ამ კაცს სოფელში ცხოვრებისას მონანიება და ღვთისკენ მოქცევა შეეძლო
ამ კაცს სოფელში ცხოვრებისას მონანიება და ღვთისკენ მოქცევა შეეძლო
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
როგორ მოკვდა ღვთისმგმობელი. 1934 წლის სექტემბერში რაკოვიცეს მონასტრის ქვის სამტეხლოში მუდმივად მრავალი ადამიანი მუშაობდა. კვირადღეს სამუშაო წყდებოდა და ამაზე არც ინჟინრები საყვედურობდნენ. მაგრამ ათიოდ კაცმა არაფრად ჩააგდო უფლის დღე და მუშაობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ საშინლად ბილწმესიტყვე და მგმობელი ღვთის სახელისა. ქვაზე ყოველი დარტყმისას საშინელ ღვთისსაგმობ სიტყვებს წარმოთქვამდა. უეცრად ლოდები ჩამოიშალა და მომუშავენი ქვეშ მოიქცია. მაშველი მალე მოვიდა, მაგრამ ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვინც გადარჩა, დასახიჩრდა. ღვთისმგმობელი მუშა საშინლად დამახინჯებულიყო.

სტუდენიცა შეშლილთა სახლი კი არ არის, საავადმყოფოა. ოსეჩინელმა ვაჭარმა იაკობ ნიკოლიჩმა გვიამბო: მე გახლავართ "მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოების საძმოს" წევრი მისი დაარსების დღიდან. საძმოს კანცელარია ჩემს სახლშია. ჩემი ვაჟიც ღვთისმოშიშია და ეკლესიაში დადის. რძალს კი გაგონებაც არ უნდოდა არც სარწმუნოებისა და არც ეკლესიისა. მას სძულდა ჩვენი საძმო და გვლანძღავდა, როცა ეკლესიაში ლოცვაზე მივდიოდით. 1935 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, მონასტერში საძმოს ტრადიციულ კრებაზე წავედი. როცა მწუხრი ვილოცეთ და ხალხის უმეტესობა გამოვიდა დიდი ტაძრიდან, მე და ჩემი მეგობარი ტაძარში დავრჩით და წმინდა ლუსკუმის წინ მოხლმოდრეკილნი ღმერთს ვევედრებოდით შუაღამიანის ზარის დარეკვამდე.

ვიდრე მე სტუდენიცაში ვლოცულობდი, ჩემი რძალი დუქანში იჯდა. ერთ ჩემს ნათესავ ქალს ვუკითხივარ. "სტუდენიცაში, შეშლილთა სახლში წავიდა!" - უპასუხია დაცინვით ჩემს რძალს. ეს უთქვამს და გონებაც წართმევია, დუქანში ყველაფერი დაულეწავს. თურმე ტანისამოსს იხევდა და ათას სისულელეს აკეთებდა. გაუკოჭავთ და ოთახში ჩაუკეტავთ. წავიყვანეთ ვალევოს საავადმყოფოში, იქიდან კი, ექიმის რჩევით, ბელგრადის საგიჟეში. იქ ორი თვე გააჩერეს, რაღაც ნემსებით მკურნალობდნენ. მაგრამ ამან არ უშველა. ჩემი ვაჟი და მისი ქმარი ყოველ კვირას ჩადიოდა ბელგრადში მის სანახავად, მაგრამ ქალი მეუღლეს ვერ ცნობდა. მერე მირჩიეს, ავადმყოფი წმინდა ნაუმის მონასტერში წაიყვანეთო. ვიფიქრე, ცოდვა მან წმინდა ნაუმის მონასტრის მიმართ კი არ ჩაიდინა, არამედ სტუდენიცას ეძახდა შეშლილთა სახლს. ამიტომაც ჯერ სტუდენიცაში უნდა წავიყვანოთ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. როცა რძალი წმინდა სავანეში მივიყვანეთ, გონება დაუბრუნდა და მადლობა ღმერთს, ახლა ჯანმრთელია. რაც მთავარია, მას უკვე სწამს ღმერთი.

ამბავი უსინდისო მიმწოდებლებისა. "კარგი არაფერი დაემართებათ ჩვენებურ მიმწოდებლებს, ჩაუქრებათ კერია ბიტოლელ მიმწოდებლებს!" - ასე ამბობდა ძია მიტკო ილიჩი, რომელიც თვითონაც დიდი ხნის მანძილზე ამარაგებდა არმიას.

"მიმწოდებლებს ცოდვისა არ ეშინიათ, არადა არმიის მომარაგებისას მოტყუება უდიდესი ცოდვაა. ღმერთი საშინლად სჯის ამისთვის. ბიტოლში თურქული არმია იდგა. თურქები ღორის ხორცს არ ჭამენ, მათ სიახლოვეს ღორებს არ აჩერებენ და არც დაკვლის ნებას იძლევიან. არადა გაძნელდა ცხვრის ქონის შოვნაც. ქონის მიმწოდებელი ერთი ურია იყო. მან სერბეთიდან ბლომად ღორის ქონი ჩამოიტანა, შეურია ცოტაოდენი ცხვრის ქონი და თურქულ არმიას ექვსი თვის მანძილზე ამით ამარაგებდა. თურქებს ეჭვი არ შეჰპარვიათ და სრულიად კმაყოფილნი იყვნენ. ხოლო როცა შეიტყვეს, ურიას თავი წააგდებინეს. მარტო ეს ურია კი არ დაიღუპა, არამედ მთელი მისი გვარი ისე ამოწყდა, შთამომავალი არ დარჩენია.

სხვა გრაეშნიცელი მიმწოდებელი მარილში თეთრი მარმარილოს ფხვნილს ურევდა და იმით ამარაგებდა თურქეთის ჯარს. ვიღაც ბატონმა ცხვრებისთვის მისგან იყიდა მარილი, ჩაყარა წყალში, მოურია, გაუხსნელი მარმარილოს ფხვნილი ფსკერზე დარჩა. განრისხდა და თურქეთის ხელისუფლებას შეატყობინა. მიმწოდებელი გადაასახლეს, ოჯახი განადგურდა, კერია ჩაქრა.

ვიცნობდით ხორცის მიმწოდებლებსაც. მათაც არ ეშინოდათ ღვთისა. თურქი ჯარისკაცები, ხუთშაბათ-კვირის გარდა, ხორცს იღებდნენ. ეს მიმწოდებლებიც აწვდიდნენ მათ დაცემული საქონლის ხორცს, კამეჩის ხორცს, ჯორების ნაცვლად და მკვდარი ვირის ხორცსაც არ აკლებდნენ. არც ისინი არიან ამქვეყნად და არც მათი გვარის ხალხი.

მე ვიცნობდი 200-300 თაღლით მიმწოდებელს. უამრავ ფულს ხვეტდნენ. დღეს მათი კერა ჩამქრალია. ერთნი მძიმე ავადმყოფობით დაიხოცნენ, სხვებს ბავშვები გაუგიჟდათ, მესამეთ - ქონება მტვრად ექცათ. ღმერთმა დაგვიფაროს იმგვარი სიმდიდრისგან, როგორიც ამ მიმწოდებლებს ჰქონდათ!"

მართალია ძია მიტკო. ამას გვიმტკიცებს გამოცდილება. ყოვლისმხედველი თვალნი ღვთისა ხედავენ, ვისი ხელი იძლევა ქვას პურის ნაცვლად და გველს - თევზის ნაცვლად, სცემს მათ და აფრთხილებს.

დამნაშავემ თავი გასცა. ერთხელ ჩვენი საძმოს წევრმა გვიამბო: "ჩვენთან, ხომოლში, მოკლული მღვდელი იპოვეს. გამოძიებამ დამნაშავე ვერ იპოვა. სოფელში ერთი ქრისტიანი ჯვრიან დიდებას ზეიმობდა. უამრავი ხალხი დაპატიჟა. საზეიმო ტრაპეზის დრო დადგა და მასპინძელმა ერთ-ერთ სტუმარს შესთავაზა, სარიტუალო ღვეზელი გაეჭრა. მან ამოიღო დანა და უცებ ბაგედან დასცდა: "ვერ გავბედავ იმავე დანით გავჭრა სარიტუალო ღვეზელი, რომლითაც მღვდელი მოვკალი". დანა ქარქაშში ჩააგო და სარიტუალო ღვეზლის გაჭრის უფლება სხვა სტუმარს გადასცა. მისი ნათქვამი ხელისუფლებამდე მივიდა და მკვლელი დააპატიმრეს. მან დანაშაული აღიარა და დაისაჯა.

ღვთის ხელი, ბრაზილიაში გამოჩენილი. ბრაზილიაში ქალაქ მენა-ჟერში ცოტა ხნის წინ უჩვეულო შემთხვევა მოხდა, რომელმაც ფეხზე დააყენა ამ მხარის მოსახლეობა.

ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ახირებული, სასტიკი პლანტატორი, ყავის მწარმოებელი. იქვე ცხოვრობდა ერთი მოხუცი დიდად მლოცველი მღვდელი, ზნემაღალი, მკაცრი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

ერთხელ ტაძარში ამ მდიდრის საკმაოდ თამამად ჩაცმული ქალიშვილი მივიდა. მოხუცმა მღვდელმა სახალხოდ მისცა შენიშვნა. გოგონა შინ ატირებული დაბრუნდა და მამას შესჩივლა. მამამ ქალიშვილს უბრძანა, მომდევნო კვირას ეკლესიაში უფრო მოდურად ჩაცმული წადიო. ნახვრადშიშველი ქალიშვილი მღვდელმა ტაძრიდან გააგდო.

განრისხებული მდიდარი მღვდლისათვის სამაგიეროს გადახდაზე ოცნებობდა: თავი მოიავადმყოფა და - საზიარებლად მღვდელი მომიყვანეთო. ორ ზორბა მამაკაცს კი უბრძანა, მისი სახლიდან გასული მღვდელი ეცემათ.

მოხუცი მღვდელი საფრთხეს არსაიდან ელოდა, მოვიდა წმინდა ძღვნით. "ავადმყოფთან" შეიყვანეს, მაგრამ იქიდან მალევე გამოვიდა და მდიდრის ცოლ-შვილს უთხრა: "სამწუხაროა, რომ დაგვიანებით გამოგზავნეთ ჩემთან კაცი, ჩანს, უფალს არ უნდოდა, რომ თქვენს მეუღლეს სიკვდილის წინ აღსარება ეთქვა და ზიარებულიყო. მე ის უკვე მკვდარი დამხვდა".

"ცოდვილი თავის მახეში გაება!" - ამბობს დიდი მეფსალმუნე. ვინც სხვას ორმოს უთხრის, შიგ თვითონვე ჩავარდება.

ამბავი კაცისა, რომელსაც ღმერთის ნაცვლად საკუთარი კოჟრების იმედი ჰქონდა.

ორი წლის წინ პატრიარქთან ერთად მოსტერში ვიყავი, სადაც გვიამბეს: "მოსტერის ახლოს მცხოვრებ ერთ გლეხს ბაღჩეულის უხვი მოსავალი მოუვიდა და ბაზარში 15000 დინარად გაყიდა. მაგრამ მალე ბაღჩეული ძალზე გაიაფდა. გლეხმა სიიაფეზე დაიჩივლა. უსაყვედურეს, - შენ ხომ მაგით ფული იშოვე, ღმერთს მადლობა უთხარიო. გლეხი გაცოფდა და დაიყვირა: "ჩემს კოჟრებს უნდა ვუთხრა მადლობა და არა ღმერთსო!" და ხალხს დაკოჟრილი ხელები აჩვენა. მეორე წელიწადს გლეხს მოსავალი არ მოუვიდა და მოსტერელ ვაჭრებს შესწუწუნა, - ღმერთმა წელს ხელი ამაღოო. ვაჭარს გაეღიმა და ჰკითხა: სად გაქრა, ძმაო, შენი კოჟრებიო".

ხილვებზე და უხილავი სამყაროდან გამოცხადებებზე. "რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე" (I კორინთ. 13,12).

გაგაცნობთ რამდენიმე მაგალითს ხილვებისა, გამოცხადებისა და ნიშნებისა უხილავი სამყაროდან. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ეს სპირიტიზმია. ჩვენ განვიკითხავთ სპირიტიზმს, როგორც მკითხაობას. ბიბლია მათ ერთნაირად უდგება, ვინაიდან სპირიტიზმი განზრახული გამოძახებაა სულებისა, ცნობისმოყვარეობის გამო სულებთან გათამაშებაა. ხოლო გამოცხადება სულიერი სამყაროდან, რომელიც მოულოდნელად ხდება და გამოძახების გარეშე, არის მოვლენა, რომელსაც ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობს.

ამბავი ლოთის სულის გამოცხადებისა. სუნდარ სინჰი თავის ერთ-ერთ ხილვაზე წერს: "ერთხელ სულების სამყაროში ერთი სული დავინახე, რომელიც შერყვნილი სინდისისგან იტანჯებოდა და გიჟივით აქეთ-იქით დარბოდა. ერთი ანგელოზი ამბობდა: "ამ კაცს სოფელში ცხოვრებისას მონანიება და ღვთისკენ მოქცევა შეეძლო, მაგრამ როგორც კი ჩადენილი ცოდვების გამო სინდისი ქენჯნას დაუწყებდა, სინდისის ხმას სპირტით იხშობდა. მთელი ქონება გაფლანგა, გაანადგურა ოჯახი და საბოლოოდ თავი მოიკლა. ახლა სინდისისგან გატანჯული ცოფიანი ძაღლივით აქეთ-იქით აწყდება. ჩვენ გაგვიხარდებოდა, მას დავხმარებოდით, მაგრამ მისი გაფუჭებული ნატურა გვიშლის. ახლა მისი სული გაშეშებულია, მთელი სულების სამყაროს შეუძლია მისი ცოდვილი ცხოვრების ხილვა. ამიტომ ის ბნელისკენ, ბოროტი სულებისკენ მირბის, რომ გაექცეს იმ ტანჯვას, რასაც სინათლე აყენებს".

ამბავი დემონის ადამიანებთან გათამაშებისა. ელეცელი მონაზვნის, მელანია დაყუდებულის შესახებ წიგნში აღწერილია იმგვარი შემთხვევა, როგორიც შეემთხვა წმინდა სვიმეონ მესვეტეს.

ერთ ღამით, განგრძობილი ლოცვის მერე მელანია კელიის ზღურბლზე ჩამოჯდა დასასვენებლად. უეცრად ცეცლოვანი ეტლით გამოჩნდა სპეტაკად მოსილი ახალგაზრდა და უთხრა: "ღვთივ საყვარელო, მიიღე ჯილდო შენი შრომისა. ღმერთმა გამომგზავნა მე, თავისი ანგელოზი, რომ სამოთხეში გადაგიყვანო, სადაც შენი და ეკატერინე გელოდება" (მისი და ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა). საყვარელი დის მალე ხილვის ამბავმა მელანიას ყველაფერი დაავიწყა, ჯვარიც არ გამოუსახავს, ჩაჯდა ცეცხლის ეტლში და რაშებმა სადღაც გააქანეს. ამის მერე მელანიამ ჯვარი გამოისახა. უეცრად ყველაფერი გაქრა, შორიდან იქედნური სიცილი მოესმა. შეშინებულმა მიმოიხედა. წისქვილის გვერდით, ხიდის პირას დგას და შესაძლოა, მდინარეში ჩავარდეს. შეძრწუნებულმა დაიყვირა, გადმოიწია უკან, ხიდზე გადმოვარდა, გონება დაკარგა. მისი ყვირილი წისქვილში მყოფებმა გაიგეს. ძალზე გაუკვირდათ - როგორ აღმოჩნდა შუაღამისას ამ ადგილას დაყუდებული მონაზონი და ცოცხალ-მკვდარი მონასტერში წაიყვანეს.

ამბავი მორჩილებით სიკვდილისა.
ღირსი სერაფიმე საროველის ცხოვრებაში აღწერილია ამ წმინდანის მიერ 1832 წელს მოხდენილი საშინელი სასწაული. მიხეილ ვასილის ძე მანტუროვი, დიდი კეთილისმყოფელი დივეევოს დედათა მონასტრისა, სასიკვდილოდ ავად გახდა. მას ჰყავდა და - მონაზონი ელენე. მამა სერაფიმემ მოუხმო ელენეს და უთხრა: "ჩემო სიხარულო, ერთი მორჩილება მინდა მოგცე. მიიღებ მას, დაო?" ელენემ უპასუხა, - მზად ვარო. "შენს ძმა მიხეილს სიკვდილის ჟამი დაუდგა. არადა ის ჩვენს სავანეს სჭირდება, ჩვენს ობლებს (დივეევოს დედებს) სჭირდება. ასეთი მორჩილება აღასრულე: დაო, მოკვდი მიხეილის ნაცვლად!" ელენემ დაუფიქრებლად უპასუხა: "მაკურთხე, მამაო!"

ამის მერე ღირსმა სერაფიმემ ელენეს სიკვდილსა და საუკუნო სიცოცხლეზე დაუწყო საუბარი. უეცრად ელენე აღელდა და იყვირა: "მამაო, სიკვდილის მეშინია!" "მე და შენ სიკვდილის რატომ უნდა შეგვეშინდეს, შვილო? ჩემთვის და შენთვის მხოლოდ საუკუნო სიხარულია განკუთვნილი". ამის შემდეგ ელენე დაემშვიდობა მამა სერაფიმეს, ჩაწვა ლოგინში და მოკვდა, მისი ძმა კი გამოჯანმრთელდა. სიკვდილის წინ მან მხიარულად წამოიძახა: "აი, ის მოდის. მასთან ერთად ანგელოზები არიან! ესენი ვინ არიან? ეს ორი საძაგელი მახინჯი... დემონები! თუმცა კი უძლურნი არიან ჩემს წინაშე. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ". წმინდა სამების დღესასწაულის წინ აღესრულა ელენე. მისი ცხედარი ტაძარში შეასვენეს. სამებობას, წირვის დროს, ყველა იქ მყოფმა დაინახა, სამჯერ როგორ გაიღიმა კუბოში მწოლიარე მიცვალებულმა. მამა სერაფიმე ამბობდა, მონაზონი ელენე წმინდათა დასს შეუერთდაო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat