უფლის წინაშე პატარა ყლორტი უსჯულოებისა ისეთივე წყლულია, როგორიც დიდი ხე დანაშაულისა
უფლის წინაშე პატარა ყლორტი უსჯულოებისა ისეთივე წყლულია, როგორიც დიდი ხე დანაშაულისა
აღსარებიდან დაბრუნებულებს რამდენჯერ გადაგვიწყვეტია, აღარ გაგვემეორებინა ესა თუ ის ცოდვა, შევწინააღმდეგებოდით საკუთარ თავს და გამოგვესწორებინა ერთი ნაკლოვანება მაინც.

წმინდა მამებიც ხომ ამას გვასწავლიან: სინანული სრული ვერ იქნება, თუ მტკიცედ არ გადავწყვეტთ, აღარ დავუბრუნდეთ მონანიებულ ცოდვასო. "მაგრამ განა ეს შესაძლებელია? - ვკითხულობთ, - როგორ დავპირდე საკუთარ თავს ან მოძღვარს, რომ ცოდვას აღარ მივუბრუნდები, როცა გამოცდილებით ვიცი, რომ გავა დრო და ისევ იმავე ცოდვაში ჩავვარდები ნებსით თუ უნებლიეთ? წლობით ვაკვირდები თავს და კეთილ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ..." იმწამსვე მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვები მახსენდება: "შეუძლებელია, გამოსწორების სურვილმა, აღსარებებმა და წმინდა ზიარებამ სულში კეთილი ძვრები არ გამოიწვიოს". მისი სწავლებით, ადამიანს არ ძალუძს, სწორად იმსჯელოს თავის სულიერ მდგომარეობაზე, რადგან საკუთარი თავისადმი გაზრდილმა მომთხოვნელობამ, ცოდვისადმი გამძაფრებულმა შიშმა, შესაძლოა, შეუქმნას ილუზია, რომ ცოდვები გაუმრავლდა. სინამდვილეში კი ან ცოდვა იგივე დარჩა, ან სულაც შესუსტდა, მაგრამ ადრე ასე ღრმად ვერ შეიგრძნობდა მას. ხშირად ცოდვა მართლაც რჩება ჩვენში, მაგრამ მასთან ბრძოლა, მის გამო გარჯა და წუხილი განა უკვე მიღწევა არ არის?

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი აღსარებაზე მისულ ბავშვებსაც კი, რომლებიც შესჩიოდნენ, ვერ ვუმკვლავდებით იმ ბოროტებას, საკუთარ თავს რომ ვამჩნევთო, ცოდვებთან ბრძოლის ხელოვნებას ასწავლიდა: როგორც დარაბების გახსნითა და ფარდების გადაწევით უშვებთ ბნელ ოთახში სინათლეს, რომ წყვდიადი გაფანტოთ, ასევე უნდა მიაპყროთ ყურადღება იმას, რაც თქვენში ნათელია და მისი მეშვეობით ებრძოლოთ თქვენში დაბუდებულ წყვდიადს. ეს ნათელი კი სახარებისეული სწავლებაა, რომელიც გონებას გვინათებს და ახალი ცხოვრების დასაწყებად განგვაწყობს. ჩვენში ღვთის ხატება იწყებს გამოვლინებას და თუ განვაგრძობთ ცოდვის ჩადენას, უკვე გვეცოდინება, რომ ჩვენში გაცოცხლებულ სიწმინდეს ვბილწავთ. რწმენა იმისა, რომ ჩვენში შუქი ჩაიღვარა, წყვდიადს გაფანტავს, რადგან შევებრძოლებით ყოველივეს, რაც შეეცდება, ეს სიწმინდე დაგვაკარგვინოს.

ამ ნათლით შეიარაღებულნი ვცდილობთ, შევებრძოლოთ მანკიერებებს: აღარ ვთქვათ ტყუილი, ბილწი სიტყვები, ნაკლებად გავღიზიანდეთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ჩვევებს. მაგრამ მყისვე საშინელ წინააღმდეგობას ვაწყდებით. თუკი გადავწყვეტ, აღარ ვიცრუო, სწორედ მაშინ წამომცდება ტყუილი უნებლიეთ, გაუცნობიერებლად და მერეღა ვხვდები, რომ ვიცრუე. წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი გვმოძღვრავს: "თავდაპირველად ჩვევა სასტიკად ეწინააღმდეგება მას, ვინც მისი უღლისგან თავის დახსნას მოისურვებს, მოაჩვენებს, რომ მისი დაძლევა შეუძლებელია. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვევასთან მუდმივი ბრძოლითა და მისდამი განუწყვეტელი დაუმორჩილებლობით იგი უფრო და უფრო სუსტდება. ამ ბრძოლის პროცესში მოულოდნელი გარემოებების გამო დამარცხებაც მოგვიწევს, მაგრამ მთავარია, უიმედობაში არ ჩავცვივდეთ".

"ნუ გეშინია, - გვანუგეშებს იოანე კიბისაღმწერელი, - თუნდაც ყოველდღე დაეცი, ოღონდ უფლის გზას ნუ გადაუხვევ. მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი არ უგულებელყოფს შენს მოთმინებას".

ჩვენში არსებული ნებისმიერი ვნება შეიძლება აღმოიფხვრას, - შეგვაგონებს მამა ამბროსი იურასოვი, - ამისთვის რამდენიმე ეტაპი უნდა განვვლოთ: უპირველესად, შევიძულოთ ეს ცოდვა, შემდეგ აღსარებაზე მოვინანიოთ, რადგან აღსარების დროს უფალი გვანიჭებს ძალას ცოდვასთან საბრძოლველად. წმინდა იოანე კრონშტადტელი წერს: "ცოდვები რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაღიაროთ, რადგან აშკარა აღიარებით ჩვენ მათ ვამხობთ, ვშოლტავთ და უფრო მეტად გვეზიზღება". ახლა მთავარია, არ მოვდუნდეთ, არამედ გამუდმებით გავიძლიეროთ თავი ლოცვითა და მარხვით, რადგან "ესე ნათესავი არაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა", - ბრძანებს უფალი.

ამასთანავე, წმინდა მამები გვასწავლიან, ცოდვასთან ბრძოლისას აუცილებელია, მუდამ გვახსოვდეს, რომ იგი არ არის თანდაყოლილი. ჩვენი პირველი მშობლები ცოდვის გარეშე შეიქმნენ. ცოდვა შემდეგ შემოვიდა ჩვენს ბუნებაში და იმდენად მოგვიცვა, რომ საკუთარ ხასიათად მიგვაჩნია. ჩვენი ცოდვების გაცნობიერება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე ნებას უკავშირდება - ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანში, რამდენადაც ამის ნება ეძლევა. "დიდ" ცოდვასთან გამკლავება უფრო იოლია, ვიდრე "ხასიათად" ქცეულ "წვრილმან" ცოდვებთან, რადგან მათ უნებლიეთ ვჩადით, უფლის წინაშე კი პატარა ყლორტი უსჯულოებისა ისეთივე წყლულია, როგორიც დიდი ხე დანაშაულისა.

ერთხელ მართალ ანტონ მურომელთან ორი ქალი მივიდა. ერთი თავის მძიმე ცოდვას დასტიროდა, მეორე კი თვითკმაყოფილებით ამტკიცებდა, არც ერთი დიდი ცოდვა არ ჩამიდენიაო. წმინდანმა პირველს უბრძანა, წასულიყო და დიდი ქვა მოეტანა, მეორეს კი - რაც შეიძლება მეტი კენჭი მოეგროვებინა. უკან დაბრუნებულებს დაავალა, წასულიყვნენ და ქვები ზუსტად იმ ადგილას დაეწყოთ, საიდანაც წამოიღეს. დიდი ქვით მოსულმა ქალმა მის სამყოფელს ადვილად მიაგნო, მეორემ კი წვრილ-წვრილი კენჭების ადგილი ამაოდ ეძება. სულიერი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა ანტონმა განუმარტა, რომ კენჭები მისი მრავალრიცხოვანი ცოდვები იყო, რომლებიც ჩვევად ჰქცეოდნენ, ამიტომ ქალი მათ არაფრად აგდებდა და არც კი ინანიებდა, არადა სწორედ ისინი უმძიმებდნენ სულს.

ცოდვებთან, განსაკუთრებით - ჩვევად ქცეულ ცოდვებთან, ბრძოლისას, რომელთაც უმეტესად უნებლიეთ ვჩადით, უამრავი დაბრკოლება გვეღობება წინ, შინაგანიც და გარეგანიც. ისინი მხოლოდ მაშინ ქრებიან, როცა განზრახვის აღსრულებისას სიმტკიცეს ვიჩენთ. ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა წმინდა მამა საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს ღონემიხდილი დაეცა მიწაზე. უეცრად ქრისტე გამოეცხადა.

კითხვაზე - სად იყავი, უფალო, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდიო, - მაცხოვარმა ანტონს მიუგო: "გვერდით გედექი, რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს არ დაგჭირდა, არ დათმე და გაიმარჯვეო".

ღმერთი ზოგჯერ ჩვენი თავის ანაბარა გვტოვებს, რათა გამოცდილებით შევიცნოთ, მარტონი რა უღონონი ვართ, და ამ გამოცდილებით აღჭურვილნი განუშორებლად ვიყოთ ღმერთთან, რამეთუ მხოლოდ მას ძალუძს დაამარცხოს ცოდვა მათში, ვისაც ეს ჭეშმარიტად სწყურია.

ადამიანის დასაღუპად ერთი მანკიერი ჩვევაც კმარა. ის მუდმივად განუღებს სულის კარს ყველა ცოდვას. თუკი მათ გულწრფელად ვაღიარებთ აღსარებაზე და შევეცდებით, აღარ გავიმეოროთ, სინანულის საიდუმლოში გარდამოსული სულიწმინდის მადლით მოგვეტევება, ამიტომაც უწოდებს იოანე ოქროპირი სინანულის საიდუმლოს მეორე ნათლისღებას.

"მომიკრიბე განბნეული გონება ჩემი, უფალო, და განწმიდე დამზრალი გული ჩემი, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლი მეძავისა და აღსარება მეზვერისა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat