ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ არის ჩვენი მტერი?
საკუთარი სიბრმავე, სიბნელე და უგუნურება, რომელიც უფლისგან სიშორითა და ავხორცობითაა შეძენილი
უფლის რწმენა და ერთგულება ის ერთადერთი ძალა და გზაა, რომელსაც ადამიანური ბუნების სრულყოფილებისკენ მივყავართ, რომელიც მხოლოდ მაღალზნეობრივი ცხოვრებით მიიღწევა. გონიერთაგან ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ ვემორჩილებით ყოველდღიურად და თვით ყოველ წუთშიც კი ცვალებადობასა და გარდაქმნას; არც სხეულით და არც სულიერი განწყობილებით არ ვრჩებით იგივენი. ჩვენი სული და შინაგანი კაცი გამუდმებით იცვლება, ვიცვლით აზრებს მოვლენებთან ერთად, რომლებიც განუწყვეტლივ გვხვდება ცხოვრებაში. ჩვენ სხვაგვარნი ვართ მაშინ, როცა გვიხარია, როცა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებით მიდის და სხვაგვარნი - ძნელბედობის ჟამს, როცა ჩვენს სურვილებს წინ რაღაც ეღობება. ვიცვლებით რისხვის გამო, ვიღებთ ცხოველის სახეს და ვიცვლებით გულისთქმების ჟამსაც - ვემსგავსებით პირუტყვს ავხორცული ცხოვრების წყალობით. ამგვარად, მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია ჩვენი ცვალებადობა, რომელიც სულის, შინაგანი კაცის არამდგრადობითა და მდგომარეობითაა გამოწვეული, რადგან სულიერი მდგომარეობა წყლის მსგავსად იმ ფორმას იღებს, რომელ ჭურჭელშიცაა ჩასხმული. მხოლოდ საუფლო ჭურჭელს, მის მშვენიერებასა და მადლმოსილებას შეუძლია აქციოს ჩვენი შინაგანი კაცი წმინდა სახლად საღვთო სულისა.

ღვთის სიტყვა საკაცობრიო სიტყვაა, მაგრამ ყველასთვის როდია იგი დაწერილი, არამედ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შინაგანი კაცის სასმენელნი აქვთ, რომელნიც თავიანთ თავზე თვითონვე ზრუნავენ და განუწყვეტელი ვარჯიშით ღვთისმოსაობაში სულ უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევენ. ეს უმშვენიერესი ცვალებადობაა, რომელიც ნეტარმა დავითმაც შეიგრძნო, რაჟამს სათნოებათა სიკეთე იგემა და მისით განმდიდრებულმა ბრძანა: "და ვთქუ: აწყა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი" (ფს. 76,10). ამიტომ მისთვის, ვინც სათნოებაში სრულყოფისკენ ისწრაფვის, არ არსებობს წამი, ცვლილებას რომ არ განიცდიდეს. თითოეული ადამიანი სრულყოფილებისთვის არის მოწოდებული, მაგრამ ამ სისრულისთვის, როგორც ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვმოძღვრავს, "აუცილებელია ვიცოდეთ ქრისტიანული სრულყოფილების არსი, რადგან მის გარეშე შესაძლოა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიო და სულ სხვა გზაზე მავალს გეგონოს, სრულყოფილებისკენ მივემართებიო. ყველაზე სრულყოფილი და დიდებული, რაც შეიძლება ისურვოს და მოიპოვის ადამიანმა, ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობაა, რომლის მიღწევისთვის აუცილებელია, არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, გულში ყოველთვის ღვიოდეს სასოება ღვთისა, განუწყვეტელი ღვაწლი და მოუკლებელი ლოცვა".

რა არის ჩვენი მიწიერი ყოფიერება, თუ არა ყოველწუთიერი ბრძოლა, წინააღმდეგობა, განსაცდელი დედის მუცლიდან მოვლენისთანავე? წუთისოფელი გვებრძვის, მაგრამ ჩვენი შებრძოლება მის წინააღმდეგ მაშინ იწყება, როდესაც ვიწყებთ ამის გაცნობიერებას, ჭეშმარიტების შემეცნებას. სწორედ მაშინ ვხედავთ ჩვენს თავს ამ ბრძოლის ველზე, მართებულ ადგილსამყოფელს ჩვენი არსებობისა. უფალი სულის სარკეა, რომელშიც ჩახედვის გარეშე შეუძლებელია შეიცნო, დაინახო საკუთარი თავი. ამიტომაც გვებრძვის ასე ძლიერად კაცობრიობის მტერი, რათა მოსწყვიტოს ჩვენი მზერა ამ სათნო სარკეს, მასში დანახულ, ამოკითხულ ჭეშმარიტებას და საცთურისა და სიცრუის გზით გვატაროს. საკუთარი თავის შეცნობაში, ძიებაში მდგომარეობს ჩვენი შინაგანი კაცის გამუდმებული ბრძოლა, შემართება, ცვალებადობა. უნდა გვტკიოდეს, რომ მოვითმინოთ, უნდა ვტიროდეთ, რომ გავიღიმოთ, უნდა გავცეთ, რომ მივიღოთ, უნდა გვიყვარდეს, რომ შეგვიყვარონ, უნდა ვნანობდეთ, რომ შეგვიწყალონ, უნდა გვწამდეს, რომ ვიცოცხლოთ.

ჭეშმარიტი მტრის დანახვა, შემჩნევა ნახევრად მოგებაა ბრძოლისა, რომელიც არც ისე იოლია და იგი მხოლოდ გონების მახვილი, ახელილი, მართლმხედველი თვალითაა შესაძლებელი. აჩრდილთან მებრძოლი ჩრდილის პატრონისაგან განიგმირება, ამაო მტრის მხედველი კი ჭეშმარიტი მტრისაგან. ყველაზე მეტად ჩვენი სულიერი დაცემა ამ უკანასკნელითაა განპირობებული, რადგან ხშირად აჩრდილებს, მტრის ჩრდილს ვებრძვით (ვნებულ, ცოდვით დაცემულ ადამიანებს და არა ამ ჩრდილის პატრონს - ეშმაკს მტერს კაცობრიობისას). სულიერად ახლომხედველებს ვერ გაგვირჩევია ნამდვილი, შორიდან მომავალი მტერი და ვიბრძვით იქ, სადაც უნდა ვწყალობდეთ, ვიბრალებდეთ და ვწყალობთ და ვთმობთ იქ, სადაც უნდა ვიბრძოდეთ და ვიმარჯვებდეთ. რა არის შედეგი ამგვარი ბრძოლისა? სამარცხვინო მარცხი ჩვენი მტრისაგან.

ვინ არის ჩვენი მტერი? პირველ რიგში, ისევ და ისევ საკუთარი სიბრმავე, სიბნელე და უგუნურება, რომელიც უფლისგან სიშორითა და ავხორცობითაა შეძენილი.

უფალმა - წმინდა სამებამ ინებოს, რათა ამ უხილავი ბრძოლის ველზე მოგვეცეს ნიჭი მართებული, მახვილი სულიერი ხედვისა, მტრისა და მოყვასის გარჩევისა და ძალა, შეწევნა ჭეშმარიტ მტერთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვებისა, რადგან ისევ და ისევ - აჩრდილთან მებრძოლი ჩრდილის პატრონისგან განიგმირება, ამაო მტერთან მებრძოლი კი ჭეშმარიტი მტრისგან.
ბეჭდვაელფოსტა
23.03. 2016
dideba upals!!!
Dideba upals !!!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat