წმინდა ნიკოლოზ სერბი - ნუ გაქურდავ სამშობლოს
წმინდა ნიკოლოზ სერბი - ნუ გაქურდავ სამშობლოს
როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?!
ნუ გაქურდავ სამშობლოს, რამეთუ დიდ ფასადაა მოსყიდული. შენი ძმები მამულის დაცვისას დაიღუპნენ, სიცოცხლე სამშობლოს უძღვნეს და როგორ ბედავ მოპარვას, ქურდულად დატაცებას ამ ფასდაუდებელი მონაპოვრისა?! ჩვენი სახელმწიფო მარტო შენ კი არ გეკუთვნის, არამედ იმათაც, უფრო მეტადაც კი, ვიდრე შენ, რადგან მათ უფრო მეტი შესწირეს სამშობლოს, ვიდრე შენ, მეტი ფასი გადაიხადეს მამულისთვის, ვიდრე შენ, უფრო მეტი დააბანდეს მასში, ვიდრე შენ. მტკიცედ ვიტყვი: ჩვენი სამშობლო მარტო საზეიმოდ გაწყობილ დარბაზებში მოცეკვავეთ კი არ ეკუთვნის, არამედ მათაც, ვინც საფლავებში წევს. შესაბამისად, ის ვინც ძარცვავს სამშობლოს, იმნაირივე მოროდიორია, ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და მოკლულებს ტანთ რომ ხდის.

შენი პაპები და პაპის პაპები ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, დაითმენდნენ შეჭირვებას და სატანჯველს, ოხრავდნენ და წუხდნენ, ცრემლსა და სისხლს ღვრიდნენ, ეწამებოდნენ და კვდებოდნენ. უგუნურო, ვის ქურდავ?! ძარცვავ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც საფლავებიდან გწყევლიან. შენ უარი თქვი საკუთარ ნათესავებზე და ისინიც უარს იტყვიან შენზე. შენი წინაპრები არ სცნობენ შენს უფლებებს თავიანთ სახელმწიფოში, ისინი უარგყოფენ ღვთის წინაშე და შეგიტანენ ავაზაკთა სიაში, ჰპარავ სახელმწიფოს და ამ დროს ქურდავ შენს სამშობლოს, მამა-პაპათა მიწას, შენს ძმებს, მათ ძეთ და ასულებს. ყველა შენნაირად რომ მოიქცეს, მაშინ რა მოხდება? მოწამეთა და რაინდთა მიწა ავაზაკთა ბუდედ გადაიქცევა. მაშინ ყოვლის მხედველი ღმერთი წაართმევს ამ მიწას ქურდებს და გადასცემს ახლო მეზობლებს ან შორიდან მოსულთ.

გესმის, ჯერ კიდევ ტირიან ჯარისკაცთა ქვრივები, იტანჯებიან ობლები, მწუხარებით კითხულობენ, - სად არიან ჩვენი მამებიო. ბევრი დედა პასუხობს: "მამულისთვის დაიღუპნენო!"

ნუთუ არ აგათრთოლებს ასეთი სიტყვები, მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ერთნაირად რომ გაჟღინთა ჰაერი, რომელსაც შენ სუნთქავ! როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?! იმ ხაზინაში დაღუპულ ჯარისკაცთა სისხლია და მათ ქვრივ-ობოლთა შეტანილი გადასახადები. სამშობლოს ძარცვისას შენ მათ სისხლსა და ცრემლებს იპარავ და ნაპარავით საკუთარი შვილების რჩენას იწყებ. შენ მათ საწამლავს აძლევ და მშობლის ღირსებას (სახელს) მკვლელის უნამუსობად აქცევ.

მაგრამ დადგება ჟამი, როცა შეიგნებ ყველაფერს და დაიჯერებ, თუმცა შეიძლება უკვე გვიანი იყოს.

შენ ამ სამსხვერპლოდან იპარავ!
საფლავები და საკურთხევლები - აი შენი მიწა, სერბო, აი შენი სახელმწიფო. ზოგჯერ გუთნისდედის სახნისს ადამიანის ძვლები ამოჰყვება. სწორედ ეს ძვლებია სახელმწიფოს შემქმნელთა და დამცველთა ნაწილნი. ხშირად გუთანს ჩამარხული ეკლესიის კედლები დაიჭერს ხოლმე. ეს მამათა შენთა ეკლესიებია და ზადუშბინები (სულის საოხად აგებული მონასტრები, საყდრები). მთელი შენი მამული საფლავებით და საკურთხევლებით არის დაფარული.

ეს საფლავები ღვთის სიმართლისთვის გაღებული ადამიანური მსხვერპლია. საკურთხევლები ღვთის ძის მსხვერპლია, კაცთა ცხონებისთვის გაღებული. ესე იგი შენი მიწა, შენი მამული, სიგრძე-სიგანე-სიღრმით - სამსხვერპლო არის. და შენ ამ სამსხვერპლოდან იპარავ!

საფლავების ქურდობას მოროდიორობას ეძახიან, ეკლესიაში ქურდობას - მკრეხელობას. შენს წინაპრებს წმინდანებს, მოწამეებს, გმირებს, მამულიშვილებს ეძახდნენ, შენ გინდა, მათი ტიტულები სამარცხვინო მეტსახელებით შეცვალო? გინდა, საფლავებისა და საკურთხევლების ძარცვით დაამდაბლო და ლაქა მოსცხო მათ ზნეობრივ კეთილშობილებას, რომელიც შენი და შენი ხალხის ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა? შენი მიწა ისტორიამდელი ველური ტყე კი არ არის, სადაც მხოლოდ ცხოველების ძვლებია დამარხული, ძველისძველი ცივილიზაციის ცენტრია, სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ადამიანები და ძველთაგანვე მიდიოდა ბრძოლა ზეციური სასუფევლისთვის, "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის", - როგორც ჩვენი დევიზი ღაღადებს. შენი მიწა - ძველი სასაფლაოები და ღვთის ტაძრებია. ცოდვის სიმძიმე იმაზეც არის დამოკიდებული, თუ სად იქნა ჩადენილი. ძარცვა ტყეში და ძარცვა ტაძარში - სხვადასხვანაირად ფასდება და სხვადასხვანაირად ისჯება.

თუ გიფიქრია ამაზე? გიგრძნია განსხვავება? თუ დაფიქრებულხარ, რატომ უშვებს უფალი იმ განსაცდელებს, თან რომ გდევს? თუ შეკითხვიხარ საკუთარ თავს, ბედი ჩვენ გაცილებით ძლიერად რატომ გვირტყამს, ვიდრე სხვა ქვეყანას?

იმიტომ, რომ ჩვენი მიწა მოწამეთა საფლავებით არის სავსე და უფრო მეტი წმინდა ტაძარი დგას, ვიდრე სხვა რომელიმე მიწაზე, დანაშაულის სიმძიმე კი დამოკიდებულია მისი ჩადენის ადგილზე. ესაა კანონი საუკუნო ეთიკისა, რომელიც ასე ხშირად და მწარედ დაგნესტრავს შენს წმინდა მიწაზე.

სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს
"ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკვდიდმდე შურისძიებულ იქმნეს", - ბრძანა ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი წინასწარმეტყველის პირით, - ისევე როგორც "ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკვდიდმდე შურისძიებულ იქმნეს". რამეთუ უფალმა დადო წყევა მათზე, ვინც "შევიდეს სახიდ მპარავისა და სახიდ მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღვიოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი" (ზაქარია 5,3-4).

ნუ იქურდებ, განსაკუთრებით კი სამშობლოს ნუ მოჰპარავ: ნუ მიითვისებ ნურც ხალხის ფულს, ნურც მიწას, ნურც ტყეს, ნურც წიაღისეულს - ნუ ხელყოფ შენი სამშობლოს სიმდიდრიდან რაიმეს, რამეთუ თუ იქურდებ, მოაწევ წყევას შენს თავს, შენს სახლს და შენს ქვეყანას. სადაც ქურდობაა, იქ მადლი არ არის, სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს. ამაზე მოწმობს წმინდა წერილი, რომლის პირველივე ფურცლებზე დაწერილია ღვთის მცნება: არა იპარო (გამოსვლათა 20,15).

ბიბლია, ჩვენი რწმენისა და საღვთო სჯულის უმთავრესი წიგნი, მშრალ ზნეობრივ მოძღვრებას კი არ ქადაგებს, ცხოვრებიდან მოიხმობს მაგალითებს, რომელიც მოწმობს, თუ რა შედეგი მოჰყვება ღვთის მცნებების გათელვას. გავიხსენოთ მხოლოდ ერთი საშინელი მაგალითი:

ისუ ნავეს ძემ იორდანე გადალახა და ხალხი ისრაელის აღთქმულ მიწაზე შეიყვანა. ქალაქს ქალაქზე იღებდა. იერიქონის ალყის წინ ბრძანა: იერიქონიდან წამოღებული მთელი ნადავლი უფლის საგანძურს უნდა გადაეცეს, არავინ გაბედოს რაიმეს აღება, საკუთარ თავზე წყევა რომ არ მოიწიოსო. აიღეს იერიქონი, ნადავლიც საკმაოდ იყო. მაგრამ ისრაელელთა შორის ერთი ქურდი აღმოჩნდა, კაცი, სახელად აქარ ქარმეს ძე. შესცოდა, რამდენიმე ოქრო, ვერცხლი, ლამაზი ტანსაცმელი მოიპარა და თავის კარავში მიწაში დაფლა.

ამ ქურდობის გამო უფალი მთელ ისრაელის ერს განურისხდა და ერთი ქურდის ცოდვისთვის მთელი ხალხი დასაჯა. იერიქონის აღებიდან მალევე ისუ ნავეს ძემ ქალაქ გაის ასაღებად მხოლოდ სამი ათასი კაცი გაგზავნა, რადგან იცოდა, ქალაქი სუსტად იყო დაცული. მაგრამ მოხდა ისე, რომ გაის მცხოვრებლებმა მომხვდურთა რაზმები ამოხოცეს. ხალხი უბედურებისგან ვაებდა, ისუ ნავინი პირქვე დაემხო უფლის კიდობნის წინ, თავზე ნაცარი წაიყარა და შეღაღადა უფალს, რატომ დაუშვი, ასე დავმარცხებულიყავითო. უთხრა უფალმა ისუს: "ცოდა ერმან მაგან და გარდაჰხდა შჯულსა ჩემსა, რომელი დავდევ მათა მიმართ და იპარეს შესაჩვენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა... არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქვენთანა, არა თუ განიშოროთ თქვენგან შესაჩვენებელი იგი" (ისუ ნავეს ძე 7,11-12). ეს რომ ნავინმა გაიგონა, მოროდიორის ძებნა დაიწყო და იპოვა იუდეველთა ტომში აქარ ქარმეს ძე. ამ ცოდვის გამო არა მარტო აქარი, არამედ მისი ძენი და ასულნიც სახალხოდ ჩაქოლეს. ასე რომ, ნურც შენ მოიპარავ სახალხო ხაზინიდან, რომ ამით უბედურება არ მოაწიო საკუთარ თავს, შვილებს და საკუთარ ხალხს. შვილების ნაპარავით გამომზრდელი, შხამით კვებავს მათ.

ლანძღავს თავის ქვეყანას, რადგან დამნაშავეა მის წინაშე
სხვებისთვის ზიანის მიყენება ისჯება. ვინც ერთ ადამიანს ავნებს, დაისჯება ერთი დაზარალებულის გამო, ვინც მრავალს გაამწარებს - დაისჯება მრავალთა წყენინებისთვის, ხოლო ვინც ზიანს მოუტანს თავის ქვეყანას - დაისჯება მისი მილიონობით მოქალაქის შეურაცხყოფისთვის. ამიტომ სახელმწიფოს ძარცვა გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე შარაგზის ყაჩაღობა.

ამის გარდა, ვინც ერთ კაცს ჰპარავს, შეძლებულს ქურდავს, სახელმწიფოს მძარცველი ყველა გადასახადის გადამხდელს ჰპარავს - არა მარტო შეძლებულს, არამედ უქონელსაც. რამეთუ სახელმწიფო გადასახადს ღარიბებიც იხდიან: მსახურები და მეეზოვეები; დღიური მუშა და მოჯამაგირე, მოსამსახურე თუ ჭურჭლის მრეცხავი; სხვისი დაქირავებული და საწყალი მაღაროს მუშა; გლეხი, რომელიც მიწას კავით ხნავს და მარტოხელა ბერიკაცები და დედაბრები. უქონელმა ვალით უნდა გადაიხადოს გადასახადები. სახელმწიფოს სალარო ავსებულია ობოლთა ცრემლებით და ოფლის მდინარეებით. გზა, რომლითაც ეს სიმდიდრე სახელმწიფო ხაზინაში მიედინება, ქვითინითა და ვაი-ვიშით არის დაგებული. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი უპატივცემულობა ხალხისა, ვიდრე ჩაყო ხელი სახალხო სალაროში და საერთო სახელმწიფო ქისიდან მოიპარო. ამაზე დიდი სისულელე არაფერია.

ხაზს ვუსვამ, რომ სახელმწიფოს ქურდობა - საშინელი სისულელეა და უკიდურესი უპატივცემულობა ხალხისა, რამეთუ ვინც ხალხს პარავს, ქურდავს იმას, ვისაც არაფერი აბადია. სახელმწიფოს ქურდი მისი მტერი ხდება. ის და სახელმწიფო მეომარ მხარეებად გადაიქცევიან. ქურდს თანდათანობით თავისი ქვეყანა სძულდება, სახელმწიფოს კი - ის. ქურდივით არავინ ლანძრავს თავის ქვეყანას. ეს საკვირველია, მაგრამ ფაქტია. პატივცემული ხელოსანი, რომელიც ნედლეულს ყიდულობს, სახელმწიფო გადასახადების გადახდისას იმდენად უკმაყოფილო არ არის მთავრობისა, როგორც ქურდი, რომელსაც ხელი სახელმწიფო ხაზინაში ანდა ბეღელში ჩაუყვია. ვისაც სამშობლო სძულს, გრძნობს, რომ ქვეყანაც სიძულვილით პასუხობს. მაშინ ის დაიწყებს უფრო მეტის პარვას, უფრო მეტად შეიძულებს თავის სამშობლოს და უფრო ხმამაღლა გალანძღავს. თვითონვე ვერ ხვდება, რატომ ლანძღავს სახელმწიფოს, მაგრამ მას რაღაც ძალა აიძულებს, გამოვიდეს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. სახელმწიფოს ლანძღვა-გინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქურდი ამით თავს იცავს ქვეყნისა და მილიონობით მოსახლის სიძულვილისგან. ქურდი იძირება და დახრჩობას იწყებს ამ სიძულვილის ზღვაში, თუმცა ის, რომ ქურდია, ქვეყანაში არავინ იცის ღვთისა და მის გარდა. მაგრამ მოქალაქენი ეჭვითა და საყვედურით უყურებენ, თვითონაც ვერ ხვდებიან, რატომ. ის კი ამ ეჭვებისგან თავს იცავს თავისივე სიძულვილით. ლანძღავს თავის ქვეყანას, რადგან დამნაშავეა მის წინაშე, ამ ლანძღვით კი თავს ამხელს. მაგრამ ეს დაფარულია კანონისა და წესრიგის დამცველთათვის, რადგან ეს ბრძოლა უხილავია, ფსიქოლოგიური, შინაგანი. ეს ყველასთვის არ არის გამოსაგები, მაგრამ ნათელია ღვთისმეტყველისთვის, რომელიც ხედავს, რომ სახელმწიფოს სიკეთე საწამლავად ექცევა მის გამქურდველს. მაშ განა სისულელე არ არის, მოპარვო საკუთარ ქვეყანას? კატაც კი, თუ ბრმა არ არის, არ გამოათრევს სამზარეულოდან ყველის ნაჭერს, თუ იქ დიასახლისს ხედავს. ადამიანისთვის კი სულიერი სიბრმავე დაუშვებელი სისულელეა. მხოლოდ სულელი იწყებს პარვას ყოვლისმხედველი ღმერთის წინაშე და არ ფიქრობს იმ სასჯელზე, რომელსაც ვერ გაექცევა.

დაუბრუნე სამშობლოს, რაც წაგლიჯე
ზღვის სიღრმიდან ამოჰყავდათ ჩაძირული ხომალდი. ეს მძიმე შრომა იყო: ბევრი გაწვალდა, ზოგიერთი დასახიჩრდა, ზოგმა სიცოცხლით ზღო. ხოლო როცა ხომალდი გადაარჩინეს, გახარებულებმა მისი მოწესრიგება დაიწყეს. მაგრამ აღმოჩნდნენ მათ შორის ისეთი უგუნურები, რომლებმაც ხომალდიდან ბევრი რამ მოიპარეს: დაფები და ლურსმნები, ბლოკები და ბაგირები, ფოლადის წნელი და ჯაჭვი, ზოგმა გემის საბიჯელა აწაპნა, სხვებმა - ლამპა და მავთულები, ზოგმა ბორტიც კი გატეხა, ტრიუმი რომ ენახა. ზოგიერთი კეთლგონიერი კი მიხვდა, რომ ხომალდს შეიძლებოდა კვლავ ჩაძირვის საფრთხე დამუქრებოდა. ისინი აფრთხილებდნენ, როცა წყალი ნახვრეტებიდან შემოაღწევს, კაპიტანი განგაშის ნიშანს მისცემს და ყველას ხომალდის გადასარჩენად მოუხმობს, შეიძლება მაშინ უკვე გვიანი აღმოჩნდეს, რადგან ხომალდს ზღვის ტალღები შთანთქავენო.

შენი სამშობლოს ისტორია ამ სურათის მიხედვით განიხილე და შიში შეგიკრავს ხელებს, მოპარვის ნებას არ მოგცემს. განა შენი სახელმწიფო ხომალდი 5 საუკუნე თურქულ წყლებში ფსკერზე არ იდო? დღეს ზემოთ ამოიტანეს, ხოლო რის ფასად, უკვე გითხარი. განა ღირს გამეორება იმავე ღვაწლისა, შვიდპირი ოფლის დაღვრა და სამშობლოს გადარჩენისთვის რამდენიმე თაობის გატანჯვა - მთელმა არმიებმა ზღვის ფსკერზე სიკვდილი პოვეს, სანამ ჩაძირულ სახელმწიფოებრივ ხომალდს მზის სინათლეს ანახებდნენ. ბევრი დასახიჩრდა და დაიჭრა, უამრავი ქვრივ-ობოლი დარჩა ამ ბოლო ასწლეულში! ასევე დაწყევლილია ღვთის სახელით ხალხისგან ის, ვინც სახელმწიფო ხომალდს ფსკერისკენ უბიძგებს!

ასე რომ, შეწყვიტე სახელმწიფოს ძარცვა, რომ შემოქმედის წყევაში არ მოხვდე, არ მოაწიო სასჯელი შენს შვილებს, ამ ქვეყნის მემკვიდრეებს. შეწყვიტე პარვა, შეწყვიტე ქურდობა, დაუბრუნე სამშობლოს, რაც წაგლიჯე. მოისმინე მცნება წმინდა პავლე მოციქულისა: "მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროისღა შურებოდნენ და იქმოდნენ კეთილსა თვისითა ხელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს".

შენს კაპიტალს საზღვარგარეთ ნუ გაზიდავ
გამოადექი სამშობლოს, ქურდობის ნაცვლად სარგებელი მოუტანე, მიეცი, დაუმატე, მიემხარე, თუ რაიმეს მოპარავ, ორმაგად დაუბრუნე. თუ ოთხმაგად დაბრუნება არ შეგიძლია, როგორც ზაქეს, რომელმან ღვთის საშინელი სიახლოვე იგრძნო, ორმაგად მაინც დაუბრუნე, სასწრაფოდ დაუბრუნე, სანამ ვინმეს არ შეუტყვია. ეცოდინება მხოლოდ ყოვლისმხედველ უფალს, ხალხი კი მაშინვე იგრძნობს და მტრად არ მიგიჩნევს. შენი შვილები ჯანმრთელნი და წარმატებულნი იქნებიან.

გახსოვდეს, შენი სახელმწიფოსგან იმაზე მეტი საფასური არ აიღო, რაც გეკუთვნის, და მადლობელი იყავი შენი ქვეყნისა.

თუ რაიმეს გაყიდი ან იყიდი შენს ქვეყანაში, ნურც ფასს მოუმატებ და ნურც დაკლებას ითხოვ. დაკმაყოფილდი იმაზე მცირე შემოსავლით, ვიდრე მაშინ იღებ, როცა საქმე მოქალაქეებთან გაქვს.

თუ რაიმეს მიაწვდი შენს სამშობლოს, მიაწოდე ისე, როგორც მოელაპარაკე, ზუსტად და პატიოსნად, ეცადე, ის რაც შეიძლება მეტი იყოს და უკეთესი და არა პირიქით.

თუ ქვეყნისთვის საზღვარგარეთ ნივთებს ყიდულობ, ნუღარ აიღებ პირად პროცენტს, რომელსაც უცხოელი ფაბრიკანტები და ვაჭრები გთავაზობენ, რადგან რასაც შენ ვითომდა ჩალის ფასად გაძლევენ, ის რაღაც სახით ქვეყნის გადასახდელი იქნება. ასე შენდა უნებურად საკუთარი ქვეყნის გამქურდველად იქცევი.

გიხაროდეს, რომ სახელმწიფო დღიურსა და საგზაო ხარჯებს გინაზღაურებს და თუ შეძლებ, ეს ხარჯებიც დაზოგე და სახელმწიფოს დაუბრუნე.

სახელმწიფოს ყოველთვის იმაზე მეტი გაუკეთე, რის ფასსაც გიხდის. მხოლოდ ამ ნამეტნავისგან იზომება სამშობლოსადმი სიყვარული. მხოლოდ ამ ნებაყოფლობით დაბრუნებული ნამეტნავისგან დგას ქვეყანა ფეხზე, ძლიერდება და განვითარდება.

შენს კაპიტალს საზღვარგარეთ ნუ გაზიდავ. ამით პატივს მიაგებ უცხო ქვეყანას, ხოლო საკუთარს ამცირებ და ქურდავ. ეს კი არის წყევის მომწევი ქურდობა. ის ქვეყანაა (სულერთია, დიდია თუ პატარა) საიმედო, სადაც მეფობს ხელისუფლებისადმი პატივისცემა. იცოდე, თუ დაიღუპება შენი ქვეყანა, მაშინ შენც დაიღუპები, ვიდრე გადაახტები საზღვარს და გულში ფულჩახუტებული უცხო მიწაზე გადახვალ. უსახელოდ მოკვდები შენს ქვეყანაში და შენი ფული უცხო ხალხში გაიფანტება. ეს იქნება სასჯელი საუკუნო ჭეშმარიტებისა, რომელიც ყოველივეს ხედავს და ყოველივე ესმის. "უგუნურო! ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, ეგე რომელი მოიმზადე, ვისა იყოს?" (ლუკა, 12,20) - გაფრთხილებს შეუმცდარი წიგნი.

ნუ გააძვირებ იმას, რასაც შენს ქვეყანას აძლევ და ნუ გააიაფებ, რასაც მისგან იღებ. ერთ სამსახურში სამშობლოსგან ორმაგ საზღაურს ნუ მოითხოვ - ესეც დაწყევლილი ქურდობაა. ჩუმად ნუ მოჭრი ხეებს შენი სამშობლოს ტყეებში - ესეც ქურდობაა. ნუ მიიტაცებ და ნუ მოხნავ სახელმწიფო მიწას - ესეც ქურდობაა. ნუ აიღებ შენთვის ნურც ერთ ნივთს სახელმწიფო საწყობიდან და ერთი გროშიც არ მიითვისო სახელმწიფო ხაზინიდან - ეს ქურდობაა.

სახელმწიფომ ხელი რომ ვერ გტაცოს, ქურდობაში გამხილებს ის, ვინც მეუფეა ყველა ხალხისა და "მეუფე დიდ ყოველსა ქვეყანასა ზედა" (ფსალ. 46,3). უფალი ღმერთი აძლევს მიწას ხალხს, რომელშიც ბევრი საპატიო მოქალაქეა, ართმევს იმ ხალხს (ერს), სადაც უმრავლესობა ღვთის მცნებებს პატივს არ მიაგებს. თუ ქურდავ შენს ქვეყანას და იგი დაიღუპება, მაშინ არავინ იქნება დამნაშავე, შენ გარდა.

თუ ერთ კაცს დინარს მოჰპარავს ქურდი, ერთი მცირე ქურდობის გამო დაისჯება და მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ თუ ერთ დინარს სახელმწიფოს მოჰპარავს, მაგალითად, იუგოსლავიას, მაშინ ის თხუთმეტ მილიონ სულს ჰპარავს და პასუხს აგებს თხუთმეტი მილიონი ქურდობისთვის. თუ ადამიანურ სამართალს არ ძალუძს, მილიონების მოპარვისთვის განაჩენი გამოიტანოს, მაშინ დასჯის მას ის, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის, რომელიც საუკუნო სამართლით სჯის და თუ მიუსჯის სამუდამო კატორღას, ეს კატორღა ჭეშმარიტად საუკუნო იქნება.

დაე, ისმინონ და დაიმახსოვრონ ეს სიტყვები მათ, ვისაც სახელმწიფო სიკეთე (ქონება) ეტკბილება: სახელმწიფოს ქურდი პასუხს აგებს მილიონობით ქურდობის ჩადენისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat