ზომიერების ზღვარი ცხოვრების არჩევანის ზღვარზე გადის
ზომიერების ზღვარი ცხოვრების არჩევანის ზღვარზე გადის
ნუთუ ამაყობთ ამით? თქვენი ბადენი ცარიელია
ჩვენს ცხოვრებას შევადარებდი სახარებისეულ სურათს - გენესარეთის ტბაზე წარუმატებელ თევზაობას. ნაპირზე დგანან დაღლილ-დაქანცული მებადურები, რომლებიც მთელი ღამე ამაოდ ცდილობდნენ თევზის დაჭერას. ბადეებს წყალმცენარეები, ნიჟარები, ქვიშა ამოჰქონდა. არადა ღამე ყველაზე ხელსაყრელი დროა თევზაობისთვის. ცხადია, გაღიზიანდებოდნენ, მაგრამ როცა ნაპირზე სველ ბადეებს გამოათრევდნენ, მხოლოდ აპათია და დაღლილობა დარევდათ ხელს. თუმცა თევზი საჭიროა თავის სარჩენად. ამ დროს მათთან მოდის მაცხოვარი და ერთ-ერთ მათგანს ეუბნება: "სიმონ, გაშალე ბადე!" მაგრამ როგორ გინდა გაშალო ბადე, როცა თევზჭერის საუკეთესო დრო გასულია. სიმონს გაღიზიანება არ დაუმალავს, ისე შეეპასუხა იესოს, - მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ!

ეს არის ჩვენი ცხოვრების სურათი!

ტბა - არის ცხოვრება, ნავები - ცხოვრებისეული გზები, ბადეები - სულიერი შესაძლებლობები. ღამე - ჩვენი ცხოვრებაა, რადგან დღე მერე იქნება, სიკვდილის, შებინდების შემდეგ. თითოეული დაბადებული ადამიანი იღებს ნავს, იწყებს ნაოსნობას და საკუთარი თავი დიდი, მნიშვნელოვანი ჰგონია; ვფიქრობთ, რაღაც სახეიროს, გრანდიოზულს ვასრულებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჩავეფლეთ ამაოებაში, დავკარგეთ საერთო მასშტაბი და ჩვენი ჭყუმპალაობა ანგარიშგასაწევი გვგონია, სინამდვილეში კი ვცურავთ თითქოს თოკმობმულები და ნაპირთან ვტორტმანებთ. მთელი ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა არსობის პურისთვის.

ყრმობაში იწყება ბრძოლა ცოდნის, განათლების შესაძენად. ამ ჭიდილში ზოგიერთი ეცემა. შემდგომ თანამდებობის მოპოვებას ცდილობენ. როცა ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება, იწყება მცდელობა ოჯახისთვის, ბავშვებისთვის, მათი აღზრდისთვის, უსაფრთხოებისა და განმხრწნელი ზეგავლენისგან დასაცავად, იბრძვიან ოჯახში კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის. განუწყვეტლივ იბრძვიან, როგორც ის მეთევზეები ებრძოდნენ მთელი ღამე ტბას...

ვნახოთ ჩვენი ბადეები - რა მოვინადირეთ. იქნებ ბევრი დავიჭირეთ? ჩვენი ცხოვრების მთელ ღამეს სულ ვშრომობდით - დავიღალეთ, დაგვისუსტდა მეხსიერება. და ყოველ წელიწადს, ყოველ საათს თუ წუთს კი არ ვიძენთ, არამედ ვფლანგავთ ჩვენს შესაძლებლობებს, ძალებს, ჯანმრთელობას - ჩვენი ბადეები იგლიჯება და იხევა. სულს კი რა მოსდის, რამეს იძენს თუ არა? რად გარდაიქცევა ღვთის უწმინდესი და უმანკო ქმნილება - ჩვენი სული? განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ახალგაზრდობაზე. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ირყვნებიან და უხეშდებიან ისინი, როგორ ხდებიან თავხედები, უგრძნობნი, როგორ კარგავენ სისუფთავეს, უმანკოებას, სიკეთეს, სირბილეს, სითბოს, მორიდებულობას, რომელნიც სირცხვილად მიაჩნიათ. ეს უკვე შესამჩნევია 15 წლიდან, ხოლო ქალაქებში უფრო ადრეც (თბილისის სკოლები ამის შემაძრწუნებელი მაგალითია. თუ სკოლა ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს, მდგომარეობა მით უფრო მძიმეა).

საოცარ დროში ვცხოვრობთ, როცა ჩვენ წინ ყალიბდება ახალი იდეოლოგია "სექს-იდეოლოგია". ოფიციალურად ამაზე არსად ლაპარაკობენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა (ტკბილეულის რეკლამაც კი სექსუალობის ხარისხით წარიმართება). ჩვენ, ქრისტიანები, აღვმსარებლობთ, რომ ზნეობრიობა და ქრისტეში გადარჩენა განუყოფელია ერთმანეთისაგან, დიდი სიმწარით ვაცნობიერებთ ამორალობის დამღუპველ და დამანგრეველ ზეგავლენას ადამიანზე - მის სულსა და სხეულზე.

ამ იდეოლოგიის გავლენის შედეგად აგრესიულად გამოიყურება ახალი "სექს" ადამიანი, რომელიც შეურაცხადია, მტრულადაა განწყობილი ქრისტესა და ტრადიციული მორალისადმი. მასში საფუძვლიანადაა წარხოცილი ძირეული ქრისტიანული ჭეშმარიტებების გაგება, როგორიცაა - უბიწოება, ქალწულობა, სიმორცხვე, ერთგულება სიყვარულსა და ქორწინებაში, ცოდვა, მანკიერება. ასეთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას უფლება აქვს საკუთარ სხეულს, როგორც უნდა, ისე მოექცეს ან რაც უნდა, ის გაუკეთოს (მათ შორის - გაყიდოს...)

ასე ყალიბდება უმართავი ახალგაზრდა თაობა, რომელიც აქტიურადაა განწყობილი მომაკვდინებელი სხეულებრივი ცოდვისადმი, რომელიც მზადაა მოუწესრიგებელი (და მოწესრიგებული) ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად, "უსაფრთხო სექსისთვის", სტერილიზაციისა და კონტრაცეპტივისთვის. ამ გარემოში ყალიბდება შემწყნარებლური დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობებისადმი, ერთსქესიანი ურთიერთობების უფლებების დეკლარირებისადმი, სქესის შეცვლისადმი და ა.შ. ასე ივსება კაცობრიობის ცოდვათა ფიალა. ჭეშმარიტად, ადამიანმა არ იცის ზომიერება გარყვნილებაში - უძღებია ეს ცოდვა!

სამაგიეროდ, ჩვენ ხშირად გვეკითხებიან: რატომაა ეს თქვენი ეკლესია აბორტების წინააღმდეგ? ეს ხომ მრავალ პრობლემას ხსნის: არასასურველი ბავშვი, საშიში მშობიარობა, დეფექტიანი ნაყოფი, დაბალი ოჯახური ბიუჯეტი, ჯანმრთელობა და სილამაზე ქალისა და ა.შ. ანდა თორმეტი წლის გოგო რომ დაფეხმძიმდება, რა ქნას, გააჩინოს? ეს ხომ საშიშია, რომ გადაჰყვეს მშობიარობას? ან მისი შვილი დაუნი რომ დაიბადოს? სექსუალური რევოლუციის შედეგად, რაც ფაქტია, მოსწავლეთა შორის უბიწოება ანაქრონიზმი და იშვიათი მოვლენაა, რა ვუყოთ მათ? მათ მოზარდულ (თინეიჯერულ) გარემოში ვენერული დაავადებები და შიდსი მძვინვარებს და როგორ არ უნდა განვანათლოთ ისინი სექსუალურად? როგორ არ უნდა მოვუყვეთ მათ უსაფრთხოების ზომებზე სექსუალური კონტაქტის დროს? ჩვენი მეგობარი პრეზერვატივი გადაწყვეტს ამ პრობლემას, სპირალებთან, ორალურ თუ საინექციო კონტრაცეპტივებთან ერთად, და ბავშვები თავიანთ ჯანმრთელობაზე აღარ იდარდებენ. თქვენ კი ლაპარაკობთ, რომ მკვლელობაა! პრობლემას გვერდს უვლით და გინდათ სუფთა დარჩეთ, სხვებმა კი უნდა იტანჯონ.

მართლაცდა ამგვარ აზროვნებას ზომიერების არაფერი სცხია. როცა ამგვარი რეპლიკები გვესმის, იგრძნობა, რომ ეკლესია და გარე სამყარო ერთმანეთთან სრულიად სხვადასხვაა ენაზე ლაპარაკობენ. ეკლესია არწმუნებს, გარე სამყარო ზეწოლას ახდენს, ეკლესია ცოდვას თავის სახელს უწოდებს, გარე სამყაროს კი ცოდვა ნორმაში აჰყავს და ოპონენტს სხვადასხვა იარლიყს ჰკიდებს.

"ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხრდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორ. 6,9-10). ზემოთქმულიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაგებია, როგორც ადამიანთა "საღი აზრიდან", ასევე უფრო ღრმა მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ უკაცრავად, რატომ ხდება თორმეტი წლის გოგონების სექსუალური კავშირები? რატომ არის, რომ საზოგადოებაში გაცნობიერებულადაა პროპაგანდირებული სექსუალური ცხოვრების წესი და ქალის ადვილად მიღწევადობის პრინციპი? რატომ არის, რომ სარეკლამო კლიპებს, აღსავსეს ამგვარი შინაარსით, მილიონობით ადამიანი უყურებს? რატომ არის, რომ ქალი ღვთის ხატებიდან დაიყვანეს ვნებამორეული ცხოველის იმიჯამდე, რომელსაც უმართავი სქესობრივი ინსტინქტი ამოძრავებს? რატომ არის, რომ გოგონებისადმი დამოკიდებულება ემსგავსება საბაზრო-სავაჭრო დამოკიდებულებას? რატომ არის, რომ მანქანის რეკლამისთვის მაინცდამაინც ლამაზი, "სექსუალური", მაღალფეხება გოგოა საჭირო? რატომაა აუცილებელი, ღონისძიებაზე, ტოკ-შოუებზე მაინცდამაინც ლამაზმანმა გადასცეს ჯილდო? რატომაა, რომ მშობლები თავიანთი ხელით აკეთებენ ყველაფერს, არ ერიდებიან "ჩაწყობას" და თავიანთ გოგონებს სილამაზის კონკურსზე (რომელიც ძალიან წააგავს აღმოსავლეთის მონათა ბაზარზე ქალების შეფასებას, აწონ-დაწონას და საბოლოო ყიდვას) მონაწილეობას აღებინებენ?

აი, ასე ვცხოვრობთ და ეს ღამე არასდროს გათენდება! არავინ სვამს კითხვას: რატომ შეიძლება, რომ თორმეტი წლის (უფრო პატარა ასაკის გოგონების შემთხვევებიც ყოფილა დაფიქსირებული) გოგონა დაფეხმძიმდეს? საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, მეგობრებმა, ნაცნობებმა - რატომ არავინ აუხსნა მას, რომ ამ ასაკში მხოლოდ სწავლაა საჭირო, გაკვეთილების კეთება, თამაში, უმეტესწილად თოჯინებთან, და ბედნიერი ბავშვობის განცდაში ყოფნა - და არ არის საჭირო, დალოცვილი უდარდელი სამყაროდან ნაადრევი გამოსვლა. რატომ არის, რომ მშობლების უმრავლესობა, მოდიდან გამომდინარე, თავიანთ გოგონებს მოკლე კაბებს ყიდულობენ? - თან გამართლება როგორია - ჯერ ერთი, "მოდნია", მეორეც, ჩვენს გოგონას ლამაზი ფეხები აქვს და რატომ უნდა დამალოს?

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბევრი ამ დრომდე დანაშაულებრივ გულგრილობაში, სულიერ პროსტრაციაში, ყოფით ათეიზმსა და სულ უფრო მზარდ ყოვლისმომცველ, ორგანიზებულ გარყვნილებაში იმყოფება. ადამიანები როცა ამორალურ უკანონობას უყურებენ, სამწუხაროდ, მათი დამოკიდებულება მინიმუმ ფარული ტკბობით განისაზღვრება (ეს განსაკუთრებულად მამაკაცებს ეხება) და სულაც არ ჩქარობენ ღმერთის რწმენას, სინანულს, როგორც ბიბლიური ნინევიის მაცხოვრებლები, აღსარებას მის წინაშე უამრავი წარსული და ახლანდელი ცოდვისას, რათა საქმით მოიძულონ სიცრუის და მანკიერების ერთობლიობა და ეს ყველაფერი დაიწყონ საკუთარი თავიდან, საკუთარი ცოდვებიდან.

აი, ასეთია ადამიანთა თევზჭერა ცხოვრებისეულ ტბაზე! ნუთუ ამაყობთ ამით? თქვენი ბადენი ცარიელია, ისინი აღსავსეა მხოლოდ ჭუჭყით, რომელიც ცხოვრებისეული ძირიდან მოაგროვეთ.

ჩვენი ცხოვრება შეიძლება შევადაროთ მუსიკალურ ინსტრუმენტსაც, რომელიც მაღალი კლასის ხელოსნის ხელიდან გამოვიდა, რომლის თითოეული სიმი გამოსცემდა სუფთა, ლამაზ ხმებს. და აი, ინსტრუმენტი უვარდება მოუქნელ ხელებს - აღრეულია კლავიატურა, გაწყვეტილია სიმები და ა.შ. ასევეა ჩვენი სული! შემოქმედის ხელიდან ყოვლად უმანკო და ღირსებებით აღსავსე გამოდის, ხოლო შემდგომ, ცხოვრებაში, სულის სიმები წყდებიან.

იქნებ მატერიალურ ცხოვრებაში (რომელიც ასე ძალიან გვიყვარს) რამე ფასეულს ვიძენთ ხოლმე? არა, აქაც კი არაფერია! ყველაფერი ეს ნაგავია. მაგალითად, სანამ ადამიანი ერთი ბინიდან მეორეში გადავა, სანამ ავეჯი განლაგებულია, სურათები - ჩამოკიდებული, ყველაფერი დალაგებულია - იქმნება შთაბეჭდილება ლამაზი მყუდრო საცხოვრებლისა, მაგრამ საკმარისია ყველაფერი გადააადგილოთ (თუნდაც სხვა ბინაში გადასვლისას), რომ გამოუსადეგარი ყუთების და ნაგვის გროვად წარმოგვიჩნდება. და საერთოდ, რამეს იძენს კი ადამიანი ცხოვრების გზაზე? წლების მომატებასთან ერთად ხელები გვისუსტდება, სიარული გვინელდება, ნაოჭები გვიჩნდება, დაღლილობა და აპათია ეუფლება ადამიანს.

და ამ დროს შესაძლებელია სულის ორი მდგომარეობა: ან სული უკვე მკვდარია, ანდა ის შფოთავს. ნუთუ ცოტა გვინახავს ადამიანთა მშფოთვარე სულები?

იამაყეთ თქვენი თევზჭერის შედეგით! თქვენი ბადეები აღსავსეა ცხოვრებისეული ჭუჭყით, რომელიც სწორედაც ამძიმებს სულს. დროა შევწყვიტოთ უშედეგო თევზჭერა - ახლოვდება ალიონი.

შეჩერდით! გამოდით ნაპირზე, თქვენი ჭუჭყიანი ბადენი დაასუფთავეთ და ქრისტეს, რომელიც ძალიან ახლოს არის და თქვენს მოწოდებას ელის, შესძახეთ სახარებისეული სიტყვებით: "მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, გვიშველე ჩვენ!" და ღმერთი აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას, მხოლოდ მას შეუძლია აღავსოს თქვენი ბადეები, როგორც გენესარეთის ტბაზე აღავსო. თქვენი გადასაწყვეტია, რას აირჩევთ, თქვენ არჩევანის ზღვარზე დგახართ!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
27.07. 2016
დავითი
ძალიან კარგი სტატიაა, რომელმაც დამანახა საკუთარი უსუსურობა და დაცემული ბუნება. უფალმა გამოგვაფხიზლოს და ღამე ნათლით შეცვლილიყოს!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat