ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს!..
ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს!..
ყოვლადსახიერმა უფალმა კაცი უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა თავის მსგავსად და ხატად და სამოთხეში მიუჩინა სამყოფელი. ადამიანი ფრინველთა და ცხოველთა, თევზთა და მცენარეთა პატრონად დაადგინა. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ნება დართო ადამს, უშრომლად მიეღო საკვებად ყოველი ნაყოფი, რაც კი ედემის ბაღში მოიპოვებოდა, გარდა ერთადერთი ხისა, "ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა". ამ აკრძალვით უფალს ადამის განღმრთობა სურდა. დაცემულმა ანგელოზმა კი აცდუნა ადამიანი, რომელმაც დაარღვია უფლის მცნება და ღვთის გარეშე მოინდომა განღმრთობა, იგემა აკრძალული ხილი, რათა, გველის ნათქვამისაებრ, დამსგავსებოდა ღმერთს, ჰქონოდა უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა. შედეგად კი სასჯელი მიიღო: განიდევნა სამოთხიდან.

თუკი პირველი ადამიანი, ღვთის წყლობით, ედემის ბაღში უმუშაკოდ იღებდა საზრდოს, ახლა სამოთხიდან გამოძევებულს საკუთარი შრომით უნდა მოეპოვებინა იგი. დაემუშავებინა მიწა, რომლისგანაც იყო შექმნილი, და ასე ეარსება. ამრიგად, სამოთხიდან განდევნილ ადამს ღმერთმა ოფლით მოპოვებული არსებობა დაუდგინა მცნებად. მაგრამ ადამიანს, რომელიც მსგავსი შრომისთვის არ შეუქმია ყოვლის შემოქმედს, მუდამ აქვს სურვილი, იოლად მოიპოვოს საზრდო და, საზოგადოდ, ყველანაირი მიწიერი სიკეთე. თუმცა ადამის მოდგმის ეს სურვილი უპირისპირდება უფლის მცნებას. და არა მხოლოდ აშკარა ქურდობით, არამედ თამაშით მოგებაც დარღვევაა ამ მცნებისა.

მონაწილეობა თამაშში - არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ - გამოხატულებაა სურვილისა, უშრომლად მოვიპოვოთ ამქვეყნიური სიკეთე. თუ გვსურს, თამაშს თავი დავაღწიოთ, მოგებისას გავიხსენოთ, რომ ათასმა ადამიანმა წააგო, რადგან ვერ სძლია ცდუნებას, წააგო უკანასკნელი ლუკმაპური, და სწორედ მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რომ შემდგომში ჩვენით სხვა აცდუნონ. წაგებისას კი მიმოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ და ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს მოწყალების გაღებით, ჩვენ კი სიკეთის ქმნით ზეციურ საუნჯეს დავაგროვებდით.

ამასთან, ნებისმიერ თამაშში ვლინდება აზარტი, რომელიც გრძნობების მონობაა და ასუსტებს გონივრული მოქმედების უნარს. ადამიანის დანიშნულება კი პირველსახესთან, სამოთხისეულ მდგომარეობასთან მიახლოებაა, რაც მხოლოდ გრძნობების ალაგმვით მიიღწევა. სრულყოფილებისკენ სწრაფვა სულიერი ძალების ზრდას უკავშირდება და დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

ხშირად ადამიანი ერთი შეხედვით არ ჩანს აზარტული, მაგრამ ყოველ ჩვენგანში გარკვეული დოზით ვლინდება ეს ვნება. შესაძლოა, კაზინოში, ტოტალიზატორსა თუ მსგავს დაწესებულებაში ფულზე არც ვთამაშობდეთ, მაგრამ რაიმე გასართობი საშუალების მიმართ, იქნება ეს კინო, თეატრი თუ მუსიკა, აღმოვაჩინოთ ჩვენი აზარტული დამოკიდებულება. მაგალითად, ისე გაგვიტაცოს კინოხელოვნებამ, ყოველწამიერად ვეძებდეთ ახალ ფილმს, რომ რომელიმე უნახავი არ დაგვრჩეს. და არ აქვს მნიშვნელობა, საინტერესოა სურათი თუ არა, სასარგებლოა სულისთვის თუ პირიქით - დამღუპველი. მთელი ყურადღება ფილმებზე გვაქვს გადატანილი, მთელ დროს ჯერ მათ მოძიებაში, შემდეგ კი ყურებაში ვკარგავთ და ასე ვცილდებით ღმერთს გონებადაბინდულნი. მაგრამ ასეთ დროს, საუბედუროდ, ვერ ვაცნობიერებთ, როგორ ვშორდებით უფალს, აღარ გვრჩება დრო ლოცვისთვის. ნელ-ნელა ვივიწყებთ მეგობრებსაც, ნათესავებსაც და თვით ოჯახის წევრებსაც კი. აზარტით შეპყრობილებმა, შესაძლოა, უკანასკნელი სარჩო-საბადებელი გავიღოთ ჩვენი ვნების დასაკმაყოფილებლად და ულუკმაპუროდ დავტოვოთ მშობლები, ცოლ-შვილი, და-ძმა... და რაც მთავარია, ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს.

ამ დროს უფალი განსაცდელს უშვებს ჩვენზე, რომ გამოგვაფხიზლოს, გონს მოგვიყვანოს. და ჩვენც, სხვა გზა რომ აღარ გვრჩება, თუ გონიერება გვეყო, კვლავ ვუბრუნდებით ეკლესიას, განვაახლებთ ლოცვას, ვცდილობთ, აღარ მივუბრუნდეთ საცდურს. თუმცა აღმოვაჩენთ, რომ ახლა უკვე სხვა რამის მიმართ ვიჩენთ აზარტს... ამიტომ ამ ვნებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად მუდმივი სიფხიზლე გვმართებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat