მოუფრთხილდით ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფას საუნჯეს
მოუფრთხილდით ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფას საუნჯეს
სულიერი ფასეულობების შემდეგ ყოველი ნორმალური ადამიანი უპირველესად შვილების ჯანმრთელობაზე ფიქრობს. სულიერი საუნჯის შევსება აუცილებელია, რადგან ადამიანი ორივეს ერთად მოიცავს - სულიერსაც და ხორციელსაც. ხოლო თემა, ფსიქიკური აშლილობა, პირდაპირ მიუთითებს სულიერი საზრდოს ნაკლებობაზე ოჯახში, სადაც ბავშვები იზრდებიან. ეს დიდი ნაკლი კი მშობლების ბრალია, რასაც ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ. ამას ემატება გარემო პირობებიც და ვიღებთ დეგრადირებულ თაობას.

ნებისმიერ გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყანას არ აკლია მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი ქვეყნის მომავალ თაობას აწვება, ანუ ბავშვებსა და მოზარდებს.

ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ მოუმწიფებელი, ჩამოუყალიბებელი ბავშვის ფსიქიკა ადვილად ემორჩილება ნებისმიერ ზეწოლას. უარყოფითი ზემოქმედების მიმართ საზოგადოების ყურადღება, როგორც წესი, მოდუნებულია.

დროთა განმავლობაში ასეთი ვითარების ამოძირკვა უფრო და უფრო ძნელდება, ვინაიდან საზოგადოება ეჩვევა ვითომ თანამედროვე ახალგაზრდობას და შემდგომში ღებულობს მას, როგორც ნორმას. საუბედუროდ, ასეთი მოზარდის ნიღბის ქვეშ იმალება ძლიერი, აგრესიული ფონი, მტრული განწყობა ირგვლივ მყოფთა მიმართ, დაუნდობლობა, ნარკომანია, ტოქსიკომანია, პროსტიტუცია და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა გამოვლინებები.

ერთ-ერთი უპირველესი ფარი ბავშვის ფსიქიკის დაცვისა არის ოჯახი. ქვეყნის გარდამავალი პერიოდი იწვევს სახეცვლილებას ამ ფარისა და მას აქვს მხოლოდ მატერიალური დაცვის ფენომენი. ის კარგავს ემოციურ დატვირთვას და ბავშვი ან მოზარდი რჩება საზოგადოების წინაშე ყველანაირი დაცვითი იარაღის გარეშე. ფსიქიკის გადასარჩენად ის უნდა შეიარაღდეს საზოგადოებისთვის მისაღები იარაღით, ანუ აგრესიით, მტრობით, დაუნდობლობით.

დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვები ხდებიან ლიდერები თავიანთ წრეში. მათ ბაძავენ უფრო სუსტნი, ცდილობენ, იყვნენ მათ გვერდით, რათა დაიცვან თავი. საინტერესოა, რომ ყოველ ავტორიტეტს დროთა განმავლობაში ვეჩვევით. ლიდერული პოზიციის გასაგრძელებლად საჭიროა პერიოდულად რაიმე ახლის, ე.წ. მოდურის, საინტერესოს შემოტანა. საინტერესო კი შესაძლოა მივიღოთ განათლების საშუალებით, რასაც ესაჭიროება შრომა, რომელიც ძნელია, ან ავიღოთ გამზადებული მასალა, რომელშიც აღინიშნება, რასაკვირველია, მომავალი აგრესიის, მტრობის, გარყვნილების ელემენტები. მათი ათვისება ბევრად ადვილია და გონების შეწუხებას არ მოითხოვს.

უარყოფითი ლიდერისთვის გამზადებულ აგრესიულ, ეროტიკულ და სხვა უარყოფით მასალას კი თვით საზოგადოება აწვდის სხვადასხვა წყაროდან. ასეთ წყაროებს წარმოადგენს არაპროფესიული საინფორმაციო საშუალებები და სათამაშოები (დატვირთული აგრესიით, დაუნდობლობით, ეროტიკული ელემენტებით და ა.შ.).

აქვე შესაძლოა მოვიყვანოთ ყველაზე მარტივი ყოველდღიური მაგალითი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის: სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამჟამად თამაშობენ ისეთ თამაშს, სადაც საჭიროა მოატეხო ხელი, ფეხი, თავი, დაასახიჩრო, ატკინო და ა.შ. უფრო მოზრდილთა საუბრის თემა და თამაშის სპეციფიკა მიმართულია აზარტულობისკენ (ცუდი გაგებით). გარდატეხის ასაკის მოზარდები კი ცდილობენ, სხეულზე დაიხატონ სვირინგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩანდეს. აგრეთვე, ისახიჩრებენ სხეულს (განსაკუთრებით ხელებს), რათა აჩვენონ სხვას, რომ ტკივილზე უფრო ძლიერები არიან. თვითდამკვიდრების ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარულია. მან შეიძლება მოზარდი დაღუპვამდე მიიყვანოს. საზოგადოების ვალია, გაერკვეს, სად დაუშვა შეცდომა, როდის დაიკარგა პატივისცემა უფროსი თაობის და განსაკუთრებით, მშობლების მიმართ, რის გამოსწორებაა შესაძლებელი ფინანსების გარეშე? რა არის ამისთვის საჭირო?

ჩვენი აზრით, საზოგადოების ნაწილი ვერ გრძნობს, ვერ ხედავს ამ საშიშროებას, ან არ სცალია მასზე საფიქრელად. რასაკვირველია, ეს გამოსავალი არ არის. იმედია, დროთა განმავლობაში დაიხვეწება ისეთი საკითხები, როგორიცაა პრესის, ტელევიზიის, ლიტერატურის ასაკისამებრ ხელმისაწვდომობა. გააქტიურდება ინტელექტუალური, სპორტული და სხვა ინტერესები, დაიხვეწება ტელე და რადიომაუწყებლობა, შეიცვლება მათი ლექსიკონი. რაც ადრე დაიწყება ამ პრობლემის გამოაშკარავება და საზოგადოების გაცნობიერება ამ საკითხში, მით მალე მიიღწევა დადებითი შედეგი. ამ საკითხის მოგვარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება პრესას, ტელევიზიას, რადიოს, სარეკლამო საშუალებებს.

მოზარდის ფსიქიკა იმდენად ლაბილურია, რომ ნევროზულ მდგომარეობაში ღებულობს ხასიათობრივ თავისებურებას, რომლის შეცვლა საკმაოდ ძნელი და ხშირად უშედეგოცაა. ასეთი პიროვნებები არ მიეკუთვნებიან ფსიქიკური აშლილობის რეგისტრს, მაგრამ მათი ხასიათი ხელისშემშლელი ფაქტორია საზოგადოებაში ნორმალური ცხოვრებისთვის.

ეს ყველაფერი კი იწყება ოჯახური გარემოდან. მშობლებო, უფრო მეტი დრო დაუთმეთ თქვენს შვილებს, საქმით დაამტკიცეთ თქვენი სიყვარული, მოუფრთხილდით ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფას საუნჯეს და თუ ამ საუნჯეს განამრავლებთ სათნოებებით, მაშინ მშობლის მისია შესრულებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ცათა შინაც დაგროვილი გექნებათ საუნჯე, უფალში იცხოვრებთ მარადიულად და თქვენი ცხოვრების მთავარი მისიაც შესრულებული იქნება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat