წადი და ნახე, როგორია ღვთის სასუფეველი!
წადი და ნახე, როგორია ღვთის სასუფეველი!
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
100 წლის წინ საკვირველი შემთხვევა მოხდა ჩვენს დიდებულ ქალაქ პეჩში. ერთი თურქი მუსლიმანური ადათით დამარხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მწყემსები საქონელს აძოვებდნენ მისი საფლავის ახლოს. უცნაური კაკუნი მოესმათ. მივიდნენ საფლავთან. ეს უჩვეულო ხმები სამარიდან ამოდიოდა. შეატყობინეს გარდაცვლილის ოჯახს. საფლავი გათხარეს - მკვდარი გაცოცხლებულიყო. ყველაფერი გამოჰკითხეს. თქვა, იმ ქვეყნად ბევრი რამ ვნახე და მივხვდი, მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, ვინც მოუნათლავია, მას ქრისტეს წინაშე წარდგომა არ შეუძლია და უფსკრულში ხვდებაო.

თურქები ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ ეს საცოდავი, რომ ეთქვა, ჭეშმარიტება მხოლოდ ისლამიაო. მაგრამ უარობდა, - თავიც რომ მომჭრათ, ასე არ მოვიქცევი. იმ ქვეყნიდან ხომ იმისთვის დავბრუნდი, რომ ამ ქვეყანაზე მოვინათლოო. თურქები სიკვილით დაემუქრნენ, თუ მოინათლებოდა.

კაცი ჩუმად მოინათლა და მერე უკვე თურქებს ემალებოდა. არა მარტო იმ ქვეყანაზე ნანახს ჰყვებოდა, არამედ წინასწარმეტყველებდა კიდეც დედამიწაზე მოსახდენს: დადგება დრო, ადამიანები დაიყოფიან ხალხის ან სახელმწიფოს ერთგულებადო. ამ უკანასკნელთაგან გამოვა უღმერთობა, უსჯულოება. კვირა დღეს აღარ იუქმებენ. გაჩაღდება უდიდესი ომი, ამ ომიდან კი ხალხი ურწმუნოებით დაბრუნდება, პატივს აღარ მიაგებენ ღმერთს. ერები დაუნდობლად დაიწყებენ ერთმანეთის ამოწყვეტას. ცოტა თუ ვინმე დარჩება ცოცხალი. დადგება დრო, როცა 15 დედაკაცი შორიდან ხვირთქლს დაინახავს და კაცი ეგონებათ. არ შეიძლება მუშაობა კვირასა და სადღესასწაულო დღეებში, წმინდანები შეგვინდობენ. კვირა კი - ღვთის დიდების დღესასწაულია. განფიცხებული უარმყოფელნი ღვთისა გულმოწყალებას ვერ ეღირსებიან, მათგან არავის შეენდობა. მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს, რომ ყველაფერი ცხადდება. ადამიანებს ღმერთი ენაზე აკერიათ, თავისი ცხოვრებით კი ცოდვასა და უსჯულოებას შეიკრებენ. ბოროტებით გამაძღარნი საკუთარ გონებას აიძულებენ, დაბადონ ცრუ აზრები, ვითომ ღმერთი არ არსებობდეს. ადამიანში ყველა ფასეულ თვისებას აღხოცვენ და საბოლოოდ უარყოფენ თვით ღვთის არსებობასაც კი.

* კრაგუევეცის მახლობელ სოფელ ბორჩეში ქალწულ მილკა ჩაიროვიჩს 1922 წელს, ტაძრად მიყვანების დღესასწაულის დამდეგს, ღამით ხილვა ჰქონდა. მან მოიარა ყველა ნათესავი და უამბო ხილვა. იქადაგა მრავალ ფორუმსა და შეკრებაზე. ბევრი სოფელიც მოიარა და ბევრი მოაქცია ღვთის რწმენაზე. მისი ყოველი სიტყვა გულმოდგინედ არის ჩაწერილი და ეთანხმება წმინდა ეკლესიის სარწმუნოებრივ მოძღვრებას.

მილკა პატიოსანი, წესიერი გოგონაა. სურვილი აქვს თავისი ცხოვრება მარხვას, ლოცვას და ქადაგებას მიუძღვნას. ის ამბობს: "დიდი ხნის ლოცვის შემდეგ დაძინებას ვაპირებდი. მარტოობის გამო გულში რაღაცნაირ შფოთს ვგრძობდი, თავქვეშ ორი ბალიში დავიდე... უეცრად ჩემს ოთახში მკვეთრი ცვლილება მოხდა. წამოვჯექი. გარშემო ყველაფერი ნათელმა გააბრწყინა. ოთახში აბრდღვიალებული მოვარდისფრო ცეცხლის სვეტი დავინახე. თითქოს მოლივლივე ბაირაღები ყოფილიყო. შედედებული ნათელი უხილავი ღერძის გარშემო ტრიალებდა და ზევით ადიოდა. სვეტიდან კეთილსურნელება გამოდიოდა. ნათელს ტაძრის გუმბათივით მრგვალი ფორმა ჰქონდა. ეს არომატი ისეთი სულის შემხუთველი იყო, რომ თავისუფლად სუნთქვა ვერ შევძელი. შეუძლოდ შევიქენი. უეცრად ვიგრძენი, ვიღაცამ ხელზე ხელი მომკიდა და ლოგინიდან წამომაყენა. ძალიან შემეშინდა და ამოვიკვნესე: "ვაი, დედიკო!" დედა კი იმ საღამოს ჩემი დის სანახავად წავიდა ბაჩევიცაში. შიშმა ამიტანა. მკვეთრი ხმები გავიგონე, ხმლისა თუ სპილენძის თეფშების ჩხარუნის მსგავსი: "მოკუმე პირი და თავისუფლად ისუნთქე!" ასეც მოვიქეცი და ადვილად დავიწყე სუნთქვა. ძალიან მეშინოდა, არაწმინდა სულს რაიმე საზიზღრობა არ მოეწყო ჩემთვის. მაგრამ იმ ხმამ შინაგანი თავისუფლება მომცა. ცას ავხედე. ვიგრძენი - ცაში ავიწიე. ეს ასვლა ჩემთვის უჩვეულო არ იყო, ვინაიდან, არაერთხელ, როცა ვზიარებულვარ უფლის სისხლსა და ხორცს, მერე ძილში მრავალგზის ავფრენილვარ და წმინდა ადგილები მომივლია. ახლა კი სრული შეგნებით ვგრძნობ, რომ ზემოთ მივფრინავ. დაუბრკოლებლად გავიარე ჭერი და სახურავი. ეს ჩემთვის უბრალოდ სასწაული იყო. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე: "იყოს ნება ღვთისა!" ავდიოდი ზემოთ და ვხედავდი დაბლა დარჩენილ ჩემს სახლს, სახლებს, მამულებს, ქედებს, მერე უკვე ჩემთვის ღამე აღარ არსებობდა, რადგან მზეზე უბრწყინვალესი ნათელი ფეხქვეშ ყველაფერს მინათებდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. მხოლოდ იმის მეშინოდა, რომ ჩემს წინამძღოლს შემთხვევით ხელიდან არ გავვარდნოდი. მე ამ დროს ყველაფერი ვიცოდი, რაც დედამიწაზე ხდებოდა - ჩემ ნაცნობთაგან ვინ მოკვდა, ვინ იყო ცოცხალი. უეცრად სიცივე ვიგრძენი, ჩემს ზემოთ ვარსკვლავები კიაფობდა. რაც უფრო ზევით ავდიოდი, უფრო მეტად ყინავდა, მაგრამ გავიარეთ თუ არა ეს მხარე, მაშინვე ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ამა სოფლის საზრუნავიც მეხსიერებიდან გამიქრა, ჩემს თავს ზემოთ ვარსკვლავებიც არ ჩანდა, ესე იგი მათაც გავცდი. წინ სულ სხვა სივრცე გადაიშლა. ყველაფერი ისე შეიცვალა, როგორც მზის ამოსვლისას ხდება ხოლმე. სულში სიხარულის შემოსვლა ვიგრძენი. წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტები გადამეშალა. ფეხქვეშ სხვადასხვა ფერის წვრილი ფილები დავინახე, მარმარილოსავით გლუვი. განმეხსნა თვალნიც და ჩემი თანამგზავრები დავინახე - თეთრად შემოსილი ორი ქალიშვილი. კვადრატულ მაგიდასთან აღმოვჩნდით, რომელზეც სამი გადაშლილი წიგნი და დიდი გასაღები იდო. მაგიდასთან მოხუცებული იდგა სახედ მღვდლისა. მივედი, მუხლი მოვუდრიკე და ხელზე ვეამბორე. მან მითხრა: "დაე, განუმრავლდეს მილკას ცხოვრების წლები! მე მოციქული პეტრე ვარ. წადი და ნახე, როგორია ღვთის სასუფეველი!" გავიფიქრე: "როგორ წავალ ისეთ ადამიანებს შორის, ასე ლამაზად რომ არიან ჩაცმულნი!" გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემკენ ვეებერთელა სარკე მობრუნდა. და მასში საკუთარი თავი დავინახე, მოშრიალე აბრეშუმის თეთრ კაბაში გამოწყობილი. თეთრი აბრეშუმის სამოსი ეცვათ იქ მყოფთაც.

ცოტა მანძილი გავიარე და ზარების რეკვა შემომესმა. ეს უთვალავი ხალხი - სამ-სამი კაცი ან ჯგუფ-ჯგუფად - ლოცვაზე წავიდა. მდუმარედ ჩამიარეს, მხოლოდ წამით შემომხედავდნენ ხოლმე. ერთმა დაიძახა, - აი მილკა, რომელიც ყოველ კვირას დადის ტაძარშიო. შევხედე და ვიცანი ჩემი მეგობარი მილუნიკა იოვანოვიჩი, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. წინ წავედით და ჩავუარეთ ხეს, რომელსაც სამი სახის ფოთლები ესხა: ოქროსფერი, მწვანე და შავი. მარცხენა თანამგზავრმა მითხრა: "სამოთხის შუაში ამოზრდილ ხეს სიცოცხლის ხე ეწოდება. მისგან სამყარო განმტკიცდება ყოფიერებაში. ოქროს ფურცლები დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ხატია, მწვანე - ღვთის მოშიში ხალხია, შავი კი ის უბედურები, რომლებიც შეურაცხყოფენ და გმობენ ღვთის სახელს".

ჩავუარეთ ცხოვრების ხეს, და გადავეყარეთ მაგიდასთან მჯდარ ხავერდის მწვანე და ყავისფერსამოსიან მოხუცებულ ხალხს. მათი ხმამაღალი საუბრის ექო მთელ იმ მხარეში ისმოდა. მაგიდები საჭმელ-სასმლის სიმძიმით იზნიქებოდა. გავიფიქრე: "მაგიდა სავსეა. წელიწადში მხოლოდ სამჯერ ჭამენ: შობას, წმინდა აღდგომას და სულთმოფენობას. ჩავიარეთ მაგიდებს შორის. უეცრად ბებიაჩემ ჟივანს მოვკარი თვალი. ის ორი თვის წინ გარდაიცვალა. მიცნო: "აი, ჩემი ქალიშვილი მილკა!" შევნიშნე, წელზე ქამარი ერტყა. ამიხსნა: "ეს ქამარი შემოვირტყი და მაქსიმეს ვეძებ, ის უქამროდ არის დამარხულიო". მიწაზე ყოფნისას ასეც მოხდა. ბებია წუხდა ხოლმე, რომ როცა ქმარი საიმქვეყნოდ შემოსა, ქამარი დაავიწყდა.

წინ წავედით, კვნესისა და გოდების ხმა მოგვესმა. ამწვანებული ტყე გამოჩნდა, კვამლით გაშავებული. ნაჩორკნი ცარიელი ქვის მაგიდები იდგა. ხალხი წუხდა, რომ არაფერი ჰქონდათ საჭმელი. თანამგზავრმა ამიხსნა: "ამ ხალხს დედამიწაზე ყოფნისას არ სჯეროდა სხვა სამყაროს არსებობა, მოწყალებას არ გასცემდნენ. წმინდა კვირა დღეს ცომს ზელდნენ და პურს აცხობდნენ, ამიტომაც აქვთ ხელები და სახე გაშავებული და არასოდეს არაფერი ექნებათ". აქ ვერავინ ვიცანი. აქ არ ისმის ზარების ხმა და არც ის საკვირველი სინათლეა, სამოთხეს რომ აღავსებს".

უკან მოვბრუნდით და სამოთხეში გავისეირნეთ. შევხვდი ახალგაზრდებს და პატარა ბავშვებს. ბიჭებსა და გოგონებს ხელი ჩაეკიდათ პატარებისთვის და სეირნობდნენ. პატარებს მოკლესახელოებიანი ალისფერი ტანისამოსი ეცვათ. ახალგაზრდებს კი თავთ გვირგვინები ედგათ. როცა გოდების ადგილი დავტოვეთ და სამოთხეში შევედით, კვლავ გავიგონეთ ზარების ხმა. ყველა ახალგაზრდა ლოცვაზე მიიჩქაროდა. იმ ადგილას, სადაც ის აღესრულება, უზარმაზარი ცეცხლი ტკრციალებს. ტაძარი არ ჩანდა, მაგრამ ვხედავდით სამრეკლოს. მნათეები კი ანგელოზები იყვნენ. ძალიან მომინდა იმ ადგილას მისვლა, სადაც ლოცვა აღესრულებოდა, მაგრამ თანამგზავრებმა ამიხსნეს, დრო არა გვაქვს, ჯოჯოხეთის ნახვაც უნდა მოვასწროთო. კვლავ წმინდა პეტრესთან მივედით. მან მითხრა: "მილკა, ნახე როგორ ცხოვრობენ ღვთის სასუფეველში? წიგნებიც ხომ ნახე? პირველ რიგში ოქროს ასოებით ჩაწერილი იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც აღუთქვეს მონასტერს შესაწირი და შეასრულეს დაპირება. შავი ასოებით კი ისინი, ვინც დაჰპირდა მონასტერს და არაფერი მისცა. აგერ, შავი ასოებით წერია პაპაშენი, დაჰპირდა ვრაჩევშნიცას მონასტრისთვის შესაწირის გაღებას, მაგრამ არ შეასრულა. მეორე წიგნი - ცხოვრების წიგნია, მასში ისინი წერიან, ვინც ღვთის სასუფეველში იმყოფება. მესამე წიგნი კი მკვდრების წიგნია, ვინაიდან ყველა ჯოჯოხეთში მყოფი ღვთის წინაშე მკვდარია. აქ რომ ფული ძევს, ეკლესია-მონასტრებისთვის შენს მიერ გაღებული შესაწირია. ახლა კი წადი და ნახე, როგორია ჯოჯოხეთი. აი, აიღე მცირეოდენი შენი ფულიდან და თუ არ შეგიშვებენ, გადაუხადე". ავიღე რამდენიმე მონეტა, თაყვანი ვეცი წმინდა პეტრეს და ხელზე ვეამბორე. დამლოცა: "ბედნიერი მგზავრობა გქონდეს, მილკა! მოჰყევი იქ, აქ როგორ ცხოვრობენ".

თანამგზავრებმა ერთ ფერდობთან მიმიყვანეს. მეშინოდა, არ მოვმწყდარიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, მყარ ნიადაგზე დავადგი ფეხი. ჩავუარეთ საშინლად მყრალ გოგირდსა და ნახშირს, სიმყრალე ყველა მხრიდან მოდიოდა. ჩვენი გზა ორ შავ გველს შორის გადიოდა. გვარიანად შეშინებული მივუახლოვდი. თანამგზავრმა გამამხნევა: - ისინი მხოლოდ ცოდვილებს სტაცებენ ხელს და ჯოჯოხეთში აგდებენო. თავისუფლად გავიარეთ, არც კი შემოუხედავთ. მივუახლოვდი მღვიმეს, რომლის კარი თავისით გაიღო. იქიდან ქალი გამოვიდა და თქვა: "აი, მილკა, რომელიც ყოველ კვირას დადის ეკლესიაში". თხუთმეტი წლის წინ გარდაცვლილი ბრესტოველი მათია უროშევიჩის მეუღლე პოლკა ვიცანი. ვნახეთ დედაკაცი, რომელიც საწოლზე იწვა, ქვემოდან ცეცხლი ჰქონდა შენთებული. პოლკამ მითხრა: "მე დედაკაცებს ვასწავლიდი, ბავშვები არ გაეჩინათ. ღმერთმა იმით დამსაჯა, რომ მუდმივად უნდა ვუყურო ამის ტანჯვას, რადგან აბორტებს იკეთებდაო". ამ დროს მწოლიარემ მითხრა: "ჰოი, მილკა, მე სტოიკა ვარ, ბრესტოველი არსენ უროსევიჩის ცოლი. მე ოცდაორი ბავშვი მოვკალი, საფასურს კაბებითა და წინდებით მიხდიდნენ, ახლა მათში ჩავარდნილი ვიწვი და საუკუნოდ დავიწვები, რადგან ასეთია განაჩენი".

ერთი კარი მაჩვენეს, საიდანაც ქარის ხმა და წყლის ჩქაფუნი გამოდიოდა. თანამგზავრებმა მითხრეს, - იქ მეწისქვილეები და მკითხავები არიანო. მეწისქვილეები ხალხს მინდს უდიდებდნენ, მკითხავები კი ჯადოებით დედაკაცებს საჭმლის კეთებაში ხელს უშლიდნენ. ამიტომ მეწისქვილეებს კისერზე დოლაბი აქვთ ჩამოკიდებული, ხოლო მკითხავს წყლით სავსე კასრი. მეორე კარიდან საშინელი ქვითინი და გოდება ისმოდა. იქ იმათ სცემენ, ვინც ამბობდა, ღმერთი არ არსებობსო და უკანასკნელი სიტყვებით გმობდა უფალს. მესამე კარიდან ადუღებული კუპრის ბუყბუყი ისმოდა - იქ უდიდესი ცოდვილები ადუღებულ კუპრში ყრიანო, - მითხრეს. მეხუთე კასრთან მითხრეს, - იქ ისინი არიან, რომლებიც ოთხშაბათ-პარასკევს არ მარხულობდნენ და მათ მატლები ჭამენო. იქიდან ტანჯვისგან კვნესა გვესმოდა.

ყველაფერი შემოვიარეთ, სულის შემხუთავი სიმყრალისაგან მოვუძლურდი. თანამგზავრებმა საკაცით წამიყვანეს. სად მივდიოდით, ვერ შევამჩნიე, თითქოს კვლავ ჰაერში მივქროდით. მერე კვლავ ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში მჯდომარეს გამომეღვიძა. გახევებული ვიყავი, სიცივეს ვერ ვგრძნობდი. დილის ცხრა საათი იყო. დედა შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ კარში გასაღები იყო და ვერ შემოდიოდა. დიდხანს აკაკუნა, მაგრამ ვერ ვპასუხობდი. მძიმედ ვსუნთქავდი. არც ჭამა მინდოდა და არც სმა, ორი-სამი დღე ბაგეს ვერ ვამოძრავებდი, მთელი კვირა მხოლოდ მცენარეული ზეთით ვიკვებებოდი, რადგან გამიგია ხალხის ნათქვამი: ვისაც ჭამა არ შეუძლია, ჩაის ჭიქით ზეთი უნდა სვასო".
ბეჭდვაელფოსტა
26.12. 2015
0
ნუთუ მართალია ეს ყველაფერი?
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat