რას ნიშნავს სამოციქულო ეკლესია?
რას ნიშნავს სამოციქულო ეკლესია?
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამართლიანად ვუწოდებთ სამოციქულოს. რას ნიშნავს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია? მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მხოლოდ იმ ქვეყნების ეკლესიებს ეწოდება სამოციქულო, სადაც უშუალოდ უფლის მოწაფეებმა, წმინდა მოციქულებმა იქადაგეს ქრისტეს მოძღვრება, ჩაუყარეს საფუძველი ეკლესიებს და, რაც მთავარია, მოწამებრივი სიკვდილით, სისხლით დაამოწმეს თავიანთი ნაქადაგები სიტყვები.

მოციქულებმა უფლის მცნებებზე დაყრდნობით დაადგინეს საეკლესიო მღვდელმოქმედებანი, დასაბამი მისცეს ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების, ნათლისღებისა და ხელდასხმის საიდუმლოთა აღსრულებას. მათ დაადგინეს ეკლესიაში ეპისკოპოსობის მადლმოსილების მემკვიდრეობითი გადაცემა, განსაზღვრეს საეკლესიო ცხოვრების კანონიკური სტრუქტურის საფუძვლები და იზრუნეს, რათა ყველაფერი "ჯეროვნად და წესისამებრ" ყოფილიყო.

უზომოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისა, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის გამოგვირჩია და ღირსი გაგვხადა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებით თვით მის მოწაფეებს მოეტანათ ჩვენთან ღვთიური მადლი.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა, დედა ღვთისას ივერიის მოქცევა დაევალა, მაგრამ რაკი მისი მიცვალების ჟამი მოახლოებულიყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

ყოვლადწმინდა ქალწულმა მოუწოდა უფლის მოწაფეს, ღვთის ნება აუწყა და ფიცარი მოითხოვა. დაიბანა პირი და ფიცარი სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული - მასზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და აკურთხა. წმინდა მოციქულმა გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების", - წერს მემატიანე. სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს კერპთაყვანისმცემელი ქართველებისგან, მაგრამ ღვთისა და ყოვლადწმინდა ქალწულის პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. მრავალი ქართველი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმ ადგილებში, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, წყაროები აღმოცენდა. ამ სასწაულმა ბევრ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგა ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. ქრისტეს მოწაფემ ახალმოქცეულებს მღვდლები და დიაკვნები დაუდგინა, ქრისტიანული ცხოვრების წესი ასწავლა. მანვე ააგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან ფიცარზე სასწაულებრივად გადასული ასლი დააბრძანა.

უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და ჯვარი აღმართა, სწორედ ამის გამო ეწოდება ამ მთას რკინის ჯვარი. წმინდა მოციქული სოფელ აწყურშიც მივიდა, რომელიც მაშინ სოსანგეთად იწოდებოდა. იმხანად ამ მხარის გამგებელი ქვრივი სამძივარი იყო, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. მხოლოდშობილი ძე სწორედ მაშინ გარდაეცვალა, როცა წმინდა ანდრია მათ მხარეში მივიდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ სოსანგეთში ერთი ადამიანი მისულიყო, რომელიც უცხო ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ დედას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. ქრისტეს პირველწოდებულმა მოწაფემ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და ყოველივეს დამბადებლად ირწმუნა, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, რომლითაც მომხდარ სასწაულს აუწყებდა და თავისთან იხმობდა.

ყველანი მივიდნენ მკვდრეთით აღმდგარი ვაჟის სანახავად. მათ შორის იყვნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო: ერთნი აღიარებდნენ ქრისტეს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, მეორენი კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეხშოთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ. კარი დაეხშოთ. ქრისტეს აღმსარებლებს მაცხოვრის წინაშე უნდა ელოცათ, ხოლო კერპთმსახურებს - თავიანთი ღმერთებისადმი. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როდესაც კარი გააღეს, ყველამ იხილა მტვრად ქცეული კერპები, მარადის ქალწული მარიამის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა. მაშინ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი - ძე ღვთისა იესო ქრისტე.

წმინდა ანდრიამ აწყურში ეკლესია მოაწყო და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხატი დაასვენა. შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო კლარჯეთისკენ, საიდანაც იერუსალიმში დაბრუნდა.

იქ იმჟამად სვიმონ კანანელი და მატათა იმყოფებოდნენ. ანდრია პირველწოდებულის წინამძღოლობით მათაც საქართველოს მოაშურეს. სამივე მოციქული ქართლში ქადაგებდა უფლის სიტყვას. მათ მრავალი ქართველი ურწმუნო მოაქციეს უფლის გზაზე. შემდეგ კი დასავლეთისკენ განაგრძეს სვლა, გაიარეს ტაო, ვიდრე მდინარე ჭოროხამდე. მოციქულებმა იქადაგეს სვანეთსა და სამეგრელოშიც. სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული აფხაზეთში წავიდნენ. აფხაზებმა სიხარულით შეიწყნარეს ღვთის სიტყვა. მოციქულებმა მრავალი წარმართი დაიმოწაფეს. მაშინ ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დატოვა, თვითონ კი ჯიქეთის ქვეყანას მიაშურა.

წმინდა მოციქული სვიმონი სიცოცხლის ბოლომდე აფხაზეთში ქადაგებდა სახარებას. აქვე დაასრულა სიცოცხლე მოწამებრივი აღსასრულით. მისი წმინდა სხეული ანაკოფიაშია დაკრძალული.

წმინდა ეპიფანე კვირინელის ცნობით, მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში, კოლხეთში, იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად გონიოს ციხესიმაგრეშია დაკრძალული.

ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო საქართველოს დედაეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ხშირად ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია "წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმინდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: "წმინდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარზე ვზიო, ხოლო ჩვენ - პირველწოდებულისა და ძმისა მისისა ანდრიასი".

მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ მარადიულად რჩებიან ქრისტეს ეკლესიაში. მიწიერი, მებრძოლი ეკლესიიდან ზეციურ, მოზეიმე ეკლესიაში გადაბრძანდნენ და იქიდან აგრძელებენ ამქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას. ისინი ეკლესიის ისტორიულ ბირთვს შეადგენენ. მოციქულები ამჟამადაც აგრძელებენ ეკლესიის სულით ცოცხალ, თუმცა უხილავ ბირთვად ყოფნას და მარადის ასეთად დარჩებიან. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "გითხრობთ თქუენ, რაითა თქუენცა ზიარებაი გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაი ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესა". ჩვენ, ქრისტიანებს, სულის უკვდავების გვწამს. თუკი მაცხოვრის მოწაფეები ამქვეყნიური მოღვაწეობისას გვირჩევდნენ მათთან ყოფნას, რომ ღვთიური მადლი მიგვეღო, ახლა, როცა ისინი ყოვლადწმინდა სამების ახლოს მარადიულ ცხოვრებაში არიან, რამდენად მეტად გვმართებს მათ წინაშე ლოცვა...

ბედნიერია ერი, რომლის ეკლესიის მეოხნი ღვთის წინაშე თვით მისი მოწაფენი არიან, რომელნიც თავად მაცხოვარმა, მხოლოდშობილმა ძე ღვთისამ, იესო ქრისტემ გამოირჩია ამქვეყნიური მოღვაწეობისას. თუმცა არც ის დიდი პასუხისმგებლობა უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც ეს ფაქტი გვაკისრებს - ისევე წმინდად და შეურყვნელად უნდა შევინახოთ ეკლესიური ცხოვრების წეს-კანონები, როგორც წმინდა მოციქულებმა დაგვიდგინეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat