საგანძური ხარ ღვთისა, ოქროს ჭურჭელი ხარ შემოქმედისა. შენ კი სოფლის სიღატაკეს შეხარი, განუწყვეტლივ მისკენ მიიდრიკები
საგანძური ხარ ღვთისა, ოქროს ჭურჭელი ხარ შემოქმედისა. შენ კი სოფლის სიღატაკეს შეხარი, განუწყვეტლივ მისკენ მიიდრიკები
არსებობს სიხარული, რომელიც მიწიერი სიკეთეების მიღებისას მოგვენიჭება და, როგორც დროებითისგან ნაშობი, მათთან ერთადვე ქრება, მაგრამ არის ისეთი სიხარულიც, რომელიც მარადიულობის შეგრძნებას, საღვთო შემეცნებასა და განზრახულობას ახლავს თან და სიცოცხლისაგან, უკვდავებისაგან გადმოდინებულ წყაროს ჰგავს, რომელიც მთელი სისავსით არწყულებს მასზე დაწაფებულ ყოველ მწყურვალ სულს.

ამქვეყნიური ბედნიერება მეტად მცირე და ხანმოკლეა - სანამ მისით ტკბობას შეიგრძნობ, გაცილებით აღმატებული ტანჯვა და გაჭირვება ცვლის. შეძენისას წუხილი და შფოთვა არ განებებს თავს, ფლობისას მისი შენარჩუნების საშიშროება და დარდი განგლევს, დაკარგვისას კი კვლავ მოპოვების აღარ გჯერა. მაშ, სადღაა ადგილი ბედნიერებისა, მისით მიღებული სიამოვნებისა? ჯერ ვერც გაგიცნობიერებია, რომ მფლობელი ხარ და უკვე სხვის ხელშია საგანი შენი სიხარულისა. უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება. მხოლოდ ღვთისგან მომადლებული სიხარულია უცვლელი, მისგან დაპურებული გულია მარადის მაძღარი და მოდღესასწაულე, ვერავითარი დაბრკოლება წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს მის ღვთაებრივ ზემოქმედებას.

ცხოვრებისეული სიამოვნება სიზმრისეულ გატაცებას მიაგავს: ძილში შენთვის სასურველსა და სასარგებლოს ხედავ და ტკბები, გამოღვიძებისას კი მისგან აღარაფერი რჩება, აღარაფერი მოგყვება ცხადში. მიწიერი ბედნიერებაც სიზმარივით განქარდება მისით მოხიბლული სულისთვის, რადგან როცა "გაიღვიძებს უფალში", აეხილება სულიერი, ჭეშმარიტების შემმეცნებელი თვალი, მიხვდება, რომ მხოლოდ ერთია ის, რომელშიც ხარობს ყოველი ქმნილება და რომლითაც ცოცხლობს ქვეყნიერება, - უფალი.

სიცოცხლე უდიდესი სიხარულია ადამიანისა, ამიტომაც მას უნდა მსახურებდეს იგი თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე კი ღმერთია თავად, იგია ჭეშმარიტი ვაზი ცხოვრებისა, რომელზეც დამყნობილია უკვდავების მიმღები ყოველი ყლორტი. თითოეული ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, იგი ჭეშმარიტად ბედნიერია თავისი ყოფიერებით, რამეთუ შემოქმედის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. რა უნდა იყოს ამაზე დიდი და აღმატებული? ყველაფერი რომ დაკარგო, სრულიად რომ გაგთელოს და დაგჩაგროს წუთისოფელმა, ამ ბედნიერებასა და ნეტარებას მაინც ვერავინ წაგართმევს. სწორედ ხატებაშია ჩადებული უკვდავება, მარადიულობა და ნაყოფი ზეციური სიხარულისა. სადღა ეძებ ტკბობას? რით განიცდი სიამოვნებას? რატომ ამბობ, რომ უბედური და ყველასგან დავიწყებული ხარ, ნუთუ არ იცი, რომ ის, ვის ხატებასაც წარუშლელად ატარებ, მარად შენშია და შენზე ზრუნავს? რატომ შესჩივი სოფელს და ადანაშაულებ მას შენს დაცემასა და უბედურებაში? განა არ იცი, რომ მისი მთავრის - ეშმაკის საზრუნავი და საწადელი მხოლოდ შენი განადგურება და დაუსრულებელი ტკივილია? განა ამით არ ხარობს იგი? მაშინ რისთვის ეძებ შენს მტრებში სიხარულს, შეწევნასა და დახმარებას და უარყოფ ხატებას, რომელიც ღვთისგან გებოძა მასთან მადლისმიერი ერთობისათვის? შენშია სწორედ თითოეული სიკეთე და ამისთვის სძულხარ სოფელს, ყოველნაირად ცდილობს, არ დაგანახოს და შეგაგრძნობინოს ეს ბედნიერება. სურს, ბნელი ფარდა ჩამოაფაროს შენს სულში, რათა ისე გახვიდე ამ ქვეყნიდან, ვერც კი მიხვდე, რა სიმდიდრეს დაატარებდი. ყველაზე მდიდარი ხომ შენ ხარ, ადამიანო, რადგან საგანძური ხარ ღვთისა, რომელშიც მრავალგვარი სიმდიდრეა დავანებული, ოქროს ჭურჭელი ხარ შემოქმედისა. შენ კი სოფლის სიღატაკეს შეხარი, განუწყვეტლივ მისკენ მიიდრიკები და იმედგაცრუების მეტს ვერაფერს პოულობ მასში. ჩვენ უღირსნი ღირსნი შევიქენით საოცარი სიკეთისა, ენით გამოუთქმელი წყალობისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილში ვეძებთ სიცოცხლეს, სიღატაკეში - სიმდიდრეს და ბოროტებაში - სიყვარულს. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს იმ ადამიანის ცხოვრება, დღენიადაგ რომ მწუხარებს ამაო, ცრუ ფასეულობების შეძენისა თუ დაკარგვის გამო.

ბედნიერება რომ შეიგრძნო, აუცილებელია, ტკივილიც განიცადო, სისავსე რომ იცოდე, სიცარიელეც უნდა იხილო. "მიწაზე ვერ პოვებთ სუფთა სიკეთეს, რადგან ყველგან და ყველაფერში მასთან რაიმე ბოროტებაა შერეული: სიამოვნებასთან - სინანული, ცოლქმრობასთან - ქვრივობა, სიუხვესთან - შრომა და საზრუნავი, ამაღლებასთან - დაცემის შიში, სახელოვნებასთან - დანახარჯები, კმაყოფილებასთან - გადაჭარბება, ჯანმრთელობასთან - ავადმყოფობა" (წმინდა ბასილი დიდი).

ჩვენი სიხარული ჩვენზევეა დამოკიდებული, რადგან ბედნიერება ხელს მას უმართავს, ვინც რწმენით, გონიერებითა და სულგრძელობით ეხმარება საკუთარ თავს. სიხარული კეთილი ცხოვრების ნაყოფია, რომელიც ნუგეშნარევი ცრემლითა და დაუღალავი შრომით მოიპოვება. უფალმა ინებოს, რომ თითოეული ადამიანის მწუხარების ცრემლი გარდაქმნილიყოს ზეციური სიხარულის მომმადლებელ და მახარობელ ცრემლად, სიცოცხლის სიხარულით გადმოდინებულ ცრემლად, რამეთუ ერთია ქრისტე, რომელშიც არის ცხოვრება და სრულება ბედნიერებისა და რომელიც მეფობს სამარადისოდ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat