"ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური"
"ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური"
"ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური", - ბრძანებს უფალი მათეს სახარებაში. დამეთანხმებით, რომ ენით აღუწერელი სასჯელი ელის იმ ადამიანს, ვისგანაც მომდინარეობს საცდური. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე განაგრძობს: "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს, წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან". ეს ალბათ ყველაზე საზარელი სიკვდილია, მაშ, რაღა იქნება ამაზე უარესი მაცდუნებლისთვის?!

ჩვენ კი, ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში ჩართულებს, ხშირად გვავიწყდება ღვთის ეს გაფრთხილება. ვინ მოთვლის, რამდენჯერ დაგვიბრკოლებია ჩვენი ოჯახის წევრი, თანამშრომელი, მეგობარი თუ უბრალოდ ქუჩაში შემხვედრი ადამიანი ჩვენი სიტყვითა თუ მოქმედებით ისე, რომ ვერც კი გვიგრძნია. რატომ?

იმიტომ, რომ არ ვუკვირდებით ჩვენს თავს - ხან უდროობის გამო, სულ გადარბენა-გადმორბენაზე რომ ვართ, ხან კი იმდენად თავდაჯერებულნი ვართ, სხვამაც რომ მოგვცეს შენიშვნა, არ მივიღებთ, ყურს არ დავუგდებთ, მცირედადაც არ დავფიქრდებით, რათა გავაანალიზოთ მოყვასის მიერ მოცემული მითითება. არადა, სულ მცირედ მაინც რომ დავეფიქრებინეთ მის ნათქვამს, რამდენ მანკიერებას აღმოვაჩენდით საკუთარ თავში, თანაც ისეთ ცუდ თვისებებს, სხვებში რომ გვაღიზიანებს. და რაკი შევამჩნევდით ამ თვისებას, მაშინვე შევეცდებოდით გამოსწორებას. საუბედუროდ, უმეტესწილად არ გვინდა, თვალი აგვეხილოს, ჩავიხედოთ სარკეში და დავინახოთ, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში.

რამდენჯერ განგვიკითხავს მოყვასი ან თუნდაც სულ უცხო ვინმე, ქუჩაში მიმავალი - არ მოგვწონებია მისი ჩაცმის სტილი ანდა გამომწვევად ყოფილა შემოსილი. თუ თანამოსაუბრე გვყოლია, ხმამაღლაც გამოგვითქვამს ჩვენი შეხედულება და მოყვასიც ჩაგვიგდია განკითხვის ცოდვაში; თუ მარტო ვყოფილვართ, გონებაში განგვიკითხავს, ისიც კი გვითქვამს გულში: პატრონი არ ჰყავს, სახლიდან ასე რომ უშვებს, ვერავინ ეტყვის, ასე როგორ შეიძლება სიარულიო! ყოფილა შემთხვევა, შუა განკითხვის დროს თითქოს გამოვფხიზლებულვართ, სინდისის ხმას მივუხვედრებივართ, რომ ცოდვას ვჩადით. ამ დროს ჩვენში იწყება უხილავი ბრძოლა. ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ საკუთარ აზრებს და შევწყვიტოთ განკითხვა, მაგრამ გონება ისევ თავისას აგრძელებს. არადა, ძალიან ადვილია განკითხვის ცოდვიდან თავის დაღწევა. როგორ?

მაშინვე გავიხსენოთ, რამდენჯერ ჩვენ თვითონ, მსგავსადვე ჩაცმულებს, თანაც თავმომწონედ ყელმოღერებულებს, გვივლია მთელი დღე. მაშინ აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენი ჩაცმულობით ვინმეს ჩავაგდებდით თუნდაც განკითხვაში, თუ უარეს ცოდვაში არა. ასე, ჩვენდა საუბედუროდ, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს სახარებაში, სხვის თვალში ბეწვსაც იოლად ვამჩნევთ, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ვხედავთ.

ღვთივგანბრძნობილი მამები, რომელთაც სულიერი ბრძოლის უდიდესი გამოცდილება აქვთ, გვასწავლიან: როდესაც სხვას განვიკითხავთ, წამით მაინც გავიხსენოთ საკუთარი თავი და მაშინვე შევწყვეტთ განკითხვას, რადგან თვალწინ წარმოგვიდგება, თუ რაოდენ მრავალჯერ გაგვიკეთებია იგივე, რის გამოც ახლა სხვას განვიკითხავთ. ჩვენში აუცილებლად გაიღვიძებს სინდისი, შეგვრცხვება საკუთარი საქციელის გამო. თუ სინანული არ დაგვეუფლა ასეთი თვითშეცნობის შედეგად, სირცხვილი მაინც შეგვაწყვეტინებს განკითხვას, რადგან თუკი ადამიანის გონებაში ერთხელ წამოტივტივდა რაიმე აზრი, ის მანამდე იარსებებს, სანამ მისი გამომწვევი მიზეზი იქნება. ამრიგად, თუ წამით მაინც გავიხსენებთ საკუთარ თავს იმავე ცოდვაში, რამაც განკითხვაში ჩაგვაგდო, სირცხვილი მანამ დაგვწვავს, სანამ ჩვენში განკითხვა არ შეწყდება.

ჩვენ, რომელნიც მივისწრაფით უფლისკენ და ისიც ვიცით სახარებისეული სწავლებიდან, რომ "სასუფეველი ცათა იიძულების", განუწყვეტლივ და დაუღალავად უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში მანკიერებებს, რათა მათი აღმოფხვრით განვიწმინდოთ სული წყლულებისაგან და მართალნი წარვდგეთ უფლის წინაშე საყოველთაო განკითხვის ჟამს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat