ვიტიროთ აქ, რომ ამ ტირილით საუკუნო გლოვას ავცდეთ
ვიტიროთ აქ, რომ ამ ტირილით საუკუნო გლოვას ავცდეთ
რწმენისა და უფლისკენ მოქცევისთვის
ჭეშმარიტებასა და სიმართლეს გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქვენ" (ფს. 33,12). სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია, რითაც საუკუნო ცხოვრებას მივეახლებით და ცოდვისა და სიკვდილისგან ვთავისუფლდებით, არა მხოლოდ უკვდავებასა და სიცოცხლეს ვეზიარებით, არამედ უფლის დიდებითა და ქებით ვიმოსებით. აუცილებელია დავემორჩილოთ უფალს ჭეშმარიტი მორჩილებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. მორჩილებით კი სიმდაბლეს ვიძენთ, რითაც ჩვენს ჭეშმარიტ ღმერთს უფალ იესო ქრისტეს ვემსახურებით.

ყოველივე ამქვეყნიური განხრწნადი და წარმავალია, თავად ჩვენც ხრწნადი ხორცით ვართ შემოსილი და ისიც არ ვიცით, ხვალ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, რადგან თითოეული დღე ჩვენი არსებობისა დათვლილია შემოქმედის წინაშე. რისთვის ვეძებთ და ვემონებით წარმავალს, ცვალებადს, რომელი მიწიერი საქმე დარჩება სამარადისოდ? რომელი მშვენიერება არ იცვლება და ჭკნება საბოლოოდ, რომელი ჭაბუკი არ ბერდება? ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს: "კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარხდეს". ადამიანის ბუნება ლამაზი მდელოს მსგავსია - როგორც ჭკნება მდელოს სილამაზე და მშვენიერება, ისევე იცვლება ჩვენი საქმეები, ცხოვრების დინება. უფალმა საუკუნო სიცოცხლე აღგვითქვა, ჩვენ კი წარმავალი და ცვალებადი შევიყვარეთ. ზურგი შევაქციოთ გემოთმოყვარეობას, მუცლის ნებელობასა და კარნახს, მოვითმინოთ, დავთმოთ მცირედი, რომ არ განვეშოროთ დიდსა და სანატრელს, რადგან სიკეთისკენ მოქცევა ცოდვის დატევებით ვლინდება. ნუ გამოვცდით უფლის გულმოწყალებასა და სულგრძელობას, შემოქმედი ხომ ელის, გვადროვებს, გვითმენს, რომ გამოვსწორდეთ, შევინანოთ, მაგრამ როდესაც მის წინაშე წარვდგებით სამართლიან სამსჯავროზე, დღესავით გაცხადდება მისი ყოვლისმჭვრეტელი თვალის წინაშე ჩვენი საქმენი, არ დაიფარება თითოეული აზრი, ფიქრი თუ განზრახვა.

სწორედ იმისთვის მოგვეცა მიწიერი ცხოვრება, ხანმოკლე დრო, რომ ვისწავლოთ ლოცვა, სინანული, სიკეთე და სიყვარული, ვებრძოლოთ და გამოვასწოროთ უფლის შეწევნით ჩვენი ბილწი, დაცემული ზრახვები, ქცევები და ქმედებები, ვიტიროთ აქ, რომ ამ ტირილით საუკუნო გლოვას ავცდეთ. აქვე გავიღოთ მოწყალება, რათა ზეციური შეწევნა მოვიპოვოთ. გავიხსენოთ მეძავი, რომელმაც ტირილითა და სინანულით შეწყალება, ცოდვათა მიტევება მიიღო (ლუკ. 7,37-48). თუკი კეთილი საქმენი არ გაქვს, ქანაანელი დედაკაცის მსგავსად ითხოვე: "შემიწყალე მე, უფალო" (მათე 15,22). უფლის მრავალმოწყალებისკენ შეუჩერებლად უნდა მივიწევდეთ და ღვთივსულიერ წიგნებს, როგორც უშრეტ მდინარეს, ისე ვეწაფებოდეთ. როგორც ხვატში წყლის ნაპირზე მჯდომი გრილდება წყაროსგან წამოსული სინოტივითა და სიგრილით, საღვთო წიგნებს დაწაფებული სულიც ასევე განარიდებს თავს ვნებებსა და საუკუნო ცეცხლს. პავლე მოციქული ამბობს: "რაიცა სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალ. 6,7). ვთესოთ სულით, რომ საუკუნო ცხოვრება მოვიმკოთ, რადგან კვლავ პავლე ბრძანებს: "რომელი სთესვიდეს ხორცთა შინა, ხორცთაგან მოიმკოს ხრწნილებაი" (გალ. 6,8). ნუ ვიქნებით სულმოკლენი შრომაში, ღვაწლში, რადგან სადაც ბრძოლაა, იქ არის პატივი და სადაც ღვაწლია, იქ გვირგვინია. ვიყოთ მხნედ, მტკიცედ, მომთმენნი და სულგრძელნი, რაც მაცხოვნებელ ცრემლსა და სინანულს მოგვიტანს.

სინანული დაცემული, დანგრეული სახლის მსგავსია, რომელსაც პატრონი სწრაფად განაახლებს. სინანული პურის მთხოვნელ გლახაკს ჰგავს, რომელიც დიდძალი საუნჯის პოვნის შემდეგ მდიდარი და ღონიერი ხდება. ნეტარია კაცი, რომელიც საკუთარი სულისთვის გლოვობს და მას ცოდვის საბურველს განაშორებს. ნეტარია, ვინც მუცელს შეზღუდავს ცათა სასუფევლისთვის. ნეტარია უდრტვინველად მიმღები ჭირისა, დევნისა, შეურაცხყოფისა ღვთის სარწმუნოებისთვის, რადგან უფლისგან ასმაგად მიიღებს საზღაურს.

განვერიდოთ ყოველ ცოდვას: სიძვას, მტრობას, პარვას, ცილისწამებას, სიცრუეს, სიძულვილს - თითოეულ გულისთქმას, ღმერთს რომ განარისხებს. მოუწყინებლად ვევედროთ მაცხოვარს: "ჰოი, მწყალობელო ძეთა კაცთაო, შემიწყალე მე უძლური ესე სენითა დაფარულითა, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს კურნებად თვინიერ შენსა, ცათა დამბადებელისა, რომელი ხედავ დაფარულთა. შენ უწყი უძლურებაი და სიგლახაკეი ჩემი, რომლისა მიერ დავეცემით ჩვენ დღე და ღამე. მომეც ჩვენ, უფალო, მარჯვენაი შენი, ვითარცა-იგი პეტრეს, და იხსენ იგი დანთქმისაგან; აგრეთვე, უფალო, გვიხსენ ჩვენცა ცოდვათა ჩუენთაგან. მოგუმადლე ჩუენ სინანული, ვითარცა-იგი მიანიჭე ნინეველთა და ვითარცა-იგი მიანიჭე მარიამს მეგვიპტელსა და ყოველთა ცოდვილთა, რომელნი შენ მოაქციენ სინანულად, ეგრეთვე მე, მონასა შენსა, მომანიჭე ცოდვილსა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი".

დაუცხრომლად ვიღვაწოთ, რათა გამოვაღვიძოთ ცოდვაში მიძინებული სული, შევწიროთ ღმერთს საკმევლის სურნელი და უბიწო ლოცვა და "ნუმცა ლოცვაი შენი ცოდვად შეგვერაცხების და ნუმცა საკუმეველი შენი ამაო იქმნების". მოუწყინებლად ვისწრაფოთ სულიერი მღვიძარებისკენ სიხარულითა და სასოებით. განვერიდოთ ვერცხლისმოყვარეობას, რომელიც ძირია ყოველგვარი უკეთურებისა, და სათნოებებით განმდიდრებას ვეცადოთ, რადგან ნათქვამია: "საფასენი არად სარგებელ ეყვნენ ცოდვილთა, ხოლო სიმართლემან იხსნის სიკუდილისაგან" (იგავნი 10,2).

უფალმა ბრძანა: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7). მივემსგავსოთ მოწყალებით მოგვებს, რომლებმაც ოქრო შესწირეს მაცხოვარს, ჩვენ კი მცირედი პური მაინც გავუნაწილოთ გლახაკთ. ისინი შორი გზიდან მოვიდნენ თაყვანისცემად და ძღვნის შესაწირად, ჩვენ კი ნაბიჯის გადადგმაც გვიჭირს სნეულთა მოსაკითხად. მათ ვარსკვლავი იხილეს და გაიხარეს, ჩვენ კი ქრისტეს ვხედავთ შიშველს, მშიერსა და დაგდებულს და არ გვებრალება.

ფსალმუნი შეგვაგონებს: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაი" (ფსალ. 96,10). მოწყალება სათნოებათა თავია, იგია განმღებელი ზეციური კარისა. თუნდაც მრავალი ცოდვა გქონდეს, ნუ გეშინია - მოწყალე სულს ვერავინ ზეცისაგანი წინ ვერ აღუდგება, "არამედ შევიდეს წინაშე მსაჯულისა და ხელთა მისთა აქუნდეს წიგნი, რომელსა წერილ იყოს სიტყვაი იგი, რომელი თქვა, ვითარმედ "რომელი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25,40).

უფალი რწმენის საქმეებს ეძიებს ჩვენში, სარმუნოება კი ჭეშმარიტად სიმართლის საქმეა. მოვიპოვოთ სარწმუნოება საქმით და დავიცვათ სული ვნებებისგან. ვევედროთ უფალს, გვასწავლოს, როგორ განვშორდეთ ცოდვას, მანკიერებას, ბოროტ გულისთქმებს. ბრძენი და დახელოვნებული მკურნალის მსგავსად მოვიკვეთოთ დამპალი, გახრწნილი სიმყრალე ცოდვისა და დავადოთ წამალი რწმენისა და სიყვარულისა, რომელიც გზა და სწავლაა ზეციური პატივისა, დაუსრულებელი სიცოცხლისა, რითაც უფალ იესო ქრისტეს - ჩვენს ჭეშმარიტ ღმერთს მივუახლოვდებით, რომელსაც ეკუთვნის ყოველი სუფევა, დიდება და პატივისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat