რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით ადრე განთავისუფლდება მტრისგან
რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით ადრე განთავისუფლდება მტრისგან
იტირე შენს უღირსებასა და დაღუპვაზე და ცხოვნების იმედს მოიპოვებ
იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) - წერილები
მშვიდობა შენდა და ცხონება უფლისა ჩვენისა, იესუ ქრისტეს მიერ, ძვირფასო...

დროა იცოდე, რომ ცხოვნების მოსურნეს მტერი არ მოასვენებს, მას სიკვდილამდე უნდა ვებრძოლოთ. მარტო ვერაფერს გახდები, ეშმაკის საქმის დასარღვევად მოვიდა უფალი. ის ებრძვის ეშმაკს და იმ ადამიანთა ცოდვებს, ვინც მოუხმობს შეწევნისთვის. ადამიანიც წინ უნდა აღუდგეს ეშმაკს და ცოდვას უფლის, მოციქულების და წმინდა მამათა მიერ ნაჩვენები საშუალებანით. მართლმადიდებლისთვის ეშმაკის საწინააღმდეგო იარაღია: მარხვა, ლოცვა, სიფხიზლე, სიმდაბლე. თავმდაბლობის გარეშე ვერანაირი იარაღი ვერ გიშველის. უფალიც თვითკმაყოფილსა და ამპარტავანს არ დაეხმარება.

რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით ადრე განთავისუფლდება მტრისგან. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ბოროტის მახსოვრობა ლოცვას ძალას უკარგავს, რამეთუ უფალი მანამდე არ იწირავს იმ კაცის ლოცვას, ვინც მოყვასს მტრობს, ანდა მისდამი ბოღმა აქვს გულში, ვიდრე იგი მას არ შეურიგდება. თუ ღმერთი ლოცვას არ შეიწირავს, ადამიანი მარტო რჩება და მტერიც დაეუფლება. გასამარჯვებლად დრო და მოთმინებაა საჭირო. იბრძოლე სწორად, ეცადე, მშვიდობა გქონდეს ყველასთან, ისწავლე სიფხიზლე და განუწყვეტელი ლოცვა. დამდაბლდი უფლისა და კაცთა წინაშე, მაშინ ნაკლს ერთიმეორის მიყოლებით აღმოფხვრი და განთავისუფლდები ცოდვის ტყვეობისგან.

არც ერთი მოძღვარი ცუდად არ მოექცევა ადამიანს, რომელიც გულწრფელად, ღრმად ინანიებს ცოდვებს. ეშმაკი საფრთხეს უგებს მონანულს იმით, რომ შთააგონებს დაფაროს ცოდვები. მოძღვარი უკეთ განეწყობა ასეთი ადამიანის მიმართ. ეს არის აღსარების საიდუმლო თვისება.

კანონად გქონდეს: ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული ქრისტესი.

დაითმინე ყველა საყვედური, ლანძღვა, ცილისწამება, მართალი თუ ტყუილი, რადგან ისინი სასარგებლონი არიან, განწმენდენ სულს ცოდვებისგან, ხელს უწყობენ სიმდაბლის ზრდას, თუ მათ არ შეეწინააღმდეგები. თქვი, როგორც ავაზაკმა: ჩვენი საქმეებისამებრ მოგვეგო, მომიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა.

არც ერთ მონაზონს არ დაიჭერენ, ენაგრძელთ გარდა. ენას კბილი დააჭირონ, თუ ციხეში მოხვედრა არ უნდათ...

ღმერთმა გაპატიოს ყველაფერი. ყურადღებით იყავი საკუთარი თავის მიმართ, გახსოვდეს, "დღენი ბოროტნი არიან" და სიკვდილიც ყურისძირშია, ეცადე, ყოველდღე შეახსენო საკუთარ თავს, რომ ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგომა მოგიწევს. რითი უპასუხებ მაშინ?

მოშორდი სოფელს და მის ამაოებას, აპატიე ყველას, ყველასთან მშვიდობა გქონდეს, უფრო ხშირად შინ იყავი, უქმად არ იჯდე, ილოცე ანდა ფსალმუნები იგალობე, ცოტაოდენი წაიკითხე, საჭირო საქმე იესოს ლოცვითა და ღვთის ხსოვნით აღასრულე. შეინანე, დამდაბლდი ღვთის წინაშე შენს ურიცხვ ცოდვათა გამო და უფალი ყველაფერს გაპატიებს, მოგცემს საუკუნო ცხოვრებას და ნეტარებას. მაპატიე.
ნ(იკონი), 1950წ.

ძვირფასო ...! არ შეიძლება ზედმეტად ბევრი მოსთხოვო საკუთარ თავს. სჯობს დამდაბლდე ღვთის წინაშე. გადაუშალე მას შენი სიბილწე და როგორც კეთროვანმა, შეჰღაღადე: უფალო, თუ გსურს, ძალგიძს ჩემი განკურნება. ამისთვის ღმერთს დროს ნუ მისცემ. ძალისაებრ შენისა გაკეთე, რაც საჭიროა და უფალიც შენი ცხონებისთვის ყოველივეს გააკეთებს.

მხოლოდ ნუ განუდგები ღმერთს, ნუ დაჰყვები მტრის შთაგონებას, რომ ვითომ ფუჭად შრომობდე და ყველაფერი დაიკარგა... ეს ეშმაკის საქმეა, ღვთის ძველთაძველი ცილისმწამებლისა. მტკიცედ იდექ ეკლესიისა და წმინდა მამათა სწავლებაზე, როგორი ეჭვიც არ უნდა გაწუხებდეს. შენთვის იმეორე, ხანდახან ხმამაღლადაც (ეშმაკებმა რომ გაიგონონ): უფალო იესო ქრისტე, მრწამს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა და უფალი, მრწამს, რომ ყოველმხრივ ივნე ჩვენ ცხოვნებისთვის, მრწამს, რომ არ დამიტევებ, თუ მევე შეგნებულად არ უარგყოფ, ჩემს თავსა და ცხონებას ჩემსას ხელთა შენთა მივანდობ. მრწამს, რომ არ დაუშვებ ჩემს დაღუპვას. დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო!

გფარავდეს ღმერთი, ცხონდი!
ნ(იკონი), მაისის ბოლო, 1963წ.

ძვირფასო მ.! თანაგიგრძნობ სნეულებისა და მწუხარების ჟამს. დაე, განგკურნოს ღმერთმა სულით და ხორცით.

შენ იმიტომ არ შეგიძლია გონებაგანუბნევლად ლოცვა, რომ: 1) ძალზე მიჯაჭვული ხარ სოფელს, 2) არა გაქვს ღრმა შეგრძნება საკუთარი ცოდვილობისა და ყოველთვის თავს იმართლებ. ღრმა შემუსვრილებითა და გლოვით განიწმინდება გული და გაჩნდება შეგრძნება ღვთის იქვე ყოფნისა, მაშინ დაიბადება შიში ღვთისა და ლოცვაც თბილი და გონებამოკრებილი გახდება... არ არსებობენ ბავშვები მშობლების გარეშე, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე.

ბევრს აღარ მოგწერ. იმედი მაქვს, მალე გიხილავ...
ნ(იკონი), 4 დეკემბერი, 1950წ.

ძვირფასო ვ.ნ.!

მშვიდობა და ცხონება შენდა! სასო რად წარგიკვეთია? მთელი ცხოვრება უფლისკენ ისწრაფვი და ახლა კარგავ ღვთის სიყვარულისა და წყალობის იმედს. განა ადამიანები თავიანთი ღვაწლით ცხონდებიან? ყველანი, თვით წმინდანებიც კი, მაცხოვრისადმი რწმენითა და სინანულით გადარჩებიან.

იყავი მშვიდი და გქონდეთ ქრისტეს იმედი. რაც სინდისს გიშფოთებს, აღსარებაში თქვი... უფალმა ყველაფერი იცის, რწმენისა და სინანულის გამო კაცს ყველაფერს პატიობს და ზეციურ სასუფეველში შეიყვანს, უფალი არც შენ მოგაკლებს ამას.

სასოწარკვეთა და უიმედობა მტრებისგანაა. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, როცა ადამიანი მოუძლურდება, მტერი განსაკუთრებით ებრძვის მას ურწმუნოებითა და უიმედობით, თვით ღრმად მორწმუნეებსაც კი. ებრძოლე მტერს უფლის სახელით. უფალმა დაგიფაროს, განუგეშოს და გაგაძლიეროს. მომიკითხე ნაცნობები.
ნ(იკონი), 16 დეკემბერი, 1954წ.

ძვირფასო ..!
მწერდი, სამი დღე ვტიროდი შენი წერილის მიღების მერეო. მიხარია, თუ ეს ტირილი იყო უფლის მიერ და არა შეურაცხყოფილი თავმოყვარეობისგან. მთელი სულით გისურვებ "ხედვას საკუთარ ცოდვათა" და ტირილს მათზე არა სამი დღის განმავლობაში, არამედ სიკვდილამდე, რომ სიკვდილის მერე საუკუნოდ არ იტირო.

ასაკითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით მალევე უნდა მოველოდეთ აღსასრულს, ჟამს, როცა წარგვადგენენ პირუთვნელი მსაჯულის წინაშე, რომელიც ხედავს ჩვენს დაფარულს. რას მოგვისჯიან? რით გავიმართლებთ თავს მის წინაშე? არსებობს მხოლოდ ერთადერთი საშუალება: სანამ ცოცხალი ხარ, შეიგრძენი საკუთარი უღირსება ღვთის და ადამიანების წინაშე, გულწრფელად შეიგრძენი, რომ ჩვენ, უმაქნისებს და უღირსებს, გადაუხდელი ვალები გვაქვს ღვთის წინაშე და, შესაბამისად, არა გვაქვს უფლება, რაიმე მოვთხოვოთ ადამიანებს. შევიგრძნოთ ეს და ვიგლოვოთ, აქვე გამოვითხოვოთ შეწყალება და მიტევება ჩვენი გადაუხდელი ვალებისა. ვიგლოვოთ, რომ გავფლანგეთ სულიერი და ხორციელი ძალები, მუდმივად შეურაცხვყოფთ ღვთის სიყვარულს და შევევედროთ უფალს, რომ სიკვდილის მერე არ გაგვიხსენოს ცოდვები და უსამართლობა, არამედ მიგვიღოს, ვითარცა უძღები შვილი თავის სასუფეველში. აი, რა უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.

ყოველ საღამოს ძილის წინ განიხილე საკუთარი თავი, შეიმუსრე სული ამ დღეს დარღვეული მცნებების გამო. წარსული ცხოვრება უნდა გავიხსენოთ და შევინანოთ ყველაფერი და მანამდე ვიგლოვდეთ, ვიდრე გულში არ შევიგრძნობთ, რომ უფალმა გვაპატია წარსული ცოდვები. ამასთან მთელი გულით უნდა შევთხოვოთ უფალს შეგვეწიოს, რომ მეტად აღარ ვცოდოთ, არ შეურაცხვყოთ იგი მისი წმინდა ნების დარღვევით, რაც მისივე მცნებებშია გამოხატული. ყოველთვის უნდა გვეშინოდეს მოყვასის წყენინებისა, რამეთუ უფრო ადვილია შეურიგდე ღმერთს, ვიდრე მოყვასს. დამდაბლდი ყველას წინაშე, ძალისაებრ ყველას ემსახურე, ნურავის ეკამათები, ნუ განსჯი, ნუ განიკითხავ. შეურიგდი ყველას, ყველას აპატიე, თორემ სხვანაირად უფლისგან მიტევებას ვერ მიიღებ - ესაა პირობა, რომელიც თვით უფალმა მოგვცა. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი (მათე 6,13-15).

დამდეგი მარხვის დღეებში მოიწესრიგე თავი, შეურიგდი ღმერთსა და ადამიანებს. შეიმუსვრე სული და იტირე შენს უღირსებასა და დაღუპვაზე და ცხოვნების იმედს მოიპოვებ. სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. ამის გარეშე არავითარი მსხვერპლი და მოწყალება არ გვიშველის. "თავის ცოდვებზე მტირალი უფრო მეტია, ვიდრე სხვათა მკვდრეთით აღმადგინებელიო", - ბრძანებს ღირსი ისააკ ასური.

გულმოდგინედ სთხოვე უფალს, მოგანიჭოს უდიდესი და ნიჭთა შორის უპირატესი - საკუთარ ცოდვათა ხედვა და გლოვა მათზე. ვისაც ეს ნიჭი აქვს, ყველაფერი აქვს...

უფალმა განგაბრძნოს და გაკურთხოს!
ნ(იკონი), 28 ნოემბერი, 1957წ.

გიხაროდენ!
"ვინ გარდაგვიგორვოს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად" (მარკ. 16,3-4). ვინ გადააგორა? ღვთის ბრძანებით, უფლის ანგელოზმა გადააგორა. იგი გადააგორებს შენი გულიდანაც უგრძნობლობის ლოდს, როცა ამის დრო მოვა. უნდა აჩვენო უფალს ერთგულება უგრძნობლობისა, მცირედრწმენისა, ეჭვისა, გულცივობისა, მწუხარებისა, სნეულებისა და ყოველგვარი უსიამოვნების ჟამს ნებისყოფის ძალისხმევით უნდა განიმტკიცო საკუთარ თავში რწმენა, როცა ღვთის დაშვებით ის თითქმის ჩამქრალია, რათა ამით კაცმა კიდევ და კიდევ აჩვენოს, თუ რისკენ ისწრაფვის და რა არის მისთვის უპირატესი.

არსებობს მამების გამონათქვამი: ყოველ კეთილ საქმეს ან უსწრებს, ან თან სდევს განსაცდელი. ისეთი კეთილი საქმეები, როგორიც არის გულწრფელი ლოცვა და განსაკუთრებით ზიარება, ეშმაკის შურისძიების გარეშე არ ჩაივლის. ის მთელ ძალას ხმარობს, რომ სათანადოდ არ ვილოცოთ, არ ვეზიაროთ. თუ ამას ვერ შეძლებს, მერე ცდილობს, ისეთი საძაგლობა შეგვამთხვიოს, რომ კვალიც არ დაგვრჩეს მიღებული მადლისა. ეს შენთვის, სულიერ ცხოვრებას ზიარებული ადამიანისთვის, კარგადაა ცნობილი. აი, რატომ არის საჭირო, რომ სიმდაბლითა და გულის შემუსვრილებით შეძლებისდაგვარად შევთხოვოთ უფალს, დაგვიცვას ეშმაკის მზაკვრობისგან, რომელიც სულზე ან პირდაპირ ზემოქმედებს, ანდა თავის ხელმწიფების ქვეშ მყოფ ადამიანთაგან.

ეს ბრძოლა სასტიკია. უკუეთუ უფალმა არა აღაშენოს სახლი, ცუდად დაშვრებიან მაშენებელნი მისნი, უკუეთუ უფალმა არ დაიცვას ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი. საკუთარი თავი ღვთის მოწყალე ხელებს უნდა მივანდოთ, ვაღიაროთ საკუთარი უძლურება მის წინაშე და ამით შემოვიზღუდოთ თავი ხილული თუ უხილავი მტრებისგან. ნუ გეშინია. ეშმაკს რაც სურს, იმის გაკეთება არ შეუძლია, მხოლოდ იმას მოიმოქმედებს, რასაც უფალი დაუშვებს. წაიკითხეთ იობის წიგნი.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა ყოველთვის. სასო არასოდეს წარიკვეთოთ. ქრისტეს ჯვარმა, დაე, მუდამ შეგახსენოთ დაცემულისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარული. განა მარტო ეს ფიქრი არ არის საკმარისი, რომ მთლიანად ღვთის ხელს მივენდოთ? ოღონდ ცოტათი მაინც ეძებოს ღვთის სასუფეველი და უფალი ასეთ ადამიანს არასოდეს დატოვებს შეუწევნელად და უნუგეშოდ. უფალს უყვარხარ! მოითმინე უფლის გულისთვის.
ნ(იკონი), 21 თებერვალი, 1960წ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat