"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"
უფალი მეფობს საუკუნოდ და მას ეკუთვნის ყოველი დიდება. იგი მართავს ქვეყნიერებას და სიცოცხლეს ანიჭებს ყოველს მასში დამკვიდრებულს. ვის შეუძლია მიუახლოვდეს და ოდნავ მაინც ჩასწვდეს მის მოუაზრებელ სიბრძნეს და მეცნიერებას? - მხოლოდ ღვთის მადიდებელ, ერთგულ და მასზე მინდობილ სულს, უბრალო და გულით წმინდა, ჭეშმარიტად მოყვარულ ადამიანს, რომელმაც არ დაუთმო ამაოებას, წარმავალსა და დროებითს, არამედ თვით ამ მიწიერსა და წარმავალში მარადიული, უკვდავი სიმდიდრენი განჭვრიტა. მიწაზე მყოფმა ზეცაში დავანებულს, მის მშვენიერებას მიაპყრო მზერა და დაადგა მისკენ მიმავალ გზას, გზას - სიცოცხლისას. უფლის დიდებისთვის მოიძულა ყოველი სიცრუე, ამაოება, ბოროტება და მასთან ერთად მოყვასიც შეიყვარა წრფელი სიყვარულით, არ გაწირა იგი სიძულვილისთვის, ორგულობისთვის, ღალატისთვის, რადგან მასშიც თავისი შემოქმედი აღიარა და შეიყვარა. ღვთის სიყვარული სიკეთის საუნჯედ და სარკედ ექცა, რომელშიც დაინახა და ამოიცნო არსი და დანიშნულება საკუთარი ყოფიერებისა.

ღვთისგან შექმნილი ქვეყნიერება დიდი, მრავალშვილიანი ოჯახის მსგავსია, რომლის დღეგრძელობა და კეთილდღეობა შვილთა ქცევაზე, ურთიერთსიყვარულსა და მშობლის პატივისცემაზეა დამოკიდებული. შეუძლებელია, მშვიდობა იყოს ოჯახში, სადაც გაქარწყლებული და უგულებელყოფილია ერთგულება, დაფასება და პატივისცემა მშობლისა. "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა" - სადაც არ ცოცხლობს ეს მცნება, გაუაზრებელი, შეუმეცნებელია მისი არსი და ძალა, დაშლისა და განადგურებისთვისაა განწირული ყოველივე. ასევეა ეს ქვეყანაც - მასში მშვიდობა, ბედნიერება და სიხარული რომ სუფევდეს, ზეციური მამის პატივისცემა, მორჩილება და სიყვარული უნდა გვქონდეს.

უფლის მაკურთხებელი, მადლიერი სული ვერასდროს დაივიწყებს იმ სიკეთეს, წყალობასა და შემწეობას, რაც ღვთისგან დაუმსახურებლად მიიღო. ჩვენი რწმენის ხარისხი სწორედ ამ წყალობის დანახვაში მდგომარეობს - თუ რამდენად ვმადლობთ უფალს მადლისა და სიკეთისთვის. მორწმუნე ადამიანის მთელი ცხოვრება ღვთისთვის მადლობის გადახდაა. ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია უსაზღვრო სიქველის სანაცვლოდ მივაგოთ უფალს, გარდა იმისა, რომ მისივე დახმარებითა და შემწეობით კეთილი ცხოვრებით სათნოვეყოთ მას. მადლიერება შეცნობა და დანახვაა საკუთარი უძლურებისა, დაცემულობისა და ცოდვილობისა. მადლიერება საკუთარ სისუსტეში უფლის ძლიერებისა და დახმარების შემეცნება და გათავისებაა. მშვიდობა კი ჯილდოა ღვთის სიყვარულით აღსრულებულ სათნოებათათვის. მშვიდობა საიდუმლოა, რომელიც მრავალ ცეცხლსა და განსაცდელში გამოწრთობილ სულს ნუგეშისთვის მშვიდ ნავსაყუდელად ენიჭება. მშვიდობა მტკიცე მდგომარეობაა სულისა, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება ვერ შეცვლის და შეარყევს. ზღვა მაშინ მშვიდდება, როცა ქარი ჩადგება და ხომალდებიც წყვეტენ მოძრაობას. სულის ზღვაც მაშინ მშვიდდება, როცა ვნებებისა და მასში მცურავი ბოროტი ზრახვებისგან იწმინდება, თავისუფლდება და უფლის სიყვარულს ეძლევა.

ქვეყანა ადამიანებით "აშენებული სასახლეა", რომლის თითოეულ აგურს ღვთის შვილები წარმოადგენენ. თუ აგური უვარგისია, მყარი შენობის ასაგებად არ გამოდგება და რაც უფრო მეტია ასეთი აგური, მით მეტად საეჭვოა სიმტკიცე ნაგებობისა. მხოლოდ უფლის მორწმუნე, მოშურნე, მასზე მინდობილი სული შეიძლება დაიდოს მტკიცე საფუძვლად, საძირკვლად ქვეყანაზე მშვიდობის ასაშენებლად. რწმენა, სასოება, სიყვარული, სიმრთელე და სიჯანსაღეა ნიშანი ღვთის ერთგული სულისა. ამგვარ სულთა ერთობა კი მშვიდობის სასახლეა, რომელიც სულიწმინდის მადლითაა გადახურული. სადაც სასოებაა, იმედია უფლისა, იქაა სათნოებაც და სადაც სათნოებაა, მშვიდობაც იქ სუფევს. რაში გამოიხატება დიდება უფლისა? მისთვის მიძღვნილ სიცოცხლეში, სიკეთეში წვრთნასა და დაუღალავ, მოუწყინებელ მცდელობაში. დიდება, მშვიდობა და სათნოება ერთში - სიყვარულში ერთიანდება. ეს სამი ერთია, რადგან ერთია მათი მომნიჭებელი ჭეშმარიტი ღმერთი. სარწმუნოებით იდიდება, მშვიდობაში შეიცნობა და სათნოებებში ვლინდება წმინდა სამება, რადგან ერთია მამა - უფალი დიდებისა, ერთია ძე - უფალი სათნოებისა და ერთია სულიწმინდა - უფალი მშვიდობისა, რომელმაც მოგვანიჭა სიცოცხლე და ყოფიერება და რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat