რატომ გავურბივართ სიკეთეს, მადლსა და ჭეშმარიტებას?
რატომ გავურბივართ სიკეთეს, მადლსა და ჭეშმარიტებას?
კეთილგონიერი არჩევანი საფუძველია, დასაბამია სიცოცხლისა, უკვდავებისა, უფლისმიერი თავისუფლებისა, თავისუფლება კი მომასწავებელი და მახარებელია გამარჯვებისა, სულის ცოდვისმიერი ტყვეობიდან დახსნისა.

ადამიანის მიწიერი ცხოვრება ყოველწუთიერი გამოცდაა, ტკივილი, დაცემა და აღდგინებაა. ჩვენი ყოფიერება არჩევანია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომლის გამყოფი ზღვარი ჩვენს გულში, გონებასა და შემეცნებაში გადის. თუკი სიცოცხლე ასე ძვირფასი და საყვარელია თითოეულისთვის, მაშ, რაში მდგომარეობს წარწყმედა, ტანჯვა, ტკივილი, კაცობრიობის უმრავლესობა სიკვდილს რატომ მსახურებს? როგორც თავად უფალი გვამცნებს: ფართო და იოლად სავალია გზა, რომელსაც წარსაწყმედელად მიჰყავს და "მრავალნი ვლენან მასზედ", ხოლო ვიწრო და ძნელია გზა და ბჭე, რომელიც ცხონებისკენ წინამძღვრობს და მცირედნი მოიპოვებენ მას. განა ადამიანი, რომელიც შვებასა და ლხენას, "სამოთხესა" და ნეტარებას ეძებს მიწაზე, ცდილობს, უკვდავი იყოს ამ წარმავალ სიკეთეთა წიაღში, ჯოჯოხეთსა და მარადიულ სიკვდილში ისურვებდა ყოფნას? სულთა საპყრობილეში, გოდების უფსკრულში, რომელსაც თვით დაცემული, ჰაერის მცველი ბნელი სულებიც კი ერიდებიან და ძრწოლასა და შიშს გვრით მისი სახელის ხსენება?

თუ სიცოცხლე და სიკვდილი, გადარჩენა და წარწყმედა მხოლოდ მართებულ არჩევანშია და აქ მთავრდება ყველაფერი, რაღატომ იღუპება სულთა უმრავლესობა, განა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი უკვდავი არსებისთვის ასე ძნელია ნათლისა და ბნელის, სიხარულისა და მწუხარების გარჩევა? რისთვის და რატომ გავურბივართ სიკეთეს, მადლსა და ჭეშმარიტებას?

მართებული ცხოვრება, უფლისკენ მიმართული სულიერი მსვლელობა მხოლოდ მის აღიარებასა და დადასტურებაში რომ მდგომარეობდეს, მცირედნი თუ მოაკლდებოდნენ სასუფევლისეულ დიდებასა და სიხარულს, მაგრამ მაცხოვარი ბრძანებს: "არა რომელმან მრქუას მე - უფალო, უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა". ამ სიტყვებშია ღვთაებრივი პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ცხონდება და რატომ არის იგი მრავალთათვის შეუძლებელი.

ჩვენ კი ხშირად იმ ზარმაც მიწათმოქმედს ვემსგავსებით, სხვების სიმდიდრესა და ქონებას რომ შენატრის და საკუთარი არაფერი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი მიწა აქვთ და მსგავს პირობებში ცხოვრობენ.

კეთილი რწმენა მეწინამძღვრე და მასაზრდოებელია სათნო ცხოვრებისა, რომელიც შეუძლებელია ცრემლის, შრომის, დარდისა და განსაცდელის გარეშე, მაგრამ როგორც მადლია ძლიერი ცოდვაზე, აღდგომა - დაცემაზე, ასევე მტკიცე და შეურყეველია უფლისმიერი ნუგეში ყოველნაირ მწუხარებასთან შედარებით. რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე აღმატებული, გამუდმებით რომ ესმის შეჭირვებულ სულს: "ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!" რწმენა, იმედი, სასოება ის უდიდესი და უძლეველი ძალაა, რომელიც ავსებს ჩვენში არსებული ზეციური კიბის ყველა ჩამტვრეულ საფეხურს, რასაც ცოდვით, უძლურებითა და საკუთარ თავზე მინდობით მოვიწევთ ხოლმე. გველის შხამივით მწარე, შემაძრწუნებელი, საშინელი და სულის შემძვრელია დაცემა, ცოდვა, გესლივით იღვრება გულში მისი მომაკვდინებელი შხამი და წამლავს, ასუსტებს ჩვენში არსებულ სულიერ ენერგიას, შემართებასა და საღვთო მოშურნეობას, მაგრამ საკმარისია, წამიერად მივაპყროთ გონების თვალი უფალს, მის ნათელსა და სიწმინდეს, სახარებისეული მეძავის მსგავსად ჩავეხუტოთ ჯვარცმასა და მაცხოვრის ხატს, გულიდან გადმოღვრილი, შინაგანი ტკივილით აღძრული სინანულის ცრემლით ვეამბოროთ და საშველად მოვუხმოთ მას, რომელიც მხსნელი და მაცხოვარია სოფლისა და ვნახავთ, როგორ განქარდება და საპნის ბუშტივით გასკდება ეშმაკისეული ზრახვები და შეგრძნებები.

"რომც მოვკვდე, მაინც შენ გეკუთვნის ჩემი სული, უფალო, ჯოჯოხეთად რომ იქცეს ჩემი ცხოვრება, მაინც შენ ერთადერთს მოგენდობი, რამეთუ ჭეშმარიტი ხელოვანი ხარ, რომელსაც გესმის მისი თითოეული ტკივილი, წუხილი, შეშფოთება. ვერავინ იგებს ჩემს გასაჭირს, მხოლოდ შენ წუხხარ ჩემს მწუხარებასთან ერთად, ჩემი სიხარული ჩემზე მეტად გახარებს და ჩემი ტკივილი გაცილებით მეტად გტკივა. როცა ვეცემი, აღმადგენ, მდგომარეს კი განმამტკიცებ. შენთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა, შენს გარეშე კი სიცოცხლე - სიკვდილი. ჩემი სულის მტრები გარს მომადგნენ და ყოველნაირად ცდილობენ მის განადგურებას, მაგრამ საკმარისია, მოვუხმო შენს წმინდა სულს ცრემლით და იმედით და სადღა არიან მამხილებელნი ჩემნი? როგორც მეძავს, ისე მპატიობ დანაშაულს და მიხსნი მათგან, რომლებიც "ქვებით" ცდილობენ ჩემს ჩაქოლვას, ცოდვილნი შენთან მასმენენ და სიკვდილს გამოითხოვენ ჩემთვის, მაგრამ შენი მიუწვდომელი კაცთმოყვარეობით არ მიმცემ დასასჯელად - ჯოჯოხეთისთვის, რომელიც სამართლიანად დავიმსახურე ჩემი ცხოვრებით. კვლავ ასე მიუგებ ავის მსურველებს: "ცოდვისაგან თავისუფალმა აღასრულოს მასზე ყოველი სასჯელი", - სიტყვები, ვედრება დამწუხრებული, დამძიმებული, მაგრამ ღვთის სასოებასთან, იმედთან შერწყმული და შედუღაბებული სულისა, რომელიც საკუთარ დაცემასა და აღდგომას უფალში, მის სამართალსა და განგებულებაში ხედავს, რადგან ერთია გამჩენი ყოველთა, ერთია ქრისტე - მხსნელი სოფლისა და ერთია სულიწმინდა - წყარო და არჩევანი სიცოცხლისა, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat