იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით
იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით
მრისხანება საწამლავია სულისა
ბუდეში, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ფრინველი ვერ დაიბუდებს. ამაოა ნაყოფიერება ხისა, რომელიც იწვის. ადამიანისთვის, რომლის სულშიც მრისხანება ბობოქრობს, უცხოა საიდუმლო ქრისტიანული სულისა. მრისხანება საწამლავია სულისა, რომელიც ადამიანში ახშობს, აბნელებს მოვლენათა მართებულად აღქმის უნარს. გონებაში ჩაბუდებული მძვინვარე მხეცია, რომელიც მზად არის "შეჭამოს" ყველა, ვინც ამ ბოროტ ვნებას წინ აღუდგება. თუ ამ საშინელი ვნების მიერ სულის სიღრმეში შემოგდებულ მცირე ნაკვერჩხალს მყისვე არ ჩავაქრობთ ლოცვის ძალითა და მოთმინების წყლით, აუცილებლად ხანძრად გადაიქცევა, რომელიც ერთიანად მოაშთობს ჩვენში არსებულ თითოეულ საგანძურს, ფასეულობას სულისა. "მრისხანება სულის თრობაა, რამეთუ რაც არის ღვინო ხორცისათვის, იგივეა მრისხანება სულისთვის" (წმინდა ბასილი დიდი).

ისე არაფერი მტრობს ადამიანის გონებას, როგორც ეს სასტიკი ვნება, რამეთუ იგია ნაშობი ამპარტავნებისა, შურისა, მრუშობისა და მშობელთა სიძულვილისა, კვლისა, დაუნდობლობისა და ყოველგვარი ბოროტებისა: "იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით" (წმინდა ანტონი დიდი).

მართლმადიდებლობა მშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა, რომელიც წყაროს წყალივით კვებავს, არწყულებს ჩვენში არსებულ ყოველ სიკეთეს. სიმშვიდე სულიწმინდის საოცარი მადლია, მისი ტკბილი ნაყოფია, რომელიც ადამიანის სიკეთეში ზრდისა და სათნოებაში წინსვლის ნათლად წარმომჩენელია. მხოლოდ მშვიდ, ლმობიერ გულში დაივანებს ქრისტე თავისი დიდებით.

სიმშვიდე არ მოიპოვება უდიდესი მცდელობის, საკუთარ თავზე გამუდმებული დაკვირვების გარეშე. თავდაპირველად, აუცილებელია გამოიძიო მიზეზი, რომელიც შენში მძვინვარების წარმოქმნას უწყობს ხელს. შხამი გველის თავშია და არა მის სხეულში, ამიტომაც თავიდან იწყებენ მის დაჭერას და მოკვლას. მრისხანების დაძლევა მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრითაა შესაძლებელი. "როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდულ სულში სწრაფად წყნარდება გულისწყრომა" ("სულიერი მდელო").

სენის, ავადმყოფობის საწინააღმდეგო წამალი რომ დაამზადო, ჯერ აუცილებელია საფუძვლიანად შეისწავლო თავად დაავადება, გამოავლინო მისი გამომწვევი მიზეზები და ამის შემდგომ აღმოფხვრა იგი შესაბამისი საშუალებებით. მრისხანების დასამარცხებლად უპირველესად უნდა ებრძოლო მიზეზს, საბაბს, რომლისგანაც ის გაჩნდა. მიზეზი ფესვია, მრისხანება კი ღერო, რომელიც ფესვისგან აღმოცენდა. რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა ღერო, იგი კვლავ ამოიზრდება, რამეთუ ფესვები კვლავ მიწაში რჩება და თუ მათ არ ამოძირკვავ, ამაო იქნება შენი შრომა. მიზეზი კი ყოველთვის ჩვენშია, ჩვენს შინაგანშია. ნუ დავაბრალებთ ჩვენს უძლურებას მხოლოდ გარემოებას, ახლობლებს, მტრებს, რადგან წუთისოფელი რომ მარადის გვმტრობს, გვეწინააღმდეგება, ბოროტებისკენ გვიბიძგებს, ეს არ არის გასაკვირი, მან ჩვენზე უწინ ჭეშმარიტი ღმერთკაცი, უფალი იესო ქრისტე მოიძულა. ვინც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მას არ უნდა აკვირვებდეს შემხვედრი ნაკადის ძალა. გადაბრალება - თავის მართლებაა, რომლისთვისაც უცხოა სინანული და შესაბამისად, ცხონება. ადამიანი შეიძლება აღშფოთდეს ამა თუ იმ მავნე საქციელის, უსამართლობისა და დასაგმობი მოქმედების გამო, უფრო მეტიც, აუცილებელიცაა გამოხატო შენი შინაგანი დამოკიდებულება, უკმაყოფილება აღსრულებული ბოროტების წინააღმდეგ, წინაც აღუდგე, თუ ეს შესაძლებელია შენთვის, მაგრამ ყოველივე აუცილებლად კეთილგონიერებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღშფოთება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთით ნასაზრდოები, გონიერებასთან შესისხლხორცებული სამართლიანი გულისწყრომა. ძალიან დიდი სხვაობაა მრისხანებასა და კეთილი განზრახვით შობილ აღშფოთებას შორის, რამეთუ პირველი უდაბნოქმნილი გონების ნაყოფია, მეორე კი ღვთივსათნო განზრახულების ნაშობი. აღშფოთებისას ადამიანი არ კარგავს სულიერ სიმშვიდეს, სულის შინაგან უძრავ სიმყარეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ იქნებოდა ღვთის ნათლით გამდიდრებული, გაჯერებული, გონებით ნაკარნახევი, განსხვავებით მძვინვარებისაგან, რომელიც ჩაუქრობელი ცეცხლის მსგავსად ხან მეტად ალდება, ხან კი დროებით ცხრება მისით მოწყლული ცოდვილის სულში.

სულიერი სიმშვიდე გამუდმებული, დაუღალავი სულიერი წვრთნისა და შრომის შედეგია. იგი არ მოიპოვება უცაბედად, მოთმინებისა და თავგანწირული ღვაწლის გარეშე, რამეთუ ნაყოფია, ღვთისაგან ბოძებული ჯილდოა. "უფალმან ჩუენმან სისხლითა თვისითა მშვიდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (კოლ. 1,20).

მხოლოდ უფლის მადლითა და ძალით, მისი უსაზღვრო მოწყალებით შეიძლება აღმოიფხვრას ჩვენში მრისხანების შხამიანი გესლი, მაგრამ აუცილებლად ჩვენი თავისუფალი ნების მასში უშუალო მონაწილეობით. მხოლოდ ღმერთთან ზიარებით, მასზე უშუალო მინდობით შევძლებთ, მოვიპოვოთ სულის უდიდესი ნეტარება - სიმშვიდე. ვინც მოუწყინებლად ითხოვს, მოთმინებით ეძებს მას, სწორედ ის გაიხარებს მისით, რამეთუ ნათქვამია: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
25.11. 2021
არის რაღაც წინსვლა ჩემში...ვამჩნევ ჩემ თავზე მაგრამ იმასაც ვხედავ საკმაოდ საკმარისი არ არის...ადრე თითქმის ყველაფერი მაღიზიანებდა ეხლა შედარებით ნაკლებად მაგრამ მრისხანება მაინც საკმაოდ მეუფლება...ვგრძნობ დიდი გზა მაქვს გასავლელი რომ თავმდაბლობა მოვიპოვო.
არის რაღაც წინსვლა ჩემში...ვამჩნევ ჩემ თავზე მაგრამ იმასაც ვხედავ საკმაოდ საკმარისი არ არის...ადრე თითქმის ყველაფერი მაღიზიანებდა ეხლა შედარებით ნაკლებად მაგრამ მრისხანება მაინც საკმაოდ მეუფლება...ვგრძნობ დიდი გზა მაქვს გასავლელი რომ თავმდაბლობა მოვიპოვო.ხანდახან ეს შეუძლებელიც კი მეჩვენება...უფლის მადლით შევძლებ ალბათ გამოსწორებას...შეგვეწიოს უფლის მადლი...ამინ
22.07. 2015
მაკა
ვერაფრით ჩავკალი საკუთარ თავში მრისხანება და ეს ძალიან მადარდებს... ვცდილობ მივიდე უფალთან ახლოს ,მაგრამ უცებ ერთი ჩემი აფეთქება და ვხვდები,რომ ტყუილად მიკეთებია რაღაცეები..
05.03. 2015
marina
Madloba am werilebis gamoqveynebistvis, yvelanairad mamhvidebs da mimtevebels mxdis
19.11. 2014
ნატო
სულზე მომისწარით!დიდი მადლობა!ახლა გამახსენდა ერთი რამ:მორწმუნე ეუბნება თავის მოძღვარს-„მამაო,სახარებას კი ვკითხულობ ,მაგრამ ბევრს ვერაფერს ვგებულობ,რა ვქნა,გავაგრძელო კოთხვა?“მოძღვრის პასუხი ,კი ასეთი იყო:„გააგრძელე,რადგან ,თუმცა შენ ვერ გებულობ,ეშმაკი გებულობს სამაგიეროდ,ვეღარ უძლებს მის მოსმენას და გარბის ...“ძალიან კარგია ასეთი სტატიების გამოქვეყნება,შეიძლება გონებამ ყველაფერი ვერ დაიმახსოვროს,მაგრამ სული ომახსოვრებს და გული მშვიდდება...
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat