"როგორც ყველა, ჩვენც ისე ვცხოვრობთ"
"როგორც ყველა, ჩვენც ისე ვცხოვრობთ"
სასჯელის უმაღლესი ზომა
ადამიანთა მოდგმის უმრავლესობა დაუფიქრებლად ცხოვრობს და ფლანგავს სიცოცხლის დღეებს, ფუჭად წარმართავს ღვთივბოძებულ ნიჭებს. ღმერთთანაც კი აქვს სადავო და საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ცდომილებების მუდამ გამართლებაშია: "კაცი არ მომიკლავს და სხვა რა შემიცოდავს", "ღმერთო, რა შეგცოდე ამისთანა", "ეს მეკუთვნოდა ახლა მე, ღმერთო"... მუდამ ამგვარი აზროვნებით და ტერმინოლოგიით წარიმართება კაცობრიობის ავად სახსენებელი ცხოვრება. არადა კაცსაც კლავენ და უარესსაც სჩადიან, სცოდავენ ბევრს და შესაბამისი სასჯელი რომ მიიღონ, მათი ფერფლიც კი აღარ დარჩებოდა დედამიწაზე. მაგრამ ღვთის მოწყალებას საზღვარი არა აქვს ისევე, როგორც ადამიანთა უმადურობას. წარამარა გაიგონებთ თავის მართლებას - "როგორც ყველა, ჩვენც ისე ვცხოვრობთ", "ყველა ასე ცხოვრობს და რა ვქნათ", "ყველა ასე იქცევა, ყველა ასე იცვამს" და ა.შ. აპელირება მუდამ ამ "ყველაზე" მოდის, თითქოსდა ღვთის მცნებების და თავად ღმერთის "ყველათი" "დაშანტაჟება" შეიძლებოდეს. ღმერთს ვერ შევაშინებთ "ყველათი", რადგან ერთხელ უკვე გვანახა, რომ ყველაფრის შემოქმედია: როცა ყველა განუდგა, "ყველა" დაღუპა წარღვნით, ნოეს ოჯახის გარდა, როდესაც ხუთ ქალაქში (სოდომი, გომორი, სეგორი...) ათი მართალი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ცეცხლოვანი გოგირდოვანი წვიმით გაანადგურა "ყველანი", მართალი ლოთის ოჯახის გარდა. ასე რომ, "ყველა" არგუმენტი არ არის უზნეო ცხოვრებისთვის, თორემ სიკვდილს დავიმსახურებთ, ოღონდ არა სხეულის და სულის გაყრას (რა თქმა უნდა, ესეც იგულისხმება), არამედ, სამწუხაროდ, მარადიულ ღვთის გარეშე ყოფნას, რაც მარადიული სიკვდილი და ტანჯვაა. ვნახოთ, როგორ უყურებს წმინდა წერილი სასჯელს, თანაც უმაღლეს სასჯელს - სიკვდილს.

აქ არის ის 21 დანაშაული, რომლებიც ძველი აღთქმის დროს სიკვდილით ისჯებოდა:

1. მკვლელობა

2. კადნიერება მსაჯულის წინაშე

3. მუცლის მოშლა

4. ცრუმოწმეობა მძიმე დანაშაულზე

5. მორქენალი ხარის პატრონის დანაშაულებრივი დაუდევრობა

6. კერპთაყვანისმცემლობა

7. ღვთის გმობა

8. ჯადოქრობა

9. ცრუ წინასწარმეტყველება

10. განდგომილობა

11. შაბათის დარღვევა

12. ჰომოსექსუალიზმი

13. ბესტიალიზმი

14. მრუშობა

15. გაუპატიურება

16. ინცესტი

17. მშობლების ლანძღვა

18. შვილების ურჩობა

19. ადამიანების გატაცება

20. მღვდლების სიმთვრალე

21. არაცხებული ადამიანებისგან სიწმიდის ჭურჭლის შეხება.

ამ ნუსხაში რამდენიმე საგულისხმო დეტალს შევნიშნავთ: მხოლოდ პირველი ხუთი შეიცავს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულობებს, ფაქტობრივადაც და პოტენციურადაც, დანარჩენი თექვსმეტი - განსხვავებული დანაშაულობებია, თუნდაც არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია მკვლელობისკენ გვიბიძგოს (გაუპატიურება), ხოლო სხვებს კი შეუძლიათ ხელი შეუშალონ მკვლელებს (შვილების ურჩობა), მომდევნო რვა (12-19) ეხება სხვადასხვა ზნეობრივ საკითხს, ბოლო ორი კი (20-21) აირეკლავს ცერემონიალურ ვალდებულებებს, თუმცა სიმთვრალე ზნეობრივ საკითხებსაც უკავშირდება (იგავ. 20:1; 23:21).

სიკვდილით დასჯა წმინდა წერილში ძველი აღთქმის დასაწყისიდანვე იგულისხმება. ის მეორდება წმინდა წერილში ახალი აღთქმის ჩათვლით.

სიკვდილით დასჯის საჭიროება იგულისხმება ადამიანის ბუნებაში. ადამიანური არსებანი - მამაკაცი და დედაკაცი - შექმნილნი არიან ღვთის ხატად (დაბ. 1:27). ისინი ემსგავსებიან და წარმოადგენენ ღმერთს დედამიწაზე. მათი კვლა არის შეტევა მათ შემქმნელ ღმერთზე, ეს არის მისი სუვერენულობის უგულებელყოფა ადამიანურ სიცოცხლეზე (II რჯ. 32:29). ამ მძიმე დანაშაულისთვის ღმერთმა მოგვიანებით ნათლად განაცხადა, რომ მოითხოვს სიკვდილით დასჯას (დაბ. 9:6). თუმცა ასეთი სასჯელი იგულისხმება თვით დანაშაულის ბუნებაში, რაც ადრევე გამოიკვეთა პირველი მკვლელის, კაენის შემთხვევაში.

კაენმა დაიმსახურა და ელოდა სიკვდილით დასჯას. ამაზე მრავალი მაჩვენებელი მიუთითებს. ღმერთმა თქვა: "შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს" (დაბ. 4:10). ეს ღაღადისი სისხლის (სიცოცხლის) შურისძიებისთვის მკაფიო მაჩვენებელია იმისა, რომ სამართალი უკან მოითხოვს სიცოცხლეს. კაენი თავადაც მოელოდა შურისძიებას, როდესაც თქვა, "ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა" (მუხ. 14). მაგრამ არ არსებობდა არანაირი მთავრობა, არც არავინ იყო დარჩენილი (გარდა კაენის მამისა და დედისა), კაენი რომ დაესაჯა და ღმერთმა პირველად შეცვალა მისი დამსახურებული სასიკვდილო განაჩენი - კაენი დევნილად და მოხეტიალედ აქცია დედამიწაზე. ღმერთია სიცოცხლის შემოქმედი და მას აქვს ამის უფლება. მაგრამ ბიბლიის ტექსტი მაინც ცხადყოფს, რომ სიკვდილით დასჯა მოსალოდნელიც იყო და დამსახურებულიც.

ღმერთმა სიკვდილით დასჯის უფლება მისცა ადამიანურ მთავრობას. ნოეს დრომდეც სჯიდნენ სიკვდილით, თუმცა ეს საქმე, მკვლელზე შურისძიება, ნათესავებს ჰქონდათ მინდობილი (დაბ. 4:14). სიკვდილით დასჯის დაწესებით ღმერთმა მოკლულის ოჯახის წევრებს გამოაცალა სამართალი და მახვილი ადამიანურ მთავრობას მისცა ხელთ. ამ გზით სამართალს შეეძლო, უფრო ობიექტურად, პერსონალური შურისძიებისა და ემოციური ფაქტორის გარეშე განხორციელებულიყო. ასე რომ, ნოე არ ყოფილა პირველი, ვისაც გადაეცა სიკვდილით დასჯის უფლება (დაბ. 9:6), ანუ ღმერთმა დაადგინა ადამიანური მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო სამოქალაქო ძალაუფლება.

სიკვდილით დასჯა შეუერთდა მოსეს რჯულს, როდესაც ღმერთმა სასჯელის ეს ფორმა დაუწესა ისრაელს (გამოს. 21). სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულობებისთვის დასაწყისიდანვე იყო ნაგულისხმევი (დაბ. 4) და ნოეს დროს მიეცა ეს უფლება ადამიანურ მთავრობას, (დაბ. 9:6). მოსეს რჯულმა კი იგი გაავრცელა სხვა რელიგიურსა და რიტუალურ დანაშაულობებზე. ისრაელი იყო ღვთის რჩეული ერი (გამოსვ. 19), თეოკრატიული სახელმწიფო და ამიტომ ისრაელი ხშირად გაუკიცხავს ღმერთს ამ საგანგებო კანონების დარღვევის გამო. შაბათის დარღვევისთვის ადამიანებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ (გამოს. 31:14). რაც შეეხება სხვა ერების სიკვდილით დასჯას, ღმერთს არასოდეს უბრძანებია სხვა ერებისთვის, თაყვანი ეცათ შაბათობით ანდა მიეცათ მეათედი იერუსალიმის ტაძრისთვის. ე.ი. წარმართ ერებს არ გაკიცხავდნენ ამის გაუკეთებლობისთვის, თუმცა განისჯებოდნენ სიამაყისა და უსამართლობის ცოდვებისთვის (ნახ. აბდ. 1).

მოსეს, ღვთის ჩაგონებით, არ დაუწესებია სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულობებისთვის; მან მხოლოდ გადმოიტანა ის ღვთის კანონში (რჯულში), მაგრამ სიკვდილით დასჯა გაავრცელა სხვა არასასიკვდილო დანაშაულობებისთვის; არ დაუწესებია სიკვდილით დასჯა სხვა ერებისთვის, მაგრამ იყენებდა ღვთის რჩეული ხალხისთვის.

მძიმე დანაშაულობებისთვის სიკვდილით დასჯა მოსეს რჯულთან ერთად იყო დადგენილი და დარჩა მოსეს რჯულისთვის უნიკალური დებულებების გაუქმების შემდეგაც (ებრ. 7-8).

სიკვდილით დასჯა კვლავ გაცხადდა ახალ აღთქმაში. მძიმე დანაშაულობებისთვის სიკვდილით დასჯა ღმერთს, მოსეს რჯულივით, მხოლოდ ისრაელისთვის არ ჰქონდა გადაცემული (II. რჯ. 4:8, ფს. 147:19-20). ის მიეცა ნოეს მთელი კაცთა მოდგმისთვის (დაბ. 9:6, 9-10) და ვინაიდან ღმერთს არასოდეს გაუუქმებია ეს სასჯელი (ისე, როგორც გააუქმა დედამიწის წყლით წარღვნის სასჯელი აღთქმის დადებით (დაბ. 9:11)), ამიტომაც ჯერაც ძალაშია მთელი მოდგმისთვის.

მახვილი, რომელიც ღვთისგან გადაეცა ადამიანურ მთავრობას სიკვდილით დასჯისთვის (დაბ. 9:6), კვლავ გამოკვეთილად გაცხადდა ახალ აღთქმაში (რომ, 13:14). იესომ აღიარა ეს პილატეს წინაშე (იოან 19:11), პავლემ - რომაელთა წინაშე (საქმ. 25:11). ასე რომ, სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულთათვის, მოსეს რჯულის წინ დადგინდა და მის შემდეგაც განმეორდა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat