თუ მოძღვარი სწორ გზაზეა, მაშინ საძმოც ჯანმრთელია და სწორ სულიერ ცხოვრებას ეწევა
თუ მოძღვარი სწორ გზაზეა, მაშინ საძმოც ჯანმრთელია და სწორ სულიერ ცხოვრებას ეწევა
წერილები დედას
დედა, მინდა ცოტა რამ მოგწერო ჩემი მონასტრის მამებზე და ძმებზე. ვიცი, არ იქნება შენთვის უინტერესო, მე ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ, ერთად ვლოცულობ, და ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი მომიწევს მათთან ჭირ-ვარამის გაზიარება, ბევრი მათგანი სულიწმინდით არის განათებული და მათთან ერთად ლოცვა ერთ ტაძარში ყოვლად აღუწერელი მადლია. მე ამ დროს ვგავარ იმ ავადმყოფს, რომელიც თავის მოწაფეებით გარშემორტყმულ იესო ქრისტეს შეუმჩნევლად მიუახლოვდა და კაბის კალთას ემთხვია და განიკურნა, მე არ დამიმსახურებია უფლის ყურადღება და სულიწმიდა ვერ შემოვა ჩემს ცოდვებით გაბინძურებულ გულში, მაგრამ როცა ეს წმიდა მამები ლოცულობენ, უფალი მოდის ჩვენს ტაძარში და მეც ამით ვსარგებლობ და მხურვალედ ვევედრები შეწყალებას, ამის გამო შეუდარებლად მადლიანია ჩემი ლოცვა ტაძარში, სენაკშიც კი ვლოცულობ, მაგრამ ეს სულ სხვაა.

ყველაზე უხუცესი და ჩინით პირველი მონასტერში არის ჩვენი იღუმენი, არქიმანდრიტი იერემია. ის 88 (2003-ში) წლისაა, სულ გათეთრებული წვერით. ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანია, მისი "გაბრაზება" გამოიხატება მოფერებით, ძალიან დაბალი ტონით ნათქვამი შემდეგი სიტყვებით: "ეს არ არის ბერული საქციელი". არადა ის ამ უზარმაზარი მონასტრის ერთპიროვნული გამგებელია, მას აქვს სტავროპიგიალური უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საბერძნეთის სახელმწიფოს კანონები, მხოლოდ მისი პირადი ლოცვა-კურთხევა, ქვეყნის პრეზიდენტიც რომ მოვიდეს აქ, უბატონოდ ხმას ვერ გასცემს. მასზეა დამოკიდებული ახალი ძმების მონასტერში მიღება და აღკვეცა. ის წყვეტს ყველა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებს; მიუხედავად ასეთი ძალაუფლებისა, მას ვერ შეატყობ გრამ პატივმოყვარეობას და სიამაყეს. სულ თავდახრილი დადის, ისეთი ღუღუნა ხმა აქვს, როგორც მტრედს. ისე მიყვარს მისი მოსმენა, როცა ექვს ფსალმუნს კითხულობს ყოველ დილით. გარდა ამისა ის არის ერთადერთი ადამიანია, ვინც მონასტრიდან გადის (თუ მძღოლს არ ვიგულისხმებთ), მას მოაქვს სურსათი და სანოვაგე. სხვა არავინ ტოვებს მონასტერს თუ სპეციალური ლოცვა-კურთხევა არა აქვს.

რანგით მეორე ჩინი არის მღვდელმონაზონი მაკარი, ჩემი და ყველა სხვა (65) ძმის მოძღვარი, მისი ფუნქციაა საძმოს სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა, მას ვაბარებთ ყველა აღსარებას და წარმართავს თითოეული ჩვენგანის სულიერ ცხოვრებას. ის შედარებით ახალგაზრდა კაცია, იქნება 52-55 წლის, მაგრამ მიუხედავად სიახალგაზრდავისა, სულიწმიდით არის აღვსებული, უაღრესად ღვთისნიერი ადამიანია, როგორც წერილის დასაწყისში უფლის შესაქები სიტყვები დამელია, ისე აქაც მიჭირს სიტყვებით აგიწერო მისი თვისებები. მოკლედ გეტყვი, თუ უნდა ადამიანს იპოვოს უფლის გზა, მას უნდა დაეკითხოს და არ შეცდება. მან სრულიად გარდაქმნა ჩემი შინაგანი ბუნებაც, თუმცა იმასაც გეტყვი, რომ მჭევრმეტყველი კაცი არ არის, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მასთან ახლოს დგომაც უკვე იწყებს შენში სიკეთის მოქმედებას. შენი მონასტერში აღკვეცის სურვილი რომ ვუთხარი ისე გაუბრწყინდა სახე, როგორც იმედგადაწურულ მწყემსს გაუნათდება სახე დაკარგული ცხვრის პოვნისას. ბევრი გლოცა და მჯერა ახლაც გლოცავს, რადგან ვინ, თუ არა მან, ზუსტად იცის, თუ საით მივაქციეთ პირი მე და შენ. მე მართალია, არ მომცა კურთხევა შენთვის რჩევა-დარიგება მომეცა, მაგრამ ის კი მითხრა, რომ ყოველი ნაბიჯი თავის მოძღვართან შეათანხმოსო და, ცუდი არ იქნებაო, თუ იმ მონასტრის მოძღვართან, სადაც აღკვეცას აპირებს, ჯერ როგორც მომლოცველი მივა აღსარებაზე და გაიცნობსო. დედა, ერთი რამ მინდა გკითხო, მგონი, მამა მაკარის კუჭის წყლული აქვს, თუმცა მალავს და მოთმინებით იტანს ტკივილებს, მაგრამ მე, როგორც ტრაპეზარი, ვატყობ, რომ ბევრი სახის საჭმელს საერთოდ ვერ ჭამს, ამიტომ ძალიან გამხდარია. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი, ხშირად მესმოდა, რომ არის ისეთი წამალი, რომელიც არჩენს კუჭის წყლულს ოპერაციის გარეშე, მაგრამ დასახელება არ მახსოვს. იქნებ, შენ იცოდე იმ წამლის სახელი, თუ იცი, მომწერე და ვეტყვი ჩვენს ექიმს, შესთავაზოს მამა მაკარის.

ჩვენი საძმო მრავალფეროვანია, ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, რუსები არიან, მერე უკრაინელები (მამა მაკარი უკრაინელია), მოლდოველები, რუმინელები, ბელორუსები, ერთი ესტონელი, ერთი ფრანგი, და ერთი ქართველი - მე. ესტონელი - მამა ბარსანუფი - ჩვენი მეპურეა, ისეთ გემრიელ პურს აცხობს, რომ ვერ გაძღები ჭამით, ისიც სულიწმიდით არის განათებული, უაღრესად ღვთისნიერი პიროვნებაა, არის აგრეთვე მხატვარი და პურის ცხობის გარდა, თავისუფალ დროს სატრაპეზოს რესტავრაციით არის დაკავებული. ძალიან უყვარს ქართველები და ბევრი ლიტერატურა აქვს საქართველოზე, მეც მათხოვებს ხოლმე წასაკითხად. ფრანგი მორჩილი იოანე, 52 წლის კაცია, ჩვენი მზარეული, როგორც ყველა ფრანგს, უყვარს კარგი საჭმელები, მაგრამ კურთხევა არა აქვს - მონაზონთა კერძები გემოს მრავალფეროვნებით არ უნდა გამოირჩეოდეს. შესაკაზმად მარტო ხახვი, მარილი და ზეითუნის ზეთია ნებადართული, სხვა სანელებლების გამოყენება აკრძალულია, ამიტომ ყველა საჭმელი ერთნაირი გემოსია. აქედან გამომდინარე, მზარეულს დიდი ცოდნა არ სჭირდება და ჩვენც ივანეს ხუმრობით ვეუბნებით, რომ დიდი ტალანტი (მზარეულისა) იკარგება. ისე ძალიან თბილი და ყურადღებიანი კაცია, მე ძალიან ვუყვარვარ, ბევრჯერ წიგნები გამომიწერა საფრანგეთიდან, ხან თბილ ტანსაცმელს მაჩუქებს, მე კი ვუყვები ქართულ კერძებზე და ისიც აღფრთოვანებული იძახის: - მე უკვე მიყვარს ეს ქვეყანაო.

სხვა ძმებიც ძალიან ყურადღებიანი და თბილები არიან, თითქოს ყოველი მამა მაკარის სიკეთის ნაწილს თან ატარებსო, ყველანი რაღაცით ჰგვანან მას, ამიტომ იყო წინა წერილში რომ გწერდი, ძალიან ბევრია დამოკიდებული მონასტრის მოძღვარზე-მეთქი. თუ მოძღვარი სწორ გზაზეა, მაშინ საძმოც ჯანმრთელია და სწორ სულიერ ცხოვრებას ეწევა.
18 (31) დეკემბერი. 2003წ.

საძმო ძალიან თბილად და ყურადღებით მექცევა, ჩემი მოძღვარიც ძალიან მზრუნველი პიროვნებაა და რომც არ სთხოვო რაიმე, თავად ხვდება თუ რაიმე გჭირდება. ასე რომ ცოტა არ იყოს უხერხულადაც ვგრძნობ თავს, რადგან ასეთ კარგ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ მე ცოდვილი, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა და მეც მორჩილად ვიღებ ყველაფერს კარგს თუ ცუდს, რაც ჩემ თავს ხდება. შევიმუშავე ყოველდღიური ცხოვრების ოთხი წესი და მაქსიმალურად ვცდილობ შევასრულო ისინი. პირველი: გიყვარდეს თავდაუზოგავად; მეორე: ილოცე განუწყვეტლივ; მესამე: დაემორჩილე უდრტვინველად; და მეოთხე: ემადლიერე ყველაფრისთვის. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვცდილობ ეს ოთხი წესი დავიცვა და მართლაც ძალიან მეხმარება ჩემს სულიერ ზრდაში, თუმცა სიტყვა "ზრდა" ცოტა ხმამაღლად ნათქვამია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთი წლის წინანდელ პაატასა და ახლანდელ პეტრეს შორის ცხრა მთა და ცხრა ზღვაა. გმადლობ უფალო, იესო ქრისტე, რომ მომეცი მოქცევისა და მონანიების საშუალება!
24.03.03 წ.

უსაზღვროდ მადლიერი ვარ უფლის, რომ ყოველნაირად მხარს მიჭერს და მამაგრებს. ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ამაზე სულ არ ვდარდობ, მთავარია, ჩემი ცოდვის იარებით დასერილი სული ნელ-ნელა იკურნება, იწმინდება, სუფთავდება, ნელ-ნელა იძენს თავის პირვანდელ ღვთიურ სახეს, რითაც უდიდესი სიხარული ისადგურებს ჩემს გულში. ოჰ, დედა, რომ შემეძლოს სიტყვებით იმის აღწერა, თუ რა საინტერესოა და სასიხარულო უფალთან სიწმინდით (განწმენდით), თუნდაც ერთი მილიმეტრით მიახლოება, ყველა მიწიერი სიამოვნებანი ფერმკრთალდებიან ამ უზენაეს სიამოვნებასთან შედარებით, დიდება უფალო, იესო ქრისტე, რომ მე, უბადრუკი ადამიანთა შორის, ამ სიამოვნების ღირსი გამხადე.

გარეგნული მონასტრული ცხოვრება ისევ ძველი რიტმით მიდის, მე ისევ ძველ მორჩილებას ვასრულებ, შრომაში და ლოცვაში ისე სწრაფად მიდის დრო, რომ არათუ დღეები, ხანდახან თვეები მერევა, მგონია რომ მარტია და აი, უკვე აპრილია და ა.შ. ეს გარედან დამკვირვებლისთვის თითქმის წარმოუდგენელია, როგორ ამ ერთფეროვნებასა და მონოტონურობაში დრო ხომ უსაშველოდ იწელებაო? ამბობენ ისინი, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, არ იციან, რომ ჩვენ, ბერები შინაგანი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ის კი სულაც არ არის ერთფეროვანი და მონოტონური, არამედ ჭეშმარიტი სიცოცხლეა, ჭეშმარიტებასთან - ღმერთთან ერთობაა, იქ კი ყველაფერი მიწიერი, მატერიალური ქრება, ფერმკრთალდება, მათ შორის დრო. დიდება ყოვლადწმიდა სამებას! დიდება უფალს!

დედა, უფლის ჩვენის, იესო ქრისტეს კაცთმოყვარეობით ისარგებლე, მიმართე მას ყოველ წუთს, ყოველ წამს, ილოცე განუწყვეტლივ: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, შემიწყალე", "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, შემიწყალე". "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, შემიწყალე" და ისევ და ისევ, ყოველ წუთს, მთელი ყურადღების კონცენტრაციით და ის მოვა შენს გულში, აუცილებლად მოვა და განუგეშებს, თუმცა რა უსუსურია ეს სიტყვა იმ მოვლენასთან შედარებით, რასაც უფლის წმიდა სახელის განუწყვეტელი ხმობა იწვევს მლოცველის გულში! დიდება შენს წმიდა სახელს, უფალო!
3.05.2004წ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat