მეომარი ბრძოლაში ხელოვნდება, ოქრო ცეცხლში იწრთობა, დიდსულოვნება კი განსაცდელთა დათმენითა და უფალზე მინდობით მოიპოვება
მეომარი ბრძოლაში ხელოვნდება, ოქრო ცეცხლში იწრთობა, დიდსულოვნება კი განსაცდელთა დათმენითა და უფალზე მინდობით მოიპოვება
სულის სიდიადე და სიმდიდრე მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს, ვინც აღიარებს, ყურს უგდებს და მიჰყვება საღვთო სწავლებასა და საუფლო ხმას საკუთარ თავში. ღვთისგან ბოძებული სული უკვდავია, მარადიულია, ბუნებითად მშობლისკენ (უფლისკენ) მსწრაფია. სულიერი ზრდა და განვითარება, განსხვავებით სხეულისაგან, დაუსრულებელი პროცესია, იგი ცხოვრების მართებულობის, გულისა და გონების განწმენდის კვალდაკვალ წარემატება ჩვენში. მხოლოდ მიწიერისთვის, წარმავალისთვის, მომხვეჭელობისა და მტაცებლობისთვის მცხოვრები სული ვერ იქნება სულგრძელი, რადგან ვინც ზეცისკენ არ იყურება, იგი არც სულის სიცოცხლესა და არსებობას აღიარებს საკუთარ თავში.

ბრილიანტის ბწყინვალებით თვალმოჭრილს ქვის "ბზინვარება" ვერ გააოცებს. ადამიანი, რომელმაც მარადიული, ზეციური ფასეულობანი შეიცნო, წარმავალსა და დროებითს აღარ მიელტვის.

ამქვეყნიური წესებითა და კანონებით მცხოვრები მტაცებელ ცხოველს ემსგავსება, რომელიც თავისზე სუსტისა და უმწეოს "შეჭმითა" და განადგურებით საზრდოობს. მისთვის უცხოა პატიება, მოთმინება, სულგრძელობა, რადგან ფიქრობს, რომ ერთხელ მოვიდა მიწაზე და "კაცურად" უნდა განვლოს ცხოვრება. ძაღლი ძაღლს საჭმელს არ დაუთმობს, არც მომხვეჭი და მოძალადე დათმობს მიწას ზეცისთვის. ძაღლი ცნობს საზრდელის მიმცემს, მის მისაღებად კვლავ მასთან მიდის და მას შესცქერის, სულმოკლე და ურწმუნო კი თავის თავსაა მინდობილი და რაც მეტს იღებს ღვთისგან, მით მეტად შორდება მას.

სულგრძელობა უფლისმიერი თვალით, გონების თვალით ზეციდან მიწაზე ხედვაა. სულგრძელი ადამიანი ყოველივეს საღვთო აზროვნებითა და განზრახულობით სჯის, განსხვავებით სულმოკლე მედიდურისგან, რომელიც მიწაზე დგას და მიწისქვეშეთს ჩაჰყურებს, რადგან მიწაა, მიწისას აგროვებს და მასშივე აუნჯებს. სული სულისას ეძებს, ხორცი - ხორცისას. სული მსუბუქია და ზეცისკენ მსწრაფი, ხორცი მძიმეა, ქვედაზიდული და, შესაბამისად, მიწიერს განიზრახავს. სულის ხმასა და ძახილს მიდევნებული ადამიანი ჭეშმარიტ სამშობლოს, საბრძანებელს - ზეცას დაიმკვიდრებს, რადგან, როგორც ტუსაღი თავისუფლებას, ისიც ასევე შენატრის სასუფევლისეულ დიდებასა და უფალთან ერთობას.

დიდსულოვნება ნაყოფია გონიერებისა, ჭეშმარიტი ცოდნისა, შემართებისა, მოთმინებისა, სიმდაბლისა და სიყვარულისა. დიდსულოვნება შედეგია თვალმოუხუჭავი, დაუღალავი ღვაწლისა, შეჭირვებისა, ცრემლისა და უფალზე მინდობისა. დიდ არს უფალი და დიადნი არიან სულები, რომლებიც მის დიდებას მსახურებენ. სულგრძელობა უფლის მადლითა და წყალობით მოხედვაა კაცობრიობაზე. სულგრძელი მიწაზე თესავს და ნაყოფს ღმერთში იმრავლებს, განსხვავებით სულმოკლე ურწმუნოსაგან, რომელიც ელის იქ, სადაც არ დაუთესავს და იმკის იქ (მიწაზე), სადაც უნდა თესავდეს.

სული გონიერებით მოხმარებული სათნოებების სიმრავლითა და სიმართლით იკვებება, იზრდება და უფლის სიყვარულში მტკიცდება. გონება გონიერებით მაშინ მდიდრდება, როდესაც იწმინდება არაწმინდა ზრახვებისგან და მყუდრო და ლმობიერი გულის სავანე ხდება. გონების სიწმინდე მღვიძარებისა და ყოველწუთიერი მზადყოფნის შედეგია, რაც ლოცვით, სასოებით, ყურადღებითა და სახარებისეული ცხოვრებით მიიღწევა.

ნეტარია ადამიანი, რომელსაც უყვარს უფალი და სულგრძელობით იტანს მასზე მოწეულ ყოველგვარ განსაცდელს, უფლის ხსოვნა და შეგონება არ შორდება მის მეხსიერებასა და გონებას. ყოველჟამ თვალწინ უდგას მისთვის ჯვარცმული, ნატანჯი ღმერთკაცი და ამ საოცარი ხსოვნის ძალითა და მადლით იგერიებს ბოროტის თითოეულ შემოტევასა და კვეთებას. როდესაც გონებას უფალზე ფიქრი მოიცავს, მასში აღარ რჩება ადგილი ცოდვისა, უწმინდურებისა, გახრწნილი აზროვნებისა. რაჟამს ეშმაკისეული ზრახვა და ბილწება მოადგება ჩვენი გონებისა და გულის კარს, მყისიერად უნდა მოვუხმოთ სახელს უფლისას, გონების თვალი მივაპყროთ ქრისტეს და პეტრესამებრ შევღაღადოთ: "უფალო, მიშველე, რამეთუ ვიღუპები!" ან დავით მეფსალმუნის მსგავსად გავმხნევდეთ სულიწმინდისეული სიტყვების ძალით: "ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ, გარემომადგეს და მომიცვეს მე და სახელითა უფლისაითა ვეროდი მათ; მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ".

მეომარი ბრძოლაში ხელოვნდება, ოქრო ცეცხლში იწრთობა, დიდსულოვნება კი განსაცდელთა დათმენითა და უფალზე მინდობით მოიპოვება. ვეძებოთ ჯვარცმული ქრისტე ყველგან და ყველაფერში და ვიპოვით საკუთარ ცოდვათა ჯვარცმას მასში, რათა ჩვენი სულგრძელობით, მოთმინებითა და მადლიერებით იდიდოს ერთი დაუსაბამო ღმერთი - მამა, ძე და სულიწმინდა, რომელშიც და რომელიც არის არსი და სიცოცხლე ყოველი ქმნილებისა და რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat