"ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულზე"...
"ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულზე"...
ერთ შობაღამეს სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი დაჯდება და თავის ქალიშვილს წერილს მისწერს...

ამ ეპისტოლეს თითქოს არაფერი აკავშირებს მართლმადიდებლურ შობასთან, მაგრამ მას მაინც ახლავს ამ დღისეული სიხარული და ის, რაც ასე აკლია ჩვენს დროებას - სითბო, ადამიანობა და ჰუმანიზმი...

"ჩემო გოგონა!

ახლა ღამეა, შობაღამე... ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავთ შენს და-ძმას, დედაშენსაც კი ჩაეძინა...

შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს პორტრეტს არ ვუმზერდე...

ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში, ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ...

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა, ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ...

ვიცი, ამ მშვენიერ სპექტაკლში ხანის მიერ დატყვევებულ სპარსელ მზეთუნახავს ასრულებ... იყავი მზეთუნახავი და იცეკვე, ვარსკვლავი იყავი და იკაშკაშე, მაგრამ თუ მაყურებლის მადლობა და აღტაცება დაგათრობს და მორთმეული ყვავილების სურნელი თავბრუს დაგახვევს, სადმე, კუთხეში განმარტოვდი და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას...

...იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებოდი, - ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას, ხოლო როდესაც ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი და ვეუბნებოდი: "გამშორდი! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანება"!..

ვხედავდი შენს სიზმრებს, ჯერალდინა, შენს მომავალს, დღევანდელ დღეს... გხედავდი სცენაზე მოცეკვავე ცაში მოფარფატე ფერიას და მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ: - "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?!."

ჰო, მე ჩარლი ვარ, ბებერი მასხარა... დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ კი სადედოფლო აბრეშუმი გმოსავს... ცეკვა და მქუხარე ტაში დროდადრო ცაში აგტყორცნის... გაფრინდი, გაფრინდი იქით... მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი!.. ნახე ხალხის ცხოვრება, ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილით დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!..

მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა, იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი, მე არ მეძინა... დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, შენს გულისცემას ვაყურადებდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი გაგიცნობს ოდესმე?!"

შენ მე არ მიცნობ, ჯერალდინა... იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიამბობდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მომიყოლია... ისიც ძალიან საინტერესოა, ჯერალდინა, ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტალებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა... აი, ჩემი ზღაპარი! ვიცი, რაა შიმშილი, ან რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა: გამომიცდია მოხეტიალე მასხარის ტკივილიც, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა ამოეშრო, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარის ხარ, ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნეა, ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა, მაგრამ სად მოვა ეს სიცილი ჩემს ცრემლთან, ჯერალდინა... სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მხოლოდ ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!..

...ჯერალდინა! შუაღამისას, დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ ნუ გამოგრჩება, ტაქსის მძღოლს მეუღლის ამბავი გამოჰკითხო... შესაძლოა, ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და მომავალი პირმშოსათვის სახვევების საყიდელი ფულიც კი არ აქვს...

თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვებს კი მუდამ ზუსტად გადაუხადე! ხანდახან მეტროშიც ჩადი, ქალაქი დაათვალიერე, ფეხით ან ავტობუსით იარე, ხალხს დააკვირდი, შეხვდი ქვრივ-ობლებს და დღეში ერთხელ მაინც უთხარი საკუთარ თავს: "მეც ერთი იმათგანი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა! ხელოვნება, სანამ ზეცაში ასაფრენ ფრთებს უბოძებს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როდესაც იგრძნობ, მაყურებელზე როგორ მაღლდები, დაუყოვნებლივ გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე... ამ ადგილებს კარგად ვიცნობ... აქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს, - შენსავე მსგავსთ, შენზე ლამაზებსაც, გრაციოზულებსაც, ამაყებსაც კი. შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ, მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი, შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა! ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, უკეთ თამაშობს და გახსოვდეს: - ჩარლის ოჯახში არასოდეს უცხოვრია ისეთ ხეპრეს, მეეტლისათვის უკმეხად მიემართოს ან სენის სანაპიროზე მჯდომი მათხოვრისთვის დაეცინოს.

ჩარლი წავა, ჯერალდინა და შენ იცოცხლებ... არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: - ორ ფრანკს რომ დახარჯავ, საკუთარ თავს უთხარი: მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო... იგი სხვას, უცნობს ეკუთვნის, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს... მისი პოვნა კი არ გაგიჭირდება, საკმარისია, მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები...

ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვუწყი ამ დემონის მაცდური ძალა... ჯერალდინა, ცირკში დიდხანს გამოვდიოდი და ბაგირზე გასულ ჯამბაზებს მუდამ შიშით შევცქეროდი, მაგრამ აი, რა მინდა, გითხრა, ჩემო გოგონა: - ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება დაუცდეს ფეხი, ვიდრე იმ ვერაგ თოკზე...

შესაძლოა, ამ საღამოს თვალი რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ მოგჭრას და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია... შეიძლება, დადგეს დღე და უცხო უფლისწულის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს... იმ წუთიდან უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულზე, იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი - მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

ხოლო როდესაც სიყვარულის ჟამი დაგიდგება, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული...

მე მოხუცი ვარ და ჩემი სიტყვები, შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასე მგონია, შენი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს...

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებულია და ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინ ფიქრობდნენ... ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს... ჯერალდინა, მინდა, რომ შენ ამ ,,შიშველთა" კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო...

ვიცი, მამები და შვილები ნიადაგ ებრძვიან ერთმანეთს. მეომე, ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე... და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა, გჯეროდეს, რომ შობაღამე სასწაულების ღამეა, მინდა, სასწაული მოხდეს და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, რისი თქმაც შენთვის მინდოდა...

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის ნაცვლად შავ კაბაში გამოეწყობი და ჩემს საფლავზე მოხვალ. ახლა არ მსურს, გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს... მინდა, მაშინაც კი, როდესაც ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი.

ეცადე შენც!

გკოცნი, ჯერალდინა!

შენი ჩარლი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat