დიდ პარასკევს ადამიანი სჯიდა ღმერთს, საშინელ სამსჯავროზე კი უფალი განსჯის ადამიანს
დიდ პარასკევს ადამიანი სჯიდა ღმერთს, საშინელ სამსჯავროზე კი უფალი განსჯის ადამიანს
როგორც ერთ-ერთი ეკლესიის მამა წერს, თვით საშინელი სამსჯავროც არ იქნება დიდ პარასკევზე საშინელი. არა, ის უთუოდ ნაკლებად საშინელი იქნება, რადგან მაშინ მსჯავრმდებლად უფალი მოგვევლინება, დიდ პარასკევს კი ადამიანი სჯიდა ღმერთს, ადამიანი აფასებდა უფალს, აფასებდა ოცდაათ ვერცხლად...

კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა - ეს უდიდესი ცოდვაა ცისა და მიწის ისტორიაში. ასეთი რამ დაცემულ ანგელოზებსაც კი არ ჩაუდენიათ.

სამყაროს არასოდეს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და არც ასეთი სასტიკი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ შემოქმედისთვის ასე საშინლად... ადამიანებმა ტანჯეს ის, ვისაც ისინი ტანჯვისგან უნდა გაეთავისუფლებინა. ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, ვინც კაცი უკვდავებით შეამკო. ადამიანებმა უფალს სიკვდილი მიუსაჯეს, მან კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა. გვემას მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფას - ლოცვა-კურთხევით, სიკვდილის სანაცვლოდ უკვდავება მიაგო.

KARIBCHE

ადამიანებმა ღვარძლიანი უვიცობითა და უგუნურებით ქრისტე ჯვარს აცვეს, თუმცა მას დღესაც ღვარძლითვე ვაკრავთ ჯვარს. თითოეული ჩვენი ცოდვა დიდი პარასკევია მისთვის. ჩვენ ებრაელებზე უფრო საშინლად ვლანძღავთ მაცხოვარს. ებრაელებს შეეძლოთ, ნაკლებად ერწმუნათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ აღმდგარიყო მკვდრეთით. ჩვენ კი, რომელთაც უფალი, აგერ უკვე ოცი საუკუნეა, თვალნათლივ გვიმოწმებს თავის აღდგომას, აღდგომილ მაცხოვარს დავცინით. განა ქრისტეს ჯვარს არ აცვამს ყოველი, რომელსაც მხოლოდ სახელად ჰქვია ქრისტიანი?! განა ქრისტეს არ ვდევნით, როცა მის წმინდანებს, მის ეკლესიას ვდევნით?! განა ქრისტეს არ ვდევნით, როცა მშიერს არ ვაპურებთ, შიშველს არ ვმოსავთ, უძლურს არ შევეწევით?! მაცხოვარი შეგვაგონებს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ". თუმცა ვერც ერთი აზრი, ვერც ერთი სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს ადამიანის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნებელი წამისა, როდესაც საშინელ სამსჯავროზე უფლის პირით ჩვენს საბოლოო განაჩენს მოვისმენთ.

სამსჯავროს კი საშინელი იმიტომ ეწოდება, რომ ის საყოველთაო იქნება. სიკვდილს ვერავინ გაექცევა. ვერც საშინელ სამსჯავროს დააღწევს თავს ვინმე - მკვდრეთით აღდგებიან მართალნიც და ცოდვილნიც. სამსჯავროს საშინელი იმიტომაც ჰქვია, რომ მასზე გაშიშვლდება ყველა ჩვენი საქმე, ყველა ჩვენი აზრი, სიტყვა, ღრმა, დაფარული გულის ზრახვები. ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად სცოდავს, რადგან იმედი აქვს, მისი უკეთურების შესახებ ვერავინ შეიტყობს, ჩვენ ხომ თავმომწონენი ვართ და ვუფრთხით, ვინმემ ჩვენზე ცუდი არ იფიქროს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარსო, წერს ერთი წმინდა მამა. ადამიანმა რომ იცოდეს, მისი ცოდვის შესახებ წამსვე ყველა შეიტყობს, ცოდვას არ ჩაიდენდა. საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანებს ე.წ. გულის მეხსიერება გვაქვს. მას გულის საკანს უწოდებენ, სადაც იწერება ყველაფერი - მთელი ჩვენი შინაგანი თუ გარეგანი ცხოვრება. და აი, საშინელ სამსჯავროზე გადაიშლება ეს წიგნი, დაწერილი ჩვენი სულის სიღრმეში, და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როგორები ვართ სინამდვილეში. დავინახავთ, რამდენჯერ მოგვიხმობდა სულიწმინდა გადარჩენისკენ, გვსჯიდა, გვიწყნარებდა, ჩვენ კი მედგრად ვეწინააღმდეგებოდით ღვთის წყალობას და ცოდვებისა და ვნებებისაკენ მივილტვოდით მხოლოდ...

KARIBCHEდა, რაც მთავარია, საშინელი სამსჯავრო საბოლოო იქნება ჩვენთვის. სანამ ამქვეყნად ვცოცხლობთ, გამუდმებით შესაძლებელია სინანული - ცოდვის საპყრობილიდან თავისუფლებისაკენ გამავალი კარი. საშინელ სამსჯავრომდე ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა შეგვეწევა, მაგრამ ამის შემდგომ სამსჯავრო აღარ იქნება. განკითხვის დღეს საბოლოოდ გაიყოფა კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი...

წმინდა წერილი ხატოვნად გადმოგვცემს მართალთა მარადიულ ცხოვრებას საყოველთაო სამსჯავროს შემდგომ და ამასთან დამაჯერებლად ლაპარაკობს ცოდვილთა უეჭველ, საუკუნო ტანჯვაზე. შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: განა ყოვლადმოწყალე უფალს ცოდვილთა ტანჯვა სურსო? საქმე ისაა, რომ უფლის გამოუთქმელ წყალობასა და სამართლიანობას შორის საზღვრები ჩვენი დასადგენი არ არის. შემოქმედს "ნებავს, ყოველი კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (I ტიმ. 2,4). მაგრამ საკუთარი ბოროტი ნებით ადამიანს შეუძლია, ხელი ჰკრას საღვთო მოწყალებასა და ცხონების საშუალებებს. წმინდა იოანე ოქროპირი საშინელი სამსჯავროს განმარტებისას შენიშნავს: "როდესაც უფალი სასუფეველზე ლაპარაკობდა, ბრძანა: "მოდით, კურთხეულნო... დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული"; და დაურთო: "ქვეყნის დასაბამიდან" (მთ. 25,34). ხოლო ცეცხლზე საუბრისას დასძინა: "რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის" (მთ. 25,41). რამეთუ მე სასუფეველი განვამზადე თქვენთვის, ცეცხლი კი ეშმაკისა და მის მსახურთათვის; და რადგან ცეცხლს განუმზადეთ თავი, თქვენს თავსვე დააბრალეთ".

წმინდა მამათა ნაწერებიდან ჩანს, რომ ზნეობრივი შეგნების ამაღლებასთან ერთად მწვავდება ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობაც; მძაფრდება შეგნება საღვთო მცნებათა დარღვევის გამო სასჯელის გარდუვალობისა და შიში, არ შეურაცხვყოთ უფალი. თუმცა იზრდება უფლის მოწყალებისადმი სასოებაც. აუცილებელია, გვქონდეს საღვთო მოწყალების იმედი და შევთხოვოთ უფალს - მოგვმადლოს იგი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat