არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!
არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!
ვნებები გონებას აცარიელებენ
ლას-ვეგასი (ესპანურად - ველები) მთელი მსოფლიოსთვის თამაშის ციებ-ცხელების სიმბოლო გახდა. ქალაქი უდაბნოში ერთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში აზარტული თამაშების ამერიკულ დედაქალაქად იქცა.

ლას-ვეგასის ისტორიაში მთავარი როლი ებრაელებმა შეასრულეს. თავდაპირველად ისინი უბრალო ვაჭრები იყვნენ. 1940-იან წლებში მიგრაციის მეორე ტალღამ - ებრაელმა განგსტერებმა ლას-ვეგასი უდაბნოში უდიდეს მეგაპოლისად გადააქციეს. ბენჟამინ ზიგელმა და მისმა მეგობრებმა მეირ ლასკიმ, დავიდ ბერმანმა და ჰას გრინბაუმმა აქ სასტუმროები და კაზინოები ააშენეს, სადაც მუშაობა დაიწყეს ებრაელმა კრუპიეებმა, მძღოლებმა, მზარეულებმა და სხვა თეთრმა და ლურჯმა საყელოებმა, ვინც გაჩუმებას არჩევდა და, შესაბამისად, ნდობას იმსახურებდა.

ცოდვების ქალაქში ვნებების კულტივირება ხდება. კვარცხლბეკზე აჰყავთ პატივმოყვარეობა: შუა უდაბნოში ლამაზმანი ბაგსის მშვენიერ სასტუმროში ვარდისფერი ფლამინგოები ცურავენ. "კეისრის სასახლე" - უძველესი რომიდან შემოსული, დავიწყებიდან აღმდგარი - ხიბლავს ჰოლოგრაფიული და ლაზერული ეფექტებით. 4000-ნომრიანი "ექსკალიბერი" მეფე არტურის შუა საუკუნეების სასახლის თემაზე აგებული არქიტექტურული ფანტაზიაა. 30-სართულიანი "ლუქსორი" ხეოფსის პირამიდის შემცირებული ასლია. ღამღამობით მისი მწვერვალიდან 160 კმ-ის მანძილზე სცემს სინათლის სხივი... "კაზინოს იმპერიაში" ბატონობს ნაყროვანება: ბარებსა თუ რესტორნებში ფასები ორჯერ დაბალია, ვიდრე მთელ ქვეყანაში.

სან-ფრანცისკო აზარტული მანკიერების მეორე სიმბოლოა. ამ ქალაქში აზარტულ თამაშად თვით ცხოვრება იქცა. აქაურობას მშვენივრად მოერგო სათამაშო ავტომატებიც, რომლებიც 1880 წლის ბოლოს შეიქმნა. მათ უდიდესი ინტერესი გამოიწვიეს. ნაღდი ფულით სავსე ავტომატები გარეგნულადაც მშვენივრად იყო მორთული. 1899 წელს ავგუსტ ჩარლზ ფეიმ, რომელიც წარმოშობით ბავარიიდან იყო, მათ "ნალები" და "ვარსკვლავები" დაუმატა, ზედა მხარე კი პოპულარული პატრიოტული სიმბოლოთი Liberty Bell-ით "შეამკო" - ასე წარმოიშვა "ცალხელა ავაზაკის" დიდი ბაბუა. ეს იყო მექანიკური ხელსაწყო, რომელიც ბერკეტის მეშვეობით მოქმედებდა. მას შემდეგ Liberty Bell-მა კაცობრიობის მიერ შექმნილი მანკიერების რიგები შეავსო. იგი დამღუპველი თავისუფლებისა და ცოდვების მონობისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელები არაერთხელ შეეცადნენ, აზარტული თამაშების წინააღმდეგ გაელაშქრათ. 1910 წელს ნევადის შტატში (სადაც მდებარეობს ლას-ვეგასი) აიკრძალა კიდეც ისინი. ადგილობრივი გაზეთი ზეიმობდა: "სამუდამოდ გაჩერდა რულეტკის ბორბალი, კამათლების ჩხრიალი და კარტის შრიალი!" აკრძალვამ ერთ თვესაც ვერ გასტანა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომამდე ამერიკაში სათამაშო ავტომატების წინააღმდეგ უსასტიკესი ბრძოლა გაჩაღდა. ბევრი მათგანი ჯართად აქციეს და ზღვაშიც ჩაყარეს, მხოლოდ ნევადამ, აიდაჰომ და მერილენდმა გადაწყვიტეს აზარტული თამაშების ლეგალიზაცია, სანაცვლოდ, უზარმაზარი გადასახადები დააწესეს.

Homo Ludens კარგავს აზროვნების უნარს. დღეს ამერიკა ფარ-ხმალს ყრის. შტატების ნახევარი სათამაშო ბიზნესშია ჩაფლული, რომელიც ქვეყანას წელიწადში 25 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს აძლევს.

დოღზე აზარტული თამაშები სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ბუმია საფეხბურთო ტოტალიზატორებისაც. მთელ მსოფლიოში გავრცელდა სახელმწიფო და კერძო ლატარიები.

ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში, ასევე სკანდინავიაში, აზარტული თამაშები აკრძალულია. გასული საუკუნის 50-იან წლებში სინგაპურში კაზინო ნონ გრატად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ვაჟმა, რაც კი გააჩნდა, ყველაფერი წააგო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთელი მსოფლიო აკონტროლებს თამაშის ბიზნესს. ფინეთში კაზინო მუნიციპალურია. აშშ-სა და საფრანგეთში ფულზე თამაში მხოლოდ ამისთვის გამოყოფილ ზონებშია დაშვებული. მონტე-კარლოში 21 წლამდე პირებს კაზინოში შესვლა ეკრძალებათ. მთელ ინგლისში 53 სათამაშო დაწესებულებაა, რომლებსაც სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს.

დასავლეთში საცხოვრებელ სახლებსა და საოფისე ცენტრებთან კაზინოს მეზობლობა აკრძალულია. ვერც "ცალხელა ავაზაკებს" ნახავთ მეტროებში. მაგრამ მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, ამ საქმეს დიდძალი მოგება მოაქვს, რომლის ნახევარიც სახელმწიფოს მიაქვს.

"Homo Ludens - მოთამაშე ადამიანი Homo Faber-ზე - შემოქმედ ადამიანზე ადრე წარმოიშვა", - რას წარმოიდგენდა XX საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფილოსოფოსი იოჰან ჰეიზინგა, რომ სათამაშო ბიზნესის მოღვაწენი მისი გამონათქვამის აზრს გააუკუღმართებდნენ და თავიანთ დევიზად აქცევდნენ.

აზარტულმა თამაშებმა ლუდომანია (ლათინურად Ludus - თამაში) წარმოშვა. თამაშომანია, როგორც მასობრივი მოვლენა, XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა "ჩინური სინდრომის" სახელწოდებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები და ჩინელები აზარტული თამაშებით გატაცების წინაშე დაუცველნი აღმოჩნდნენ. ავადმყოფობა იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ფსიქიკური დარღვევების" კლასიფიკაციაში "პათოლოგიური გეიმბლინგიც" (ინგლ. game - თამაში) კი გამოყო. თამაშომანია ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ჯგუფს მიეკუთვნება.

აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევების მიხედვით, შესაძლოა, ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს, 34% - ალკოჰოლიკი, 32% - ნარკომანი და 48% - მოთამაშე!

აშშ-ის აზარტული თამაშების სამკურნალო ცენტრის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევებით, კონეკტიკუტის შტატის კაზინოს სტუმართა 5%-ს თამაში უკვე მანიად ექცა. გერმანიაში ასი ათასამდე ადამიანი იტანჯება აზარტული თამაშებისადმი პათოლოგიური მიდრეკილებით. დანიის ხუთმილიონიანი მოსახლეობის ორმოცი ათას მოქალაქეს ლუდომანიის დიაგნოზი დაუსვეს. დაახლოებით ამდენივე აზარტული მოთამაშეა შვიდმილიონიან შვეიცარიაში. სპეციალისტების აზრით, თამაშზე დამოკიდებულება უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე ნარკომანია.

მოთამაშეები ექიმებს ემუდარებიან: "დაგვეხმარეთ, ამდენი რომ არ წავაგოთო!.." ნარკომანები კი იხვეწებიან: "ორი გრამი პრეპარატი ძვირია, დოზა შეგვიმცირეთო!.." ცხადია, ეს მკურნალობის მცდარი მოტივაციაა. ადამიანი მოვალეა, ჭეშმარიტ მოტივაციამდე მივიდეს: "არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!"

მაგრამ ეს სამედიცინო კი არა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი პრობლემაა. ეს არის აზარტით სულის დასნეულება იმ იმედით, რომ შესაძლებელია, ზღაპრული თანხა მოიგო. მაგრამ ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა. ეს სულიერი დაავადება, რომლის სახელწოდებაც ვნებაა, მრავალი საუკუნის წინ ზედმიწევნით აღწერეს მართლმადიდებელმა წმინდანებმა. მათვე მოგვცეს განკურნების რეცეპტი: ვნება თავისთავად ანდა ადამიანური ძალისხმევით არ ითრგუნება, ის ღვთის წყალობით იძლევა. ამისათვის კი საჭიროა: ცოდვების შეგნება, გონებით ჩაწვდომა, რომ ადამიანი დემონის ბადეშია გახვეული, და გულწრფელი მონანიება. შეწევნა კი უფლის წყალობაა, რომელსაც აღსარებით, ზიარებითა და ლოცვით ვიღებთ.

ამ დამღუპველი ვნების სულიერი არსი კაცობრიობისთვის დიდი ხანია ცნობილია. პავლე მოციქული ბიბლიაში აღწერილ ოქროს ხბოსადმი რჩეული ხალხის თაყვანისცემას იხსენებს და მოგვიწოდებს: "ნუ იქნებით ისევე კერპთაყვანისმცემელნი, როგორც ზოგიერთები, რომელთა შესახებ დაწერილია: ხალხი დასხდა საჭმელად და სასმელად და ადგა სათამაშოდ" (1 კორ. 16,7). II-III საუკუნეების ეკლესიის მასწავლებელი ტერტულიანე წერს: "როდესაც ცხენები სათამაშოდ დასჭირდათ, ეს ღვთის წყალობა სატანის იარაღად იქცა". ხოლო იოანე ოქროპირი, რომლის დროსაც (IV-V სს) ცხენების დოღმა არნახულ პოპულარობას მიაღწია, მას "სატანურ სანახაობას", "უნაყოფო, დამღუპველ სამარცხვინოებას", "სულის საწამლავს" უწოდებს. ჭეშმარიტების დიდ მქადაგებელს "სამარცხვინოების" მნახველთა წმინდა ეკლესიიდან გაძევება სურდა, რადგანაც "ვნება ყველაზე მეტად აქცევს ეშმაკის გავლენის ქვეშ".

მეათე საუკუნის ბოლოს ღირსმა ბასილიმ თავის მოწაფე გრიგოლს უსაყვედურა შეჩერებაც კი იპოდრომთან: "სადაც ეშმაკებს სიხარულს ანიჭებენ, აამებენ ამ სამარცხვინო სანახაობით".

ორი ათასი წელია ქრისტიანობა ადამიანის თავშეკავებასა და უბიწოებაში აღზრდას ცდილობს, ასწავლის მას, შეეწინააღმდეგოს ვნებებს. იოანე ოქროპირი ამბობს: "კამათლებით თამაში ბევრისთვის არ არის ბოროტება, მაგრამ მის სიყვარულს ცხოვრებაში ათასი ბოროტება შეაქვს", "ფულისადმი ვნება - ბოროტების ფესვია", "ვნებები გონებას აცარიელებენ".

სათამაშო ბანქო ბნელი ძალების მიერ შეიქმნა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის შებილწვის მიზნით. შემთხვევითი არ არის, რომ ბანქოს ჯადოსნები, მკითხავები, შულერები, ქურდები იყენებენ. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უბედური სული წარიტაცონ უფსკრულში. "ცალხელა ავაზაკში" ბანქო დევს. თანამედროვე "გულადი თვითმკვლელები" პოკერის ავტომატებს ესწრაფვიან. ბანქოს თამაშები (ბაკარა, ბლეკჯეკი, პოკერი) აუცილებელი ატრიბუტია "აზარტის სახლებისა", თუმცა კაზინოს სიმბოლო მაინც რულეტკაა.

1655 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ფილოსოფოსმა და მწერალმა ბლეზ პასკალმა გამოიგონა მბრუნავცილინდრიანი ბორბალი ციფრების კომბინაციების ზუსტი რიგით. დიდი მეცნიერის ტრაგედია ისაა, რომ იგი ხედავდა, ყოფიერების საიდუმლოს ჩაწვდომა და სასოწარკვეთილებისგან ადამიანის ხსნის გზა მხოლოდ ქრისტიანობაში იყო, მაგრამ თავისდა უნებურად (ეს ხელსაწყო პასკალმა ალბათობის თეორიის ასახსნელად შექმნა) კაცობრიობას საშინელი ბიწიერების ბორბალი დაუტოვა.

რულეტკა (ფრანგულიდან roulette - ბორბალი) ფულის კეთების ოსტატებმა აიტაცეს. "წარმატების ბორბლის" გაუმჯობესების იდეა საზოგადოებას დომინიკელმა ბერებმა მიუგდეს. თუმცა ახლახან ჯადოსანმა იური ლონგომ აღიარა: "ის ეშმაკმა მოიგონა და თავისი ბნელი საქმე სხვის მხრებზე გადაიტანა".

XVIII საუკუნის საფრანგეთში კაზინო პირველი მინისტრის, კარდინალ ჟულიო მაზარინის წყალობით გამრავლდა. თვითონ კარდინალი კი ხელმწიფის შემდეგ უმდიდრესი კაცი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პარიზელი შულერი მორის ფრანსუა ბლანკი (რომელიც გერმანიიდან კაიზერმა ვილჰელმმა გამოაძევა) მონაკოში გადავიდა და სათამაშო კონცესია იყიდა. ბლანკმა მონტე-კარლოში კაზინო, თეატრი, კლდეზე საუცხოო სასტუმრო ააშენა და რულეტკიდან მოგებული თანხის 15% ხაზინაში ჩარიცხა. მთელი სახელმწიფო აპარატი თავის სასარგებლოდ შეცვალა, შექმნა ორი არმია, დააარსა "საზღვაო ბანაობის საზოგადოება", რომელმაც სათამაშო საქმეს მოჰკიდა ხელი. მოისყიდა საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის ბევრი გაზეთი. თავის მხარეს გადმოიბირა იეზუიტები, გამოუყო მათ ფული ეკლესიებისა და მონასტრების ასაშენებლად. ბლანკი რამდენიმე წელი კაზინოს მონოპოლისტი იყო. დღემდე არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, ყოფილმა შულერმა რულეტკის საიდუმლოების შეცნობისთვის ეშმაკს სული როგორ მიჰყიდა.

სხვათა შორის, "ბედის ბორბლის" ყველა ციფრის (0-დან 36-მდე) ჯამი 666-ს შეადგენს!

რუსეთში კაზინო ეკატერინე II-ის დროს გახსნეს. იხურებოდა მონასტრები, სამაგიეროდ, ინერგებოდა ცდუნების იარაღი. მართალია, შემდგომმა იმპერატორებმა ეს ბიზნესი დახურეს, მაგრამ XIX საუკუნეში რუსებმა ევროპული წყლების კაზინოებში გადაინაცვლეს. თუმცა ბოროტების მიმართ იმუნიტეტი, რომელიც მართლმადიდებლობამ დანერგა, მტკიცე იყო, სული გრძნობდა, რომ იქ ყველაფერი, დოსტოევსკის სიტყვებით, "როგორღაც ზნეობრივად საძაგელი და ჭუჭყიანია".

ეს სულიერი აგრესია ისეთივეა, - უფრო უარესიც! - როგორიც ნარკოაგრესია. პროფესორი ბერი ანატოლი ბერესტოვი ცამდე მართალია, როცა კაზინოებისა და სათამაშო დარბაზების მფლობელებს მიმართავს: - უბედურება თქვენ, უბედურება! ვინაიდან ნათქვამია, "ვინც აცდუნებს ერთ-ერთ მათგანს, ვისაც სწამს ჩემი, კარგი იქნებოდა, კისერზე წისქვილის ქვა ჩამოეცვათ და ზღვაში დაეხრჩოთ" (მთ. 18,6).

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat