სიყვარული სიკვდილზე ძლიერია
სიყვარული სიკვდილზე ძლიერია
იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი
ღმერთი მიუწვდომელია და ჭეშმარიტებაში ჰგიებს, იდუმალია მისი ყოფიერება, არსი, ძალა და ბუნება, მაგრამ არსებობს მასთან მიახლოების ყველაზე მძლავრი და მართებული გზა - გზა სიყვარულისა. იგი არის ხიდი გადებული ღმერთსა და ადამიანს შორის, დამაკავშირებელი სიკვდილისა და გვირგვინი აღდგომისა. სიყვარული სათნოებათა ოკეანეა, რომელშიც როგორც ჩაედინება, ასევე სათავეს იღებს "სათნოებათა მდინარეები", იგია ძალა, საფასე, საუნჯე ყოველი სათნოებისა, რომელსაც შეუძლია ბოროტება სიკეთედ აქციოს, ცოდვა - მადლად, ბნელი - ნათლად, სასრული - უსასრულოდ. ადამიანის ცხოვრების აზრი, მიზანი სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა, დაუფლებაა, მისკენ უნდა იყოს მიმართული მისი გონება, გული, ცნობიერება, ხოლო საღვთო მადლის გამოვლინების ყველაზე ნათელი დასტური - სიყვარულია. "გიყვარდეს და ყოველთვის ყველაფერში სწორად მოიქცევი". თუ მცნებას დაარღვევ, უფლის სიტყვას გადახვალ, სიყვარულის გამო ღმერთი მოგიტევებს, წამოგაყენებს ცოდვის ჭუჭყიანი წუმპიდან, მაგრამ თუ სიყვარული არ გექნება, რომელი სათნოებით გამართლდები, რომელი მცნება გიშველის? სჯულით და კანონით რომ მიდგომოდა ღმერთი ადამიანთა ცოდვას, გამოხსნას, ცხონების საქმეს, ახლაც დახურული იქნებოდა ზეცა ჩვენთვის, კვლავ ძველ აღთქმაში ვიქნებოდით და ვერც ვერასდროს ვცხონდებოდით, მაგრამ არის ისეთი რამ, რომელიც ყველა კანონსა და წესს აღემატება, ყოველ სიმართლეს აღასრულებს - ეს სიყვარულია. როდესაც ვინმეს შენი რაიმე მართებს და უკან დაგიბრუნებს, კანონიერი და მართებულია, მაგრამ არის მასზე აღმატებული: როდესაც ვინმეს მართებს შენი ვალი, მაგრამ მისი სიყვარულის გამო პატიობ მას და უკან აღარ სთხოვ. თითქოს ამით წესი დაარღვიე, კანონს გადაუხვიე, მაგრამ სიყვარული აღასრულე, ადამიანი შეიძინე. პირველი - სჯულია, მეორე კი - სიყვარული. არის სიკეთეები, რომლებიც მხოლოდ მიწაზე აღესრულება: მოწყალება, მარხვა, მღვიძარება და სხვა. მაგრამ არის ისეთი ზეციური საგზალი, რომელიც არასდროს წყვეტს არსებობას, ზეცაშიც განაგრძობს ზრდასა და წინსვლას. ეს - სიყვარულია.

ქრისტიანობა, სულიერი სიჯანსაღე იმით კი არ განისაზღვრება, თუ რა რაოდენობით, ხანგრძლივობით ლოცულობ, რამდენ კეთილ საქმეს აღასრულებ, რა სიმკაცრითა და შემართებით იცავ მარხვას, არამედ თუ რამდენად გიყვარს, სიყვარულის რომელ საფეხურზე იმყოფები. დღესდღეობით ხშირია გამონათქვამები: ამდენი წელია ეკლესიაში დადის და მაინც არაფერი შეცვლილა მასში, ისეთივე ცოდვილი დარჩა და ა.შ. ნუთუ ამაში რაიმე არის გასაკვირი? როგორც სკოლაში სიარული არ ნიშნავს კარგ სწავლასა და განათლებას შესაბამისი შრომის გარეშე, ასევე ეკლესიაში - "სულის სასწავლებელში" მხოლოდ სიარული არ ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ღვთის ტაძარი უპირველესად სიყვარულის სკოლაა და მხოლოდ შინაგანი, გულისმიერი წვრთნით, წინსვლით უნდა გაიზარდო მასში. თუკი ისევ ისეთი სასტიკი, უგულო და შეუბრალებელი ხარ, რაში გარგია მხოლოდ ხორციელი, ფიზიკური სიარული? ღმერთი ადამიანის გულს უყურებს და არა მის გარეგნულ თამაშს. ადამიანის გული შეიძლება ღვთის საკურთხევლად იქცეს, როდესაც იგი ჭეშმარიტი სიყვარულითაა სავსე და პირიქით, იგივე გული შეიძლება იყოს სამყოფელი ჯოჯოხეთისა, როდესაც ბოროტებითაა განმსჭვალული. ეს შენზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს, რომ არ გძულს - ეს სჯულია, ხოლო როდესაც გიყვარს - ქრისტე. სათნოებებმა ვერ იხსნა იუდა სიკვდილისა და წარწყმედისაგან, რადგან სიყვარული არ გააჩნდა და არც ბოროტმა საქმეებმა დაღუპა ავაზაკი, რამეთუ შეიყვარა უფალი. ამ უდიდესმა ძალამ ავაზაკი "მოციქულად" აქცია, მისმა უქონლობამ კი მოციქული ავაზაკად.

წმინდა წერილი, რომელიც ზეციური წიგნია, ღვთის სიტყვაა, სხვანაირად სიყვარულის წიგნად იწოდება. ვერც ერთი სხვა სათნოება ვერ იტვირთავდა ამ უდიდეს მისიას, რადგან არ შეიძლება ეწოდოს მას მხოლოდ წიგნი ლოცვისა ან მარხვისა, ან კიდევ მორჩილებისა, რამეთუ სიყვარული ისეთი ზეციური ძალაა, რომელშიც ერთიანდება და მოიაზრება სათნოებათა მთელი სისავსე.

თუ ადამიანი ცდილობს, მხოლოდ ღვთის შიშით არ ჩავარდეს ცოდვაში, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია, ხოლო თუკი ქრისტეს სიყვარულით, სამების სიყვარულის ძალითა და სახელით გეზიზღება ცოდვა, განიცდი, რომ ღვთის წმინდა სახელი შეურაცხყავი, მაშინ მოსულა შენზე სასუფეველი ღვთისა. ცოდვა სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გარეშე ჩადენილი მოქმედება. სიყვარულის ნაკლებობამ აქცია პეტრე მოციქული მაცხოვრის უარმყოფელად და კვლავ მისმა მადლმა აღადგინა იგი მოციქულის ხარისხში, რამეთუ უფალი მხოლოდ მას ეკითხება: "პეტრე, გიყუარ მეა?"

არაფერი ისე არ ფარავს ცოდვათა სიმრავლეს, როგორც სიყვარული. ვინც ცხოვრობს ქრისტეში და ქრისტეთი, იგი მკვდარია ცოდვისთვის, ხოლო ვინც ცოცხალია ცოდვისთვის, იგი მკვდარია ქრისტესთვის. სიყვარული ყოველივეს ნაკლოვანებას ავსებს, ხოლო უსიყვარულობას - ვერაფერი. სხვას რომ არ უკეთებ იმას, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონ, ეს - სიკეთეა, დასაწყისია, მაგრამ სხვას რომ ისე მოექცევი, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ, ეს - სიყვარული და სათნოებაა. ადამიანს შეიძლება ყველაფერი აპატიო, როდესაც გიყვარს და აფასებ, თითქოს მისი ცუდიც კარგი გეჩვენება და პირიქით, როდესაც არ გიყვარს ვინმე, მისი კეთილი სიტყვაც გაღიზიანებს.

დედაშვილობა სხვა არაფერია, თუ არა გამოვლინება უდიდესი ადამიანური სიყვარულისა, იგი არის ხატება, მსგავსება ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგან დედა ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს შვილისთვის, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა იგი ამას, კარგი შვილია თუ ცუდი; ეჩხუბება, სცემს, ცრემლს ღვრის, სტკივა, მაგრამ სიყვარული არ ნელდება. დედაშვილურ სიყვარულს შეუძლია დაფაროს ბოროტ ჩვეულებათა სიმრავლე (რომელიც მშობელს შვილისაგან ადგება). თუ მოკვდავ ადამიანს შეუძლია ზეციური სიყვარულის მცირე წვეთით ამხელა თავდადება გამოიჩინოს, მით უმეტეს ღმერთი, რომელიც წყაროა სიყვარულისა, არ დაფარავს, არ შეუნდობს ადამიანებს თავიანთ შეცოდებებს? რომ არა უდიდესი სიყვარული მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ არა ჯვარცმა და აღდგომა, რა აზრი ექნებოდა ჩვენს ცხოვრებას? როდესაც სხვა ადამიანებზე მხოლოდ ღვთის სამართალს ითხოვ, იცოდე, სიყვარული მოგკლებია, ხოლო როდესაც წყალობასა და პატიებას - სიყვარულის კარი შეგიღია. ღვთის მცნება რომ უფლის სიყვარულზე მაღლა იდგეს, მაშინ მის დარღვევისთანავე სიკვდილით დაისჯებოდი, მაგრამ უფალი ამბობს: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი" - აი, რა არის მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ყველაზე დიდი შესაწირი. თუ ხეს მრავალი ჯანსაღი ნაყოფი აქვს, ეს ფესვის ვარგისიანობაზე მეტყველებს. ასევეა ქრისტესმიერი სიყვარული, იგი სიცოცხლის ხეა, რომელიც მრავალი სათნოებით არის დახუნძლული. რამდენადაც ჯანსაღია სულიერი ხის ფესვი, იმდენად მრავალი და ტკბილია მისი ნაყოფი. დასაბამიდან დღემდე თუკი ვინმე განმართლებულა ღვთის წინაშე, მხოლოდ ამ დიდი გრძნობის ძალით და ასევე ყველა მისი უქონლობის გამო დასჯილა. მცენარეს შეიძლება ტოტები მოაჭრა, მაგრამ ის არ გახმება, თუ ფესვი საღი აქვს, მაგრამ ტოტების ქონა ვერ იხსნის მას დაღუპვისაგან, თუ ძირი გაუხმა. მისი სიცოცხლისათვის აუცილებელია ჯანმრთელი ფესვი, რადგან ის არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც მიწიდან იწოვს სიცოცხლისთვის აუცილებელ ყოველგვარ მინარევს. ასევეა სიყვარულიც - იგი ფესვია სარწმუნოებისა, რომელიც თავისი მადლით კვებავს ადამიანში არსებულ თითოეულ ნაყოფს სულიწმინდისა: "სალესი ქვით შეიძლება განვსაზღვროთ ოქროს ხარისხი, სიყვარულით კი ადამიანისა და მისი რწმენის ხარისხი".

სახარება არის წიგნი სიცოცხლისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა. იგი სულიერი წიგნია და მხოლოდ ხორციელი თვალით ამოკითხული შეუცნობელი რჩება მისი მკითხველისათვის, მხოლოდ ჭეშმარიტი ცხოვრების წესით თუ შეძლებ მის შემეცნებას, ცხოვრების წიგნია და შენი ცხოვრებით უნდა იკითხო იგი, მხოლოდ ასოებისა და სიტყვების ამოკითხვა არ ნიშნავს მის შეგძნებას, განვითარებას, არამედ აუცილებელია, ქმედითად კითხულობდე მას, სიყვარულით უნდა აღასრულო მასში არსებული თითოეული სიტყვა (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).

იმისათვის, რომ ადამიანმა შეისწავლოს კითხვა, აუცილებელია ცალკეული ასოებისა და სიტყვების ცოდნა, ხოლო კითხვის შესწავლით ჩვენ შეგვიძლია დაწერილის, წაკითხულის შინაარსი შევიმეცნოთ. ასევეა სულიერებაშიც: სათნოებები, მცნებები სულიერი ანბანის ასოებია, რომლებითაც ჩვენ სარწმუნოების არსს, სიდიადეს, სიყვარულს შევიმეცნებთ.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ღმერთისათვის სათნო დიდებული საქმეები კი არ არის, არამედ ის დიდი სიყვარული, რომლითაც ისინი აღესრულება, რამეთუ არაფერია მცირე, როცა ძალიან უყვართ და არც დიდებული, რომელიც მცირედ უყვართ". სიყვარულია მიზეზი ღვთისაგან ყოველი ქმნილების შექმნისა, მაცხოვრის განკაცებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, სიყვარულით ვეზიარებით ჩვენ მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ცოდვების მიტევებაც იმის მიხედვით მოგეგება, თუ რამდენად გიყვარს უფალი, როგორი სუფთა გულით ემსახურები მას.

სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს, ასეთი გრძნობა მიუწვდომელ სულიერ ნუგეშისცემასთან, სიტკბოებასა და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. უხილავი ღმერთის სიყვარული ხილული ადამიანის სიყვარულით შეიცნობა და ისინი, როგორც ჯვარი, ისე კვეთენ ერთმანეთს. სწორედ მათ ერთობას მიალურსმა უფალმა თავისი წმინდა სხეული, შეკრა და შეადუღა თავისი წმინდა სისხლით (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).

აუცილებელია გვიყვარდეს ყველაფერი ღმერთში და ყველაფერში ღმერთი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს უფალი, მას უყვარს მისი ხატი - ადამიანი. "თუ ფიქრობ, რომ ადამიანი არ არის ღირსი შენი სიყვარულისა, მაშინ ღირსია ღმერთი, რომლის სახესაც ის ატარებს" (წმინდა ტიხონ ზადონელი).

ადამიანო, იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი, შენ გემსახურება მიწის ყოველი ბინადარი და რაც მთავარია, შენი სიყვარულის მიზეზით გადმოვიდა ღმერთი ზეციდან. უფალს აფურთხეს, მან კი თავისი წმინდა ნერწყვით დაბადებიდან ბრმას თვალი აუხილა; ხელი გაარტყეს, მან კი გამხმარი ხელი აღუდგინა, ებრაელებმა დევნეს იგი, მან კი დევნა მათი ცოდვანი; ჯვარზე მოკლეს, როგორც ავაზაკი, მან კი მოკლა სიკვდილი მათი; ტყვეობაში, უდაბნოში მყოფთ, მშიერთ მწყერი და მანანა უწვიმა, მან კი წყალი ითხოვა და ნაღველი ასვეს; ზღვა განუპო ებრაელებს და გამოიყვანა, ამის სანაცვლოდ ლახვრით გვერდი გაუპეს; მოსეს კლდე განუხვრიტა და წყალი გადმოუდინა, მათ კი დასწყევლეს იგი (წმინდა იოანე ოქროპირი). სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, რადგან ვერც მისი ბორკილები აჩერებენ მას. "იყუარებოდით ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ". სიყვარულის გარეშე აღსრულებული სათნოება ეშმაკის მახეა, რადგან თუ შენ მარხულობ, ადამიანო, და სიყვარული არა გაქვს, განა ეშმაკს არ ემსგავსები, რომელიც საერთოდ არ ჭამს? თუ შენ მღვიძარებ, ფხიზლობ უსიყვარულოდ, რა გაქვს, ხომ იცი, რომ ბოროტს საერთოდ არ სძინავს? თუ ღმერთს აღიარებ და არ გიყვარს, რით აღემატები ეშმაკს, მაცდურს, რომელსაც სწამს და ძრწის კიდეც ღვთის წინაშე? ერთადერთი სათნოება, რომელიც გამოგარჩევს, განგასხვავებს ბოროტისაგან - სიყვარულია, რომელიც მშობელია სიმდაბლისა, მორჩილებისა, სასოებისა, როგორც პავლე მოციქული შეგვაგონებს: "სიყვარულსა არა სურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის".

ადამიანი, რომელსაც გულში სიყვარული აქვს, რომც ჭამდეს, მაინც მარხულობს, ძილშიც მღვიძარებს, სიტყვის გარეშე მლოცველია და ხელების გარეშეც მოწყალეა. სიყვარული ზეციური ნიჭია თავგანწირვისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა, რომლის ნათელი გამოვლინება უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. მან თავისი უდიდესი სიყვარულისა და მოწყალების გამო თავი შესწირა კაცობრიობას, ჯვარცმად მიიტანა საკუთარი წმინდა სხეული, არა სასწაულით, არც ნიშებით და არც ძალმომრეობით, არამედ მიუწვდომელი კაცთმოყვარებითა და სიმდაბლით სძლია სიკვდილსა და ადამიანთა მოდგმის დაუძინებელ მტერს, რითაც მთელ ქვეყნიერებას დაანახა, რომ არ არსებობს სიყვარულზე აღმატებული ძალა, ჯვარცმაზე დიდი თავგანწირვა და აღდგომაზე აღმატებული სიხარული. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
21.07. 2018
მწარე სიმართლე
რა ძნელია ღმერთო გიყვარდეს როცა აგდებულადდ გექცევიან არარაობად გთვლიან ..ძნელია ყველა შეიყვარო გინდა ნათესავი და ძალიან ახლობელი იყოს ..გულს როგორ უნდა უბრძანო როცა სულში გაფურთხებენ. ღმერთო მოგვეცი ძალა გვიყვარდეს უბრალოდ ყველა,დაუმსახურებლად!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat