მამაკაცის დეგრადირების პირველი მიზეზი სარწმუნოებრივი პრობლემაა
მამაკაცის დეგრადირების პირველი მიზეზი სარწმუნოებრივი პრობლემაა
უმანკოებისთვის საკმარისი არ არის, რომ იგი არსებობს, საჭიროა ის ვლინდებოდეს. ისე უნდა არსებობდეს, რომ სულიდან ტანსაცმელზე გადადიოდეს და მოიცავდეს როგორც შინაგანს, ისე გარეგანსაც

ურწმუნოება სათავეა ყოველგვარი ბოროტებისა. ეს მტკიცე დებულება მრავალგზის აღბეჭდილა ჩვენი საზოგადოების კისერზე. დღეს უკვე აღარ გვიკვირს, რომ კაცი შინ ზის ტელევიზორთან და ქალი მუშაობს (მოდით, ცოტა ხნით სოციალურ პრობლემებს დავანებოთ თავი!), დიდი ხანია აღარ გვიკვირს ბაზრიდან მომავალი ქალი ტრანსპორტში, აღარ გვიკვირს ქალის კოჟრები და ა.შ.

მაგრამ რა საოცარია, როცა იგივე მდგომარეობაა სარწმუნოებასთან მიმართებაში. აღარ გვიკვირს, როცა წირვის ზარების გაგონებაზე უფრო მეტი ქალი გარბის ტაძარში, ვიდრე მამაკაცი, რომლებმაც დილის ძილის დაფრთხობა არ ინებეს... მიზეზი ამგვარი დეგრადირებისა კი კაცობრიობის ძლიერი ნაწილის სულიერი სტაგნაცია და ქრისტეს დავიწყებაა, არადა, ჩვენი წინაპრები ასე არ იქცეოდნენ. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს პირველ ქრისტიანთა ცხოვრებაში. ქალიც და კაციც თანაბარ ღვაწლში იყო, მაგრამ მაშინაც ქალები უფრო მეტი გულმოდგინებით და ღვაწლით გამოირჩეოდნენ.

ოჯახური ცხოვრებისადმი ქრისტიანული სულის არაჩვეულებრივ და საინტერესო აღმოჩენებზე გავლენა ჰქონდა პირველქრისტიანთა დამოკიდებულებას ქალწულებასა და ქორწინებაზე.

იოანე ოქროპირი სრული უფლებით ამბობს, რომ ქალწულობა ღირსეულად მხოლოდ ქრისტიანობაშია დაფასებული და ასეთივე უფლებით ამბობს: "წინათ, სანამ ქრისტიანობა გამოცხადდებოდა, სად იყო ქალწულობა". სახარებისეულ რჩევას, ქალწულობის შესახებ (მთ. 19,12) ბევრი პირველმორწმუნე მისდევდა. იუსტინე (დაახ. 138 წ.) წერს: "ქრისტიანებს შორის ბევრი კაცი და ქალია საზოგადოების ყველა ფენიდან, რომლებიც ბავშვობიდან სიქალწულეში იმყოფებიან და უკვე მიაღწიეს 60 და 70 წელს". შედარებით გვიან აპოლოგეტი ათენაგორა ამბობს: "ჩვენთან მრავალ კაცს და ქალს ნახავ, რომლებიც უქორწინებლობაში იმყოფება იმის იმედით, რომ ამგვარად უფრო მჭიდროდ იქნება ღმერთთან". მინუციუს ფელიქსი ამატკიცებს: "ჩვენ უბიწონი ვართ მეტყველებით, უმანკონი სხეულით. ძალიან ბევრი ჩვენს შორის მუდმივად ქალწულობენ, უმანკოებენ სხეულით, მაგრამ ისინი ამით არ ამაყობენ". შემდგომი ეპოქის ეკლესიის მამები ქადაგებდნენ ქორწინებამდელი ქალწულობის უპირატესობას. როდესაც დასავლეთში იობიანებმა, გელვიდიანებმა და ვიგილიანებმა საწინააღმდეგო შეხედულებების გავრცელება დაიწყეს, ნეტარმა ავგუსტინემ და ნეტარმა იერონიმემ ეს სწავლება ერესად გამოაცხადეს და მის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალწულობის გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ სხეულებრივი უმანკოებით. ჭეშმარიტ ქალწულად ითვლება ის, ვინც სხეულებრივთან ერთად გამოირჩევა შინაგანი უმაკოებითა და მორჩილებით. ასე ასწავლიდნენ კლიმენტი რომაელი და ეგნატე ღმერთშემოსილი. დაახლოებით IV საუკუნის შუა წლებში ღანგრის კრება ამბობდა: "ის, ვინც ღვთის გულისათვის რჩება უქორწინებლად და ამპარტავნობს დაქორწინებულებზე - გადაეცეს ანათემას". მსგავსად წერდა კირილე იერუსალიმელიც. თუ რაოდენ დაჟინებით მოითხოვდა ეკლესია შინაგან უმანკოებას, რაშიც იგულისხმებოდა უარის თქმა უწმინდურ სურვილებზე, შეხედულებებსა და სიტყვებზე, ეს შეიძლება ათენაგორას ნათქვამში დავინახოთ: "ქალწულობა ღმერთისკენ სავალი გზაა, არაწმინდა ზრახვები და ავხორცობა კი აშორებს ღმერთს". ამ აზრს ავსებს მინუციუს ფელიქსი: "ჩვენ უმანკონი ვართ არა მარტო შეხედულებით, არამედ გულითაც". რაც შეეხება შინაგან უმანკოებას, მორწმუნენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იგი დაკარგული არ იქნებოდა, თუ უხეში ძალადობა წაბილწავდა ხორციელ უმანკოებას, როგორც ეს ქრისტიანთა დევნისას ხდებოდა. პროსპერ აკვიტანელი (V ს.) წერდა: "თუ შენარჩუნებული იქნება სულის სიწმინდე, მაშინ სხეულის უმანკოება რჩება გაუხრწნელი, თუნდაც იგი გახრწნილიყო; პირიქით, რაც ნაკლებადაა დაცული სულის სიწმინდე, იმდენად იოლად ქრება სხეულებრივი უმანკოება, როდესაც იგი არ არის შებღალული". მოწამეობრივ აქტებში მოთხრობილია, რომ დიოკლეტიანეს მეფობისას, როდესაც პასქაზიის კონსულმა წმინდა ქალწულ ლუიას სირაკუზიდან სიცილიაში საროსკიპოში მიყვანა ბრძანა, ქალწულმა ამაზე უპასუხა: "სხეული ვერასოდეს შეძლებს ცოდვაში ყოფნას, როდესაც ამაზე სულის თანხმობა არ არის. თუ ჩემზე ძალას იხმარენ, მაშინ ჩემი უბიწოება გაორმაგდება და მე გვირგვინს მივიღებ". როდესაც ქრისტიანი ქალები არჩევანის წინაშე დგებოდნენ, სიკვდილი თუ შერცხვენა, დაუფიქრებლად სიკვდილს ირჩევდნენ. ისინი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდებოდნენ, ვიდრე ქალწულობის დაკარგვაზე, ხალისით მიდიოდნენ ლომთან შესაჭმელად, ვიდრე საროსკიპოში (ად ლეონემ, ქუამ ად ლენონეს). ამას ქრისტიანი პოეტი კლიმენტი პრუდენციელი (IV ს.) მოწმობს. დიოკლეტიანეს წინამორბედის მაქსიმიანეს მეფობისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დედებს და ქალწულებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ვინაიდან იმპერატორის, მისი მსახურების და მხედართმთვარების საძაგელი სურვილების შესრულების წინააღმდეგნი იყვნენ. ევსები კესარიელის გამოთვლით თავისი სიმამაცისთვის 600 ქრისტიანი ქალი მოწამებრივად აღესრულა. ამ სიის სათავეში იგი მაღალგანათლებულ ალექსანდრიელ ქალბატონს ასახელებს, რომელმაც არაერთხელ უარყო წარმართი იმპერატორი მაქსცენტიუსი, რის გამოც სიმდიდრე ჩამოართვეს. ქრისტიანი ქალები დევნის პერიოდში ქალწულობის შესანარჩუნებლად თავსაც იკლავდნენ. მოგვიანებით ეკლესიის მამები ასეთ საქციელს არ ამართლებდნენ, მაგრამ ადრე ასეთი გარემოებების გამო თვითმკვლელობა ქებას იმსახურებდა და ღვაწლად ითვლებოდა. ევსები გვიყვება: "რომში მცხოვრებ საკვირველ, კეთილშობილ ქრისტიან ქალს მაქსცენტიუსის მსახურებმა მიაკითხეს წასაყვანად, რათა იმპერატორს მისთვის ნამუსი აეხადა. მსახურებს ქალის მეუღლე, რომის პრეფექტიც კი ეხმარებოდა. ქალმა ვითომდა მოსართავად დრო ითხოვა. თავის ოთახში შევიდა და დანით განიგმირა თავი". ეკლესიის ისტორიკოსი ნიკიფორე კალისტი მოგვითხრობს ორ ცნობილ ანტიოქიელ ქალწულზე, რომლებმაც დედის რჩევით სირცხვილის ასარიდებლად თავი წყალში დაიხრჩვეს. ნიკიფორე ამატებს, მათ საქციელს მრავალმა ანტიოქიელმა ქალწულმა მიბაძაო. იგივე ნიკიფორე გადმოგვცემს: ნიკომიდიელ ქალწულ ევფრაზიას ეპისკოპოს ანთიმოზისთვის (დიოკლეტიანეს დროს) უკითხავს, როგორ მოქცეულიყო, თუ არჩევანის გაკეთება მოუწევდა სიკვდილსა და კერპთაყვანისცემას შორის. ეპისკოპოსმა სიკვდილი ურჩია და მან შეასრულა მოძღვრის რჩევა. მდევნელებმა იგი ერთ ახალგაზრდას გადასცეს გასახრწნელად. როდესაც განმარტოვდნენ, ევფრაზიამ ყმაწვილს უთხრა, - ერთ ისეთ საშუალებას ვფლობ, რომელიც ადამიანს უვნებელს ხდის. თუკი ჩემს უბიწოებას არ შეეხები, გაგიმხელ ამ საიდუმლოსო. შემდეგ აურია ერთმანეთში ცვილი და ზეთი, წაისვა ყელზე და ყმაწვილს უთხრა, მთელი ძალით დამარტყი ხმალიო. თან არწმუნებდა, უვნებელი დავრჩებიო. ჭაბუკი ასეც მოიქცა. ქალწული სიცოცხლეს გამოეთხოვა. იმ დროში ასეთი ხრიკებისთვის ძალიან აქებდნენ ქალებს, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი ქალწულობის დასაცავად ტყუილის გამართლება. ნიკიფორე ჰყვება, - ერთმა ქრისტიანმა ქალწულმა უმანკოების შესანარჩუნებლად თავი სასირცხვილო სენით დაავადებულად გამოაცხადა. ძველი ეკლესიის მოთხოვნით, ქალწულობა ყოველმხრივ უნდა ყოფილიყო გამოვლენილი. ტერტულიანე ამბობდა: "უმანკოებისთვის საკმარისი არ არის, რომ იგი არსებობს, საჭიროა ის ვლინდებოდეს. ისე უნდა არსებობდეს, რომ სულიდან ტანსაცმელზე გადადიოდეს და მოიცავდეს როგორც შინაგანს, ისე გარეგანსაც". ამიტომ ქალწულებისთვის აკრძალული იყო შეუფერებელი ტანისამოსის ჩაცმა, სამკაულების ტარება და სხვა სიამოვნებები. კვიპრიანე წერდა: "ქალწულები არავისთვის არ უნდა ირთვებოდნენ, არ ცდილობდნენ თავის მოწონებას გარდა ღმერთისა, რომლისგანაც ქალწულობისთვის ჯილდოს მიიღებენ. ქალწული არ უნდა ირთვებოდეს ისე, თითქოს ქმარს ეძებსო. ქალწული, რომელიც იქცევს ყმაწვილების ყურადღებას და აღვიძებს მათში ვნებებს, ვერ შეძლებს იყოს უმწიკვლო და მოწიწებული სულის. ოქროთი, მარგალიტებით და ძვირფასი თვლებით თავის მომრთველმა ქალწულებმა დაკარგეს გულის სილამაზე".

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat