გზა ვნებისა, ეკლებისა, გაშოლტვისა, ფურთხებისა, ძმრისა და ნაღვლისა და ბოლოს ჯვარზე სიკვდილისა
გზა ვნებისა, ეკლებისა, გაშოლტვისა, ფურთხებისა, ძმრისა და ნაღვლისა და ბოლოს ჯვარზე სიკვდილისა
უმძიმესია ადამიანის მიწიერი ცხოვრება, რადგან გოლგოთის გზაა იგი. გზა ვნებისა, ეკლებისა, გაშოლტვისა, ფურთხებისა, ძმრისა და ნაღვლისა და ბოლოს ჯვარზე სიკვდილისა. მძიმე იყო ჯვარი მაცხოვრისა და ვიწრო - ბილიკი მისი, რამეთუ მთელი კაცობრიობის ცოდვა, წყევლა და სიკვდილი იყო მასში ასახული, გაერთიანებული. გოლგოთის გზა არის ადამიანის ცხოვრება მისი ცოდვით დაცემის დღიდან ვიდრე ქრისტემდე. იგია სამოთხის გარეთ დარჩენილი ადამის ყოფა, ტანჯვა, წამება, წუხილი, ცრემლი; სიხარული ეშმაკისა, გამარჯვება სიკვდილისა და ტკივილი კაცთა მოდგმისა; გოდება მართალთა, წინასწარმეტყველთა, მეფეთა და თითოეული ადამიანისა, რომელიც წმინდა მეფის - დავითის მიერაა ფსალმუნში წარმოთქმული: "რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყნად ცხოვრებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი (ფს. 142:3,4); მოლოდინი ხსნისა - მესიისა; ჯოჯოხეთის ბნელეთიდან, სულთა საპყრობილიდან კაცობრიობის მიერ აღვლენილი ხმა - შველისა, მოხმობისა, ამოძახილი - ქრისტე.

ხედავდა რა უფალი ადამიანთა გასაჭირს, სულიერ ობლობას, "შეიწყალა იგი", როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "მან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა" (ეს. 53:4).

ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომლის ერთმა სიტყვამ შექმნა ქვეყნიერება, რომლის ხელმაც დაბადა მიწისაგან კაცი, რატომ დაითმინა მონისაგან ამდენი შეურაცხყოფა, ლანძღვა, ნერწყვა და რაც მთავარია სამარცხვინო სიკვდილი ჯვარზე ავაზაკთა შორის? ნუთუ მას არ შეეძლო, მხოლოდ ერთი სიტყვით გამოეხსნა ცოდვით მოწყლული, ხატებაშელახული ადამიანი? ისევ და ისევ ჩვენი სიყვარულის გამო, გამოუთქმელი თავგანწირვის ძალითა და მადლით "თავს-იდვა ღმერთმა უძლურებანი ჩუენნი", რამეთუ ეშმაკმა დაგვცინა და მოგვატყუა სამოთხეში, როდესაც ადამს უთხრა: "იქნებით ვითარცა ღმერთი", მაგრამ მან ამ სიტყვებით დასცინა საკუთარ თავს, რამეთუ ადამიანი ჭეშმარიტად განიღმრთო, რაჟამს ქრისტემ შეიმოსა ხორცი, ჩვენეული ბუნება. ჩვენ შეგვიტყუა ბოროტმა ღმერთობით, ამპარტავნებით და თავადაც შეტყუებულ იქმნა ადამიანობით, სიმდაბლით ქრისტეს მიერ (წმინდა იოანე დამასკელი). ადამმა დაივიწყა ღმერთი სამოთხეში, უფალმა კი გაიხსენა იგი ჯოჯოხეთშიც. დაემალა შემოქმედს თვისას ედემში, მაცხოვარმა მიაკითხა, იპოვა იგი თვით სატანჯველშიც. შვების, თავისუფლების წიაღში დაამკვიდრა პირველქმნილი კაცი უფალმა, თავად კი მიწაზე ხორციელად მოსულს - პირუტყვის სადგომს ახვედრებს ადამიანი.

მაცხოვარმა თავისი ვნებულებით საკუთარ თავში აღბეჭდა და განიცადა ტკივილი და უძლურება თითოეული ადამიანისა. იგი მარად განიცდის საყვარელი ქმნილების ცოდვასა და დაცემას, რამეთუ, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს, ვნებებითა და ბოროტი საქციელით კვლავ ჯვარს ვაცვამთ მას. მიწაზე არ უნახავს შვება უფალს, რადგან შვებისთვის არ მოსულა იგი ამ ქვეყანაზე, იშვა ადამიანისაგან, რათა ჩვენ ვშობილიყავით მასში, "იშვა, რაითა ჩუენ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ" (წმინდა იოანე ოქროპირი).

ქრისტემ თავი მოიდრიკა კაცობრიობის წინაშე, რათა თვალახელილებსა და წელში გამართულებს შეგვძლებოდა მზერა უფლისა. მონათა შორის იშვა ღმერთი, "ცოდვილთა თანა იცხოვრა წმინდამ" და დამნაშავეთა მიერ დაისაჯა ჭეშმარიტი მსაჯული, რომელსაც მოუწყვეს შურითა და უსამართლობით აღსავსე მძიმე სამსჯავრო. ოცდაათ ვერცხლად შეაფასეს მისი სიცოცხლე, რომელმაც "სულსა თვისსა არა ჰრიდა ჩუენთვის", შოლტებით სცემეს მას, რომელმაც სცემა ეშმაკს საკუთარი იარებით, სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენს შვილებზეო - გაჰყვიროდნენ გაშმაგებული ურიები, რომლის სისხლითაც განბანილნი ვართ ყოველნი. წყლით იბანს პილატე ხელებს და სასიკვდილოდ სწირავს მას, რომელმაც წყლითა და სულიწმინდით ჭეშმარიტი განწმენდა და თავისუფლება მიანიჭა ადამიანთა მოდგმას. მეწამული მოსასხამით შემოსეს და დასცინოდნენ მას, რომელმაც ზეციური, უხრწნელი სამოსით შემოსა მოკვდავნი, ეკლის გვირგვინითა და ლერწმით აღჭურვეს იგი, რომელმაც სასუფევლის გვირგივინებითა და მარადიული სიცოცხლით შეამკო მაგინებელნი თვისნი.

ჩვენ ყველანი იუდები ვართ, რადგან დღენიადაგ ვღალატობთ უფალს, ვივიწყებთ მის მცნებებს, ავაზაკნი ვართ მისი წმინდა სახელის წინაშე და ვაი, რომ ხშირად არა მონანულნი, მეძავნი ვართ სულითა და ხორცით, მისი წმინდა ხორცისა და სისხლის წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მარად სავსეა ქრისტეს წმინდა ბარძიმი ჭეშმარიტი, განმაღმრთობელი ხორცითა და სისხლით, ყოველ ჟამს ევნება ჩვენთვის და ჩვენში.

უფალმა უდიდესი სიმდაბლით, სიგლახაკით თავის თავზე მიიღო ყველა ის შეურაცხყოფა, რაც საკუთარი უგუნურებით ადამიანს ბოროტისაგან მიადგა. "რატომ მცემ?" - ეკითხება მაცხოვარი მღვდელმთავრის მსახურს, ღმერთი - მონას თვისას. ამ საოცარი სიტყვებით იგვემა ეშმაკი, ამ საიდუმლო სიტყვებით სასიკვდილოდ დაიჭრა იგი. შემოქმედი, რომლის ხელშიც არის ყოველი სამსჯავრო, სამართალი და ხელმწიფება, პილატესაგან ისმენს სიტყვებს: "ხელმწიფებაი მაქუს ჯუარსცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა", სასჯელით ემუქრება თიხა ღმერთს, მონა - მეფეს, რომელიც თვით დასჯილი პილატესა და მასთან ერთად ყოველი ჯვარმცმელისა და მტანჯველის გამოსახსნელად მოვიდა მიწაზე, სასწაულს ეძებდა ბრმა ჰეროდე, რომლის თვალწინ თავად იდგა საოცრება - სასწაული ქვეყნიერებისა.

ქრისტემ შესვა თითოეული ადამიანის ცოდვით, შხამით, საწამლავით ავსილი მწარე სასმისი. სხვა რა არის ჯვარზე მიღებული ძმარში არეული ნაღველი, თუ არა ჭეშმარიტი გემო იმ ნაყოფისა, რომელიც სამოთხეში მიიღო ადამმა და რომელიც ასე ტკბილი ეგონა მას? მაცხოვარმა თავისი წმინდა ხორცითა და სისხლით დაატკბო სიმწარე ძმრისა და ნაღვლისა, მის სანაცვლოდ მოგვანიჭა სიხარული ბარძიმისა, მარადიულობა სასუფევლისა.

ყოველი სატანჯველის მიღების შემდეგ უფალი ამბობს: "აღსრულდა", რამეთუ გამარჯვებულია ადამიანი ეშმაკზე, გამოსყიდულია ქრისტეს სისხლით ცოდვის შხამიანი ეკლებისაგან, გაღებულია ზეცა და შერცხვენილია სამეფო ბოროტისა. მოკვდა უფალი ჯვარზე და მასთან ერთად მოკვდა სიკვდილი.

მაცხოვრის ვნებით, მისი თავგანწირვით კაცობრიობამ მიიღო ის უდიდესი შვება, ის უდიდესი ნეტარება, რომლის ერთი წვეთიც ზეციური კეთილსურნელებით აღავსებს ყოველ მორწმუნეს. უფალში სიკვდილით ჩვენ მოვიხვეჭეთ ჭეშმარიტი სიცოცხლე, რამეთუ მან ბრძანა: "რომელმან დადოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი". წმინდა სამებამ ინებოს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ქმედითი აღსრულება იყოს ამ დიდებული სიტყვებისა. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat