"ჩვენს დროს უდიდესი უბედურებანი ჰკიდია ტვირთად..."
"ჩვენს დროს უდიდესი უბედურებანი ჰკიდია ტვირთად..."
"თავისუფლება - სულიერი ჰაერია, რომელიც არასულიერ ადამიანთათვის ცდუნებად და საფრთხედ იქცევა..."
ივან ილინი

ტვირთად ქცეულ სულიერ სნეულებებსა და ზნეობრივ კრიზისზე მრავალ მამასა თუ მოაზროვნეს დაუჩივლია. საიდან იღებს დასაბამს თანამედროვეობის ეს უმძიმესი "საგზალი"? ამ კითხვას ნაწილობრივ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, კომუნისტური რეპრესიებისას სამშობლოდან დევნილი რუსი ფილოსოფოსის, ივან ილინის "გზანი ხილულობისანიც" პასუხობს.

არის თუ არა თავისუფლება სულიერი სიცოცხლის სინონიმი, ან იქცევა თუ არა არარელიგიური ადამიანისთვის ჭეშმარიტი თავისუფლება ტვირთად? იმედი გვაქვს, ამ კითხვაზე ქვემოთ მოყვანილი ნაკვეთიც გვიპასუხებს.

თანამედროვე ადამიანს აღარაფრის სწამს და ყველაფერში ეჭვი ეპარება. ამიტომ ის, რაც საეჭვოა, მისთვის ღირებული აღარც არის.Aიგივე გვემართება თავისუფლების მიმართაც, რის გამოც ხშირად ვკარგავთ მას.

ზუსტად ვიცით, თუ რატომაა თავისუფლება აუცილებელი, რადგან უმისოდ სულიერებასა და ღმერთთან მისასვლელ გზას ვკარგავთ.

სანამ ადამიანი თავისუფლებით სარგებლობს, მასზე ცოტას ფიქრობს - თავისუფლება ჰაერს წააგავს და სწორედ მაშინ გვახსენებს თავს, როცა სული გვეხუთება... თავისუფლებაც ჰაერივით უპირობო და შეუცვლელია.

რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარული მთლიანი და გულწრფელია, პირფერობასა და ძალდატანებას მოკლებული... იგი თავისუფლად იშვება (ან არ იშვება) და შეუცვლელია... ვისაც ოდესმე მაინც ჰყვარებია, ამაში დაგვერწმუნება.

ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სხვისი თავისუფლების მოძულე კაცმა სიყვარული არ იცის - მას გაყინული და ცივი გული აქვს.

მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლად შეიძლება იწამო და ილოცო, რადგან ნამდვილი, ცოცხალი რწმენა მუდამ სულის უკიდურეს სიღრმეებს სწვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რწმენა არაგულწრფელია და რწმენა აღარც ჰქვია.

მორწმუნის ლოცვა ღრმად ჩასუნთქვას, გულის გალობას ან ღვთიურ ალს წააგავს, ამიტომ ადამიანი, რომელიც რწმენისა და ლოცვის თავისუფლებას თრგუნავს, - ვინც უნდა იყოს: უღმერთო თუ რელიგიური ფანატიკოსი, - თავადვე ვერ ეგუება ვერც ლოცვას, ვერც რწმენას, მასში არ არის ღმერთი და ამიტომ ასეთი სულისგან სიკეთის ქმნას არავინ უნდა ელოდეს.

მსგავსად ამისა, ადამიანს აზროვნებაც და კვლევაც თავისუფლების პირობებში ძალუძს, რადგან ნამდვილი აზროვნება თვითმყოფია და თავსმოხვეულ ავტორიტეტებს ვერაფრით ჰგუობს.

ხილულობას რომ ვეზიაროთ და რწმენით აღვივსოთ, თავისუფლება უნდა მოვიხვეჭოთ. მხოლოდ თავისუფალ რწმენას აქვს სულიერი ძალმოსილება და სწორედ იგი აყალიბებს პიროვნების ხასიათს.

ყოველნაირ შემოქმედებას სჭირდება თავისუფლება - ნებაყოფლობითი თავდადება, განჭვრეტილი ინიციატივა, სიყვარული და შთაგონება.

ადამიანს მხოლოდ თავისუფლად ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება... ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა სინდისის წართმევის ტოლფასია, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს.

ადამიანის ცხოვრება თავისუფლების გარეშე უაზრობაა და შეუძლებელი.

ეჭვგარეშეა, ძალდატანებით აზროვნება - მოჩვენებითი აზროვნებაა, აზრის სიმულაცია, ძალდატანებითი სიყვარული კი – არშემდგარი სიყვარული. თავისუფალი გულის მონაწილეობის გარეშე წარმოთქმული ლოცვა პირფერობაა.

თავისუფლებას მოკლებული ადამიანი სულიერად კვდება, შეუძლებელია, ასეთ კაცს ვენდოთ და დავეყრდნოთ. უკეთეს შემთხვევაში, მისი ჯანმრთელი ინსტინქტი და ცხოველმყოფელი გული ტოვებს გარეგან სფეროს და სულიერ სიღრმეში იძირება, იქ იქმნის ერთგვარ კატაკომბურ ცხოვრებას და თავისუფლებაში ჰგიებს.

იგივე ხდება არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში, არამედ ყოფაშიც. მარტოოდენ თავისუფალი შრომა არ ამცირებს ადამიანს და ამიტომ არის იგი პროდუქტიული. ძალდატანებას არასგზის არ ძალუძს, თავისუფალი ინტერესი და შემოქმედება შეცვალოს.

ადამიანის თავისუფლებას ორი უდიდესი საფრთხე ემუქრება: თავისუფლების შეუფასებლობა, რასაც მისგან განდგომამდე მივყავართ, და თავისუფლების ბოროტად გამოყენება.

კურთხეულ თავისუფლებას ის ადამიანი ან ხალხი კარგავს, ვინც არ დააფასებს ან ბოროტად გამოიყენებს მას.

დაკარგული თავისუფლების დაბრუნება ძნელია. საამისოდ ბრძოლა და იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ იგი ჰაერივით შეუცვლელია. სწორედ მაშინ იფეთქებს ადამიანში თავისუფლების ჭეშმარიტი წყურვილი და მისი ინსტინქტური და სულიერი მოთხოვნილებანი ერთმანეთს ერწყმის.

თავისუფლება უბრალოდ ზეგარდმო ნაბოძები კი არა, სწორად განხორციელებული უნდა იყოს, რადგან ამგვარად ნაბოძები თავისუფლება, შესაძლოა, ფუჭ საჩუქრად იქცეს. საჭიროა, მის ბუნებას, მიზანსა და მნიშვნელობას ჩავწვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებას თვითნებობად, "ყველას წინააღმდეგ ყველას ბრძოლად" და ქაოსად ვაქცევთ.

თავისუფლება - სულიერი ჰაერია, მაგრამ არასულიერ ადამიანთათვის იგი, შესაძლოა, ცდუნებად და საფრთხედაც იქცეს.

კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კულტურაა, ფუჭი მოჩვენებითობა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს.

***
კრიზისი, რომელიც თავს დაგვატყდა, მარტოოდენ პოლიტიკური და სამეურნეო ხასიათის როდია. მისი არსება სწორედ სულიერი ბუნებიდან მომდინარეობს და ყოფიერების უკიდურეს სიღრმეებს სწვდება.

აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ყოველდღიური წვრილმანებისგან და შორს ჭვრეტა ვისწავლოთ, დავფიქრდეთ, საით მიემართება ან სად შეიძლება გადაიჩეხოს თანამედროვე მსოფლიო, რა გველის წინ, რა უნდა ვიღონოთ, რომ უბოროტეს შესაძლებლობებს განვეშოროთ...

არსებობს კანონი, რომლის ძალითაც მომავალი მხოლოდ მისთვის ხდება ხილული, ვინც სულიერი თვალით იმზირება. სწორედ ამიტომაც უნდა შევაღწიოთ ჩვენივე არსების იმ სიღრმეში, ე.წ. ადამიანურ სუბსტანციაში, რომელსაც არისტოტელე სულიერ "ენტელექიას" უწოდებდა, გამოწვლილვით განვიხილოთ გული და რაც უფრო სერიოზული, ღრმა და გულწრფელი იქნება ეს ანალიზი, მით უკეთესი, რადგან ჩვენს დროს უდიდესი უბედურებანი ჰკიდია ტვირთად. საფრთხეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვერიდებით, თუ სულის უკიდურეს სიღრმეს ჩავწვდებით და კაცობრიობა კვლავ გაიკაფავს გზას უფლისკენ.

ეს სრულებითაც არ გულისხმობს მხოლოდ "ხელახალ ზნეობრივ აღორძინებას", რაც ახალი, იაფფასიანი მოდაა ხოლმე და, უკეთეს შემთხვევაში, ზედაპირულ დისციპლინას უზრუნველყოფს; კაცობრიობას სულიერი განახლება, ინსტინქტის გაკეთილშობილება და რწმენის დაბრუნება სჭირდება და არა ანტიქრისტეს დანაპირები "წმინდა ხელთათმანი".

ძველი გზები ამოიწურა და მათ სისასტიკისა და ტექნიკის საშინელ და ჯოჯოხეთურ გამოვლინებებამდე მიგვიყვანეს.

იმედია, ახლოვდება დრო, როცა შინაგან განახლებაზე ვიფიქრებთ და ღვთის შემწეობასა და ხსნას დავუწყებთ ძიებას.

ჩვენი დრო - შემობრუნების დროა. ადამიანის არსების ნეგატიური ძალები ასე არასოდეს დარაზმულან და არც სამყაროზე გაბატონება უცდიათ ამგვარი დამანგრეველი მეთოდებით. ძველი წონასწორობა დარღვეულია და იმ ყველაზე უარეს საფრთხეს, რომელიც გველის, მხოლოდ სულიერი განწმენდა-განახლება თუ უპირისპირდება.

ხშირად ამბობენ, - კაცობრიობის გადარჩენა მხოლოდ "ახალ გამოცხადებას" ძალუძს, ქრისტეს გამოცხადება "ამოიწურა", კაცობრიობამ უკვე განვლო განღმრთობის, მადლიერების, გულისმიერი ჭვრეტისა და ცხოველმყოფელი სიკეთის ყველა გზა, რომლებმაც არაფერი მოგვიტანაო. თითქოს კრიზისი ჩვენი კი არა, უფალი ღმერთისა იყოს, სინამდვილეში კი სწორედ ჩვენ ვერ შევძელით ღვთაებრივი გამოცხადების გათავისება და უფალში ცხოვრება...

ღვთაებრივი გამოცხადების მადლი ჩვენთვის არავის წაურთმევია და იგი ისევ ისე გვაცისკროვნებს, როგორც ოდითგან.

თანამედროვეობის პირმშომ უნდა ირწმუნოს, რომ მისი ბედი იმაზე კიდია, რასაც სამყაროში გამოასხივებს, რომ სულიერად უნდა განიწმინდოს, რადგან ყრუ და ბრმა გული სამყაროს სიკეთეს ვერასდროს მიაგებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat