ზომიერება სიხარულის დროს უფრო მეტად გვმართებს
ზომიერება სიხარულის დროს უფრო მეტად გვმართებს
"სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ", "სიხარულისგან ვტიროდი", "სიხარულისგან გული ამომივარდა..." - და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი ხატოვანი გამოთქმა არსებობს ქართულ ენაში. ენა კი ადამიანმა შექმნა. ამდენად, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ნათლად დავინახავთ, რა მძაფრი განცდები გვახასიათებს ქართული გენის მატარებლებს.

არადა, ოქროს კანონი, თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ შემოქმედი ღმერთის მიერ ჩვენთვის სულების გადასარჩენად მოცემულ მცნებას, - ზომიერებაა.

ზომიერება გვმართებს ყველაფერში, თუნდაც, მაგალითისთვის, სულიერი მოძღვრის სიყვარულში. ჰოდა, თუკი მოძღვრის, რომელიც დღედაღამ ზრუნავს და იღვწის ჩვენს საკეთილდღეოდ ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ ცხოვრებაში, უსაზღვროდ, ფანატიკურად შეყვარება ცოდვაა, აბა, წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი ცოდვა იქნება ზღვარგადასული სიხარული.

აი, რას უწოდებენ წმინდა მამები ზომიერებას: "ქრისტიანობაში ეს არის ოქროს შუალედი"; ან კიდევ: "ზომიერება ღვთიური სიბრძნეა".

არსებობს ლოცვები, რომლებშიც განსაკუთრებით ვითხოვთ უფლისგან, მოგვანიჭოს ზომიერების გრძნობა. მურომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ვევედრებით, მოგვანიჭოს სული გონიერებისა, კეთილმსახურებისა, გულმოწყალებისა, მოკრძალებისა, სიწმინდისა და სიმართლისა. მარადქალწული მარიამისგან განსაკუთრებით გამოვითხოვთ უფლის წინაშე შეწევნას, რათა სიხარულის ჟამს მოგვანიჭოს ზომიერება: "შეისმინე ლოცვაი ესე ჩუენი და ითხოვე ღვთისა - ძისა შენისაგან მოშურნეობაი და მღვიძარებაი სულთათვის მწყემსთა ჩუენთასა, სიბრძნეი და ძლიერებაი - მთავრობათათვის, სიმართლე და სიწრფელე გულთა - მსაჯულთათვის, გონიერებაი და სიგლახაკე სულთა - წინამძღუართათვის, სიყვარული და ურთიერთშორის თანხმობაი - მეუღლეთათვის, მორჩილებაი - ყმაწვილთათვის, მოთმინებაი - ჩაგრულთათვის, შიში ღვთისაი - მჩაგვრელთათვის, მხიარულებაი – მწუხარეთათვის, ზომიერებაი - მხიარულთათვის, გონიერებისა და კეთილმსახურებისა სული დაჰნერგე ჩვენ ყოველთა შორის..."

რატომ ანიჭებს ქრისტიანული მოძღვრება ამხელა მნიშვნელობას ზომიერებას სიხარულის დროს? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ გავიხსენოთ ჩვენივე საქციელი. რას ვაკეთებთ, როცა ძალიან გვიხარია? აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, გვსურს, ყველას გავუზიაროთ ჩვენი სიხარული და ზოგჯერ ჩვენს ბედნიერებაზე ლაპარაკით თავს ვაბეზრებთ მოყვასს. ეს ყველაზე მცირე ცოდვაა, რასაც უსაზღვრო სიხარულის დროს ან, უკეთესი იქნება ვთქვათ, უსაზღვრო სიხარულის გამო ვჩადით.

როგორც დავინახეთ, ეშმაკი ყოველგვარ ხერხს მიმართავს, რათა უფალს დაგვაცილოს. შესაძლოა, სიხარულის განცდაც კი თავის სასიკეთოდ და ჩვენდა საუბედუროდ გამოიყენოს. როგორ გამოვხატავთ იმ დიდ სიხარულს, რომელიც ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინებას მოაქვს? როგორც წესი, ვმართავთ დიდ ღრეობას, ვვარდებით მემთვრალეობის ცოდვაში, რადგან "თითო ჭიქით" ახალშობილის დალოცვა რამდენიმე დღე გრძელდება ხოლმე. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ გვავიწყდება ის, ვინც თავისი წმინდა ნებით მოგვანიჭა ეს უდიდესი სიხარული - ყოველთა დამბადებელი ღმერთი ჩვენი. იმის მაგივრად, რომ ეკლესიას მივაშუროთ, მადლობა შევწიროთ ჩვენი გულების გასახარად ჩვენი პატარას ამქვეყნად სიკეთით მომავლინებელს, გადავიხადოთ სამადლობელი პარაკლისი, როგორ ვიქცევით?

განხილული მაგალითიდან აშკარად ჩანს ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგი: ვივიწყებთ უფალს და ჩვენივე ნებით ვშორდებით მას, ვინც გვავსებს ყოველი სიკეთით, რამეთუ ყოველივე უფლისგან მოგვეცემა. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს სახარებაში, რომ უფლის წმინდა ნების გარეშე თმის ღერიც კი არ ჩამოგვვარდება თითოეულ ჩვენგანს.

რომ არ დავკარგოთ უფლის მადლი და შეწევნა, ვეცადოთ, აღვასრულოთ მისი წმინდა მცნებები, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. განსაკუთრებით კი გვახსოვდეს მოწყალე ღმერთი სიხარულის ჟამს. ვითხოვოთ უფლისგან ღვთიური სიბრძნე - ზომიერება და აუცილებლად მოგვეცემა, რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "ითხოვდეთ და მოგეცემათ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat