გულის რელიგია
გულის რელიგია
"წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ", - ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში. სიყვარული - ეს არის ანი და ჰოე ქრისტიანობისა. "მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია", - ასე ფერმკრთალდება ყოველივე სიყვარულის ნათელში. რატომ?

ქრისტიანი ამ კითხვას ძალზე იოლად უპასუხებს: იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია. აქედან გამომდინარე, თუ სიყვარული არ მაქვს, არც უფალი მყოლია გულში.

მოვიშველიებ წმინდა ეფრემ ასურის სწავლებას სიყვარულის შესახებ. აი, რას ბრძანებს იგი: "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული აქვს, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის და ვისთანაც ღმერთია, მას ყოველგვარი მტრის ძლევა ძალუძს".

სიყვარული კი თვით ჩვენმა და სრულიად სამყაროს შემოქმედმა გვასწავლა. ღმერთმა განუსაზღვრელი სიყვარულის გამო შექმნა პირველი ადამიანი და მას სამყაროს გვირგვინი უწოდა. ადამი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, ესე იგი, მისცა მას ნიჭი სიყვარულსა. და აი, სულ მალე გამოჩნდა კიდეც ღვთაებრივი ნიჭის არსებობა ადამში, როდესაც მან მოიწყინა სამოთხეში. მოიწყინა, რადგან არავინ იყო ქმნილებათა შორის მისი მსგავსი, რომ სიყვარული გაეზიარებინა სხვისთვის. სწორედ ამიტომ შექმნა უფალმა ევა ადამის ნეკნისგან. სამაგიეროდ, მათ ვერ შეიყვარეს დამბადებელი მთელი არსებით, ისეთი სიყვარულით, როგორსაც ქადაგებს წმინდა მოციქული მარკოზი: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით". ეს კი ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით, მასზე წინ არასდროს არავინ და არაფერი დააყენო.

"ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი", - ბრძანებს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა? იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმეს სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში. მათ დაივიწყეს უფალი, როდესაც იგემეს აკრძალული ნაყოფი ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხისა. შედეგად კი გამოიდევნენ ედემიდან - დაკარგეს ღმერთთან სიახლოვე.

ამრიგად, ჩვენივე ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისგან და სულიერად ვიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს. როგორც წმინდა იოანე მახარებელი ბრძანებს: "იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ".

მაგრამ შემოქმედმა თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის გამო არ გაწირა თავისი ქმნილება მარადიული სიკვდილისთვის და გამოგვიცხადა ღვთაებრივი სიყვარული, როდესაც თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამქვეყნად, რათა მისი წყალობით დავებრუნებინეთ მარადიულ ნეტარებაში, სამოთხეში. "საყვარელნო, - მოგვმართავს წმინდა მოციქული იოანე, - თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი". თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხს იქვე ვპოულობთ: "თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხდავს? და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს".

განა რით გამოვხატავთ ღვთის სიყვარულს, თუ არა მისი მცნებების ერთგულად აღსრულებით? უფალი კი ბრძანებს, არ განვიკითხოთ. ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველწამიერად იღვწის, რომ საქმით დაამტკიცოს ღვთის სიყვარული, მართლაც არ განიკითხვს მოყვასს, ხოლო თუკი სხვა განიკითხავს მას, არამც და არამც არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ, პირიქით, ამხელს და მოაქცევს მასაც.

ვისაც სიყვარული აქვს, მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც შეურაცხყოფს ვინმეს, არც მცირესა თუ დიდს, არც მდიდარსა თუ ღარიბს, არამედ ეცდება, თუკი მათგან შეურაცხყოფილი დარჩა, ყოველივე მოითმინოს, სიმშვიდით მიიღოს, რადგან თავს ყველაზე უღირსად და ცოდვილად, ამდენად, ამ შეურაცხყოფის მიღების ღირსადაც მიიჩნევს.

დავუბრუნდეთ კვლავ წმინდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ, რომელშიც წერს, თუ როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული: "სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე, სიყვარულს არ სურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს".

ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს ქრისტესმიერი სიყვარული, დღემუდამ ცდილობს, თავი უკეთური მიდრეკილებებისგან განიწმინდოს. ის დაუღალავად ებრძვის შურს, რათა არ შეშურდეს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ისწავლოს ზრუნვა მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ ცხონების გზას და ანუგეშებს. არასოდეს გაიხარებს ძმის ბოროტების გამო და არც აღშფოთდება, არც ცილს დასწამებს და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, არამედ მოთმინებით ეცდება, საკუთარი სიმშვიდით დაანახოს მათ, ბოროტების გზაზე შემდგართ, სად არის ერთადერთი საშუალება თავის გადარჩენისა. ასეთ ადამიანს სძულს ეშმაკი და მისი საქმეები და არა ადამიანი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ბოროტის მონა გამხდარა. ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანი გულმოწყალეა. ებრალება გაჭირვებულნი, სნეულებასა თუ უძლურებაში მყოფნი და ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს მათ. ასეთი კაცი არ უგულებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე დაეხმარება.

წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავისი ბეჭდით აღბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად, და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან, რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას. ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება, რამეთუ იწოდება ძედ ღვთისა".

ჭეშმარიტი სიყვარული კი გულიდან მოდის. ის არ არის გონებით გათვლილი, ანგარებიანი გრძნობა. სიყვარულისთვის უცხოა ამპარტავნება. ის სრული თავგანწირვაა ღვთისა და მოყვასისთვის. სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს, ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

ამრიგად, სრულიად სამართლიანად ეწოდება ქრისტიანობას გულის რელიგია, გულისა, რომელშიც მკვიდრობს სიყვარული, რომელიც ბაგაა იესო ქრისტესი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat