"ვისაც უყვარს და იტანჯება, არ კვდება, კვდება ის, ვინც თელავს სიყვარულს"
"ვისაც უყვარს და იტანჯება, არ კვდება, კვდება ის, ვინც თელავს სიყვარულს"
წერილები დედას
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა! მეგრულად აღდგომას თანაფა (განთიადი) ჰქვია და მართლაც ქრისტეს აღდგომით ნათელი გახდა კაცობრიობის საბოლოო ხვედრი - ნაწილისთვის მარადიული სიცოცხლე, ნაწილისთვის მარადიული სიკვდილი. რწმენით აღვსილნი, იმედით შეიარაღებულნი და სიყვარულით მცხოვრებნი ქრისტეს მიერ აღდგებიან და მარადისობას ეზიარებიან, ღვთისშვილების უფლებით, ნეტარებას მიიღებენ სამემკვიდრეოდ, ქრისტეს სიდიადის და სიყვარულის თანაზიარი გახდებიან, მასთან ერთად სამყაროს თამამმართველნი იქნებიან, ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრდებიან სამარადისოდ, ხოლო ვინც ურწმუნოებით, სასოწარკვეთილებით, სიძულვილით და მონანიების გარეშე იცხოვრა, ყველა ამ სიკეთის გარეშე დარჩება, როგორც ერთი წმინდა მამა წერს: - "სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვით გამოწვეული დარდი ყველაზე საშინელ სასჯელზე უფრო მძიმეა". ალბათ, ამ ცოდვის მარადიული შეგრძნება არის სწორედ ჯოჯოხეთის წამება. ვილოცოთ ერთად, დედა, ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს და მარადისობას გვაზიაროს! ღმერთო, იხსენი ჩემი მშობლები, რწმენის გზაზე დააყენე ჩემი შვილები, შეიწყალე ჩემი ნათესავ-მეგობრები და კეთილისმსურველები!!!

მარად შენთვის მლოცველი შენი შვილი
ბერი ერმოლაოსი
წმინდა ათონის მთა. საბერძნეთი. 11.04.2006.

გამარჯობა, ჩემო შვილო თამარ

გავბედავ და გეტყვი, თუ რა არის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. ეს სიყვარულია. დიახ, თავგანწირული სიყვარული უფლისა და ადამიანებისა, ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად გადაატანინებს და უფრო მეტიც - მის გულს ენით გამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს. იცხოვრე სხვებისთვის და მთელი ცხოვრების მანძილზე ენით აუწერელ ბედნიერებას განიცდი. შენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გააკეთებ და გასცემ, ხოლო რასაც შენთვის მოიხვეჭ და მოითხოვ არარაობად მოგეჩვენება. თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. იმას, რასაც სხვებისთვის დასთეს, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მრავალ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო ის რასაც შენთვის მოწყვეტ შენი აურაცხელი სურვილების და მისწრაფებების ლაბირინთებში გახმება, როგორც მოწყვეტილი ვარდი.

სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა - "მაპატიე" და "მადლობა", არაფერი ასულდგმულებს ამ გრძნობას ისე, როგორც მიტევება და მადლიერება. აქ, ათონზე, ერთი ხანდაზმული ბერი ცხოვრობს - ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: დადის მონასტრიდან მონასტერში (როგორც იცი, ათონზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში და მივა რა თითოეულ ადამიანთან, ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა, თუ ვინ არის, მთავარია, არავინ გამორჩეს, შემდეგ ბრუნდება სავანეში. ასეა ორმოცი წელიწადი. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, რომელიც მიჩნდება, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმინდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვი, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, უფრო სუფთა გავხდი, ვიდრე მასთან შეხვედრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება! დიახ! არაფერი ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული! ღმერთო, მოჰმადლე ჩემს პატარა მეგობარს ასეთი სიყვარულის გრძნობა!

ჩემო შვილო თამუნა, მთელი გულით გისურვებ, შენც გეპოვოს ცხოვრების აზრი, რომ შენს გულში დაულეველი სიხარული ღვიოდეს. ევედრე უფალს, გაჩუქოს ღვთიური სიყვარულის სათნოება, მის მისაღებად გაიწმინდე გული ღვთისადმი ურყევი რწმენით, დანდობით, უფლის სახიერების იმედით და ადამიანებისადმი უანგარო, თავგანწირული სიყვარულით. ნუ შეგაშინებს ნურც ღალატი, ნურც სიცივე, ნურც ბოროტება, რომელიც მეფობს ადამიანთა შორის. იყავი უფლის იმედით და გწამდეს, რომ სიყვარული არის სხვისთვის თავშეწირვა, აბსოლუტური მსხვერპლი და თუ მაინც მოგიწევს ასეთი მსხვერპლისთვის უმადურობის მიღება, ნუ დაღონდები, მთავარი ჯილდო უფლის განგების - მარადიული ცხოვრებაა. იცოდე, "ვისაც უყვარს და იტანჯება, არ კვდება, კვდება ის, ვინც თელავს სიყვარულს" (ბერი რაფაელი).

კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს!

მარად შენთვის მლოცველი შენი ბიძა
ბერი ერმოლაოსი.
წმინდა ათონის მთა. საბერძნეთი.
3.03.2006

ჩემო შვილებო დავით და თამთა!

მოგესალმებით დიდი სიყვარულით, გლოცავთ და გილოცავთ შეუღლებას. მაპატიეთ, რომ წერილი ასე დამიგვიანდა, მაგრამ გარწმუნებთ, მე პირველივე დღიდან, 6 მაისიდან, თქვენ გვერდით ვარ, უფალს ვავედრებ თქვენს თავს, ღმერთმა გაგაძლიეროთ, დიდი სიყვარული და ურთიერთთანადგომის სურვილი გაჩუქოთ, თქვენ ხომ ახლა ღვთის წინაშე ერთიანნი ხართ, ერთი ოჯახი, ერთი მისწრაფება, ერთი სიყვარული!!!

არ მინდა ტრაფარეტული სიტყვებით თქვენს ამაღლებულ განწყობას რაიმე ლაქა მოვაცხო, ამიტომ პირდაპირ გადავალ იმ საკითხზე, რომელიც მინდა გაცნობოთ. ამ წერილს თან ახლავს წმინდა ხატის ფოტოსურათი. ეს არის წმინდა გალაქტიონის და წმინდა ეპისტიმიას ხატი. ესენი ჩემი საყვარელი წმიდანები არიან. ერთმა ჩემმა ძმამ, აქ, მონასტერში, როცა გაიგო ჩემი მათდამი დიდი სიმპათია, თვითონ დაწერა ეს ხატი და მაჩუქა. ძალიან გამახარა. ეს წმიდანები, დედა ეკლესიის გადმოცემით, ითვლებიან ოჯახის მფარველ ანგელოზებად, ამიტომ მინდა, თქვენც თვლიდეთ მათ თქვენი ოჯახის მფარველებად. მე კი, ჩემდა თავად, ჩემს ლოცვებში შევევედრები მათ, რომ თქვენ ერთმანეთის მიმართ ისეთივე სიყვარული გქონდეთ, როგორიც წმინდა გალაქტიონს, და წმინდა ეპისტიმიას ჰქონდათ. მათი დიადი სიყვარულის გადმოსაცემად ცოტაოდენს მათი ცხოვრებიდან მოგიყვებით: წმინდა გალაქტიონი და წმინდა ეპისტიმია დანიშნულები იყვნენ, მაგრამ ქორწინებამდე წმინდა გალაქტიონმა გადაწყვიტა უფლისთვის მიეძღვნა ცხოვრება, როცა ეს აცნობა თავის მეგობარს, წმინდა ეპისტიმიას, იმანაც დაუფიქრებლად იგივე გადაწყვიტა და აი, ისინი სხვადასხვა მონასტერში მონაზვნებად აღიკვეცნენ. ამ დროს ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა და ქრისტეს მგმობელებმა შეიპყრეს წმინდა გალაქტიონი და სასტიკი წამებით სიკვდილი მიუსაჯეს, როცა ეს გაიგო წმინდა ეპისტიმიამ თავისი მონასტრის იღუმენიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "გალაქტიონის გარეშე მე ცხოვრება არ შემიძლია, მისი მეშვეობით გავიცანი მე უფალი იესო ქრისტე - ჩემი ჭეშმარიტი და კაცთმოყვარე ღმერთი, მისმა ხელებმა განმბანეს მე კერპთაყვანისმცემლობის გზაზე და მომიყვანეს ამ წმინდა სავანეში ანგელოზებრივი ცხოვრებისათვის. მისი ლოცვები მეხმარებოდა ყველა გაჭირვების ჟამს, ის არის ჩემთვის დანიშნულიც, ჩემი ძმაც, ჩემი მასწავლებელიც და ღმერთში მამაც, ჩემი ქალწულობის დამცველიც. მე არ შემიძლია გავშორდე მას არც ამქვეყნად და არც მომავალ ცხოვრებაში და ამიტომ წავალ და მასთან ერთად მოვკვდები. თუკი ის თავის სიცოცხლეს სწირავს ჭეშმარიტ ღმერთს, მეც გავწირავ ჩემსას. დაე, ჩემი სისხლი მის სისხლთან ერთად ყოველი ცოცხალის შემოქმედის სადიდებლად დაინთხეს. მასთან ერთად წავალ იმ ქვეყნად, რათა დიდების მეუფის საკურთხევლის წინ ერთად წარვდგეთ". ეს თქვა და წმინდა ეპისტიმია ნებაყოფლობით წარდგა სასტიკი მტანჯველების წინაშე და თავის დანიშნულთან ერთად მიიღო მოწამებრივი სიკვდილი.

ჩემო შვილებო, გისურვებთ, თქვენც ასეთივე ურთიერთთავგანწირული სიყვარული გქონდეთ. გარწმუნებთ, ეგოიზმი და სიყვარული ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებია, როგორც წყალი და ცეცხლი. მხოლოდ სრული თავგანწირვა და ნდობა არის ჭეშმარიტი, ღვთიური სიყვარულის საფუძველი. უფალო, სიყვარულო, გევედრები, აჩუქე ჩემს შვილებს, დავითს და თამთას, ასეთი სიყვარული!!!
მარად თქვენთვის მლოცველი ბერი ერმოლაოსი
5.08.2006.
წმინდა ათონის მთა. საბერძნეთი

ჩემო საყვარელო დედა!

ციხე რაღაცით ჰგავს მონასტერს (რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულად), იქაც და აქაც ადამიანი იძულებულია, დათმოს საკუთარი ნება-სურვილი, ციხეში - იძულებით, მონასტერში კი ნებაყოფლობით, იქაც და აქაც ადამიანს თანაცხოვრება უწევს უცხო ადამიანებთან, სწორედ ეს უკანასკნელი არის ფრიად მნიშნელოვანი ცხოვრებისეული თუ სულიერი საკითხების უფრო ნათლად წარმოსადგენად. სწორედ ასეთ პირობებში ხვდება ადამიანი, თუ რაოდენ ძნელია უყვარდეს "უცხო" ადამიანი ისე, როგორც თავისი ახლობელი ადამიანები უყვარს, არადა სწორედ ასეთი სიყვარული ("გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი") არის ის გასაღები, რომელიც ერგება ცათა სასუფევლის კარებს. საკუთარი შვილი, საკუთარი ოჯახის წევრები უყვართ ათეისტებს, კერპთაყვანისმცემლებს და ღვთისმგმობელებსაც და არანაკლები სიმძაფრით და თავგანწირვით, მაგრამ მათთვის ყოვლად გაუგებარი და აღუქმელია ქრისტესმიერი სიყვარულის გრძნობა, აპატიონ მათ, ვინც მტრად ეკიდებათ, ილოცონ მათთვის, ვინც მათ ლანძღავს, მიუტევონ მათ, ვინც სრული უგულებელყოფით და გულცივობით ეპყრობა მათ - ეს ყველაფერი ამ ადამიანებისთვის სრული აბსურდი და სისულელეა. არადა, უამისოდ ღმერთთან ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ღმერთი არის სიყვარული, ყოვლის მომცველი, უპირობო სიყვარული და მისი აღქმა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომლის სული ასეთ სიყვარულს მსხვერპლად ეწირება. ჩვენ კი ისე გვიჭირს ვიწრო, ეგოისტურ გრძნობებზე ამაღლება, როგორ გვაღიზიანებს "უცხო" ადამიანის თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნები, მათი ქცევის ფორმები, მათი ფიზიკური ნაკლიც კი, ყველაფერი ჩვენში იწვევს გაღიზიანებას. რასაც ახლობელ ადამიანს ათასჯერ ვაპატიებთ, იმას "უცხოს" უდიდეს ბოროტებად ვუთვლით, სულ განკითხვაში ვართ, მხოლოდ "ჩვენი" გვახსოვს. ამიტომაც არ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვებს, ამიტომაც არ გვევლინება ის ნუგეშინისმცემლად. თუკი დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანიდან თუნდაც ერთი გვაღიზიანებს და გვძულს, ეს ნიშნავს, ჩვენ უფალი გვძულს. ამიტომ, როგორც იტყვიან, დედა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, შენ ციხეში შეგეძლება ზუსტად შეაფასო, რაოდენია შენი სიყვარული ადამიანებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც უმიზეზოდ დაგაკავეს, უსამართლოდ გაგასამართლეს, უგულოდ არ გამოგესარჩლნენ, გულცივად არ გინახულეს, მარტოდ დაგტოვეს, ყოველდღე ნერვებს გიშლიან, თავიანთი საქციელით გაღიაზიანებენ. ეს შენთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება და ფრიად გამოგადგება შენი სულის ცხონების საქმეში. სწორედ იგივე ცხოვრების გაკვეთილს გავდივარ მე აქ მონასტერში, მოდი ვილოცოთ ერთად, რომ უფალმა გვაჩუქოს ორივეს მოთმინება და ადამიანებისადმი უანგარო, თავგანწირული სიყვარულის გრძნობა. ასეთი სიყვარული მრავალ ცოდვას აბათილებს და რაც მთავარია სწორედ ქრისტესმიერი სიყვარულით სავსე გულში შემოდის უფლის მადლი.

20.02.2007. წმინდა ათონის მთა, საბერძნეთი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat