დიდებული საქმის ბინძური ხელებით გაკეთებას შეძლებ, შებილწული გონებით კი - ვერასდროს
დიდებული საქმის ბინძური ხელებით გაკეთებას შეძლებ, შებილწული გონებით კი - ვერასდროს
ცოდვით დამძიმებული ბაგეებითა და ბოროტი განზრახვითაც შეძლებ ჭეშმარიტების წარმოთქმას, მაგრამ ჭეშმარიტება არასდროს იქნება ბოროტებაში.

სიყვარულს ადამიანი თავდაპირველად სხვებისგან ფარულად განიცდის და მხოლოდ შემდეგ ამჟღავნებს, ავლენს მას. როდესაც სიკეთეს აღასრულებ, შენში ჯერ სათნო გრძნობა, განზრახვა ისადგურებს და შემდეგ ახორციელებ მას.

შეუძლებელია ადამიანმა გასცეს ის, რაც თავად არ გააჩნია, რაც მასში არ არის. თუკი ვინმე ღვთის სახელით შესაწირს, მოწყალებას გაიღებს, თავისი ცხოვრებითა და სათნო საქმეებით თავად უნდა იყოს უფალს "შეწირული". ოცდამერვე ფსალმუნში დიდებულ სიტყვებს ვკითხულობთ: "შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი" (ფს. 28,1), რომელთაც საოცარი სიბრძნითა და მჭევრმეტყველებით განმარტავს წმინდა ბასილი დიდი: ყველას ძღვენი როდია სასურველი ღვთისთვის, არამედ მხოლოდ იმისი, ვინც წმინდა გულით სწირავს. წინასწარმეტყველი იერემიაც შეგვაგონებს: "განა ლოცვანი ან სამსხვერპლო ხორცი აგაშორებს უბედურებას, ან კიდევ მათი მეშვეობით განიწმინდები?" (იერ. 11,15). უპირველესად თავად უნდა გავხდეთ ღვთის შვილები და შემდეგ შევწიროთ ძღვენი უფალს, და თანაც არა შემთხვევითი ძღვენი, არამედ ისეთი, როგორიც მან გვიბრძანა. ჯერ "მამა" წარმოთქვი და დანარჩენი შემდეგ ითხოვე, გამოიძიე საკუთარი თავი, გამოიძიე, როგორი იყო შენი განვლილი ცხოვრება და ხარ თუ არა ღირსი, შემოქმედს მამა უწოდო. "შესწირევდით უფლისა" არა ყოველნი, ვინც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იყოთ ნაშობნი, არამედ "შვილნი ღმრთისანი". შენი ზრახვანი იქამდე არ უნდა დამდაბლდეს, რომ იძულებული გახდე ეძებო ვერძი, ცხვარი, უტყვი და აბღავლებული ოთხფეხი იმის იმედით, რომ მსხვერპლის შეწირვით ღმრთისაგან შეწყალება დაიმსახურო; ღვთის შვილობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პირუტყვის შეწირვა, ამიტომ უპრიანი იქნება, ძღვენიც ისეთივე დიდი იყოს, როგორიც შენს კეთილგანწყობას და ზეციური მამის ღირსებას შეეფერება. უფალს ის მიაგებს, ვინც თავისი მართალი შრომით პატივს სცემს მას და თავისი სიმართლის ნაყოფთაგან პირველად მოწეულს უძღვნის.

ადამიანი ჯერ უნდა იშვას ამ ქვეყანაზე, რომ შეძლოს, ესა თუ ის საქმე აღასრულოს. იგივე თვისება აქვს მადლსაც - თუ მასში არ იშვი, არ დაიბადე, როგორღა შეძლებ სიკეთის აღსრულებას და მასში წარმატებას?

მართალია, კვერცხში ბუნებითად დევს სიცოცხლე, მაგრამ მისთვის შესაბამისი ტემპერატურა, სითბოა აუცილებელი, რათა მისგან ახალი სიცოცხლე გამოიჩეკოს. ასევეა ადამიანიც, რამეთუ ღვთის ხატება და სულიწმინდის ჭურჭელია იგი, მაგრამ როდესაც ცოდვის "ნაჭუჭში", უმადლო მდგომარეობაში იმყოფება, მას სჭირდება ძალა და სითბო სულიწმინდისა, შეწევნა ღვთაებრივი სულისა, რათა გამოვიდეს ცოდვის მკვრივი გარსიდან, იშვას ახალ სიცოცხლეში - მადლში, შემდგომ კი ღვთივსათნო საქმეები აღასრულოს.

არიან თითქოსდა ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც მოწყალებას გასცემენ, თავად კი სიკეთეში, ჭეშმარიტებაში არ შობილან, კვლავ ცოდვის "სქელ ნაჭუჭში" არიან გამომწყვდეულნი და მათი ცხოვრების წესიც დიდად განსხვავდება მათი საქმეებისაგან. ხელყოფენ სხვის სიცოცხლეს, ცხოვრობენ უზნეოდ და ძარცვითა და ყაჩაღობით, კაზინოში მოგებული ფულით კეთილდღეობენ... განა შეიწირება მათი მოწყალება? ან კი ვის სწირავენ მას, ნუთუ უფალს? საუბედუროდ, არა, რადგან უმრავლესობა ამგვარი ადამიანებისა ქველმოქმედებას ღვთისთვის კი არა, საკუთარი პატივმოყვარეობისა და ანგარების დასაკმაყოფილებლად სჩადის - ღვთის ტაძარი საკუთარი სახლი ჰგონიათ, სადაც "უფალი" თავად არიან, მღვდელმსახურები კი მათ ემსახურებიან. ნუთუ ფიქრობენ, თვალს აუხვევენ უფალს? ვინც ბოროტებას სჩადის - ცოდვილია, ხოლო ვინც სიკეთეს, სიწმინდეს ბოროტებისთვის იყენებს - ეშმაკის მსახური. ნუ დაგვავიწყდება, რომ მართალი აბელის სისხლი, რომელიც მისი ძმის კაენის ხელით დაითხია, უღვთოდ, ურწმუნოდ, არასწორად გაღებული შესაწირის შედეგია. "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი" (ფს. 126,1). შესაძლოა, თავისი უსაზღვრო მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით ღმერთმა მართლაც შეიწიროს ცრუ ქველმოქმედის მიერ აშენებული ტაძარი, გაცემული მოწყალება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ადამიანი გულითა და სარწმუნოებით შეუდგება უფალს, აღიარებს მას თავისი ქცევით, თავისი ცხოვრების წესით, რათა ამით სათავე დაედოს მის სიკეთეში შობას. მრავალნი ცხონდებიან მის მიერ აშენებულ ტაძარში, მაგრამ თუკი თავად არ გამოსწორდა, არ შეინანა, ამაო ყოფილა მისი შრომა და გარჯა.

წმინდა იოანე ოქროპირი შეგვაგონებს: ნუთუ მოწყალებას აკეთებს ადამიანი, რომელიც გზაზე დაგდებულ სახედრის აყროლებულ ლეშს აიღებს და ეკლესიაში საკურთხეველს შესწირავს? დავუშვათ, საკურთხეველი ქვისგანაა ნაშენი და მისი კვლავ კურთხევა და განწმენდა შეიძლება, მაგრამ განა მეფე სიკვდილით არ დასჯის უგუნურ მონას, თუკი მბრძანებელს დიდებულ ნადიმზე შებილწული ცხოველის ლეშს მიართმევს? ღვთის სახელით გაღებული შესაწირი ქრისტეს წმინდა ტრაპეზზე შეიწირება, ღვთის წმინდა "საჭმელია" და შესაბამისად წმინდა უნდა იყოს განზრახვა, მიზანი მისი შემწირველისა და ძღვენიც პატიოსანი გზით უნდა იყოს მომუშაკებული. სცოდავ, თუკი მოწყალებას არ გაიღებ, მაგრამ როდესაც მიტაცებულით, მოპარულით ქველმოქმედებ - ორმაგად სცოდავ. ქრისტეს აპურებ გლახაკში და ვინ იცის, როგორი ფულით! ფიქრობ, გეშველა, მოგეტევა შენი უმსგავსოება? პირიქით - იასმაგებ საკუთარ ცოდვებსა და სასჯელს, რამეთუ გაბედე, არაწმინდა მონაპოვრით სიწმინდე აღგესრულებინა. ბინძური ფულით მაღალი ხარისხის ოქროს კი იყიდი, მაგრამ ცოდვით დაბინძურებული სულით ვერასდროს "იყიდი" რწმენასა და ღვთის მადლს.

განზრახვა, რომლითაც ესა თუ ის საქმე (კეთილიც და ბოროტიც) აღესრულება, ჭეშმარიტი მამხილებელია, შემფასებელია მისი. იგია "მშობელი" ყოველი ქმედებისა - როგორიცაა "დედა", ისეთივეა "შვილიც". კეთილი განზრახვა სათნო საქმეს შობს მარადის, კეთილი საქმის მიღმა კი ყოველთვის ვერ ამოვიცნობთ განზრახვას, რომლითაც ის აღსრულდა. ჭეშმარიტია ოდენ ისეთი სიკეთე, რომელიც თვით სიკეთისთვის აღესრულება ("სულიერი მდელო").

გავიხსენოთ მებაჟე ზაქე, მის სახლში მისულ უფალს, აღსარებასავით რომ უმხელს საკუთარ ცოდვებს: უფალო, თუკი ვინმეს წავართვი, დავტაცე, ცილი დავწამე, ოთხწილად მივაგებ და "ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსცე გლახაკთა". შემდგომ ამისა მთელი თავისი გულითა და ცხოვრებით უფლის ერთგული მოწაფე ხდება. ამიტომაც შეიქნა ღირსი მაცხოვრის დიდებული სიტყვების მოსმენისა: დღეს ეს ადამიანიც ცხონდა და მისი სახლიცო. აი ჭეშმარიტი აღმსარებელი და ქველმოქმედი, აი ერთგული მონა ღვთისა! ოთხმაგად მივაგებო წართმეულს, მითვისებულს და ესეც არ იქნება საკმარისიო - მზად ვარ, მთელი ჩემი ცხოვრებით გემსახუროო. მავანნი კი მოპარული, მაქინაციებით მოპოვებული, სხვისი გამწარებით მიღებული მილიონებიდან უკეთეს შემთხვევაში მეასედს სწირავენ და ამით უნდათ, სათნო ეყონ უფალს, ცხოვრებას კი ძველებურად უმადლოდ აგრძელებენ. ოთხგზის მიგების შემთხვევაშიც არ შეიწირებოდა ზაქეს ქონება, მას რომ თავისი სიცოცხლე უფლისთვის, მისი წმინდა ნებისთვის არ დაექვემდებარებინა.

რომელი მრავალშვილიანი მამა გაიხარებდა, მის რომელიმე შვილს ძმა რომ გაეძარცვა ან მოეკლა და ასე საძაგლად მიეთვისებინა მისი ქონება, შემდგომ კი მამისთვის ძღვნად მიერთმია?! განა არ მოიკვეთდა მას განრისხებული მშობელი?! უფალიც მრავალშვილიანი ზეციერი მამაა ჩვენი, უსაზღვროდ უყვარს თითოეული ადამიანი და თუ უზნეოდ, ბოროტებით მოპოვებული ძღვენი მივართვით, განა ისევ შვილად მიგვიჩნევს?

უგუნურებაა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ საკუთარი დანგრეული სახლის აგებას სხვისი სახლების აშენებით შეძლებს. ნუთუ ძალისა და ენერგიის დაუხარჯავად, დიდი ძალისხმევისა და მონდომების გარეშე შეძლებს რაიმეს აღსრულებას? ადამიანი ღვთის ყველაზე საყვარელი ტაძარია და თუ მისი სხეული და მასში არსებული სული "დანგრეულია", რა სარგებლობა ექნება მისთვის მხოლოდ მოჩვენებითი, თვალის ამხვევი შესაწირის გაღებას? სწორედ იმის გამო მივიღებთ ღვთისაგან სასჯელს, რომ საკუთარი სხეული (ტაძარი) და მასში დამკვიდრებული ღვთის სული მივატოვეთ.

ჩვენ ყველანი გამოსყიდულნი ვართ, არა სიმდიდრითა და ქონებით, არც ოქროთი და ვერცხლით, არამედ ჯვარცმული, ნატანჯი მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცითა და სისხლით. რისთვის მოკვდა ჯვარზე ცოდვის მომკვლელი და მაცოცხლებელი სიკვდილით? იმისთვის, რომ მოეცა მაგალითი ცხოვრების წესისა, ეჩვენებინა, რომ არ არსებობს უფრო დიდი შესაწირი, უფრო დიდი მოწყალება, ვიდრე შენი ყოფიერების, თავისუფალი ნების ღვთისთვის მიძღვნაა. ამქვეყანად ყოველივე უფლისაა, იგია სამყაროს შემოქმედი და განმგებელი; ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვანდო, თავისუფალი ნებაა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი განზრახვისამებრ გამოვიყენოთ, წარვმართოთ. ჩვენც მივუძღვნათ იგი უფალს და ამით განვადიდოთ და გავახაროთ ჩვენი ყოვლადსახიერი მამა, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat