ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს და არა "სიბრძნეს ამა სოფლისას"
ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს და არა "სიბრძნეს ამა სოფლისას"
პავლე მოციქული ერთ-ერთი უდიდესია მოციქულთა შორის. მის სახელს უამრავი ქრისტიანის მოქცევა უკავშირდება. მისმა ეპისტოლეებმა ბევრს უჩვენა ხსნის გზა, აუხილა სულისა და გონების თვალი. IV საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, ნეტარი ავგუსტინე სწორედ პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა დაარწმუნა, რომ ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს და არა "სიბრძნეს ამა სოფლისას". ამ ბოლო სენტენციამ ("სიბრძნე ამა სოფლისა სიცოფე არს წინაშე ღვთისა") ნეტარი ავგუსტინეს თვალში იმდენად გააუფასურა არისტოკრატული სიბრძნე, რომ მას უკვე აღარ იღებდა დამოუკიდებელ ღირებულებად. პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა დიდი როლი შეასრულა ნეტარი ავგუსტინეს მოქცევაში. აი რას წერდა იგი პავლე მოციქულის შესახებ: "შენ (ღმერთს მიმართავს) გამოარჩიე შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინო ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინო ძლიერნი" (I კორ. I,27-28). და მაინც, "ამ უმცირესმა შენს მოციქულთა შორის", ვისი პირითაც გახმიანდა შენი სიტყვები, არჩია, სავლედ კი არ წოდებულიყო, როგორც უწინ, არამედ პავლედ, დიადი გამარჯვების აღსანიშნავად: ამ მეომარმა სძლია პროკონსულ პავლეს ამპარტავნებას, ქრისტეს მსუბუქი უღელი დაიდგა ქედზე და ამგვარად დიადი მეფის ქვეშევრდომად აქცია იგი. მტერი უფრო სასტიკად მარცხდება მის მიერ, ვინც უფრო მტკიცედ ეპყრა ხელთ და ვისი მეშვეობითაც ეპყრა მრავალი. რარიგ მადლიერნი უნდა ყოფილიყვნენ მორწმუნენი მისი, ვის გულსაც, როგორც შეუვალ ციხესიმაგრეს, ფლობდა ეშმაკი და ვისი ენაც, როგორც ბასრი მახვილი, უწყალოდ მუსრავდა მრავალს. სავსებით სამართლიანად ხარობდნენ შენი ძენი, რადგანაც მეუფემ ჩვენმა შებოჭა ძლიერი, მტერს ხელიდან გამოჰგლიჯა, ხოლო შემდეგ შენს სადიდებლად განამზადა მისი ჭურჭელი, "უფლისთვის კეთილსასურველი, და ყოველი კეთილი საქმისათვის სახმარი" (II ტიმ. II,21).

პავლე მოციქულმა ძალზე საინტერესო, შრომითა და ღვაწლით და ამავე დროს, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გზა განვლო. თავდაპირველად მას ებრაული სახელი სავლე ანუ საული ერქვა. ხოლო მოქცევის შემდეგ რომაული სახელი პავლე დაერქვა. პავლე მოციქული ბენიამინის შტოს ეკუთვნოდა, ხოლო აღზრდა ფარისეველთაგან მიიღო. იგი კილიკიურ ქალაქ ტარსუში დაიბადა, რომელიც იმ დროს ბერძნული აკადემიით იყო ცნობილი. წმინდა პავლე, რომაელთა მონობისგან გათავისუფლებული იუდეველი, მისი მოქალაქის უფლებით სარგებლობდა. მან საწყისი განათლება ტარსუში მიიღო. საფუძვლიანი განათლება წმინდა პავლემ იერუსალიმის სახელგანთქმულ სავინის აკადემიაში მიიღო გამალიელის ხელმძღვანელობით. ეს პედაგოგი ფარისევლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც თავისუფლად მოაზროვნე იყო. იგი კანონის სიამაყედ მიიჩნეოდა და ბერძნულ ფილოსოფიას ეთაყვანებოდა. იერუსალიმშივე შეისწავლა ახალგაზრდა სავლემ ებრაელებში გავრცელებული კარვის კეთების ხელოვნება, რითაც თავს ირჩენდა მოღვაწეობის ჟამსაც.

მოძღვრობისთვის ემზადებოდა და სწავლის დამთავრების შემდეგ სამამულო კანონის მტკიცე მიმდევარი შეიქნა. სინოდის გადაწყვეტილებით თუ საკუთარი ნებით, იგი წმინდა სტეფანეს წამებას ესწრებოდა, ხოლო მოგვიანებით მღვდელმთავრისაგან ქრისტიანთა რბევის ოფიციალური ბრძანებაც მიიღო და ქრისტიანებს პალესტინის გარეთ, დამასკოშიც დევნიდა: "ხოლო სავლე ფრიად მავნებელი იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებს და მისცემდა საპყრობილედ" (საქმე მოციქულთა VIII,3).

საულს მაღალი თანამდებობები ეკავა და კვლავ აღზევებას უპირებდნენ, ხოლო ღმერთი თავის "რჩეულ ჭურჭელს" ამზადებდა მისი სახით და მალე სხვა, უზენაეს სამსახურში უხმო კიდეც: დამასკოსაკენ მიმავალი სავლე გზად ღვთის გამოცხადებამ განაცვიფრა; უფლის ნებით დაბრმავებული მივიდა დამასკოში, ქრისტიანმა ანანიამ მონათლა და აეხილა სულიერი და ხორციელი თვალიც. ამის მერე კი მისგან დევნილი მოძღვრების მქადაგებელი და მსახური შეიქნა. სავლეს გაქრისტიანებამ იუდეველები აღაშფოთა და იგი იძულებული გახდა, დროებით არაბეთს გამგზავრებულიყო. მალევე დაბრუნდა დამასკოში ქრისტიანობის საქადაგებლად. მოურიდებელ მოქადაგეს იუდეველებმა ამჯერად სიკვდილი გადაუწყვიტეს. საულმა იერუსალიმს შეაფარა თავი. ეს მოხდა სავლეს მოქცევის სამი წლის შემდეგ, ქრისტეს შობიდან 38 წელს.

ბავშვობის მეგობარ ბარნაბა მოციქულის მეშვეობით სავლე ქრისტიანთა საზოგადოებას დაუკავშირდა, ხოლო 15 წლის შემდეგ, ღვთის გამოცხადებით, იერუსალიმი დატოვა და კესარიაში გაემგზავრა. აქედან კი მშობლიურ ქალაქ ტარსუს მიაშურა. 43 წელს წმინდა ბარნაბას მოწოდებით ანტიოქიაში ჩავიდა საქადაგებლად. მთელი წლის მანძილზე იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ ხალხს ქრისტეს მცნებას. პირველად იმ დროიდან იწოდებიან ქრისტეს მიმდევრები ქრისტიანებად.

მალე სულიწმინდის შთაგონებით სავლე და ბარნაბა იოანე მარკოზის (ბარნაბას ბიძაშვილი) თანხლებით მოციქულ ბარნაბას სამშობლოში - კვიპროსში გაემგზავრნენ საქადაგებლად. ეს იყო პავლე მოციქულის პირველი სამოციქულო მოგზაურობა. მათ მთელი კუნძული მოიარეს და დიდი წარმატებით ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. პავლემ თვით პროკონსული სერგი პავლეც მოაქცია (უკვე ამ დროიდან სავლე პავლედ იწოდება). მალე მქადაგებლები მცირე აზიასაც ეწვივნენ. მარკოზი პერგიაში დატოვეს და თავად პამფილიაში გადავიდნენ. ყველა ქალაქში დევნიდნენ მათ და საბოლოოდ მობრუნდნენ კიდეც ანტიოქიაში. მეორე მოგზაურობის დროს პავლემ შილა დაიმგზავრა და ასურეთისა და კილიკიის გზას დაადგა. მოიარა და განამტკიცა დერბეს, ლუსტრის, ფრიგიის, გალაციის ეკლესიები. ღვთის გამოცხადებით მაკედონიაში ჩავიდა და ეკლესია აღაშენა. შემდეგ ეშმაკეული განკურნა, რისთვისაც შილასთან ერთად საპყრობილეში დაჰყო კარგა ხანს. გათავისუფლების შემდეგ თესალონიკში გაემგზავრა. ბოლოს ათენს მიაშურა. იქიდან ტიმოთე გაგზავნა თესალონიკის განსამტკიცებლად, ხოლო თავად კორინთოში დამკვიდრდა. წელიწადნახევრის შემდეგ, 55 წელს, პავლე იერუსალიმში გაემგზავრა, გზად ეფესო და კესარია მოინახულა, ცოტა ხანი იერუსალიმში დაჰყო და ანტიოქიაში ჩავიდა.

მალე მესამედ გაემგზავრა სამოგზაუროდ. განვლო ფრიგია, გალატეა და ეფესოში დაემკვიდრა. აქ წმინდა პავლე ორი წელი ქადაგებდა ტირანის სასწავლებელში. აქვე დაწერა ეპისტოლეები გალატელთა და კორინთელთა მიმართ. კორინთოში ატეხილ უსიამოვნებათა გამო დემეტრეოს ვერცხლისმჭედლის მეთაურობით ხალხი აუჯანყდა წმინდა პავლეს და მან დატოვა ეფესო, სადაც სამი წელი დაჰყო და მაკედონიაში წავიდა. მისმა ეპისტოლეებმა კორინთელთა მიმართ კეთილი ნაყოფი გამოიღო. მალე თავადაც ჩავიდა კორინთოში, მაგრამ სამ თვეზე მეტი არ დაუყვია აქავში. კორინთოდან წმინდა პავლემ რომაელებს მისწერა ეპისტოლე. კვლავაც მრავალი ადგილი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც რომაელთა ათისთავმა დააპატიმრა. დაკითხვის შემდეგ იგი პროკონსულ ფელიქსთან გაგზავნეს. ეს იყო 59 წელს. პროკონსულმა იუდეველთა ბრძანება არ ცნო ჭეშმარიტად, ეგონა, პავლე ქრთამს მისცემდა. ხშირად უხმობდა თავისთან და ესაუბრებოდა. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს, ვიდრე პროკონსული ფელიქსი პორცია ფესტმა არ შეცვალა. ახალმა პროკონსულმა გადაწყვიტა, პავლე გაესამართლებინა. მოციქულმა კი, როგორც რომის მოქალაქემ, კეისრისგან გასამართლება მოითხოვა. ფესტი იძულებული გახდა, რომში გაეგზავნა იგი. გზად პავლე გემის კატასტროფაში მოჰყვა და მხოლოდ 62 წლის გაზაფხულზე ჩააღწია რომს, სადაც მთავრობა თანაგრძნობით შეხვდა. ამ პერიოდში დაიწერა ეპისტოლეები ფილიპელთა, კოლასელთა და ეფესელთა მიმართ. ხოლო პატიმრობიდან განთავისუფლებულმა მოციქულმა რომიდან ებრაელებსაც მისწერა ეპისტოლე.

პავლე მოციქულის შემდგომი ცხოვრება ნაკლებადაა ცნობილი. წმინდა ლუკა მახარებელი მასზე თხრობას რომში მისი ორწლიანი ცხოვრებით ამთავრებს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ დარჩენილი სიცოცხლე პავლე მოციქულმა რომში პატიმრობაში გაატარა. ბოლოს, ნერონის ბრძანებით, აწამეს და აღესრულა 64 წელს. სხვანი მოციქულის ეპისტოლეებიდან ასკვნიან, რომ 64 წლის გაზაფხულზე იმპერატორისა და სენატის წინაშე თავის მართლების შემდგომ იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა და კვლავ მოიარა აღმოსავლეთი, საიდანაც შემდეგ ტიტეს მისწერა ეპისტოლე. ამ ეპისტოლედან ჩანს, რომ პავლე მოციქული 64 წლის ზამთრის გატარებას ტარსუს მახლობლად აპირებდა. 65 წლის გაზაფხულზე კი წმინდა პავლემ მცირე აზიის ეკლესიები მოვლო. პატიმრობის შემდგომ ტროადის გავლით მაკედონიაში გაემგზავრა, ცოტა ხანს კორინთოში გაჩერდა. აქ იგი პეტრე მოციქულსაც შეხვდა. მათ ერთად იმოგზაურეს დალმატსა და იტალიაში. წმინდა პეტრე რომში დარჩა, ხოლო პავლე 65 წელს ესპანეთში გადავიდა და იქ, ან შესაძლოა რომში დაბრუნებისას, დააპატიმრეს. ამ პატიმრობაში დაწერა ტიმოთესადმი ეპისტოლე, რომლითაც სიკვდილის წინ სანახავად უხმობს მას. არ არის ცნობილი, მიუსწრო თუ არა ტიმოთემ მასწავლებელს ცოცხალს. მოციქულმა პატიმრობაში ცხრა თვე დაჰყო და იქვე აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით - პავლეს, როგორც რომაელს, თავი მოჰკვეთეს ქრისტეს შობიდან 67 წელს, ნერონის მეფობის მეთორმეტე წელს.

პავლე მოციქულის ეპისტოლეები
პავლე მოციქულის ეპისტოლეები მისი ცხოვრების სრული გამოხატულებაა და ერთ ძირითად აზრს ავითარებს. ამ აზრით ერთგულებდა სავლე იუდაიზმს, ამ აზრმა აქცია იგი ქრისტიანობის მტრად, ხოლო მოგვიანებით ამავე აზრმა გარდაქმნა უდიდეს მოციქულად. ეს აზრი ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებაა. მოქცევამდე წმინდა პავლე გამართლებას კანონის მკაცრ აღსრულებაში ხედავდა. იგი მკაცრი ფარისეველი იყო, მოსეს კანონსა და ეროვნულ ადათებს აღასრულებდა. მამათა სარწმუნოებას ფანატიკურად ერთგულებდა. მოქცევის შემდგომ განვლილი გზის მცდარობა დაინახა და ადამიანის გამართლების ერთადერთ გზად ცნო სარწმუნოება, რომელიც კაცთა ცოდვებისთვის ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმადლა წმინდა პავლეს. "ხოლო აწ თვინიერ სჯულისა სიმართლე ღმრთისა გამოჩინებულ არს წამებული სჯულისა მიერ და წინასწარმეტყველთა. ხოლო სიმართლე ღმრთისა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განსწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომაელთა 8,21-24). პავლე მადლობდა უფალს, ოღონდ საკუთარ უძლურებას აღიარებდა და კეთილ საქმეებს არასოდეს მიაწერდა თავის თავს, არამედ ღვთის მადლად რაცხდა.

ქრისტესაკენ მოქცევა სულის კანონიდან გამომდინარე რომელიმე ფსიქიკური მოქმედება კი არა, ღვთის მადლის ადამიანზე გარდამოსვლაა - ამგვარად ხსნის თავის მოქცევას წმინდა პავლე ეპისტოლეებში. როგორც მოციქულს, მიაჩნდა, რომ ქრისტიანობამდე მისი ცხოვრება სრული უაზრობითა და ცოდვით იყო აღსავსე. კიცხავდა თავის წარსულს და ცდილობდა, განშორებოდა ყოველივე იმას, რასაც საული ელტვოდა. უფალმა მადლი მოიღო მასზე და მოუწოდა. პავლემ საკუთარი ნება მთლიანად უგულებელყო და ყოველივე უფლის ნებას მიანდო. ხარობდა და ნეტარებდა, როცა მისი ღვთისმსახურება ნაყოფს გამოიღებდა და თუ სხვა ვინმე წარმატებას აღწევდა ქრისტეს სწავლებაში, მადლიერი ხოტბას ასხამდა. გზადაბნეულებს მამობრივად მფარველობდა. უზენაეს სიხარულს ჰგვრიდა იმის შეგრძნება, რომ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება ღვთის მადლით მიეტევა და მისებრი მტარვალი და ქრისტიანთა მდევნელი ღმერთმა სიყვარულით შეიწყნარა. ამ რწმენით ძლიერდებოდა და წინაღუდგებოდა ყველა მტრულ ძალას, ამის რწმენა შთააგონებდა და განაძლიერებდა მას მოწამებრივი გვირგვინის მიღების ჟამს.

მცირე გამონაკლისის გარდა, პავლე მოციქულის ყველა ეპისტოლე ორ ნაწილად განიყოფა - დოგმატურ და ზნეობრივ სწავლებად. მოძღვრება ადამიანის ხსნაზე რამდენიმენაირად გაიგება და პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ყველა მათგანია განმარტებული: 1. მოძღვრება ცოდვაზე. ცოდვა განხილულია, როგორც ადამიანებზე ღვთის მსჯავრის მიზეზი; 2. მოძღვრება კანონზე. კანონი განმარტებულია, როგორც ჩვენი გამართლების საშუალება, ანუ, წმინდა პავლეს თქმით, იგია მაუწყებელი ჩვენი ცოდვილობის საფეხურისა და საკუთარი ძალით თავის გამოხსნის უძლურებისა; 3. მოძღვრება მადლზე. აქ მოციქული გვაუწყებს, რომ ღმერთს ჩვენი გამოხსნა სურს და ძე ღმერთის მეოხებით განხორციელდა ეს ყოველივე. 4. მოძღვრება მაცხოვარსა და ჩვენს გამოსახსნელად გაწეულ მის ღვაწლზე; 5. მოძღვრება სარწმუნოებაზე. აქ განმარტებულია მნიშვნელობა და საიდუმლოება სარწმუნოებისა, რომლითაც მორწმუნეებზე მადლი გადმოდის; 6. მოძღვრება სარწმუნოებით ადამიანის განახლებასა და ქრისტიანულ სათნოებებზე; 7. დაბოლოს, ადამიანის განმართლებაზე, რაც ჩვენი ცხოვრების მიზანს უნდა შეადგენდეს. მოციქული გვასწავლის სამსჯავროსა და ღვთის სასუფეველზე, მაცხოვარზე, ეკლესიასა და მოძღვრებაზე.

პავლეს ეპისტოლეების სტილი ერთგვაროვანია, თხრობა - დინამიკური და თავისუფალი, ენობრივად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ნაწერებს ჩამოჰგავს, რაც ავტორის კლასიკური განათლებისა და წმინდა წერილის ბრწყინვალე ცოდნის დამადასტურებელია. მოციქული ხშირად იმეორებს ძველი აღთქმის ცალკეულ ადგილებს. წმინდა პავლეს ეპისტოლეები მტკიცებათა საფუძვლიანობით, აზრის სიმაღლითა და ემოციურობით ხასიათდება. თითოეული მათგანი გაჯერებულია სახარებისეული სულისკვეთებით.

პავლეს ეპისტოლეებმა მრავალის მოქცევას დაუდო საფუძველი. ნეტარი ავგუსტინე წერდა: "მე ხარბად დავეწაფე ამ სათაყვანებელ წიგნებს, რომლებიც შენი სულითაა ნაკარნახევი, უწინარესად კი პავლე მოციქულის ეპისტოლეებს. და გაქრა ყველა გაუგებრობა, რაც მაცბუნებდა კითხვისას, როცა მეგონა, თითქოს მოციქული თავის თავს ეწინააღმდეგებოდა და არც სჯულსა და წინასწარმეტყველთ ეთანხმებოდა თავისი ქადაგებებით: ჩემთვის ნათელი შეიქნა ამ წმინდა გამონათქვამთა ერთობა და ისიც ვისწავლე, თუ როგორ უნდა "ვმსახურებდეთ უფალს შიშით და ვუგალობდეთ ძრწოლით". დავიწყე კითხვა და დავრწმუნდი, რომ ყოველივე ჭეშმარიტი, რაც ფილოსოფოსთა წიგნებში ამომეკითხა, შენს წმიდა წერილშიცაა ნათქვამი შენივე მადლის მეოხებით, რათა არავინ იქადოდეს, თითქოს შენგან არ მიეღოს არა მარტო ის, რასაც ხედავს, არამედ თვით ხედვის უნარიც... ამგვარი აზრები სასწაულებრივად იდგამდნენ ფესვს ჩემში, როცა ვკითხულობდი "უმცირესს შენს მოციქულთა შორის"; შენს ნამოქმედარს ვჭვრეტდი და შევძრწუნდი..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat