმეზე სამჭედლოში წავიდა. ეკლესიის საათმა ორმოცჯერ ჩამოჰკრა. სამუშაოს დასრულების მერე მიხაილო შინ დაბრუნდა. იმ წამს მისი ცოლიც წამოდგა გადაუდებელი საქმის დასამთავრებლად. როცა მიხაილომ მიიძინა, მას მიუახლოვდა უჩვეულო შესახედაობის, გაბრწყინვებული სახის 18 წლის ვაჟი და უთხრა: "წავიდეთ, დროზე მივიდეთ! უფალმა ბრძანა". მიხაილო მაშინვე გაჰყვა ახალგაზრდას, რომელიც მარჯვნივ ედგა და თანაუძღოდა. ისინი ერთ ფართო, უმშვენიერეს მდელოზე გავიდნენ. კაცი მისი ყურებით ვერ გაძღებოდა. იარეს და სამი გზის გასაყართან აღმოჩნდნენ. შუა გზა ფერადი ქვებით იყო მოკირწყლული. ნაკლებ მიმზიდველი ჩანდა მარცხენა გზა. "თანამგზავრმა შუა გზით წამიყვანა და ძალიან მესიამოვნა, - ჰყვებოდა მიხაილო, - აღმოსავლეთისკენ გავემართეთ. ვხედავ, აღმოსავლეთის მხარეს ამოდის უზარმაზარი მზე. ხის ქვეშ მაგიდა იდგა, მაგიდასთან კი ულამაზესი კაცი იჯდა, ასე, 32 წლისა. გრძელი და სწორი თმა ჰქონდა. სახე უბრწყინავდა, რაღაცნაირ სიბრძნეს აფრქვევდა. ჩემს მეგზურს ჰკითხა: - ეს კაცი აქ რატომ მოიყვანეო. უფალმა ასე განაგოო. მაშინ კაცმა მაგიდაზე მდებარე უზარმაზარი წიგნი გადაშალა. მოძებნა მასში ჩაწერილი ჩემი სახელი და თქვა: "მიხაილო არ უნდა მოსულიყო. მიხაილოს ხვედრია, მიწაზე 86 წელი იცხოვროს და უტანჯველად მოკვდეს. დღეს, ნაშუადღევს კი უფლის წინაშე სტრაგარელი კოსტა ივანოვიჩი უნდა წარდგეს. სასწრაფოდ დააბრუნე მიხაილო უკან".

სანამ ეს კაცი წიგნში ჩაწერილს განმარტავდა, გავიხედე მარჯვნივ და უამრავი შექუჩებული ადამიანი დავინახე. მათ შორის გამოირჩეოდა ერთი მაღალი, წვერიანი კაცი, რომელიც ერთგვარ სასამართლოს აწყობდა. ქალები მარცხნივ იყვნენ შეგროვილნი, თითქოს რაღაცას ელოდებოდნენ. მათ წინ, ხის ახლოს ბევრმა ბავშვმა მოიყარა თავი, თამაშობდნენ და მხიარულობდნენ. მსურდა, ყველაფერი დამეთვალიერებინა, მაგრამ წიგნის მცველმა კაცმა უთხრა ჩემს მეგზურს: "ეს ადგილები მისთვის უცნობია და გზა არ აებნეს, წაიყვანე მისთვის ნაცნობ ადგილებშიო".

თანამგზავრმა მაშინვე უკან წამომიყვანა და ჩემი სახლის კართან აღმოვჩნდი. მეგზურმა მიბრძანა: "შენს ადგილს დაუბრუნდი!" შევედი ოთახში და ცოტა ხანს ჩამოვჯექი ჩვეულ ადგილას. უცებ ვიგრძენი, რომ აქ არ უნდა ვმჯდარიყავი, ჩემს სხეულში უნდა შევსულიყავი. მასში შესასვლელი კი ნემსის ყუნწივით ვიწრო იყო. გაყინული სხეული უძრავად ესვენა. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ბრძანება უნდა ამესრულებინა, მასში უნდა შევმძვრალიყავი. თუმცა მაშინაც კი ვერ ვხვდებოდი, რა დამემართა. ეგაა, მოვკვდი თუ ჩემი სული გადაადგილდა. არ ვიცი, ძილში ხდებოდა ეს თუ ცხადში.

ჩემი ცოლი რაღაცას ხელსაქმობდა. მოვიდა ჩემთან, ხელი ხელზე შემახო - ცივი დახვდა. შუბლი გამისინჯა, ისიც გაყინული იყო. გულიც აღარ ცემდა! ატყდა ტირილი და გოდება, შემოვიდა მეზობელიც. სიმამრი ფეხებთან ჩამომიჯდა. უცებ შეამჩნია, რომ ჩემი მარჯვენა ფეხის შუა თითი შეიძრა. ორჯერ. ამ ამბავმა იქ მყოფთა ყურადღება მიიქცია. მეზობელმა - მიცვალებულებს ხშირად ასე ემართებათო. მაინც გადაწყვიტეს ჩემთვის დაეძახათ. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა ვერ შევძელი. სხეული გაშეშებული მქონდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მარჯვენა ფეხის მხოლოდ შუა თითის გასატოკებლად. სულს რომ გაყინული სხეული ემართა, ამისთვის საჭირო იყო, მთლიანად შემძვრალიყო მასში.

კიდევ ორჯერ დამიძახეს, მაგრამ ვერ ვუპასუხე. ვიგრძენი ჩემი სხეული, რომელიც საშინლად ცივი იყო. შიშმა შემიპყრო. ყველაზე მეტად სითბო მინდოდა. იქ მყოფნი კი ამბობდნენ, სადაც მიცვალებული ასვენია, იქ ცეცხლს არ ანთებენო. პირველი, რაც წარმოვთქვი, ეს იყო: "ცეცხლს რატომ არ ანთებთ?" უსაზღვროდ შეშინებულს ლოგინში წოლა აღარ შემეძლო. წამოვდექი და დამოუკიდებლად ეზოში გავედი, სადაც ოთხთვალას ვაკეთებდი, მორჩენილი ფიცრები ავიღე, შემოვიტანე და გავაჩაღეთ ცეცხლი. ნანახის მერე ჯერ ვერც ჩემი სხეული იყო გონს მოსული, ვერც მე შევძელი ფიქრთა მოკრება. არ ვიცოდი, ეს სიზმარი იყო თუ მართლაც მოვკვდი. რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი მითქვამს, რაც შემემთხვა და რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული. ტყუილად ხომ არ აღვაშფოთებდი ოჯახს?

სულში განცდილი ამბები დალაგდა, მაგრამ მე ვდუმდი და ორი დღე არაფერი მითქვამს. ველოდებოდი, იქნებ ვინმე მოსულიყო სტრაგარიდან, რათა მეკითხა, არსებობდა თუ არა სინამდვილეში ჩემთვის უცნობი კოსტა ივანოვიჩი. მესამე დღეს სტრაგარიდან ერთი კაცი მოვიდა და მკითხა, რა ღირს ნაჯახის გამოჭედვაო. უფასოდ გამოგიჭედავ, ოღონდ გულწრფელად მითხარი, თუ ცხოვრობს შენს სოფელში კაცი, სახელად კოსტა ივანოვიჩი-მეთქი. გუშინ დაკრძალეს. ორშაბათს დღის თორმეტ საათზე მოკვდა, მანამდე ძალზე ავადმყოფობდაო. გამხნევებულმა ამ კაცს მოვუყევი, თუ როგორ გავიტანჯე შუაღამისას კოსტას მაგივრად და რაც თავს გადამხდა. ახლა კი სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა სულმა ის ქვეყანა მოინახულა, თუმცა არ იყო ჯერ განჩინებული ჩემი სიკვდილი და მანამდე არც ვავადმყოფობდი".

ეს მიხაილომ 9 წლის მერე მიამბო, იმ მეზობლის თანდასწრებით, რომელიც იმ ღამეს მათ სახლში მივიდა. მისი მეუღლე სავკა კი ქრისტეშობის მარხვის დაწყებამდე გარდაიცვალა 1937 წელს.

ეს ამბავი ჩაწერილია 1938 წლის 1 თებერვალს ტრსტენიკის ახლოს სოფელ ბოგდანში.

***
1937 წლის ოქტომბერში სოფელ დუბლეში ადამიანებმა თავი მოიმწყვდიეს ცოდვაში, როგორც ერთგვარ გარსში. მათთვის იგი უფრო ახლობელი და ჩვეული გახდა, ვიდრე ღვთის შიში. შეუძლიათ ამაზრზენი ბილწმეტყველება, მაგრამ არ იციან არც ერთი ლოცვა. ურთიერთმუქარა, მომხვეჭელობა, დაუსრულებელი სასამართლოები, ძარცვა... ამისგან დაბნელდა სულებიც, დღესასწაულებიც და სერბთა სახელი და პატივიც. ღმერთი ხედავს კაცთა შორის ბოროტების განმრავლებას. ჰოი, როგორ დაითმენს ღმერთი ყველა ადამიანს და ყველა უსჯულოებას!

დუბლეში ერთი ახალგაზრდა ქვისმთლელი ცხოვრობდა, მიმა (მომირა) იაკოვლევიჩი. ომის შემდგომ გამრავლდა საცდური, სწორედ ამას მიესადაგება სახარების სიტყვები: "ვაი იმ კაცს, რომლისგანაც მოვიდეს საცთური" (მათე 18,7), ანუ მათ, ვინც საძაგლობას წერს გაზეთებში და აჩვენებს კინოთეატრებში, ვინც სკაბრეზულად ხუმრობს, ხარხარებს ქუჩებში, ბილწსიტყვაობს სოფლებში... ყველაფერი ესმის როგორც მინდვრის ბალახს, ისევე ლურჯ ცას. სწორედ ამ საცთურებმა დათრგუნა მიმას სული. თავისი ხელით ცუდი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ყველას და ყველაფერს ლანძღავდა. სძაგდა დღესასწაულები და ღვთისა არ ეშინოდა. ამბობდა, არც ღმერთი არსებობს და არც სულიო. ამგვარი დამღუპველი სიბრმავით მუდმივად შებოჭილი ჰქონდა გონება. ამავე დროს სამუშაოს დიდი გულმოდგინებით აკეთებდა და პატიოსნად უცქერდა.

1937 წლის 12 ოქტომბერს მიმა მეწარმე-ქვისმთლელ ბრანკო ტოპალოვიჩთან მუშაობდა. საღამოს თავი შეუძლოთ იგრძნო, კანკალმა აიტანა და შინ წავიდა. სცადა, რამენაირად გამთბარიყო და ლოგინში ჩაწვა. ამ დროს მისი სული სხეულს გაეყარა და სამოთხეში აღმოჩნდა, ზღაპრული სილამაზის უზარმაზარ მდელოზე. ვაშლის ხეების ტოტები მიწამდე იყო დახრილი. მიმამ გაიფიქრა, სწორედ ეს უნდა იყოს სამოთხე, რადგან მასზე მშვენიერი ვერაფერი იქნებაო. ხმა მოესმა: "მე უფალი ვარ და მესმის, როცა უსარგებლო სიტყვების წარმოთქმით მლანძღავთ. ვის ეძებთ, ჩემო მოძულენო, თუ მე უარმყოფთ, ისე როგორც თქვენ თქვით ჩემზე უარი, რა სარგებელი გექნებათ ამ სიცოცხლიდან და სად აღმოჩნდება თქვენი სულები? აღარ შემიძლია ამის დათმენა. სამი წლის მერე ამ ხალხს ბოროტებას მოვუვლენ. ხედავ, სად დგახარ? ეს სამოთხეა, რომელიც ჩემს მორწმუნეებს განვუმზადე. მაგრამ ომის შემდგომ აქ ცოტა თუ ხვდება. გახედე მდინარის იქით მავთულხლართს (მავთული - სიმბოლოა უმოწყალების) - სწორედ იქ მიდის ახლა ჩემი ხალხი. ამიტომ დაბრუნდი მიწაზე და იქადაგე, რაც ნახე და რაც მოისმინე". "შიშით აკანკალებულმა წარმოვთქვი: - უფალო, ვინ დამიფასებს? მე ხომ საცოდავი კაცი ვარ და თანაც ოჯახის დაპურება მევალება. უფალმა მიბრძანა: "წადი და იქადაგე, არსობის პურზე კი ნუ შეწუხდები".

მზერა მდინარის იქით მივაპყარი - უამრავი ხალხი შეკრებილა, უსიხარულო ადგილია. მოვისურვე ხალხისთვის შემეხედა, იქნებ ვინმე ვიცნო-მეთქი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. დავუბრუნდი სხეულს. საღამოს ცხრა საათი იყო.

გათენდა. უკვე დავეჭვდი - ეს მართლა გადამხდა თავს-მეთქი? განსაკუთრებით არ მასვენებდა ის აზრი, როგორ უნდა მექადაგა ღმერთზე.

მეორე საღამოს, 13 ოქტომბერს, თავი კვლავ ცუდად ვიგრძენი, კვლავ ლოგინს მივაშურე. მომესმა ხმა: "მე უფალი ვარ. შენ არ აასრულე ჩემი ნაბრძანები. ჰკითხე ხალხს, რატომ არ ლოცულობს ღვთის მიმართ. ყოველი კეთილი საქმის დაწყების წინ თუ ჯვარს გამოისახავენ, მათ გვერდით ვიქნები და ყოველივე კარგად წაუვათ. და თუ ლოცვას არაფრად მიიჩნევენ, არ შემეძლება მათთან ყოფნა. მიდიან კაცნი მთაზე, უეცრად მარხილი უტყდებათ და გარშემო ყველას და ყველაფერს ლანძღავენ, რითაც სიხარულს ანიჭებენ მათი სულების მკვლელებს (ანუ ეშმაკებს). მაგრამ ლოცვით რომ მომმართონ, მარხილს შევუკეთებ და გზას გააგრძელებენ. არ ლოცულობენ დილით, შრომის წინ. დღესასწაულებზე მუშაობენ, ამიტომ ყოველთვის რაღაც აკლიათ. არ იცლიან ფიქრისთვის, არც იმას კითხულობენ, რა და როგორ გააკეთონ - ამიტომაც ბილწსიტყვაობენ. არ სურთ საკუთარი თავის დადანაშაულება და ყველაფერს აბრალებენ უფალს, ვისაც არანაირი ბოროტება არ ახარებს. წადი და იქადაგე, რაც ნახე და გაიგონე".

მქადაგებლის მოვალეობა ძალზე მძიმე მეჩვენა. ადამიანები ხომ იტყვიან, გაგიჟდაო. მესამე ღამესაც იგივე დამემართა და იგივე უხილავი ხმა მეუბნება: "რატომ არ იწყებ ქადაგებას? მოძებნე ადამიანები, რომელთაც ომი გამოიარეს. მოგიყვებიან, როგორ იბრძოდნენ; ისინი ხომ ყოველთვის თავიანთ შესაძლებლობებზე აღმატებულად იბრძოდნენ, შეევედრებიან ღმერთს და მეც მათთან ვარ. შეუტევენ და განვფანტავ მათ მტერს. ამიტომაც ჩემები არიან, მე ისინი მიყვარს და სიამეს მგვრის სწორად გამოსახული ჯვრით რწმენის გამარჯვება. ფრონტიდან ხომ ცოცხალი არავინ დაბრუნდებოდა, მე რომ არ დავხმარებოდი. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამის დათმენა აღარ შემიძლია. ამიტომაც სამი წლის შემდეგ ბოროტება უნდა დავატეხო ამ ხალხს. წადი და იქადაგე!" დასასრულს უფალმა მიჩვენა, სამოთხეში თუ როგორ არის დაბლა დახრილი ვაშლის ტოტები. ასევე ამიხსნა, რომ დედამიწაზე ვაშლის ხეები იმიტომ არის მაღალი, დედაკაცები მათზე რომ არ აძვრნენ. ეს დაკავშირებულია ევას ცოდვასთან.

ამის მერე მიმამ ქადაგება დაიწყო. ორჯერ იქადაგა ტრსტენიკში, ხოლო 1938 წელს, მირქმის დღესასწაულზე, როცა თავისი სახლის წინ, ეზოში ქადაგებდა, ქუდი მოიხადა. მეზობლებმა, რომელთაც არაერთხელ ჰქონიათ მიმასგან მოსმენილი ეს ამბავი, სავსებით ირწმუნეს. მის მოსასმენად მოდიოდნენ ქალები და ბავშვები, ერთხელ ლიუბოსტინის მონასტრის იკონომოსიც იყო დუბლეში. ეს ამბავი მოედო მთელ იმ მხარეს.

მიმა საოცრად თავმდაბალი ადამიანია, აქვს რწმენა და დროის ნიშნების შემცნობს არ ეეჭვება მომხდარის ჭეშმარიტება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat