გინდა, მიიღო პასუხი შენს გონებაში შობილ თითოეულ კითხვაზე?
გინდა, მიიღო პასუხი შენს გონებაში შობილ თითოეულ კითხვაზე?
საუფლო გზაზე მავალი ადამიანის ცხოვრება დაუღალავი ძიებაა მადლისა, ჭეშმარიტებისა, სიწმინდისა. მოშურნეობა, შემართება, სიმტკიცე, მოთმინება, ზომიერება, წონასწორობა ის აუცილებელი საშუალებანია, რომლებიც აძლიერებენ, ასუფთავებენ, გამჭვირვალეს ხდიან ჩვენს სულიერ ხედვას. აუცილებელია ვეძიოთ, დავინახოთ, ვადიდოთ უფალი ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ნუ შევეცდებით, ყოველივე შევიმეცნოთ ღმერთში, შევაღწიოთ მის მიუწვდომელ, დაფარულ საიდუმლოებებში, რომლებიც იდუმალებაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თვით ანგელოზებისთვისაც. ღმერთი დაუსაბამოა თავის არსებაში, ყოფიერებაში, სიბრძნესა და სიყვარულში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემეცნებადია მისივე მადლით, შეწევნითა და დახმარებით. ჩვენ ხშირად ვცდილობთ მხოლოდ გონებით, აზრით, საკუთარ თავზე მინდობით მოვიპოვოთ შეუორგულებელი, მტკიცე რწმენა, უცდომელი ცოდნა, თითქოს მთელი არსებით მივისწრაფვით, უმოკლესი გზით მივაღწიოთ იმას, რასაც მთელ ცხოვრებას სწირავდნენ, ტანჯვას, ცრემლსა და ტკივილს მსხვერპლად აღუვლენდნენ წმინდანები. მყარ კლდეზე დაშენებული რწმენა სულიწმინდის მადლია, ჯილდოა, თავგანწირული ღვაწლის შედეგია, ტკბილი ნაყოფია სულიერი სარბიელის ერთგული, უღალატო მსახურებისთვის, სრულყოფილთა და წმინდანთა ხვედრია, მრავალ ცეცხლსა და განსაცდელში გამოწრთობილ ოქროს სულთა ბზინვარებაა. ახალბედა, გამოუცდელი მორწმუნისთვის კი უცხო არ უნდა იყოს დაბრკოლება, შეორგულება, დაცემა, რამეთუ ყოველივე ეს თანხვედრია მისი სულიერი წვრთნისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სულიერი გაკაჟება, განბრძნობა, ზნეობრივი წინსვლა. გამარჯვებულებად არ იბადებიან, გამარჯვებულები ხდებიან. ნორჩ, განუმტკიცებელ სულს, როგორც ახალდანერგილ მცენარეს, მრავალი განსაცდელი ეკვეთება, ათასგვარი ეჭვი, უნდობლობა, შინაგანი ტკივილი მოიცავს, მაგრამ მას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ხსნა, დახმარება, შველაც იქვეა. უფალი მარადის აკაკუნებს გონების, გულის კარზე და ელის, სახარებისეული ზაქეს დარად, სიხარულით როდის მიეგებება "მასპინძელი".

ჩვენს რწმენას ბზარი მაშინ უჩნდება, როცა ოდენ ფურცელზე, გონებასა თუ სიტყვაში რჩება იგი, როდესაც არ გვსურს, საქმეში გამოვცადოთ, ჩვენი ცხოვრებით, ყოფიერებით ნათლად დავინახოთ იგი. გონებით უდიდეს საღვთო საიდუმლოებებს გამოვიძიებთ, საქმით კი უმცირესნიც არა ვართ; ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ წმინდა წერილზე, კადნიერად და მოურიდებლად ვეხებით ისეთ ღრმა სულიერ საკითხებს, რომელთა შესახებ მცირედი წარმოდგენაც არ გვაქვს და რომელთაც თვით ეკლესიის უდიდესი მამებიც კი ერიდებოდნენ. უგუნურ სულს ხშირად შესწორებებიც შეაქვს ღვთის სიტყვაში, უდაბნოდ ქცეული გონება კადნიერდება და ამბობს: "ეს რომ ასე ყოფილიყო, უკეთესი და უფრო გასაგები იქნებოდაო". ეჭვი საქმეში გამოუცდელ რწმენას ახასიათებს, რადგან უფალი მცნებების აღსრულების კვალდაკვალ გვიცხადებს თავის თავს და რაც მეტია მცდელობა, მით მეტია დახმარება და შეწევნა. ზარმაცი, უშრომელი ადამიანი ვერ გაექცევა სიღატაკეს, ვერც ღვაწლში გამოუცდელი, მცონარე სული მოიპოვებს რწმენის სიმყარესა და სიჯანსაღეს. შეორგულება ყინულია სულისა, რომელიც გვინელებს ცეცხლს რწმენისას, ღვთის სიყვარულისას. უნდა ვეძებოთ უფალი ჩვენი ცხოვრებით, კეთილი საქმეებით, მცნებების დაცვით, საკუთარი უძლურებისა და უსუსურობის შეგრძნებით. ამპარტავანი ადამიანი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ეცემა, რამეთუ მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ყოვლისშემძლეობის რწმენა აქვს. ეჭვიანობა ნაყოფია სიამაყისა, ქედმაღლობისა, საკუთარ მეში ჩაკეტვისა. "ვეძებოთ უფალი, მაგრამ ნუ მოვიძიებთ, სად ცხოვრობს იგი" (წმინდა სერაფიმ საროველი) - მოვიხვეჭოთ მადლი საღვთო მცნებების აღსრულებით, უფალზე მინდობით, მოვუხმოთ მას სიმდაბლით, მორჩილებით, მადლიერნი ვიყოთ მის მიერ მონიჭებული თითოეული სიკეთისთვის და ნუ შეგვრცხვება აღიარება ჩვენი ურწმუნოებისა, ორგულობისა, სისუსტისა და უგუნურებისა; ნურც მთელი ოკეანის დალევას შევეცდებით, ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენი ჭურჭლების ავსება გვევალება; ნუ შევიტანთ ეჭვს ღვთის სიტყვაში, როდესაც ჩვენი გონება უძლური აღმოჩნდება მის შესამეცნებლად, რამეთუ რწმენა ყოველგვარ შემეცნებაზე აღმატებულია და სადაც ზღვარი ედება გონებას, იქ გზას აგრძელებს რწმენა.

მხოლოდ ცოდვისაგან განწმენდილი, საკუთარ ვნებებზე გამარჯვებული, სუფთა სინდისის ადამიანს შეუძლია, შეიგრძნოს უფალი მთელი თავისი დიდებით. ეჭვი ჩრდილია სულისა, რომელიც წინ ეღობება ჩვენში შემოსულ ნათლის სხივებს, შეორგულება შედეგია ცოდვისა, ღვთის შესახებ ცოდნის სიმწირისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი მცდელობით, საკუთარ თავთან, ვნებებთან ბრძოლის გამოცხადებით, ლოცვითი ღვაწლითა და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით დაიძლევა და განქარდება. სადაც ღვთის მადლი და ნათელი მკვიდრობს, იქ ყოველგვარი უმეცრება განიდევნება.

გინდა, მიიღო პასუხი შენს გონებაში შობილ თითოეულ კითხვაზე? დაიცავი მცნებები უფალზე მინდობით, უარყავი საკუთარი აზრები, ფიქრები, მტკიცედ გწამდეს, რომ თითოეული მცნების აღსრულება მომაკვდინებელი დარტყმაა შენში არსებული ყოყმანისა, ეშმაკის მიერ მოწოდებული შხამიანი ზრახვებისა. კაცობრიობის მტერი დღენიადაგ ცდილობს, ბზარი გაუჩინოს ჩვენს რწმენას, ამიტომაც უპირველესი იერიში გონებაზე მოაქვს, რომელიც ყველაზე წმინდა ჭურჭელია სულისა, ნიადაგი საღვთო სიტყვისა, რომელზეც ეცემა ჭეშმარიტების, ზეციური პურის პირველი მარცვლები. სწორედ მის დაბინძურებას, შებილწვასა და მოოხრებას ცდილობს მზაკვარი, რადგან როდესაც წყაროს სათავე გაიხრწნება, მთელი წყაროც სიბილწესა და სიბინძურეს მიეცემა.

უფლის ძალითა და შემწეობით უნდა ვეცადოთ, ჩვენი რწმენა მხოლოდ გონებაში არ დარჩეს, მისით არ შემოისაზღვროს, არამედ სათნოებებით განმტკიცებული გულის სიღრმეში დაემკვიდროს - მიწის ზედაპირზე დაგდებულ თესლს ქარი გაფანტავს, მიწაში ღრმად ჩაფლული კი შეუმჩნევლად იხრწნება, ხილულად აღმოცენდება და მრავალგვარი ნაყოფით იხუნძლება.

ნეტარია ადამიანი, რომელიც თავისი სათნო ცხოვრებითა და წმინდა ღვაწლით ამაღლდა სულის მომწყვლელ ეჭვზე, გაიმარჯვა ყოველგვარ დაბრკოლებასა და შეორგულებაზე, რამეთუ როგორც განწმენდილ სარკეში, ისე ჭვრეტს უფალს თავისი მადლმოსილებით, ზეციური ანგელოზების მსგავსად მტკიცე რწმენით ემსახურება შემოქმედს და ექვსფრთოვან სერაფიმებთან ერთად აღავლენს საგალობელს სიცოცხლისას: "წმიდა არს ღმერთი, წმიდა არს უფალი, წმიდა არს ძლიერი! სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა". ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat