მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში
მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში
რა საჭიროა წმინდანების წინაშე ლოცვა, თუკი ყველაფრის მომცემი უფალი იესო ქრისტეა?
პროტესტანტული ეკლესიები აცხადებენ, წმინდანების მიმართ ლოცვა საჭირო არ არის, ეს ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებსო. ბევრ არაეკლესიურ ადამიანსაც ხშირად უჭირს გაგება იმისა, თუ რატომ უნდა ვილოცოთ წმინდანების მიმართ, როდესაც არსებობს ქრისტე.

ხომ ნათქვამია, რომ "თაყვანი ეცი უფალსა ღმერთსა და მხოლოდ მას ემსახურე" (მთ. 4,100), მაშინ რატომ არის მართლმადიდებელ ტაძრებში ამდენი წმინდანთა ხატი, მაშინ, როდესაც, პროტესტანტთა აზრით, ქრისტეს გამოსახულების გარდა სხვა არაფერი უნდა იყოს? როგორც კი მოხვდებით მართლმადიდებელ ეკლესიაში, გაიგონებთ, ღვთისმშობელს შეევედრე, ნიკოლოზ სასწაულმოქმედს, პანტელეიმონ მკურნალს და კიდევ სხვას. სადღა არის ღმერთი?

ამგვარ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გავიგოთ, ვინ არიან წმინდანები და რატომ უნდა ვილოცოთ მათ წინაშე? ნუთუ ესენი დაბალი რანგის ღმერთები არიან (ზოგიერთ პროტესტანტ თეოლოგს რომ ჰგონია!)? ეკლესია ხომ მოგვიწოდებს, პატივი ვცეთ და აღვავლინოთ მათ მიმართ ლოცვები?

წმინდანების თაყვანისცემა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც მოციქულების დროიდან მომდინარეობს. ქრისტეს გულისთვის წამებული სიკვდილის შემდეგ უმალ იქცეოდა მორწმუნეთათვის მოწიწებული პატივისცემის ობიექტად. პირველი ქრისტიანი წმინდანების აკლდამებზე საღვთო ლიტურგიას ატარებდნენ და მათ მიმართ აღავლენდნენ ლოცვებს. წმინდანს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, მაგრამ არა ისე, როგორც ერთ-ერთ ღმერთს. ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნეს. პირველ რიგში ისინი თვითონ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, რომ ღვთაების რანგში აღემაღლებინათ. ჩვენ ხომ, მაგალითად, პატივს ვცემთ ბრძოლის ველზე სამშობლოსთვის თავშეწირულთა ხსოვნას, ძეგლებს ვუდგამთ მათ, რათა მომავალი თაობები იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ამ ადამიანებს და რატომ არ შეუძლიათ ქრისტიანებს, პატივი სცენ მათ ხსოვნას, რომელნიც ღმერთს განსაკუთრებით სათნოეყვნენ თავიანთი ცხოვრებით ან მოწამებრივი აღსასრულით და რომელთაც წმინდანები უწოდეს? რა განსხვავებაა ღმერთის თაყვანისცემასა და წმინდანების პატივისცემას შორის? ეკლესიური ადამიანისთვის მაშინვე ჩანს განსხვავება ამ განსაზღვრებებში. და მართლაც, ადამიანი მოწოდებულია, ემსახუროს თავის უფალ ღმერთს და მხოლოდ მას ერთს. თაყვანისცემა რაღაცისადმი და ვიღაცისადმი ფასდება, როგორც პირველი მცნების დარღვევა: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყავნ შენდა ღმერთნი სხვანი გარეშე ჩემსა".

მართლმადიდებელი ქრისტიანის მსახურება უფლისადმი მჟღავნდება როგორც ეკლესიურ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკმარისია მივაქციოთ ყურადღება სახელწოდებას - ღვთის მსახურება და არა წმინდანთა მსახურება. ამრიგად, მართლმადიდებელ წმინდანებს კი არ ეთაყვანებიან, არამედ პატივს მიაგებენ მათ. პატივს სცემენ მათ, როგორც უფროს წინამძღოლებს, როგორც ადამიანებს, რომელთაც მიაღწიეს სულიერ სიმაღლეებს, ცათა სასუფეველს, როგორც ადამიანებს, რომელნიც ცხოვრობენ ღმერთში და ცხოვრობენ ღმერთისთვის. პავლე მოციქული წინამძღოლთა პატივისცემის შესახებ ამბობს: "გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები... მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას" (ებრ. 17,3). წმინდანების რწმენა არის მართლმადიდებელი რწმენა და იგი მოგვიწოდებს წმინდანების პატივისცემისკენ მოციქულების დროიდან მოყოლებული.

ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი იოანე დამასკელი ამბობდა ამ პატივისცემის შესახებ: "ღირსეულად პატივმისაგებ წმინდანებს არა მათი ბუნების გამო ვცემთ პატივს, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა განადიდა ისინი და მტრებისთვის საშიშად გახადა, მათთან რწმენით მოსულებისათვის კი მწყალობლებად. ჩვენ თაყვანს ვცემთ არა როგორც ღმერთებს და მწყალობლებს, არამედ როგორც ღმერთის მონებს და მსახურებს, რომელთაც აქვთ კადნიერება, უყვარდეთ ღმერთი. მეფე საკუთარ პატივისცემად მიიჩნევს მისი საყვარელი ადამიანის პატივმიგებას არა როგორც მეფისა, არამედ როგორც მისი მორჩილი და მისადმი კეთილგანწყობილი მეგობრისა".

მოზეიმე ზეციური ეკლესია და მეომარი მიწიერი ეკლესია ერთად შეადგენს ერთიან ქრისტეს ეკლესიას - მის სხეულს, ხოლო ყველა ადამიანი, მათ შორის წმინდანები, არიან ქრისტეს ეკლესიის წევრები. წმინდანები ჩვენს მლოცველებს და მფარველებს წარმოადგენენ ზეცაში, ამიტომაც მეომარი, მიწიერი ეკლესიისთვის ისინი ცოცხალი და მოქმედი წევრები არიან.

ეკლესიაში მათი ყოფნით ხატებისა და წმინდა ნაწილების სახით ჩვენ თითქოს გარს გვეხვევა უფლის უჭკნობი დიდების შარავანდი. ისინი ქრისტეს კი არ გვაშორებენ, არამედ გვაახლოებენ, გვაერთიანებენ მასთან. ისინი ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალნი კი არ არიან, რომელნიც ერთიან შუამავალ ქრისტეს კი არ ჩამოაცილებენ, როგორც ფიქრობენ პროტესტანტები, არამედ არიან ჩვენი თანამლოცველები, მეგობრები და დამხმარენი ქრისტეს მიმართ მსახურებასა და ჩვენს ურთიერთობაში მასთან, ხოლო "ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გაწირა ყველას გამოსახსნელად" (I ტიმ. 2,5-6).

ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ეკლესიით გადარჩენილები იღებენ ქრისტეს ძალასა და სიცოცხლეს, განიღმრთობიან და "მადლისმიერი ღმერთები" ხდებიან (და არა ბუნებით ღმერთები), თვითონ არიან ქრისტეები ქრისტეში. ამგვარად, წმინდანები არსობრივად არიან ისინი, რომელთაც თავიანთი მოქმედი გმირული რწმენით და სიყვარულით განახორციელეს თავის თავში ღმერთის მსგავსება, რითაც დაიმსახურეს უფლის უხვი წყალობა. ქრისტე სახარებაში ამბობს: "ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს" (ინ. 14,23).

პავლე მოციქული მხოლოდ ადასტურებს ამ სიტყვებს: "მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში" (გალ. 2,20). წმინდანები არიან ჩვენი თანამლოცველები და მეგობრები ღმერთის მსახურების გზაზე. განა არ შეგვიძლია ვითხოვოთ შუამდგომლობა ღმერთთან? განა იგივე არ ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ახლობლებს და ნაცნობებს ვთხოვთ შეგვაწიონ სიტყვა უფროსთან? ხოლო ჩვენი ზეციური მამა ყველა მიწიერ უფროსზე მაღლა დგას და მას ნამდვილად შეუძლია ყველაფერი, რაც არ შეიძლება ვთქვათ უბრალო მიწიერ ადამიანებზე, მაგრამ როდესაც წმინდანების წინაშე ვლოცულობთ, არ უნდა დავივიწყოთ ლოცვა უფლისადმი, რადგანაც მხოლოდ ის არის ყველა სიკეთის მომცემი. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი წმინდანების მიმართ ლოცვაში ივიწყებს მას, რომლისკენაც უნდა იყოს მიმართული მლოცველის თხოვნა.

ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს თავისი უფალი ღმერთი, თვით წმინდანები ხომ მას ემსახურებიან. წმინდანებს შეუძლიათ დაგვეხმარონ თავიანთი არა დამსახურების გამო, არამედ ძალით, რომელიც მათ შეიძინეს სულიერი თავისუფლებით სიყვარულში, რომელიც მიიღწევა მათი გმირობით. იგი აძლევს მათ ძალას ლოცვაში ღმერთის წინაშე და აგრეთვე ხალხის მიმართ სიყვარულში.

ანგელოზებთან ერთად, წმინდანებს ღმერთი აძლევს შესაძლებლობას, დაეხმარონ ადამიანებს, თუმცა ეს, ჩვეულებრივ, უხილავია.

წმინდანებს სიკვდილის შემდეგაც ევალებათ თანამოძმეების დახმარება. ეს ნიჭი ეძლევათ თვით უფლის მიერ.

საეკლესიო ტრადიცია, რომელიც ეყრდნობა წმინდანთა ცხოვრებას, გვამცნობს, რომ წმინდანებს შეუძლიათ დაეხმარონ მიწიერ თანამოძმეებს სხვადასხვა გასაჭირში.

მაგალითად, წმინდა გიორგი ძლევაშემოსილი, დიდმოწამე, რომელიც სიცოცხლეში მეომარი იყო, თაყვანიცემა როგორც მართლმადიდებელი მხედრობის მფარველი. დიდმოწამე პანტელეიმონს, რომელიც ექიმი იყო, ევედრებიან გამოჯანმრთელებას. ნიკოლოზ სასწაულმოქმედს დიდ პატივს სცემენ მეზღვაურები, რომლებიც თევზის ჭერით ირჩენენ თავს, პეტრე და ანდრია მოციქულებს ევედრებიან იღბლიან თევზჭერას. ისინი უბრალო მეთევზეები იყვნენ, სანამ მოციქულები გახდებოდნენ. და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ არ ითქვას ყველა ანგელოზზე მაღლა მდგომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამზე - იგი ითვლება დედების მფარველად.

მართლმადიდებლობაში არსებობს წესი: ნათლობის დროს არქმევენ წმინდანების სახელებს, რომელნიც ამავე დროს იწოდებიან ამ ადამიანის მფარველებად (ამ დღეს უწოდებენ ანგელოზის დღეს). წმინდანი და მფარველი ანგელოზი იმდენად უახლოვდებიან ერთმანეთს ადამიანის მსახურებაში, რომ აღინიშნებიან საერთო დასახელებით, თუმცა არ ხდება მათი გაიგივება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat