რა არის რელიგიურობა
რა არის რელიგიურობა
კერძო ბარათიდან
წინამდებარე ნაწყვეტი ამოღებულია კომუნისტური რეპრესიების შედეგად სამშობლოდან დევნილი ცნობილი რუსი ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის, ივან ილინის ნაშრომიდან "გზანი ხილულობისანი", რომელიც მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა.

მისი ცხედარი რამდენიმე წლის წინ ცნობილი რუსი თეთრგვარდიელის, დენიკინის ცხედართან ერთად დაუბრუნდა სამშობლოს და რუსეთის პატრიარქმა, ალექსი მეორემ მათი სულის საოხად საგანგებო წირვაც აღავლინა.

ივან ილინის ფიგურა ტრაგიკული და საინტერესოა - ლენინის ცნობილი "დეკრეტის" შემდეგ მას სასიკვდილო განაჩენი სამშობლოდან სამუდამო გადასახლებით შეუცვალეს, თუმც არც ევროპაში ღირსებია მშვიდი ცხოვრება.

იგი 1883 წელს მოსკოვში დაიბადა. მშობლებმა ჩინებული საოჯახო განათლება მისცეს, შემდეგ წარჩინებით დაასრულა მოსკოვის გიმნაზია და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ემზადებოდა პროფესორის ხარისხისთვის და ამ მიზეზით სამეცნიერო მივლინებით ორი წლით გერმანიაში მოუწია გამგზავრება.

შემდგომი ათი წელი - სამართლის ფილოსოფიის მაგისტრის, შემდგომ კი პროფესორის ხარისხით მოსკოვის უნივერსიტეტში იღვაწა. ამ პერიოდში სერიოზულად დაინტერესდა წმინდა ფილოსოფიური იდეებით და არაერთი ნაშრომი უძღვნა ძველ ბერძენ და ახალი გერმანული ფილოსოფიის კლასიკოსებს.

ივან ილინის მსოფლმხედველობა და მოღვაწეობის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა წითელი ხელისუფლებისთვის, თავადაც მტრულად შეხვდა ოქტომბრის გადატრიალებას და სამეფო დინასტიის განადგურებას, ულმობლად ამხილებდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას, რის გამოც გამუდმებით დევნიდნენ. 1922 წელს იგი მეექვსედ დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მალე სამუდამო გადასახლებით შეეცვალა.

1923 წლიდან იგი ბერლინის რუსულ სამეცნიერო ინსტიტუტში მოღვაწეობს, სერიოზულად ჩაუღრმავდა რელიგიას, კულტურასა და ფილოსოფიას და არაერთი საინტერესო და ღრმა ნაშრომი შექმნა, ამასთან გამოსცემდა ემიგრანტულ ჟურნალ "რუსკი კოლოკოლს".

ნაცისტებთან გამწვავებული ურთიერთობის გამო 1938 წელს გერმანიიდან გაიქცა და ციურიხის გარეუბანს შეაფარა თავი. ფაშისტთაგან დაშინებული შვეიცარიის ხელისუფალნი ერთხანს გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ შემდგომ სერგეი რახმანინოვის და სხვათა დახმარებით შეძლო, ნელ-ნელა გამოსულიყო სამეცნიერო ასპარეზზე, კითხულობდა ლექციებს, გერმანულ და რუსულ ენებზე ქმნიდა და გამოსაცემად ამზადებდა ნაშრომებს, რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით, მისი გარდაცვალებიდან (1954წ.) კარგა ხნის შემდგომ გაიცნო მკითხველმა. ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, დაუსრულებელი დარჩა და რაც გამოქვეყნდა, ისიც მისი მეუღლისა და მკვლევარ ნიკოლოზ პოლტორაცკის მეოხებით. ვინც მისი შრომებიდან ერთ ნაკვეთს მაინც გაეცნობა, აუცილებლად აღიარებს, რომ უაღრესად ღრმა, რელიგიური და საინტერესო უცნობი აღმოაჩინა, რომელიც ყველაფერს მართლმადიდებლობისა და ზნეობის თვალთახედვით ხსნის და მიიჩნევს, რომ ყოველი კრიზისი რწმენის ნაკლებობის შედეგია.

ძვირფასო მეგობარო!

სულაც არ არის იოლი, პასუხი გაგცე კითხვაზე, რომელსაც ასეთი ულმობელი სიმკაცრით მისვამ. ის ხომ ადამიანობის ყველაზე ღრმა და ფაქიზ საკითხებს განეკუთვნება. საქმე შინაგანი სამყაროს იმ ინტიმურ სფეროს ეხება, რომელშიც ყველაზე მთავარი აუწერლად და ენით გამოუთქმელად წარმოჩინდება, იმნაირად, რომ ზოგჯერ საკვლევ საგანთან მიახლოება სრულიად შეუძლებელი ჩანს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ლოგიკურ განსაზღვრებებსა და მათ ამომწურავ სიზუსტეზე.

რწმენასა და ურწმუნოებას, რელიგიურობასა და არარელიგიურობას შორის უამრავი თავისებური შუალედური მდგომარეობაა, როცა ადამიანი ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, ვერ გაუბედავს, ეჭვები აწუხებს, თანაც არსებობს ამ მდგომარეობიდან როგორც ჭეშმარიტ რწმენამდე აღმყვანი, ისე ბრმა მძვინვარებამდე დამამდაბლებელი გზები.

ზოგჯერ თეორიული ურწმუნოების მიღმა საიდუმლოდ ღვივის ნამდვილი და ღრმა რელიგიურობა და პირიქით - ხშირად ნათლად გამოხატული ეკლესიური ღვთისმოსაობის უკან იმალება სავსებით უგონო სული თავისი მშრალი და უსულგულო ფსიქიკური მექანიზმებით, რომლებიც მეცნიერებაში "აკვიატებულობის" ან "ფეთიანობის" სახელითაა მონათლული...

უამრავი ადამიანი თავს ამა თუ იმ სარწმუნოებას მიაკუთვნებს, მაგრამ სრულიად ურწმუნოა. ბევრია "ქრისტიანი", რომელსაც სრულებით არ სწამს ღმერთი და არც ის ძალუძს, ქრისტეს შესახებ საკუთარ შვილებს მართებულად ესაუბროს. და არავინ იცის, გაუღვივდებათ თუ არა, ან როდის გაუღვივდებათ ცხოველმყოფელი რელიგიური გრძნობა...

ამიტომაც არ შეიძლება ამ სფეროში ნაჩქარევად გამომცხვარი ლოგიკური განსაზღვრებების მოთხოვნა და თუ მავანნი ასეთ განსაზღვრებებს გვთავაზობენ, ჩვენ მათდამი უნდობლობის სრული საფუძველი გვაქვს.

მაგრამ შევეცდები, რამდენიმე არსებითი ნაკვლევ-მიგნებული მითითება შემოგთავაზო, რომელთა მიხედვითაც რელიგიური ადამიანის გამოცნობა შეგვიძლია.

უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ რელიგიურობა განკერძოება კი არა, გამთლიანებაა, მას ადამიანის შინაგანი გაერთიანების, პიროვნებისთვის რეალური მთლიანობის - "ტოტალურობის" მინიჭების საოცარი უნარი აქვს. ინსტინქტის, სულისა და გონის განცალკევებულ მიდრეკილებათა და მთავარი სასიცოცხლო ნაკადის გამთლიანება სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხგვაგვარად ხორციელდება, მაგრამ იგი ყველგან სუფევს, სადაც რელიგია თავის სულიერ ღირსებას ინარჩუნებს. რელიგიური ადამიანი "მონოლითს" ჰგავს. თუ მოკლედ ვიტყვით, ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა ვუწოდოთ რელიგიური, თუ შეძლებს, - და რამდენადაც შეძლებს, - გახდეს სულიერად ერთიანი. ისეც ხდება, რომ კაცი ამგვარ სულიერ ერთიანობას მხოლოდ ცხოვრების უძნელეს ჟამს გამოავლენს... სწორედ ამ დროსაა იგი ჭეშმარიტად რელიგიური. თუმცა, შესაძლოა, საქმე ისეც წარიმართოს, რომ ადამიანი თავისი უგვანი ან დანაშაულებრივი ცხოვრების ბოლოსღა ამაღლდეს შინაგან, სულიერ-გონიერ ტოტალურობამდე, მსგავსად იმ "ბავშვების მყიდველებისა", რომლებზეც ვიქტორ ჰიუგო მოგვითხრობს რომანში "კაცი, რომელიც იცინის": გაშლილ ოკეანეში მათ ქარიშხალი დაატყდებათ თავს. გემი იღუპება და ისინიც პირველად აღავლენენ ღვთისადმი ლოცვას, თან მუხლმოდრეკილნი წყალში იძირებიან...

თუ ადამიანი სულიერად სუსტი, გახლეჩილი და დაბნეულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი რელიგიურობა ახლაღა აღორძინდება, ანდა პირიქით - იხრწნება და იღუპება. ასეთ კაცს ლოცვა არ შეუძლია. ვისაც უცდია, მსგავს ვითარებაში ელოცა, კარგად იცის, რომ ეს იყო ერთ არსებად შეკვრის და თუნდაც წამით სულიერ-ტოტალურ არსებად ქცევის მცდელობა.

ასე რომ, შეგვეძლო გვეთქვა: რელიგიური ის არის, ვისაც ლოცვის უნარი აქვს. მაგრამ ლოცვა იმას როდი ნიშნავს, მლოცველის პოზა მიიღო და გარკვეული სიტყვები წარმოთქვა. არსებობს უსიტყვო ჭვრეტის, ჩუმი მადლიერების, ზეციურ სიკეთეში თვითშთანთქმის ლოცვები. ამგვარი ლოცვების ღაღადისი ყოველთვის ინარჩუნებს რელიგიურ ხასიათს - ეს არის ადამიანური ცეცხლის ღვთაებრივამდე ამაღლება და ღვთიური ნათლით გასხივოსნება.

საზოგადოდ, რელიგიის არსი ის არის, რომ ადამიანს ეწვევა და ეუფლება ზეშთაგონება. არსებობს უზენაესი გაცისკროვნება, საბოლოო და ჭეშმარიტი ხილულობა - სიცხადე, მაგრამ ეს არ არის იმგვარი "ზეშთაგონება", ერთი ხილვით რომ შემოიფარგლება, ცივ ხედვას ოდნავ მიეახლება და უნაყოფოდ გაეყრება. ზეშთაგონება წარმოსახვის ცნობისმოყვარე თვალს არასოდეს ეწვევა. იგი მკვდარ სულიერ ზედაპირზე კი არ ჩერდება, შინაგან სამყაროში იჭრება, რომ ზეიდუმალ გრძნობიერებას დაეუფლოს. იგი შემხები კი არა, გადამკვეთი ხაზია, გულის უკიდურეს კუნჭულში, ნების სათავეებში რომ იჭრება და ინსტინქტის დაბინდულ სივრცეს ელვასავით ასხივებს. მისი სხივი სულს ინსტინქტურ გონიერებამდე მსჭვალავს, ინსტინქტურად დახშულ გონს ნათელი სხივივით უხელს თვალს, რომ გააბედნიეროს და მისი სიღრმიდან პირუკუ აღმობრწყინდეს. ალის სახიერებით ის ნებელობის ცეცხლს აჩაღებს და ნებას სულიერი ცხოვრების სურვილი უჩნდება, რათა თავისი ციხესიმაგრიდან და კეთილყოფიერებიდან ეს ნება ღვთაებრივი ალის ერთიანობაში გაითქვიფოს...

სწორედ ამას უწოდებს მაკარი მეგვიპტელი, ეს ღვთისმიერი ცოცხალი მგზნებარება, "შერწყმას" (კონკრეტულობას), რელიგიურობა კი ცხოვრებაა, რომელიც ამ თავისუფლად და გულწრფელად მიღებული, იდუმალი და ნეტარი შერწყმადობიდან მომდინარეობს.

ხატოვნად თუ ვიტყვით, ეს შეიძლება ამგვარად აღვწეროთ: ზეციდან ელვა ეცემა და მუხას ძლიერი ცეცხლი ეკიდება. რაც უფრო მაღალია ხე, მით უფრო ახლოსაა ელვა და მით უფრო შორს ანათებს ხიდან ავარდნილი ალი. ან კიდევ: ელვა მძინარე ვულკანს ეცემა და ისიც ამოფრქვევით პასუხობს, და ამ ამოფრქვევას ამიერიდან დასასრული აღარ ექნება...

ზეშთაგონების აღქმის შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება და ეს ახალი ცხოვრება - რელიგიური ცხოვრებაა. მადლის სხივით განმსჭვალული ადამიანი ერთიანდება, მთლიანდება და ლოცვაც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეხვედრისკენ სწრაფვა ან სულიერი თვალის ახელა სხვის შესახვედრად, ან ღვთაებრივი ძალისადმი მიმართული ძახილი.

ამიტომ რელიგიურობა, რაიმე ადამიანური "თვალსაზრისი", "მსოფლშეგრძნება" ან "დოგმატურ-მორჩილი აზროვნება და ცნობიერება" კი არა, მთლიანი ცხოვრებაა, თანაც - შემოქმედებითი; ის ახალი რეალობაა, რომელიც ადამიანურ სამყაროს იმისთვის მოევლინა, რომ იგი შემოქმედებითად ჩააქსოვოს დანარჩენ სამყაროში; ეს არის მიახლება ღვთის სამყაროსთან, თანაც ამ ახალ, პირად ადამიანურ წერტილში, და უფრო მეტიც: იგი ღვთიური "ენერგიის" ახალი გამოცხადებაა ადამიანურ სამყაროში, ღვთაებრივი სინათლის, სიკეთისა და ძალის ახალი სამოსელია ახალ ადამიანურ გულში...

ვინც ამ მოვლენას უცხო თვალით უყურებს, ცოტა რამ იცის აღნიშნული რეალობის შესახებ და "სუბიექტური თვალსაზრისის" შეცვლასა და მოცემული პიროვნების "პირად ქცევაზე" საუბრობს, მაგრამ განახლებული ადამიანი რაღაც სხვას განიცდის - საკუთარ თავში ახალ რეალობას შეიგრძნობს, რომელიც ეუფლება მის პიროვნებას, აერთიანებს და ახალ სამყაროს ახლებურადვე აზიარებს. ილია მურომეცის მსგავსად, იგი ახალ ძალმოსილებას გრძნობს, რომელიც უსაზღვროდ წარმოუდგება. ეს ძალმოსილება, გარკვეული თვალსაზრისით, "თვითონვეა" - სწორედ აქედან მომდინარეობს მისი გაზრდილი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, ეს ძალმოსილება მასზე გაცილებით დიდია და ძლევამოსილი - აქედან კი წარმოდგება მისი გულწრფელი მორჩილება. ჭეშმარიტად, მასში ახალი ძალმოსილება და მეუფება ცოცხლობს, რაც მას გაცილებით ძლიერს ხდის, ვიდრე თავისთავად იყო და ოდესმე გაბედავდა ყოფილიყო. ახლა მისი უდიდესი საზრუნავი ის არის, ამ ძალმოსილებისა და მეუფების ღირსი შეიქმნას და ჯეროვან სიწმინდეში იმყოფებოდეს.

შინაგანი ხელახალი შეერთებით, რომელსაც განიცდის, მის სამფლობელოში ახალი მბრძანებლური ცენტრი იშობა, რომელიც მის შინაგან ცხოვრებას ხან გავარვარებული ნახშირის ჩუმი შუქით ანათებს, ხან კი ძლიერ და სიხარულის მომნიჭებელ ელვად ატყდება. ეს ნათლით მოსილი ელვარება იმ ლოცვას ჰგავს, ერთხელ რომ დაიწყება და აღარასოდეს წყდება. რელიგიურმა ადამიანმა შესაძლოა ცხოვრებისეული საქმეები აღასრულოს, უერთგულოს თავის გამოკვლევებს, აღქმებსა და გატაცებებს, და არ იფიქროს საკუთარ ნათელმოსილ წყაროზე, მაგრამ ეს ნათელი კი არ ქრება, რჩება და გრძელდება, ელვარებს, ანათებს და წარმართავს... ზოგჯერ გვგონია, რომ ის მხოლოდ ნათელს გვფენს, მაგრამ ზოგჯერ თითქოს გვიხმობს - ხან ჩურჩულით, ხან ხილულად და ფრთხილად, როგორც სოკრატესთან, ხან გადაწყვეტილების მიღების, მოქმედების მოთხოვნით და მათში ჩაბმით, როგორც ქრისტიან წმინდანებთან, ხან მძლავრი სიყვარულის სახიერებით, როგორც ისააკ ასურთან და სერაფიმ საროველთან, ხან შინაგანი თვალის ახელითა და მჭვრეტელობითი ხილულობით, როგორც დიდ ფილოსოფოსებსა და ბუნებისმეტყველებთან. და როცა კაცი ამქვეყნიური საქმეებიდან და მიწიერი გატაცებებიდან საკუთარ თავს, პირად სულიერ სიღრმეს უბრუნდება, რწმუნდება, რომ "ცენტრის გარეთ", მიწიერ უსიერებაში ყოფნით, სადაც თავისი ტაძრიდან გაეშურა, იგი წმინდა ცენტრს არ განრიდებია და არც მისი ღვთიური საკურთხევლის ცეცხლი ჩამქრალა. ეს უდიდესი სიხარულისა და სიმხნევის განცდაა. უკვე ჩამოყალიბებულ და მდგრად ცენტრში დაბრუნება მის ალს განმწმენდ ძალას ანიჭებს და ყოველთვის, როცა ეს მეორდება, ადამიანის სულიერი მიქცევა ცენტრისკენ სულ უფრო ძლიერი და განმსაზღვრელი ხდება. ასე იღებს კაცი შესაძლებობას, საკუთარ სულიერ-გონისმიერ სიღრმეში მუდამ ხელშესახებად შეიგრძნოს უწყვეტი, იდუმალი ლოცვა - უსიტყვო და კანდელივით ჩუმად მოელვარე და ცენტრალურ სხივს იმ ცხოვრებისეულ ვითარებებშიც კი არ დაშორდეს, რომლებიც "უმნიშვნელო" ან "პერიფერიული" არიან.

ასე იძერწება რელიგიური კაცის ხასიათი, მისი სულიერი ცენტრი, სადაც იგი ღვთაებრივ ენერგიას ეწაფება ან საკუთარ თავს ღვთიურ სხივებში აქსოვს, თანდათან ადამიანისთვის ყველგან თანმხლები ხდება, რაც სრულებითაც არ გულისხმობს, რომ იგი წამდაუწუმ ღვთისმოსავ სახეს იღებს და გარშემო მყოფთ მოჩვენებითი წმინდანობით, მეტისმეტი დათაფლულობითა და თავდაჯერებულობით ან განუწყვეტელი საღვთისმეტყველო საუბრებით აბეზრებს თავს... მისი მიქცევა ცენტრისკენ კვლავ ინტიმური და პირადულია, თან ზედმიწევნით ნამდვილი თავის ინტიმურობაში და ზედმიწევნით ჩუმი და წრფელი, მაგრამ მასში ყველაფერი გასხივოსნებულია და ელვარებს: მისი სულიერი მდგომარეობა, გეგმები და ნაშრომ-ნაღვაწი სხივმოსილია, თვალები უბრწყინავს, მზერა გასხივოსნებული აქვს, ღიმილი - ნათელი, მისი ბგერები მღერიან, ჰარმონიულად ბუნებრივია მისი სიარული, თავად კი საკუთარი სულიერი ცენტრის ნათელი და გამჭვირვალე "გარემო", თავისი სხივოსანი გულის მორჩილი და ერთგული "ორგანო" ხდება. მისი სულის მთელი ატმოსფერო ღამის ქარიშხლიანი თავსხმით გაჟღენთილ დილის ჰაერს ემსგავსება... ასეთ კაცზე ზოგჯერ გინდა თქვა: "ისე წმინდაა, როგორც ღვთიური მინის ნატეხიო". სხვა სიტყვებით კი, ამგვარი ადამიანის სულიერი ცენტრი განუწყვეტლივ გამოსცემს "სხივებს" და "ტალღებს". ეს სხივები მის შინაგან სივრცეს საკუთარ სიმარტოვეში აცისკროვნებენ, მისგან გარესამყაროში აღწევენ, ხოლო გარესამყარო იმით უნდა იყოს ბედნიერი და ამაყი, რომ თავის შემადგენლობაში ასეთი თავისუფალი, გულწრფელი და სულიერად გამჭვირვალე ადამიანი ეგულება...

სწორედ ამიტომ არ გააჩნია რელიგიურ ადამიანს სიყალბისაკენ მიდრეკილება. პირმოთნეობის ზიზღი რელიგიურობის საოცარი და უტყუარი ნიშანია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat