უნდა ვილოცოთ ყველა განსაცდელის დროს და უფალი თავად მოვა ჩვენთან
უნდა ვილოცოთ ყველა განსაცდელის დროს და უფალი თავად მოვა ჩვენთან
ბერი ერმოლაოსი. წერილები დედას
როცა ღვთის სახიერება და კეთილგანწყობა აშკარად ჩვენს მხარესაა, უიმედობისა და სასოწარკვეთილებისგან ავად ვხდებით.
ჩემო კეთილო დედა, ნერვული ავადმყოფობის საფუძველი ღვთისადმი უნდობლობა, ურწმუნოებაა. შეიძლებოდა ამ თემის ღრმად გარკვევა, მაგრამ ეს შენ კიდევ უფრო შეგაწუხებს, მით უმეტეს, რომ ჩემი სიტყვები არავითარ შედეგს არ მოგიტანს. მხოლოდ ღმერთს ძალუძს გაგიხსნას ჭეშმარიტების შემეცნების უნარი, მხოლოდ სულიწმიდის მადლს შეუძლია შენს გონებასა და გულში რწმენა, მშვიდობა და იმედი დათესოს, ამიტომ გთხოვ, ევედრე უფალს, რომ მოგანიჭოს სულიწმიდის მადლი, განუწყვეტლივ ევედრე, არ შეიძლება უფალმა არ ისმინოს შენი ვედრება, მით უმეტეს, რომ მეც იგივეს ვევედრები. მე ვფიქრობ, რომ შენ უნდა მოემზადო მონასტერში საცხოვრებლად. რას ნიშნავს მოემზადო? სწორედ სულიწმიდის მადლის მოპოვებას, რის შემდეგაც შენი რწმენა ურყევი გახდება, რადგან არ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც არ იცნობ, ღვთის გაცნობა კი სულიწმიდის მადლის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ევედრე უფალს, აგრძნობინე მას შენი უკანმოუქცევადი ნება, რაც მთავარია, ამოიღე გულიდან ჩემდამი სიყვარული, უფალი არავისთან არ გაიყოფს ადამიანის გულს, არასოდეს ჩასახლდება იმ გულში, სადაც სხვას უკავია ადგილი. თუ გინდა შეიცნო ჭეშმარიტება, თუ გინდა იგრძნო სულიწმიდის მაცოცხლებელი ძალა, ეს უნდა გააკეთო, ისევ და ისევ ჩემდამი სიყვარულისთვის. შენ კი არ მივიწყებ მე, არამედ უფალს ანდობ ჩემს თავს, უცხადებ მას სრულ ნდობას, ეუბნები: ღმერთო კეთილო, კაცთმოყვარეო, ამოვიღებ გულიდან ჩემს ერთადერთ ვაჟკაცს და მოგანდობ შენ, მწამს, არ მოაკლებ შენს კეთილისმყოფელ ზრუნვას, მე მეტი აღარ ვიდარდებ, აღარ ვიზრუნებ მასზე, რომ მთლიანად გავათავისუფლო ჩემი გაწამებული გული შენი სიყვარულისთვის, გთხოვ, გევედრები, შენი მშვიდობა და ნათელი მაჩუქე, რომ უფრო ძლიერად მიყვარდე, რომ მხოლოდ შენთვის ვიცოცხლო! დიდება შენს წმიდა სახელს, უფალო ღმერთო". ამგვარად, ილოცე და პარალელურად იკითხე ევანგელე, სახარება ჩვენი დაავადებული სულის კიბოს წამალია, განსაკუთრებით ხშირად და დიდი დაკვირვებით იკითხე იოანეს სახარება 13,31-დან 18,1-მდე. დააკვირდი ყოველ სიტყვას, შენს გულში ჩაბეჭდე ისინი და ხშირად იფიქრე მათზე. ასევე იკითხე 115, 116 და 117 ფსალმუნები, ძალიან ყურადღებით, ნდობით და სიყვარულით. ხშირად იარე აღსარებაზე და ხშირად ეზიარე, დაივიწყე ყველა და ყველაფერი, არავითარი პრობლემა არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სულის ხსნაა, ესაა შენი ყველაზე დიდი მოვალეობა, თუ ერთადერთი არა, ღვთის წინაშე და შენი საყვარელი ადამიანების წინაშე! ასე იპოვი სიმშვიდეს და რაც მთავარია, იპოვი უფალს, დიდება მის კეთილისმყოფელ ნებას! გევედრები, შეასრულე ყველაფერი ისე, როგორც მე გთხოვ და გარწმუნებ, შენც გახდები ღვთიური ცხოვრების თანაზიარი, შენც გაგხდის უფალი ღირსს, შეიგრძნო სულიერი სიხარული. მუდამ გახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "თუ ადამიანი არ დაიბადება ისევ მეორედ, ვერ იხილავს ცათა სასუფეველს". რითაც უფალი მიგვანიშნებს, რომ მისი მოწაფენი მთელი ჩვენი გულით და სულით მისნი უნდა გავხდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ზიარება არა გვაქვს და თავს ვიტყუებთ. არავითარი შუალედური ფორმა ღმერთთან ურთიერთობაში არ არსებობს, ორი ბატონის მსახურება არ გვიწერია ადამიანებს!
1.03.2005 წ.

იმედი მაქვს, საბოლოოდ აირჩევ მონასტრულ ცხოვრებას. ამიტომ ამ თემაზე გავაგრძელებ საუბარს ამ წერილშიც. მე გწერდი, რომ კარგია, თუ ადამიანი მოემზადება მონასტრული ცხოვრებისათვის, რადგან იქ კარდინალურად განსხვავებული ფასეულობები და ცხოვრების კრიტერიუმებია, ვიდრე ერში, რაც ერში თეთრია, იქ შავია, და პირიქით. ამიტომ კარგია მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი ბრძოლები ელოდება კანდიდატს და ეს ბრძოლა ხშირად მისი მარცხით მთავრდება. არის გამონაკლისი, როცა უფალი განსაკუთრებული მადლით აღჭურავს ახალდამწყებს (ჩემს შემთხვევაში ასე არის), რომ ააცილოს ბრძოლები, სანამ რაიმე სულიერ სიმაღლეს მიაღწევს, თუმცა, არც ამ შემთხვევაში იქნება ზედმეტი წინასწარი მომზადება. როცა ვწერ მომზადებაზე: ახალდამწყებმა უნდა ისწავლოს მოვლენათა სულიერი კუთხით შეფასება, ეს მიიღწევა უპირველესად ურყევი რწმენით და ღვთისადმი უპირობო ნდობით, რის საფუძველზე ფორმირდება მორჩილი, თვინიერი (ღატაკი) სული, სადაც უფალი იწყებს ცათა სასუფევლის მადლის დანერგვას, ღვთისადმი სრულად მინდობილი გული სულიწმიდის დასავანებლად იწყებს თანდათან მზადებას. როგორ მიიღწევა სულის თვინიერება? როგორ მოიპოვება ღვთისადმი უპირობო ნდობა? ეს ურთულესი სულიერი პრობლემებია და ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობს მათ გადაწყვეტას, ახალდამწყები კი უნდა ეცადოს, მარტივი საშუალებებით დაიწყოს: ყველაზე მარტივი და გამოცდილი საშუალება არის მორჩილება, სრული და უპირობო მორჩილება მოძღვრისადმი, მის მოსაპოვებლად ოთხი ქმედება არის აუცილებელი: 1. გიყვარდეს ღმერთი და ადამიანები თავგანწირულად (ანუ სრულად უარყავი საკუთარი მე და იცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ უფლისა და სხვა ადამიანებისთვის - მტერია თუ მოყვარე, 2. ილოცე განუწყვეტლად (აღავლინე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ შემიწყალე". ყოველ წუთს, ყოველ წამს, თავისუფალი ხარ თუ დაკავებული, გღვიძავს თუ გძინავს, სუნთქავ თუ იხრჩობი, ხარობ თუ გტკივა, სრული ყურადღებით, შენს გულში წერე ყოველი ასო ამ ლოცვისა); 3. წუწუნის გარეშე, მორჩილე ღვთის ნებას და ადამიანთა სურვილებს (ყველაფერი, დიახ, ყველაფერი რაც შეგემთხვევა ცუდი თუ კარგი, ჩათვალე (ეს ასეც არის!!!) ღვთის ნებად, თუნდაც წისქვილის ქვა დატრიალდეს შენს თავზე დარწმუნებული იყავი, რომ ეს ღმერთმა შენი სულის ხსნისათვის გამოგიგზავნა. რაც არ უნდა მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყოს ამა თუ იმ ადამიანის მოთხოვნა, მორჩილებით აღასრულე, დარწმუნებული იყავი, რომ ეს იესო ქრისტე, უფალი ქრისტე, გთხოვს შენ, რათა შეამოწმოს შენი თვინიერება), 4. იყავი მარად მადლიერი (ყველაფრისთვის - სიკეთისა თუ უბედურებისთვის მადლობა გადაუხადე უფალს. იცოდე, ყველაფერი რაც შენ ირგვლივ და შენს თავს ხდება, მიმართულია შენი სულის გადასარჩენად, ყველაფერი აუცილებელი პირობაა, რომელიც მაღალმა ღმერთმა სპეციალურად დაუშვა, რომ შენი სული, ერთადერთი და განუმეორებელი, იხსნას მარადისობისათვის და ეს არის მისი უსაზღვრო სიყვარულის ნათელი გამოვლინება.

ასევე კარგია კითხვა, რა თქმა უნდა, მოძღვრის კონტროლით. მე გირჩევ, დაიწყო იოანე კიბისაღმწერლის შესანიშნავი თხზულების კითხვა. ეს გენიალური წიგნი ახალდამწყებს ბევრჯერ შეაშფოთებს და შეაშინებს კიდევაც, მაგრამ ეს კარგია, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მასში ჯერ სულიერი ხევდა არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ უნდა იკითხოს ისევ თავიდან, ისევ და ისევ, თუ საჭიროა ასჯერაც, მანამ სანამ ყველა ის ადგილი, რომელიც მას აშფოთებდა, აშინებდა, მიუღებელი ან მოძველებული მიაჩნდა, მასში სულიერ აღტაცებას, სიხარულის და მადლიერების ცრემლებს არ დაბადებენ, ამიტომ, დედა, სანამ ეს ასე არ მოხდება, იკითხე ეს სასწაულმოქმედი წიგნი-სახელმძღვანელო.

დედა, ბოდიშს გიხდი ჩემი მენტორული ტონისათვის, მაგრამ გარწმუნებ, მხოლოდ უფლისა და შენდამი სიყვარული მაიძულებს, ცოტა ჭკუის სწავლება გავბედო. სულის ხსნის საკითხში მაინც ყველაზე მთავარი უფლისადმი სრული მინდობაა, ის თავად ხდება იმ სულის მოძღვარი, რომელიც სრულად უარყოფს საკუთარ ნებას!

"ნეტარ არს ადამიანი, რომელიც ჩემდამი ნდობას არ დაკარგავს", უფალი იესო ქრისტე.
1.06.2005

გამარჯობა ბექა, ჩემო საამაყო შვილო, ჩემო სიცოცხლევ!

იყავი უფალთან. ის გაგაძლიერებს, ის გიჩვენებს ჭეშმარიტების გზას. მეც ძალიან მენატრები, შვილო, ჩვენი მონატრება გაუსაძლისი რომ არ გახდეს, უნდა ვისწავლოთ სულიერად ერთად ყოფნა, ეს შესაძლებელია უფლის დახმარებით. რაც უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო უახლოვდება მისი სული სხვა ადამიანების სულს. რას ნიშნავს ღმერთთან დაახლოება - მისი მთელი არსებით, მთელი გულით სიყვარულს და მისი მცნებების აღსრულებას. უნდა ვეცადოთ მასთან მიახლოებას მისი წმიდა სახელის განუწყვეტელი განმეორების გზით, ამისთვის ადამიანს მოთმინება და მამაცობა სჭირდება. მამაცობის გარეშე არ შეიძლება ღმერთთან მიახლოება და აქედან გამომდინარე ადამიანების სულის შეგრძნება. მაგალითად, ბერული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი მოთმინება მანამ, სანამ ღმერთი არ მისცემს ბერს თავისი მადლით ძალას, კიდევ მეტი მოითმინოს, რადგან მოთმინების ფასი ხსნაა, ასე გვპირდება უფალი ღმერთი. მოთმინების ფასია ასევე მასთან დაახლოება. უნდა ვილოცოთ ყველა განსაცდელის დროს, რასაც უფალი ჩვენზე დაუშვებს და მაშინ ის თავად მოვა ჩვენთან, ჩასახლდება ჩვენს გულებში და ყველა ადამიანი უახლოეს სულიერ მეგობრად იქცევა.

მიხარია, რომ ქართული ბერმონაზვნური ცხოვრებით ხარ დაინტერესებული და გული შეგტკივა. მე განუწყვეტლივ ვლოცულობ ქართული ეკლესია-მონასტრების აღორძინებისათვის, ბერ-მონაზონთა ლოცვა ქვეყნის ფასია, მისი აღორძინების საფუძველია, ამიტომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი აქ ათონზე, სადაც ღვთის განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, განუწყვეტელი ლოცვა საქართველოსთვის, განსაკუთრებულით ერთობლივი ლოცვა, ამისთვის კი საჭიროა სავანე-მონასტერი ან სკიტი. შენც ილოცე, ჩემო შვილო, რომ უფალმა მოგვიტევოს ქართველებს შეცდომები და გვაკურთხოს, რომ შევქმნათ ათონზე ერთობლივი სალოცავი ადგილი. შენ ახსენე გრიგოლ ხანძთელი, ის არის სწორედ ჩემი ზემოთ თქმული სიტყვების დამადასტურებელი. ამ დიდი მამის მოღვაწეობის დაწყებამდე საქართველო განადგურების პირამდე იყო მისული, ჯერ მურვან ყრუ შემოესია საქართველოს და მოსახლეობის ნახევარი გაჟლიტა, შემდეგ შავმა ჭირმა იფეთქა და დარჩენილის ნახევარი გაწყდა, არც ეკონომიკა, არც პოლიტიკა, არც სასულიერო ცხოვრება და კულტურა არსებობდა, თითქოს ორი ათასი წლის სახელმწიფოებრიობის მერე ქართული გენი უნდა გადაშენებულიყო, მაგრამ ასეთი არ იყო ღვთის ნება. მან აკურთხა სამოღვაწეოდ დიდი მოსაგრე მამა გრიგოლ ხანძთელი და ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველო ეკლესია-მონასტრების ქსელით დაიფარა, ათეულობით თუ ასეულობით წმიდანი იშვა და მათმა ლოცვის მადლმა თავისი ნაყოფი გამოიღო, სულ მალე დადგა საქართველოს ოქროს ხანა - ივერიამ პირველი დიდი გაბრწყინება იგემა. სულიერი ცხოვრების აღმავლობისა და პოლიტიკური გაძლიერების ურთიერთკავშირს ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული მეცნიერი აღიარებს, ამიტომ, ჩემო ბექა, არის სასიცოცხლო და აუცილებელი ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული. ღმერთო, შეგვეწიე ივერიელთ, ღმერთო, გვაკურთხე. იმედი მაქვს, ბექუნა, მოახერხე ტაო-კლარჯეთში გამგზავრება, დარწმუნებული ვარ, ტკბილ-მწარე შთაბეჭდილებით აივსე, ტკბილი, იმიტომ რომ იხილე საქართველოს დიდების აკვანი, მწარე იმიტომ, რომ ის გავერანებული, განადგურებული და შეურაცხყოფილია. მაგრამ, გული ნუ დაგწყდება, შვილო, წარსულზე ტირილი ბევრს არაფერს მოგვიტანს, ახლა მოქმედების დროა. თქვენმა თაობამ უნდა აღადგინოს და ააღორძინოს ძველი და დაიწყოს ახლის შექმნა. ეს ასეც იქნება, ქართული გენი აღორძინდება და მართლმადიდებლობის ბურჯად იქცევა. ის იქნება როგორც ჭეშმარიტი რწმენის ოაზისი ურწმუნოთა უზარმაზარ უდაბნოში. დიდება, ღმერთო, შენს წმიდა სახელს, დიდება შენდა.

ჩემო საყვარელო შვილო, რაც შეეხება შენს ათონზე გამომგზავრებას, ვფიქრობ, წელს ეს ნაადრევია. ღმერთია მოწამე, რომ მე არაფერი ისე არ გამახარებს, როგორც შენი ხილვა და ჩახუტება, მაგრამ ისევ და ისევ შენზე ზრუნვა მაძლევს ასეთი გადაწყვეტილების საფუძველს. ჩემო ბიჭო, საქმე ისაა, რომ ათონი ეს მართლმადიდებლობის მწვერვალია, ის უზარმაზარი მადლია და მის მისაღებად და აღსაქმელად მომზადებაა საჭირო. ალპინისტები, რომლებსაც, სურვილი აქვთ დაიპყრონ ევერესტი, უფრო მცირე ზომის მწვერვალებზე ადიან და იძენენ გამოცდილებას. ასევეა ათონთან დაკავშირებით, ადამიანმა სწორად რომ შეაფასოს ყველაფერი, რაც აქ ხდება, გარკვეული სულიერების დონე სჭირდება, თორემ ერთ-ერთ უკიდურესობაში ჩავარდება, ან აღტაცებულ რომანტიკას აჰყვება ან მოსაწყენი იმედგაცრუება იპყრობს. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევდი, ცოტა გამოცდილება დააგროვო. მაგალითად, მამა ფოკასთან ორი კვირით წახვიდე ბორჯომში და იქ მორჩილება აიღო, მეუფე სერაფიმესაც გაიცნობ, დააკვირდები, რას წარმოდგენს ყოველდღიური მონასტრული ცხოვრება, ცოტა გალობასაც ისწავლი, ხუცურსაც და მათთვისაც რაიმე სასარგებლო სამუშაოს შეასრულებ. გაისად კი სპეციალურ მოწვევას გაგიკეთებ და ერთად მოვილოცავთ ათონის წმიდა ადგილებს. კიდევ ერთი მიზეზით გირჩევ გაისად ჩამოსვლას, მაშინ უკვე შენს პროფესიულ არჩევანში გარკვეული იქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ათონის რომანტიკული ციებ-ცხელება შეიძლება შეგეყაროს, რაც ძალიან ხშირად სულიერი სიცივით და იმედგაცრუებით მთავრდება! რაც შეეხება შენს პროფესიულ არჩევანს, არაფერი მკითხე შენს წერილში, მაგრამ მე მაინც გავბედავ ორიოდე სიტყვით დაგმოძღვრო. ჩემო ბექა, არჩევანის პროცესში იხელმძღვანელე უფლის ნებით, მისი გაგება შენი სინდისის კარნახით შეგიძლია, შეევედრე უფალს ლოცვაში, რომ სწორი გადაწყვეტილება გიკარნახოს, მთავარია, სწორად შეაფასო შენი ნიჭი და შესაძლებლობები. ნუ იქნები პატივმოყვარე, თავმოყვარე და ამპარტავნული განწყობის, ზუსტად შეაფასე შენი ძალები. შენი ტალანტის ზომა უფრო მცირედ შეაფასე ვიდრე გგონია, მიჩქმალული ნიჭი თავისთავს თვითონ წარმოაჩენს, ხოლო გადაჭარბებული, სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ყველაზე ადვილი გზა, თუ როგორ გაიგო ღვთის ნება, არის მოძღვრისად მინდობა. გადაუშალე გული, არაფერი დაუფარო, ყველა შენი მინუსი და პლუსი, ყველა აზრი ამასთან დაკავშირებით აცნობე და სთხოვე, სამი დღე ილოცოს შენთვის და მერე გაცნობოს ღვთის ნება. გარწმუნებ, თუ ნამდვილად გულახდილი იქნები, ის გაცნობებს ერთადერთ სწორ ცნობას ღვთისგან. დიდება უფალს!
21.06.2005.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat