ჩვენ ყველანი ერთურთისთვის მოყვასნი ვართ
ჩვენ ყველანი ერთურთისთვის მოყვასნი ვართ
უფალი ღმერთის სიყვარულისა და განსაკუთრებით მოყვასის სიყვარულის შესახებ სახარება მოგვითხრობს, თუ როგორ მოუხდა იესოს სჯულისმეცნიერი ვინმე გამომცდელი შეკითხვით: რა არის საჭირო საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლადო, - და პასუხად მიიღო: აუცილებელია სჯულის შესაბამისად ცხოვრება, რომელიც განგვიწესებს სიყვარულს ღმერთისადმი და მოყვასისადმი; ხოლო როცა სჯულისმეცნიერმა თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: ვინ არის მოყვასი ჩემიო, უფალმა მოწყალე სამარიტელზე იგავით მიუგო.

შეკითხვის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მწიგნობრები და ფარისევლები ანუ, საერთოდ, იუდეველები, თავიანთი მეცნიერების განმარტების შესაბამისად, მოყვასად ნებისმიერ ადამიანს კი არ მიიჩნევდნენ, არამედ მხოლოდ თანამოაზრეს ანუ იუდეველს, ანდა უფრო ვიწრო გაგებით - მხოლოდ ნათესავსა და მეგობარს, კეთილისმყოფელს.

შემკითხველი - ვინ არის ჩემი მოყვასიო, ანუ მსურველი იმისა, რომ მისთვის წინდაწინვე განემარტათ მოყვასისადმი მისი მოვალეობები, ამით წარმოაჩენდა, რომ კარგად არ ესმოდა სიყვარულის არსი - მან ხომ არ იცის არანაირი ზღვარი, გარდა შესაძლებლობისა, კვლავ და კვლავ განივრცოს. სიყვარული თავადვე განიწესებს კანონებს. ის განუწყვეტლივ იხდის ვალს და კვლავაც სურს მოვალე იყოს! (რომ. 13,8).

იმ კაცში, რომელსაც ავაზაკნი დაესხნენ თავს და განძარცვეს, მერე ნაცემი დააგდეს გზაზე, იგულისხმება შეჭირვებული ადამიანები. ყველა, ვინც ჩვენს შეწევნას საჭიროებს. მღვდელსა და ლევიტელში იგულისხმებიან ცრუ მართალნი, რომლებსაც თავი მოაქვთ სჯულის გარეგანი აღსრულებით, მაგრამ გულმოდგინედ არ აღასრულებენ მოყვასის სიყვარულის საღმრთო მცნებას და სძაგთ კიდეც ღარიბ-ღატაკნი. სწორედ ასეთი იყო უფლის გამომცდელი სჯულისმეცნიერი კაცი, ვისაც ეს იგავი უთხრა უფალმა და ვისი სახითაც იგი ჰკიცხავდა ყველა მოჩვენებით, ცრუ მართლის პირმოთნეობას. სამარიტელში იგულისხმებიან მოყვასის კეთილისმყოფელნი, ისინი, ვისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის იგი და სადაური. ამ იგავის მიზანია, წარმოაჩინოს იუდეველთა შეცთომილება, რომელთაც მხოლოდ ერთმანეთი მიაჩნდათ მოყვასებად და დაანახოს მათ, რომ უკლებლივ ყველა ადამიანი ჩვენი მოყვასია და რომ მოვალენი ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ გაჭირვებულს.

ნურავინ იფიქრებს იუდეველთა მსგავსად, რომ მოყვასი მხოლოდ ახლობელ-მეგობარია; მოყვასი ყველა ადამიანია. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ყოველი ადამიანია ჩვენი მოყვასი და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებობდეს რაღაც შეუსაბამობა, უთანაბრობა გვარისა იქ, სადაც ერთი ბუნებაა" (118-ე ფსალმუნზე მე-8 სიტყვა). იგივე წმინდა მამა ამბობს: "მიწიერი შობით და ზეციური მემკვიდრეობის სასოებით ჩვენ ყველანი ერთურთისათვის მოყვასნი ვართ" (სიტყვა 59-ე "დროის შესახებ"). ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მოყვასი ყოველი ადამიანია, რომელიც შეწევნასა თუ რჩევა-დარიგებას საჭიროებს: სულ ერთია, იგი ჩვენი ნათესავი იქნება თუ არა; კეთილი თუ ბოროტი, ნაცნობი თუ უცნობი. ასე რომ, მდიდრის მოყვასი - ღარიბია, ბრძენისა - უბირი, ჯანმრთელისა - სნეული, თავისუფლისა - ტყვე, ბედნიერისა - უბედური. ადამიანის ზნეს კი არ უნდა ვუყურებდეთ, არამედ მის გაჭირვებას და თუ შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ კიდეც. ეს ჩვენი საუფლო ვალია.

ხშირად უნდა გავიხსენოთ უფლის მიერ ნახსენები სამარიტელი.

რომ გაგვიადვილდეს შესრულება ქრისტეს მცნებისა მოყვასის სიყვარულის შესახებ, გავიხსენოთ, თუ როგორ აღასრულებდნენ მას წმინდანნი. წმინდა ევლოგი მეცნიერი კაცი იყო, მაგრამ ქრისტესადმი სიყვარულით ანთებული განეშორა ამა ქვეყანას, მთელი ქონება ღარიბ-გლახაკთ დაურიგა, თვითონ კი ძველი შესამოსელი და ცოტაოდენი ფული დაიტოვა. ერთხელ ქუჩაში უხელფეხო გლახაკს გადაეყარა. შეეწყალა და გულში თქვა: მოდი, წავიყვან ამ კაცს და მოვუვლი, სიკვდილამდე შევინახავო. ასეც მოიქცა. 15 წელი მშობელ მამასავით ზრუნავდა მასზე: ბანდა, აჭმევდა, ხელითაც კი დაატარებდა. ჩვენი ცხოვრების მტერმა - ეშმაკმა სცადა მათი მშვიდი ცხოვრების დარღვევა და ჩააგონებდა ევლოგის იმ აზრს, რომ მიეტოვებინა დავრდომილზე ზრუნვა, დავრდომილს კი თავისი კეთილისმყოფელისადმი ურჩობასა და მრისხანებას შთაუნერგავდა. არაერთგზის შეურაცხუყვია დავრდომილს წმინდა ევლოგი ასეთი სიტყვებით: "შენ ფარულად მიატოვე შენი ბატონი, გაქურდე და ცოდვის გამოსასყიდად მე აგიყვანივარ სახლშიო". ევლოგი ცდილობდა, ნუგეში ეცა მისთვის, სთხოვდა, გამიმხილე შენი გაბოროტების მიზეზი და მაპატიე, თუკი რაიმე სახით შეურაცხგყავიო. მაგრამ დავრდომილი პირს იბრუნებდა ხოლმე და არაფერს ეუბნებოდა. ბოლოს ბოროტმა სულმა იმ ზომამდე განამძაფრა დავრდომილის ბოროტება და მრისხანება ევლოგისადმი, რომ კაცმა შეიძულა იგი და ასე ეუბნებოდა: "ხელები რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდი, ოღონდ კი შენ მოგშორდეო". გაოცებულმა ევლოგიმ არ იცოდა, რა ეღონა. მაგრამ ის წმინდა ანტონი დიდს ჰყავდა დამოძღვრილი, რომელსაც ეს ამბავი მოუთხრო და განაგრძობდა დავრდომილის სიყვარულით მოვლა-პატრონობას. ამის შემდეგ მეორმოცე დღეს თავისი მგმობელისა და შეურაცხმყოფელისადმი მშვიდობითა და სიყვარულით აღესრულა ევლოგი. სამი დღის შემდეგ ცრემლთა ღვრითა და სინანულით მოკვდა დავრდომილიც. ასე აღასრულა ევლოგიმ უფლის მცნება - გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat