ქრისტეს მოწაფეთა მაგალითზე, რომელთა შორის ხორციელი ძმებიც იყვნენ, ნათლად ჩანს, რაოდენ მყარდება უფლის სიყვარულით ხორციელი ნათესაური კავშირები
ქრისტეს მოწაფეთა მაგალითზე, რომელთა შორის ხორციელი ძმებიც იყვნენ, ნათლად ჩანს, რაოდენ მყარდება უფლის სიყვარულით ხორციელი ნათესაური კავშირები
"ვინ არს დედაი ჩემი და ვინ არიან ძმანი ჩემნი? - ხელით მიუთითა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებზე და თქვა, - აჰა დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა, იგი არს ძმაი ჩემი და დაი და დედაი ჩემი". მაცხოვარმა ჯერ კიდევ ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი ორმოცდამეათე დღეს - სულთმოფენობას - სულიწმინდის გარდამოსვლით მოწაფეთაგან თორმეტი გამოირჩია, მთელ დედამიწაზე რომ ექადაგათ ღვთის სიტყვა.

რჩეულთა შორის ერთ-ერთი იესოს ხორციელი ძმაც იყო, წმინდა მოციქული იუდა - მართალი იოსების, ღვთისმშობლის დამწინდველის, ძე პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი, თადეოზი და ბარსაბა. გადმოცემით, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა ვაჟებს შორის თავისი მიწების დანაწილება დაიწყო, ისურვა, ქალწული მარიამისგან შობილი იესოსთვისაც გამოეყი ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, "არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი". მხოლოდ უფროსმა - იაკობმა მიიღო ქრისტე თავისი მამულის თანამფლობელად. მოგვიანებით კი იუდამ ირწმუნა იესო აღთქმულ მესიად და წრფელი გულით შეუდგა მას. იმდენად თავმდაბალი იყო წმინდა იუდა მოციქული, რომ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისივე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იგი დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში, შემდეგ კი არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, სპარსეთშიც კი ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში, სადაც ურჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა", - ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

წმინდა ანდრია პირველწოდებულს ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მოქცევა ხვდა წილად. საქართველოსკენ მომავალი დედა ღვთისამ დალოცა და გადასცა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც ყოვლადწმინდა მარიამი ყრმა იესოთი გამოისახა. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შავიზღვისპირეთი და ქართლში სოფელ დიდაჭარიდან შემოვიდა, სადაც ახლაც მის მიერ აშენებული ტაძარი დგას. წმინდა ანდრიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემუსრა კერპები, აწყურში ეკლესია მოაწყო, მცირე ეკვდერში დედა ღვთისას ხატი დაასვენა და კლარჯეთისკენ განაგრძო გზა. იქადაგა არტაან-კოლაში, პართეთში, სომხეთში და იერუსალიმში დაბრუნდა. მოგვიანებით წმინდა ანდრია მოციქულ მატათასთან და სვიმონ კანანელთან ერთად ახალმოქცეულ საქართველოში ბრუნდება, რათა ქრისტიანობა განამტკიცოს.

ანდრია პირველწოდებულმა თავისი მოციქულებრივი მოღვაწეობა საბერძნეთში დაასრულა. ქალაქ პეტრას მმართველმა, რომელიც კერპთა მსახურად დარჩა, ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული მოწაფე. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, მთავრის ბრძანებით, ძელზე ჩამოკიდეს მოციქული. წმინდანი ორი დღე ქადაგებდა ჯვრიდან ქრისტიანობას. ბოლოს მისი მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. მოციქულმა კი მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მმართველის ბრძანებით, მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. ანდრია პირველწოდებულმა ჯვრიდან უკანასკნელად დალოცა შემოკრებილი მორწმუნენი და ღვთისადმი მადლობით აღესრულა.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძმას სიმონს ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ერთხელ იესომ მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" სიმონმა უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი". ამაზე უფალმა მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ... რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან... შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისაი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რომელი განხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა". ამ სიტყვებით "კლიტეთა შეკვრისა და გახსნის" უფლება მიენიჭა "თავკიდურ ლოდზე" - იესო ქრისტეზე დაფუძნებულ დედაეკლესიას.

მიუხედავად ამისა, თვით პეტრე მოციქულმაც, უფლის სიტყვისამებრ, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო იესო, მაგრამ წმინდა მოციქული ისეთმა სინანულმა მოიცვა, რომ მამლის ყოველ ყივილზე მწარე ცრემლით ტიროდა.

უფალმა არ მიატოვა საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს და მიმართა: "სვიმონ, გიყვარ მეა უფროის ამათსა?" პეტრემ მიუგო: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ". "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი", - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმინდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა მოწაფეს მიანიშნა, რომ პატიობდა სულმოკლეობას და იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, გამოესყიდა თავისი ცოდვა. ამიერიდან პეტრე მხურვალე მქადაგებელი გახდა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მან იქადაგა ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ბრიტანეთში.

წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანების თხოვნით, პეტრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა რომი, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე რომისკენ მომავალი. ჰკითხა: "ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა კი მიუგო, რომ რომში შედიოდა, რათა ჯვარზე ცმულიყო. მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად მოახლოებული აღსასრულისა და რომში დაბრუნდა. მტარვალებმა წმინდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ კი, რომელიც თავს იმის ღირსადაც არ თვლიდა, ქრისტეს მსგავსად მომკვდარიყო, ითხოვა: "ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაითა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისაი". ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

პეტრე მოციქულის მსგავად აღესრულა წმინდა ფილიპე მოციქულიც. გალილეაში, საბერძნეთსა და სირიაში ქადაგების შემდეგ მოციქულ ბართლომესთან ერთად ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც გველების სახელზე აგებულ ტაძარში ლოცვის ძალით უზარმაზარი გველი მოკლა და მრავალი ადამიანი განკურნა მისი ნაკბენისგან. წმინდა მოციქულს განუყრელად თან ახლდა თავისი და მარიამი. ქალაქის მმართველის ბრძანებით, მოციქულები იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა გააკრეს. ამ დროს საშინლად შეირყა მიწა და მოციქულთა სამსჯავროზე მყოფი ხალხი მიწამ შთანთქა. ჯვარზე გაკრული მოციქულების ლოცვით, უფალმა სასწაული მოახდინა და თავს დამტყდარი უბედურებისგან დაიხსნა ხალხი. მათ ირწმუნეს ქრისტე და მოითხოვეს, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ისევ ცოცხალი იყო, წმინდა ფილიპე კი ჯვარზე აღესრულა. წმინდანის დამ, მარიამმა, მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სახარების საქადაგებლად სომხეთში გაემგზავრა, სადაც წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს. მარიამი კი სიცოცხლის ბოლომდე დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას. ამით თავის ძმას, წმინდა მოციქულ ფილიპესაც დაუმტკიცა ერთგულება.

ქრისტეს მოწაფეთა მაგალითზე, რომელთა შორის მრავლად იყვნენ დედმამიშვილები, ნათლად ჩანს, რაოდენ მყარდება უფლის სიყვარულით ხორციელი ნათესაური კავშირები.

წმინდა მოციქულები იაკობ ზებედეს ძე და იოანე ღვთისმეტყველი ძმები იყვნენ. მათ ერთად მოუწოდა უფალმა, როდესაც თევზაობდნენ. იესო ქრისტეს განსაკუთრებით უყვარდა იოანე მახარებელი, რომელიც მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისთვის იესომ მას "ძე ქუხილისა" უწოდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა დედა უერთგულეს მოციქულს იოანეს ჩააბარა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიძინებამდე იოანესთან ცხოვრობდა სინას მთაზე.

წმინდა იოანემ მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად ქალაქი ეფესო აირჩია. მოციქული ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს. უფალმა სწორედ ამ კუნძულზე გამოუცხადა ცათა სასუფევლის საიდუმლონი იოანე ღვთისმეტყველს, რაც შემდეგ "გამოცხადების" - აპოკალიფსის სახელით გახდა ცნობილი. იოანემ მოციქულთაგან ყველაზე მეტხანს იცოცხლა - დაახლოებით 110 წელი. ძველი გადმოცემის თანახმად, როცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ეფესოში დაბრუნებულმა თვითონ გაათხრევინა სამარე, ჩაწვა შიგ და მშვიდად განუტევა სული.

მისი ძმა, წმინდა მოციქული იაკობი, კი ესპანეთში ქადაგებდა. ბოლოს იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც ამხელდა მწიგნობართა და ფარისეველთა გულგრილობას, რის გამოც ურწმუნო იუდეველებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა მოციქული თომა "ურწმუნოდ" იწოდება, რადგან იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არ დაუჯერა სხვა მოციქულებს და ამით კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომისა. "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭვალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრწმენეს", - ამბობდა წმინდა თომა, რომელმაც, როგორც კი იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო, ხმამაღლა ღაღადყო: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" ეს მოვლენა ცხადზე უცხადესად გვარწმუნებს ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ მოწაფეებს მაცხოვარი აჩრდილივით კი არ გამოეცხადა, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჩვენი ხსნისთვის ჯვარზე ევნო.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ იესოს მოწაფეებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექდაგა ღვთის სიტყვა. წმინდა თომას წილად ინდოეთი ხვდა, რათა გაენათლებინა წარმართობით დაბნელებული აზიის ამ შორეული მხარის მკვიდრნი.

იუდა ისკარიოტელი, რომელიც თორმეტ მოციქულთა შორის ამოირჩია თვით იესო ქრისტემ, "გამცემელად" იწოდება, რადგან ოცდაათ ვერცხლად მიჰყიდა მოძღვრის სიცოცხლე ფარისევლებსა და მწიგნობრებს. ამ უკანასკნელის თორმეტ მოციქულთაგან განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა სისრულე დაკარგა, რადგან იუდა ისკარიოტელის ნაცვლად აღარავინ არჩეულა. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმინდა პეტრემ შემდეგი სიტყვებით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის გამცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო, ჩვენ კი თორმეტ მოციქულთა დასში მის ნაცვლად უთუოდ უნდა ავირჩიოთ ღირსეული კაცი, ვინც მუდამ მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენ შორის იმყოფებოდაო". გამოუხდა წილი მატათას. ეს არჩევანი სულთმოფენობას, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს თვით უფლის მიერ სასწაულებრივად დამტკიცდა - სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით თერთმეტ მოციქულთან ერთად მატათაზეც გადმოვიდა. თავდაპირველად წმინდა მატათა უფლის სამოცდაათი წმინდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, თორმეტთაგან განსხვავებით, მცირე მოციქულები ეწოდებათ.

ერთ-ერთი გადმოცემით, წმინდა მატათა მოციქული ანდრია პირველწოდებულსა და სიმონ კანანელთან ერთად ჩამოვიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად და აქვე, ბათუმთან ახლოს, გონიოშია დასაფლავებული, თუმცა, სხვა გადმოცემის მიხედვით, ის იუდეაში ქადაგებდა, სადაც ურჯულო იუდეველებმა ძელზე გაკრული ჩაქოლეს.
ბეჭდვაელფოსტა
13.07. 2015
პეტრე კუპრი
მოციქულთა საქმეში ნეტავ რატომ არაა ნახსენები საქართველო? შემთხვევით ლეგენდა ხომ არააა, რომ წმინდა მოციქულმა ანდრიამ და სვიმონმა და მატათამ იქადაგეს საქართველოში? იბერია ან ეგრისი რატომ არ ხსენდება წმინდა წერილში? როცა კილიკია მოხსენიებულია! წმინდა მოციქულთა მადლი შეგვეწიოს!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat