შვილიერება ღვთის წყალობაა
შვილიერება ღვთის წყალობაა
ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა ახალშობილი ყრმის შობიდან მეორმოცე დღეს ტაძრად მიყვანების, წარდგინების წესი. ტაძრად მიყვანების წესი მაცხოვარმაც აღასრულა საკუთარ თავზე. ასევე ცნობილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, რაც წმიდა ქალწულის შობიდან მესამე წელს მოხდა...

იერუსალიმის ტაძარში ახალშობილი ყრმების შობიდან მეორმოცე დღეს მიყვანება და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება სრულებით სხვადასხვა მოვლენაა. მოსეს სჯულის თანახმად, ყველა ახალშობილი პირმშო შობიდან მეორმეოცე დღეს უნდა მიეყვანათ ტაძარში, ღვთის წინაშე წარსადგენად და შეეწირათ მსხვერპლი. ამას ყრმის ტაძრად მიყვანება ეწოდებოდა. ღვთისგან გამოსყიდვა ხდებოდა ტაძარში შესაწირავი ცხოველის ან ფრინველის მიყვანით, მაგრამ შესაწირი იყო დიფერენცირებული, იმის მიხედით თუ რა მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა ადამიანს. მინიმალური შესაწირი იყო მტრედის ორი ხუნდი. ყველაზე დიდი შესაწირი, - კურატი. ეს იყო ძველი აღთქმის კანონი. რა თქმა უნდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შობიდან მეორმოცე დღესაც მიიყვანდნენ იერუსალიმის ტაძარში, ეს წესი მასზეც აღესრულებოდა, მაგრამ ტაძრად მიყვანების მოვლენა, რაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს დაედო საფუძვლად, არის არა ძველი აღთქმის ტრადიციიდან გამომდინარე, არამედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას აღთქმის აღსრულება. ვიცით, რომ მართალ იოაკიმეს და ანას შვილი არ ეძლეოდათ. მართალი ცოლ-ქმარი ძალიან წუხდა ამის გამო, დღენიადაგ ლოცვა-ვედრებით შესთხოვდნენ უფალს მიენიჭებინა მათთვის შვილიერების მადლი, აღთქმაც დადეს, - თუ შვილი მიეცემოდათ, მას კვლავ უფალს შესწირავდნენ. ხანდაზმულობის ასაკში უფალმა წყალობის თვალით მოხედა მართალ იოაკიმესა და ანას, - მათ მიეცათ ასული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, როდესაც ყრმა ქალწული სამი წლის შესრულდა, მშობლებმა, ღვთის წინაშე დადებული აღთქმისამებრ, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს ღვთისთვის შესაწირად. ამის შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწული იერუსალიმის ტაძარში იზრდებოდა...

რატომ იქცა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება სადღესასწაულო მოვლენად?
ვიცით, რომ ღვთისმშობლის შობით დაედო დასაბამი კაცობრიობის გამოხსნას, რამეთუ მისგან იშვა, მხსნელი კაცობრიობისა. წმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანებით ეს მოვლენა კიდევ უფრო განმტკიცდა. სამი წელი მშობლებთან, სახლში იზრდებოდა, შემდეგ მიდის ტაძარში და იწყებს უკვე ტაძარში ცხოვრებას. კიდევ უფრო უახლოვდება უფალს. ის სამი წელიწადი, რომელიც წმინდა ყრმამ სახლში, მშობლებთან გაატარა, იყო მზადება თორმეტწლიანი პერიოდისთვის, რომელიც შემდგომ, იერუსალიმის ტაძარში გაატარა. იერუსალიმის ტაძარში გატარებული 12 წელიწადი კი უკვე იყო მომზადება ხარების მისაღებად და მაცხოვრის შობისათვის. იმ თორმეტი წლის მანძილზე, რაც წმინდა მარიამი იერუსალიმის ტაძარში ცხოვრობდა, თავისი აზრებით მაქსიმალურად დაუახლოვდა უფალს. ამ დროს მისი ნებელობა მაქსიმალურად უახლობდება ღვთის ნებელობას...

ყრმის ტაძრად მიყვანების წესი ძველ და ახალ აღთქმაში
როგორც ვთქვით, ძველი აღთქმის ტრადიციით, ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით, შობიდან მეორმოცე დღეს, ახალშობილი ყრმა მიჰყავდათ ტაძარში და აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას, რაც მაცხოვარმა თავის თავზეც აღასრულა შობიდან მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში წარდგინებით. ვიცით, რომ ეს მოვლენა მირქმის სახელწოდებითაცაა ცნობილი. ეს იყო ძველი აღთქმის სჯულიდან გამომდინარე, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც იქნებოდა აღსრულებული.

ეს იყო ღვთისთვის სამადლობლის შეწირვა შვილიერების მინიჭების გამო. ადამიანებს ყოველთვის უნდა ხსომებოდათ, რომ არა თავიანთი დამსახურებიდან და მცდელობიდან გამომდინარე მიეცათ მათ შვილი, არამედ უფალმა მისცა, - შვილიერება ღვთის წყალობაა. შობიდან მეორმოცე დღესYყრმის ტაძრად მიყვანების წესი ახალ აღთქმაშიც აღესრულება, რასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ძველ აღთქმაში, ამგვარი ქმედებით, ამ წესის აღსრულებით უფლის წინაშე ვაღიარებთ, რომ ბავშვი არა ჩემი, არამედ შენია უფალო. ყველა ადამიანი ღვთის შვილია, რომელთაც უფალი ხორციელ მშობლებს აძლევს აღსაზრდელად. შვილი ისე უნდა გავზარდოთ, რომ თავისი ცხოვრებით უფალი ადიდოს და უფალთან დაიმკვიდროს. როდესაც შვილები გვყავს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი ჩვენ უფალმა მოგვცა აღსაზრდელად, ისინი არა ჩვენი, არამდე უფლის საკუთრებაა, ისევე როგორც თავად ჩვენ, ყველანი ღვთის საკუთრება ვართ. როცა ადამიანი ამქვეყნიდან გავა, ისე უნდა იყოს ის გაზრდილი, რომ უფალთან დაიმკვიდროს, - მისი არაქრისტიანული ცხოვრებისა და უფალთან ვერდამკვიდრების მიზეზი მშობელი არ უნდა გახდეს.

ყრმის ტაძრად მიყვანების დროს ძველ აღთქმაში აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა, ახალ აღთქმაში კი იკითხება ლოცვები, რომლებიც ახალაღთქმისეულ პერიოდშია შექმნილი, მოძღვარი ლოცვით შესთხოვს უფალს, რომ ბავშვი გაიზარდოს ღვთის სათნო პიროვნებად, იყოს ღვთის მადიდებელი და ღვთის წყალობა იყოს მასზე, პირველ რიგში კი, როგორც ვთქვით, ამ წესის აღსრულებით მადლობას ვწირავთ უფალს შვილიერების მონიჭებისთვის.

რატომ აღასრულა უფალმა ტაძრად მიყვანების წესი?
როდესაც ახალ აღთქმას ვკითხულობთ, ხშირად ჩანს, რომ იუდეველები ხშირად სდებდნენ ბრალს მაცხოვარს იმისთვის, რომ ის არ აღასრულებდა სჯულს, ის არ იყო ღვთსგან... თავად უფალს სჯულის აღსრულება არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ მოვიდა რა ხორცში, ყველაფერი აღასრულა, რასაც ძველი აღთქმის სჯული ითხოვდა, რაც სჯულის მიხედვით უნდა აღესრულებინა ადამიანს, იმის გამო, რომ იუდეველებს მისი სიტყვა უფრო ადვილად მიეღოთ, ანუ უფალმა ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ ის იუდეველებს მიეღოთ, უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ ჭეშმარიტების შეცნობისა და ნაკლები საბაბი - დაბრკოლებისა. სჯულის წესების აღსრულებით, უფალმა ჩვენც მიგვითითა სჯულის აღსრულების აუცილებლობისაკენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat