ის, რის წართმევასაც გვიპირებენ
ის, რის წართმევასაც გვიპირებენ
უწმინდესმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში მოგვიწოდა, - არასოდეს ვთქვათ, სამაჩაბლო და აფხაზეთი დავკარგეთო. ვუწოდოთ მათ ტერიტორიები, რომელთაც დროებით ვერ ვაკონტროლებთ. "მისი ბრწყინვალება" ორთავიანი არწივი ორ საუკუნეზე მეტია გლეჯს და ანაწევრებს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას. ახალი საუკუნე დაიწყო და ახალი საჩუქარი მოგვიძღვნა "მოძმე, ერთმორწმუნე" რუსეთმა.

თვალი გადავავლოთ შიდა ქართლს, იმ წმინდა ადგილს, რომლის გამოც მთელ ჩვენს სამშობლოს "საქართველო" ეწოდა და კიდევ ერთხელ ვნახოთ, რის წართმევას გვიპირებს მტერი.

ქსნის ხეობა. ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემით, ლომისაზე დავა ჰქონიათ ქსნისხეველებს და მთიულებს. ამ დავის გამო ქსნის მცხოვრებლების მოთხოვნით ლომისის ეკლესიას კარი შეაბეს ქსნისკენ, მაგრამ ლომისის ხატის დეკანოზობა მთიულებს დარჩენიათ. ეს იყო ძველად, ახლა კი... ვინმე ქალაქელს ლომისის ხატის მოლოცვისას რომ შემოაღამდეს, გზა აერიოს და ქსნის ხეობაში დაეშვას, "უცხო მიწაზე" აღმოჩნდება, დააკავებენ და პასუხსაც აგებინებენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის. იავარქმნილია წმინდა შალვასა და ელიზბარის სამშობლო, მათი წმინდა საფლავები, მათთან ერთად წარტაცებულია წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის ძვალთშესალაგიც.

ქსნის ხეობა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ე.წ. ახალგორის განძი, რომელიც დაკარგვას წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა - იგი ქ.-მდე VI-IV საუკუნეებს ეკუთვნის.

ქსნის ხეობა ქართლის საერისთავოში შედიოდა. მას განაგებდნენ მამასახლისები, ხევისბერები და ციხისთავები, რომლებიც უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ. ქსნის საერისთავო კი XV საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქსნის ხეობის ზედა ნაწილი, ოძისამდე, ახალგორის რაიონს ეკუთვნის, ქვემო - მცხეთას. თვითონ დაბა ახალგორი ძველად "მცირე ქალაქად" იხსენიებოდა.

ახალგორის რაიონში ბევრი ისტორიული ძეგლია. მათგან გამორჩეულია სოფელ ყანჩაეთში IX საუკუნის კაბენის მონასტერი, რომელიც განუახლებია იოანე ერისთავს. XV საუკუნეში ტაძარი დაცარიელებულა და იგი მიეწერა ყანჩაეთის ეკლესიას. იქვე გადაიტანეს ხელნაწერები და მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკა. გასულ საუკუნეში მონასტერში აღმოუჩენიათ მამა ბასილი რატიშვილის უხრწნელი სხეული. აღსანიშნავია ყანჩაეთის ჟამგულანი (XVII ს.) და ყანჩაეთის ოთხთავი, რომელიც თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. აქვე გვინდა გავიხსენოთ ყანჩაეთის გულანზე საგულისხმო მინაწერი მამუკა მუხრან-ბატონის ძისა: "საქართველოს დარბაისელნი: მუხრან-ბატონ არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი... ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა. თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერც რას უზამდნენ, ვერცა რას სხვა მტერი წაართმევდათ რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოჰკლებიან და არც დაუშლიათ".

ქსნის ხეობაში მდებარეობს ხოფის და ლარგვისის მონასტრები. ხოფა ახალგორიდან 4 კმ-ზეა. სოფელი ლარგვისი ქსნის მარცხენა მხარეს, ქსნის, ჭურთისა და ცხრაძმის ხევების შესართავშია. ლარგვისის წმინდა თეოდორეს სახელობის მონასტერი უკვე X საუკუნეში არსებობდა. მას კარგი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ მრავალი საეკლესიო თხზულება გადაუწერიათ.

ალევის მთაზე, რომელიც ქსნის ხევსა და ბაზალეთს ყოფს, მდებარეობს ალევის წმინდა სამების ეკლესია. ალევის წმინდა სამების ხატების წარწერებიდანაც ჩანს, რომ ეს სალოცავი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ ქართლში. პლატონ იოსელიანის თქმით, ალევის ეკლესია დავით აღმაშენებელს აუგია ლომისის საყდართან ერთად. ამავე არეალშია ქსნის, წირქოლის, ცხავატის, ქარჩორის ციხეები.

ფრონეს ხეობა. სეპარატისტებმა ფრონეს ხეობაც მიითვისეს. ამ ხეობაშიც მრავალი სიწმინდეა დავანებული. თუნდაც ბრეთაში - წმინდა პიროს ბრეთელის საფლავი.

დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია იყო. დირბის ეკლესიის თავზე დირბის ციხეა, რომელიც გადმოცემით თამარ მეფეს აუგია. აქ ლეკიანობისას ხალხი თავს აფარებდა.

სოფელ დვანის ეკლესიას (VI ს.) ეწოდება წმინდა გიორგი კვართისა - მაისში იმართებოდა "კვართობა". შემდეგ გადაურქმევიათ სახელი და "კოხისჯვრობა" უწოდებიათ. დვანში კოხი (სეტყვა) სცოდნია და თავის ასარიდებლად მისი დღეობა დაუწესებიათ. ეკლესიას ახლა ეწოდება წმინდა გიორგი კოხისჯვრისა.

სოფელ ავნევის სახელი ხალხური განმარტებით ნიშნავს შემართებულს, გამბედავს. ავნევი ძველად დიდი სოფელი ყოფილა, რასაც მოწმობს აქაური ეკლესიებისა და ნიშ-სამლოცველოების ნანგრევების სიუხვე. საყურადღებოა ავნევის ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია.

სოფელ ნულის ეკლესიას წმინდა გიორგი პარასკევას უწოდებენ, სადაც პარასკეობით მოდიან მლოცველები. გადმოცემით, ეკლესიის მაშენებელს პარასკევა რქმევია და თავის სულის საცხოვნებლად აუგია.

სოფელი ყორნისი მტილიანის წყალზეა გაშენებული. კოშკთა სიმრავლით ეს სოფელი მესტიას, გინდ შატილს მოგვაგონებს. ყორნისი ხერხეულიძეებს ეკუთვნოდა. ყორნისის ბოლოში, გორაზე დგას კარასეთის წმინდა გიორგის ეკლესია. კარასეთი ამ მხარეში ყველაზე ძლიერ ხატად ითვლებოდა. ხალხური რწმენით, ის არჩენდა ბნედიანებს, მთვარეულებს და სულით ავადმყოფებს. ასეთ სნეულს ანთებული კელაპტრით ტაძარს სამჯერ შემოატარებდნენ. თუ ავადმყოფი ქალი იყო, ნაწნავს მოიკვეთდა და ხატის ნიშში შედებდა.

სოფელი აბისი ფცის ფრონეს ხეობაშია. მარბიელ ლეკ-ოსთაგან დასაცავად ზაალ მახვილაძეს 1754 წელს ციხე-დარბაზი აუშენებია. ციხეში ეკლესია დგას, რომელსაც მაცხოვარ-ლხენას უწოდებენ და სამებობას დღესასწაულობენ.

სოფელ ატოცში, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავანებული იყო ატოცის სასწაულთმოქმედი წმინდა გიორგის ხატი. სწამდათ, რომ ის სულით ავადმყოფებს არჩენდა. ეს წმინდა ხატი ჩხარიდან ატოცში გადმოუტანიათ შოთაძეებს. ატოცის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს "ქვაბთა ქალის" ეკლესია. გადმოცემით, ატოცს ლეკები დასხმიან თავს, ხალხი გახიზნულა, ერთი ქალიშვილი კი ეკლესიაში დამალულა. ლეკებს უპოვიათ. გზაში მისი გაუპატიურება მოუნდომებიათ. ქალი ღვთისმშობელს შევედრებია, ქვად მაქციეო. ქვად ქცეული ლეკებს ჭალაში დაუგდიათ. მას ახლაც ქვადედაკაცს ეძახიან.

სასწაულთმოქმედი ყოფილა ოქონის ღვთისმშობლის ხატი. ოქონის ტაძრის აშენება დაკავშირებულია ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეუღლე ელენესთან, რომელიც ბიზანტიის კეისრის ძმისშვილი იყო. ელენეს მზითევში ოქონის (იკონია მცირე აზიის ქალაქია) ღვთისმშობლის ხატი მოჰყოლია. მას იქიდან წამოჰყოლია თავისი მოძღვარი ფილიმონი, რომელიც შემდეგ გარსევანიშვილების წინაპარი გამხდარა. დედოფალს საბერძნეთიდან მშენებლები ჩამოუყვანია, აუშენებია ტაძარი და მასში დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მხლებელ-მცველნი გარსევანიშვილები ყოფილან. მტერთაგან აოხრებული ოქონიდან გარსევანიშვილებს ხატი გორში გადაუსვენებიათ. გადმოცემით, ოქონის ხატი ლეკებს გაუტაციათ და სათათრეთში გაუყიდიათ. მისი მყიდველი მძიმედ ავად გამხდარა. თათარს ხატი საქართველოში წამოუღია და თურმე ეძებდა ადგილს, საიდანაც გაიტაცეს. გზად ამილახვარი შეხვედრია, გამოურთმევია ხატი და ოქონაში დაუბრუნებია.

თიღვას მონასტრის აშენებას კი დავით აღმაშენებლის ქალიშვილს, შარვანშას მეუღლეს მიაწერენ.

ლიახვის ხეობა. სოფელ კეხვს პატარა მდინარე კეხურა ჩამოუდის. კეხვი კეხურა ვაშლის სამშობლოა. წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული ყოფილა ერთი მოვერცხლილი გამოსატანი ჯვარი და ერთიც ღვთისმშობლის წითელპერანგიანი ხის ხატი. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი კეხვის ჯვარს XIV-XV საუკუნეებით ათარიღებს. სოფელს ჩრდილო-დასავლეთით ჩამოუდის - ბრმახევა. გადმოცემით, ლეკს ჯვარი გაუტაცებია და ამ ხევით გაქცეულა. ხევში შესულა და დაბრმავებულა. ჯვარი დაუგდია. იგი რუს სოფელში ჩამოუტანია. უპოვია ბლიაძეს და პოვნის ადგილას კეხვის შიდა ეკლესია აუგია.

სოფელი აჩაბეთი ლიახვის ხეობის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი იყო. აქ ყოფილა მაგარი ციხე, მეფის რეზიდენცია და ხეობის გამგებლის მაჩაბლის ადგილსამყოფელი. აჩაბეთის დასავლეთით, 4 კილომეტრში, მაღლობზე დგას თირის მონასტერი. თირის მონასტრის მამული სამეფო ყოფილა. ამ მონასტერში დაუმარხავს ქართლის გამგებელს ვახტანგ VI-ს თავისი ვაჟი როსტომი. თირის მონასტრის დღეობა ღვთისმშობლობას ყოფილა. მლოცველები ღამეს უთევდნენ და უამრავ შესაწირს აძლევდნენ მონასტერს. თურმე ერთი ძმა რომ თირის მონასტერს აშენებდა, მეორე - დოდოთში ქვას თლიდა. ქვასატეხში ჩაბუდებულ გველს კაცისთვის უკბენია და მომკვდარა. როცა მეორე ძმას სხვისი გამოთლილი ქვა მიუტანეს და ქვა ქვას არ მიუდგა, მიხვდა, რომ მისი ძმის გათლილი არ იყო. წავიდა სამტეხლოში. ძმა მკვდარი დახვდა. ეს ამბავი მერე თირის მონასტრის სამრეკლოს დასავლეთ კედელზე გამოუხატავთ.

აჩაბეთთან ერთად მაჩაბლებს სოფელი თამარაშენიც ეკუთვნოდათ. თამარაშენი თამარ დედოფალს აუშენებია. აქ იდგა ივანე მაჩაბლის სასახლე. ერთ დროს სოფელში 5 ეკლესია იყო. იქვეა სოფელი ხეითი. აქ არის ძელიცხოვლის ეკლესია. თქმულებით, სათათრეთიდან გადმოუტანიათ. შესაძლოა, ჩუქურთმიანი ქვები და ძელიცხოვლის ჯვარი მართლაც სამცხიდან იყოს გადმოტანილი. ძელიცხოველი ძლიერ ხატად ითვლებოდა და განთქმული იყო თავისი საგანძურით. ხეითის ქვემოთ, ლიახვის მარცხენა მხარეს საბაწმინდის მონასტერია. იგი აუშენებიათ X საუკუნეში. მონასტერში XIX საუკუნეში დედებს უმოღვაწიათ. აქვე ყოფილა შვიდი საყინულე - მთის ძირში წყაროები გამოდის. წყალი მხოლოდ პაპანაქებაში იყინება. გასული საუკუნის ოციან წლებში ჯერ კიდევ ყოფილა საბაწმინდაში ბზის ყუთი, რომელშიც მონაზვნის უხრწნელი ფეხი იდო. ლეგენდის მიხედვით, ქალს თავს დაესხნენ. ღმერთს შესთხოვა, სანამ შეურაცხმყოფდნენ, მანამდე დამფერფლე, ოღონდ ჩემგან რაიმე ნიშანი დატოვეო. ასეც მოხდა. ეს წმინდა ნაწილი თურმე მცხეთობას მცხეთას მიჰქონდათ, ერედვობას - ერედვში. ლოცვის შემდეგ უკან აბრუნებდნენ.

ცხინვალში რომ ოსები არ ცხოვრობდნენ მე-20 საუკუნემდე, ამაზე ყველაზე ცხადად ცხინვალის სასაფლაო მეტყველებს, სადაც XIX საუკუნეში გარდაცვლილ ოსთა საფლავს ვერ წააწყდებით. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები და ებრაელები. ცხინვალის ტაძრებს შორის აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის აშენებული ღვთისმშობლის ეკლესია, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია, კავთის წმინდა გიორგის ეკლესია, დგვრისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ელიოზიშვილებისა). 1953 წელს გზის გაფართოებისას დაუნგრევიათ კვაჭახიძეების საგვარეულო ეკლესია, რომელსაც ქაშვეთის საყდარი ეწოდებოდა. წმინდა მარინეს ეკლესია კი უზნაძეების საძვალე იყო. ცხინვალშიც ყოფილა "ყვავის საყდარი", რომელზეც იმნაირივე ლეგენდას ჰყვებოდნენ, როგორსაც მცხეთასა და გორში მდებარე "ყვავის საყდრებზე".

ცხინვალის ქვემოთ, 3 კილომეტრში სოფელი ნიქოზია, რომელიც ზემო და ქვემო ნიქოზად იყოფა. ნიქოზის ღვთაების ეკლესია ააშენა წმინდა ვახტანგ გორგასალმა, დასდვა მასში წმინდა რაჟდენ პირველმოწამის ნეშტი, შექმნა საეპისკოპოსო და დაუნიშნა ეპოსკოპოსი. ქრისტესთვის წამებული რაჟდენის აქ გადმოსვენება მისაბაძი მაგალითი იქნებოდა ქართველებისთვის, თანაც ნიქოზელ მღვდელმთავარს ევალებოდა, ქრისტიანობა გაევრცელებინა ოსეთ-დვალეთში და მთის რაჭაში. ნიქოზის ღვთაების ტაძარში ყოფილა დასვენებული ძელიცხოვლის ჯვარი, რომელიც ვახტანგ გორგასალისთვის გამოუგზავნია იერუსალიმის პატრიარქს და სიგრძით 4 გოჯი ყოფილა. ეს სიწმინდე 1799 წელს სამღვდელო პირთა დაუდევრობით დაკარგულა, რის გამოც მეფე გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელი კათედრას მოაშორა და გარეჯის უდაბნოში გაუშვა.

მეღვრიკისში არის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის აშენებას ხალხი ვახტანგ გორგასალს მიაწერს. ეს მონასტერი საბერო ყოფილა.

სოფელ კარალეთის ნაწილია ნაჭარმაგევი. იქ დავით აღმაშენებელს საზაფხულო სასახლე ედგა. ნაჭარმაგევში ისვენებდა მეფე თამარიც. სწორედ აქედან წაიყვანეს ტფილისში სნეული. ნაჭარმაგევი მოუხსენებია არსენ იყალთოელს დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაში.

პატარა ლიახვზე მდებარეობს სოფელი ვანათი. ვანათის ციხეს დმენისის ციხესაც უწოდებენ, რადგანაც ციხის მეორე მხარეს სოფელი დმენისია.

ვანათიდან გზა გერში მიდის, სადაც გერის წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც დიდ სალოცავად ითვლებოდა ქართლში. გერის წმინდა გიორგობა ქართლში იმართებოდა სოფელ გერსა და არბოში. გერი იყო ამ ხატის მთის საბრძანისი, არბო კი ბარისა. თქმულებით - ნაწამები წმინდა გიორგის მკლავი და თავი გერში დაუმარხავთ. ამის გამო ტაძარს თავგერი ეწოდებოდა. გერის გიორგის ძმებიც ჰყოლია: არბოს ჯვარი, ატოცის წმინდა გიორგი და სათვის წმინდა გიორგი (ხვედურეთში).

სოფელი დისევ-კულბათი ოქროპირიძეების საგვარეულო ყოფილა და სამშობლო გახლდათ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა. დისევში ჰყვებოდნენ: თამარ მეფე ბრძანდებოდა დისევში დავით მეფის აშენებული ეკლესიის სანახავად, მოეწონა კულბათის გორაკი და ბრძანა მასზე ჯვრის დასმა, ე.ი. ეკლესიის აშენება.

არბოს მეზობლადაა ქორდის წმინდა ბარბარეს ეკლესია. მთელი ეს მხარე ამ ტაძარში მოდიოდა სალოცავად და ყვავილისგან განკურნებას ევედრებოდა.

ცხინვალიდან 6 კილომეტრში მდებარეობს სოფელი ერედვი. "არს ერედვს ციხე და ეკლესია წმინდა გიორგისა სასწაულიანი", - ბრძანებს ვახუშტი. ერედვში სცოდნიათ ასევე კავთობა, მისი ნიში სოფლის დასავლეთით იდგა და იქ აღდგომის ორშაბათს მიდიოდნენ. ერედვში 18 მაისს იცოდნენ მცხეთისჯვრობის დღესასწაულიც.

იკორთის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარზე წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "იკორთის ტაძრის აშენება ნამდვილად ღირდა თავმოწონებად! ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა ქართველებს სხვა არ მოგვეპოვება".

მეტი რაღა ვახსენოთ, ნატამალიც ვერ ვთქვით იმ სიწმინდეთა შესახებ, რომელთაც ეს მხარე იმარხავს.

ტოპონიმი "დარიალი" - დარი ალანიდან წარმოდგება, რაც ოსეთის კარს ნიშნავს. სწორედ დარიალის იქით იწყებოდა ოსთა სამეფო. სოფრომ მგალობლიშვილს თავის უბის წიგნაკში ჩაუწერია პატარა ლიახვის ხეობის ერთ-ერთ ციხეზე მინაწერი ლექსი:

"შენია, ქსნის ერისთავო,
ბეჩოს ციხე და წინ კიბე,
ვინც იმას შემოგეცილოს,
მოსჭერ თავი და მიჰკიდე!"


ბეჭდვაელფოსტა
08.08. 2015
ნანა
rogor yvela mezobeli cheni miwebis waglejvas piqrobs? rogorme davicvat chveni miwa da peshvi !!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat