მე არ მომიპარავს, მე მხოლოდ ვიღებდი და ვიყენებდი
მე არ მომიპარავს, მე მხოლოდ ვიღებდი და ვიყენებდი
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამბავი ბეგების უწესობისა. ჰერცოგოვინაში გვიამბეს, თუ რა შეემთხვა ოდესღაც ბეგ ლიუბოვიჩს. ბეგმა მოსავლის ასაღებად გლეხებს წმინდა პროკოფის ხსენების დღეს დაუძახა. ქრისტიანები ეუბნებოდნენ: - დღეს მუშაობა არ გვინდა, ჩვენი მფარველის, წმინდა პროკოფის ხსენებააო. ბეგი გაბრაზდა, - პროკოფობა მომინდომეთ!.. მიდით, მომკეთო! ხალხი იძულებული გახდა, უსიტყვოდ, ოხვრა-კვნესით გაეგრძელებინა მკა. შუაღამისას ცაზე ღრუბელი შეიყარა და ატყდა ჭექა-ქუხილი. უეცრად საშინლად ჩამობნელდა, ბეგის სახლს მეხი დაეცა და ორი ვაჟი მოუკლა.

ლოკოვოელმა პუდარმა გვიამბო ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩის ამბავი. ამ თავნება კაცს თითს ვაგლახად ვერ აკარებდნენ. ერთხელ მცველებს სამოცი გაკოჭილი სერბი ქრისტიანი მოაყვანინა და მსხლის ტოტებზე ჩამოაკიდებინა. ერთ-ერთმა დასჯილმა შეჰღაღადა: - ღმერთო, ნუთუ ამის ნებას მისცემ? თუ გაქვს მოწყალება, გადაგვარჩინეო. იმავე წუთს იქუხა, მეხი მსხალს დაეცა და ფაშასაც ეცა მუხლებში. ტკივილით გამწარებულმა ფაშამ მცველებს უბრძანა, ყველანი გაათავისუფლეთ და შინ გაუშვითო. მერე კი აღიარა, - ღმერთმა დამსაჯაო. შინ მიიყვანეს და მკურნალობა შესთავაზეს, მაგრამ იუარა, - კაცი ვერ განიკურნება, თუ მას ღმერთი დაჭრის, ამიერიდან მე თოფალ-ფაშა (თურქულად "კოჭლი ფაშა") მერქმევაო.

ამბავი სიწმინდეთა შებილწვის გამო ჭკუიდან გადასულისა. პოჩაევის მონასტრის ქტიტორად ითვლება ერთი მოხუცი დედაბერი ანა გოირსკაია. მან სავანეს დაუტოვა თავისი ქონება, ღვთისმშობლის ხატი, ბარძიმი და სამღვდელო სამოსელი, მაგრამ მისმა ნათესავმა ანდრია ფირლეიმ ნელ-ნელა წაართვა ყველაფერი. საბოლოოდ, ისე გაკადნიერდა, რომ მონასტერს ღვთისმშობლის ხატი, ბარძიმი და სამღვდელო შესამოსელიც წაგლიჯა. ცოლთან ერთად დროს ქეიფში ატარებდა.

ერთხელ მათ სახლში ქეიფობდნენ. ღრეობა რომ გაჩაღდა, ფირლეის ცოლმა სტუმრები მიატოვა და სადღაც გაქრა. მალე გულზე ოლარჩამოკიდებული დაბრუნდა და ხელთ ბარძიმი ეპყრა. მან სტუმრების სადღეგრძელო ტოკაის ღვინით სავსე ბარძიმით შესვა და ჭურჭელი სხვებს გადასცა. უცებ მიწაზე დაეცა. როცა წამოაყენეს, დაიწყო გრეხა, ტანსაცმელს იგლეჯდა და სხეულს იკბენდა. ქალი გაგიჟდა. არა მკურნალობამ არ გაჭრა. ბოლოს მან მონასტერს ყველაფერი დაუბრუნა. ქალი კი გარდაიცვალა.

ეს ამბავი გვაგონებს მეფე ბალთაზარს, რომელმაც ნადიმზე სოლომონის ტაძრიდან ოქროს ჭურჭლის მოტანა ბრძანა, რათა მთვრალ მეინახეებს გამასპინძლებოდა. მაშინ ჰაერში უხილავი ხელი გამოეცხადა, რომელმაც კედელზე დაწერა: "მენე, თეკელ, უპარსინ". იმავე ღამეს ბალთაზარი თავის სახლში მოკლეს.

ამბავი უსამართლოდ მოპოვებული ქონების დაკარგვისა. გაზეთში დაიბეჭდა ერთი საგულისხმო ამბავი, რომელიც შეემთხვა ერთ ცარიბროდელ მამაკაცს.

ამ კაცმა ვიღაცის ქონება მიიტაცა. ბანკნოტები ჩადო ნამჯის ლეიბში, რომელზეც ეძინა ხოლმე. ერთხელ, შინ გვიან ღამით დაბრუნებულს, ცოლმა მიახარა - შენი საწოლიდან ძველი ლეიბი ავიღე და ახალი დაგიგეო. დამღუპეო! - იყვირა ქმარმა და ცოლს უთხრა, რაც ჰქონდა ლეიბში შენახული. ცოლიც დაფრთხა. ძველი ნამჯა სად გადაყარეო, - ჰკითხა ქალს. ძროხებს ბაგაში ჩავუყარეო. გაიქცნენ ბოსელში. ძროხებს ნამჯა შეეჭამათ! პატრონმა ორივე ძროხას მუცელი გაუფატრა, მაგრამ ბანკნოტების რამდენიმე ნახევიღა ნახა. ასე დაიკარგა უსამართლოდ მოპოვებული ფული და ზედ სართად ძროხებიც მიჰყვნენ.

ამბავი ფიცის დამრღვევისა. სტუდენიჩის რაიონში ცხოვრობდა ერთი თავხედი, მოჩხუბარი კაცი ბრაოვიჩი. ერთხელ მიჯნის გამო მეზობელს სასამართლოში უჩივლა. ბრაოვიჩი სასამართლოში გამოიძახეს - ფიცით დაამოწმე, რომ სადავო ნაკვეთი შენიაო. ბრაოვიჩმა ტყუილად დაიფიცა. იმავე დღეს მისი ვაჟი სახლის წინ შეშას ჭრიდა. სწორედ იმ დროს, როცა მამამისმა ცრუ ფიცით დაიფიცა, მორიდან ასხლეტილმა ნაფოტმა ვაჟს თვალი გამოსთხარა.

როგორ დაეწვა ქურდს ფარდული. თურქების ბატონობის დროს პრიზრენში ცხოვრობდა იარაღის ამუნიციის ცნობილი ვაჭარი. მას ქალაქში სავაჭრო ფარდული ჰქონდა და დიდი ხნის მანძილზე გახლდათ მზრუნველი მახლობლად მდებარე წმინდა ვასილის სახელობის ტაძრის სამრევლოსი. ხალხი იმ დროს უხვად სწირავდა ტაძრებს, განსაკუთრებით კი წმინდა ვასილის ეკლესიას, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა, მაგრამ მზრუნველი შემოწირული ფულის ნაწილს იჯიბავდა. ასე გამდიდრდა.

ერთ ღამეს სროლა მოისმა, თითქოს ქვემეხებიდან ისვრიანო. ხალხი გარეთ გამოცვივდა - ე-ს ფარდული იწვოდა და ყოველ მხრივ ცეცხლი იფრქვეოდა. ამ ფარდულს სხვისი სავაჭროებიც ემიჯნებოდა, მაგრამ მათ ალი არც გაჰკარებია. ამის მერე ე-ს ჰკითხეს, - წმინდა ვასილს ფულს ხომ არა ჰპარავდიო. ე. გაფითრდა, - მე არ მომიპარავს, მე მხოლოდ ვიღებდი და ვიყენებდი, ასევე სხვებსაც ვაძლევდი ამ ფულსო. ცხადია, ტყუოდა...

ამბავი მომაკვდავი დედინაცვლისა. ტოპოლელმა დეკანოზმა გვიამბო: ერთი დედაკაცი დიდხანს ავადმყოფობდა. ქმარმა ბევრი ფული დაახარჯა, მაგრამ ვერ უშველა. დავრდომილს სხეული გამოუშრა, ხორციც კი სცილდებოდა ძვალს. ბოლოს, ქალმა მღვდელი მოითხოვა სააღსარებოდ.

ეს ქალი მეორედ გათხოვდა, გაჰყვა ჩვილბავშვიან კაცს. დედინაცვალს ბავშვი არ უყვარდა. ერთხელ სადილი უნდა წაეღო ქმრისთვის მინდორში. ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და ატირდა. ქალი გაღიზიანდა, პატარა იატაკზე დაანარცხა და გზას გაუდგა. შინ მობრუნებულს გერი მკვდარი დახვდა. პატარას სიკვდილის მიზეზს დედინაცვალი გულში საიდუმლოდ ინახავდა. როცა საშინელმა ავადმყოფობამ ლოგინს მიაჯაჭვა, მიხვდა, ეს სატანჯველი ღმერთმა იმ საშინელი ცოდვის გამო მოუვლინა და აღარც გამოჯანმრთელება უნდოდა და აღარც სიცოცხლე. მან მღვდელს ცოდვათაგან განხსნისა და სულთა გასვლის ლოცვების წაკითხვა სთხოვა. მეორე დღეს ქალმა განისვენა.

მღვდელმთავრის წყევლა. როცა ავსტრიამ ჰერცოგოვინა დაიპყრო, მონასტერში ეპისკოპოსად გახლდათ ეგნატე, წარმოშობით ბერძენი. ხალხი მას წმინდანად თვლიდა. ავსტრიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეგნატე პენსიაზე გაეშვა და მის მაგივრად დაედგინათ არქიმანდრიტი ლეონტი რადულოვიჩი. ეგნატემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და ისიც, რომ ამ საქმეში ლეონტიც იყო გარეული. როცა მასთან დეპუტაცია გამოცხადდა, რომელთა შორის ლეონტიც იყო და მღვდელმთავარს განუცხადეს, პენსიაზე გაგიშვითო, ეგნატე, განაწყენებული, ჩუმად შეხვდა ამ ამბავს. ამის მერე ეკლესიაში წავიდა, სანთლები აანთო და დასწყევლა ყველა, ვინც ცდილობდა მის გადაყენებას. ლეონტის მალე ხელი დაასხეს ეპისკოპოსად, მაგრამ მხოლოდ ერთი ლიტურგია აღასრულა - უეცრად გარდაიცვალა. ყველა, ვინც ეგნატეს გადაყენებაში მონაწილეობდა, აღარ გამრავლებულა.

ამბავი მოუსავლიანობისა. მამა ანტონმა, რომელმაც რამდენიმე წელი ამერიკაში იცხოვრა, გვიამბო მარკო პაჟის ამბავი. ამერიკის ქარხნებში ცეცხლი კვირა დღესაც არ უნდა ჩაქრეს. ამისთვის საგანგებოდ ქირაობდნენ მუშებს, რომლებიც უქმე დღეებშიც იმუშავებდნენ. მარკოსაც შესთავაზეს ასეთი სამუშაო, მაგრამ უარი თქვა და აი, რატომ: ის ჰერცოგოვინაში, სტოცეს ახლოს დაიბადა. ერთხელ მამამისმა 15 კრონა მისცა, - მუშა დაიქირავე კარტოფილის დასათესადო. მარკომ გაიფიქრა: - ფული რაღა სხვას მივცე, ამ საქმეს თავად გავაკეთებო. კვირა დღეს მინდორში ტრიალებდა და ფული მას დარჩა, მამა კი მოატყუა, ფული მუშებს გადავუხადეო. დადგა კარტოფილის ამოღების დრო. მინდორში გავიდნენ, მაგრამ კარტოფილის ყველა ბუჩქი უნაყოფო აღმოჩნდა. გაოცდა მამა, გაუკვირდათ მეზობლებს. შეძრწუნდა მარკო და მამას ყველაფერი უამბო.

დღესასწაულის დღეს მუშაობა - უკუღმართობაა. ბელგრადელი მკერავი მილევი სამხედრო სამოსს კერავდა. ერთხელ დიდი შეკვეთა მიიღო და ამიტომაც სამუშაოს შეუდგა ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულზე. სწრაფად კერავდა და ბევრიც გაამზადა. როცა დღესასწაულის მერე გამზადებული ტანსაცმელი უნდა წაეღო, ნახა, რომ უკუღმა იყო შეკერილი. შეშინებულმა ქალმა ჯვარი გამოისახა. მიხვდა, რატომაც დაისაჯა. რაღას იზამდა - ტანსაცმელი დაარღვია და ხელახლა შეკერა. დიდხანს ინანიებდა ღვთის წინაშე ამ ცოდვას და სხვებსაც ურჩევდა, საქმეს დღესასწაულებზე ნუ გააკეთებთ, თორემ უკუღმა შეტრიალდებაო.

ამბავი დღესასწაულზე მუშაობისთვის დასჯილი ბერისა. არქიმანდრიტი სერაფიმე მოგვიყვა იმდროინდელ ამბავს, როცა სტუდენიცის მონასტრის ბერი იყო.

არქიმანდრიტ თეოდოსის ძალზე უყვარდა სამეურნეო საქმე და სავანის კეთილდღეობისთვის იღვწოდა. ერთხელ მეზობელი სოფლების მოსახლეობას მოუხმო ხორბლის დასათესად. ნიკოლოზობა დღეს დათესეს ხორბალი, მაგრამ თესლი არ გაღვივდა. ამან ვერაფერი ასწავლა თეოდოსის და მეორე წელს ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს დააწყებინა მკა მამითადს. პირველივე ბულულს მეხი დაეცა და მომუშავეთა თვალწინ დაწვა. ხალხი პირჯვრის წერით გაიფანტა. მიხვდა თეოდოსი, რომ ღმერთი მკაცრად სჯის მას, "ვინც იცის ნება უფლისა და არ აღასრულებს".

ამბავი დღესასწაულების დროს არჩევნებისა. ყველამ იცის, რა უმსგავსოა პოლიტიკური არჩევნები. ჩვენი მართლმადიდებელი ერი ხვდება, დღესასწაულებზე საქმის კეთება შეურაცხყოფს ღმერთს და წმინდანებს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არჩევნებს თითქოს საგანგებოდ დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე ნიშნავენ.

ერთხელ, როცა არჩევნები თომას კვირას დანიშნეს, ჩვენთან ვლატიბიროდან ორი მღვდელი მოვიდა და გვითხრა, - ხალხი უკმაყოფილოა ამ ამბით. ჯერ ერთი, წმინდა დღეებია, როცა საკურთხევლის კარები არ იკეტება და თანაც მეორე დღეს წმინდა გიორგის დღესასწაული დგება, რომელიც მრავალთა და მრავალთა ჯვრიანი დიდებააო (გვარის მფარველი დღესასწაული).

ჩვენი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როდის ნიშნავს არჩევნებს. თუ არჩევნები ერთგვარად სამუშაოა, თანაც საყოველთაო და მნიშვნელოვანი, რატომ არ შეიძლება, სადაგ დღეს ჩატარდეს? ხალხი ხედავს უარყოფით შედეგებს იმ არჩევნებისა, რომლებიც დიდ დღესასწაულებზე ჩაუტარებიათ. მაგალითად, 1927 წელს არჩევნები წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს დანიშნეს. ეს არჩევნები კარგს არაფერს მოგვცემსო, - ამბობდა ხალხი. მართლაც, კარგი არაფერი მომხდარა, სახალხო კრებაზე სისხლი დაიღვარა - დეპუტატი მოკლეს. ხალხმა ეს დანაშაული დღესასწაულის შეურაცხყოფას დაუკავშირა, რომელსაც უჟიჩკას მხარის გლეხები განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებენ. ამ დღეს ჩვენში "თავკვეთურას" ეძახიან და არავითარ სამუშაოს არ ასრულებენ. თუ ის ორშაბათს ხვდება, მაშინ მთელი წლის განმავლობაში ყველა ორშაბათს "თავისკვეთა დღეს" უწოდებენ, თუ ხუთშაბათს დაემთხვევა, მაშინ ხუთშაბათი იქნება მთელი წელი "თავკვეთურა დღე".

ჭაში ჩამარხულები. ორი წლის წინ თავისკვეთის დღეს სოფელ კ-ს ორი მცხოვრები ჭას თხრიდა. პარასკევს, თავისკვეთის წინა დღეს, უკვე სიღრმეში ჩავიდნენ. სანამ ამოვალთ, ბატკანი შეწვითო, - დაიბარეს, მაგრამ ცოცხლები ვერ ამოვიდნენ - მიწა ჩაიშალა და ორივე ჩამარხა. ამაოდ ცდილობდნენ მათ გადარჩენას. ერთი მიწისმთხრელი გრუნტმა გაჭყლიტა, მეორე კი ორი დღე ითხოვდა შველას. მიწა კვლავ ჩამოიშალა და თან ჩაიტანა.

ერთი მათგანი, სახელად დ.ი., ნაშვილები იყო, მაგრამ დედობილ-მამობილს, პატივისცემის ნაცვლად, ლანძღავდა და მათგან გაყრას ითხოვდა...

მეორე, მ., ავარა, ლოთი, ბილწმესიტყვე და ღვთისმგმობელი იყო. თუმცა სიკვდილი თვალებში უყურებდა, არც მღვდელი გახსენებია და არც სინანული. ითხოვდა არაყს, რომელსაც, ბუნებრივია, ვერ მიუტანდნენ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat