მტვერი დაუბრუნდება მიწას, სული კი დაბრუნდება ღმერთთან
მტვერი დაუბრუნდება მიწას, სული კი დაბრუნდება ღმერთთან
გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული მარადიულ სამყოფელში ბრუნდება. წმინდა წერილიდან ვიცით, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: "და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2.7). ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული, უკვდავი სულის მატარებელი ადამის მოდგმა - მოკვდავი სხეულით აღიჭურვა. ძველ აღთქმაში მინიშნებულია, როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: "მტვერი დაუბრუნდება მიწას, რაც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი". აქედან მოყოლებული, სამოთხის გარეთ მყოფი ადამის მოდგმის სიცოცხლისეულ ყოფას - უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ერთად ყოფნა განაპირობებს.

შესაბამისად, სიკვდილი - ამ უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის განშორების შემდგომად დგება. უფლის განკაცებამდე, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის უკვდავი სული, თავის სხეულთან განშორების შემდგომად, ბოროტის ხელში, ჯოჯოხეთში ხვდებოდა. უფალმა იესუ ქრისტემ, თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით, ცოდვის ტვირთისაგან გათავისუფლებით, დაიხსნა ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადამის მოდგმის უკვდავი სული.

უკვე მაცხოვრის აღდგომის შემდგომ გარდაცვლილი ადამიანის სულს აქვს შესაძლებლობა, დაბრუნდეს თავის მარადიულ სამყოფელში.

საღმრთო გამოცხადების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლება გადმოცემულია მამათა ნაწერებში, მოკლედ კი მისი არსი შემდეგია: გარდაცვალებისას ხდება სულის გამოყოფა სხეულიდან. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს, ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია. მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარუდგენენ უფალს. ამის შემდეგ ექვსი დღე ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ. მეორმოცე დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს. ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილსამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი.

თეოფანე დაყუდებული წერს: "სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, იცის ღმერთი, იგი ეძებს ღმერთს და მხოლოდ მასში ჰპოვებს მოსვენებას. სული რაღაც ფარული სულიერი გუმანით არის დარწმუნებული ღმერთისაგან თავის წარმომავლობაში", ამიტომ ყველა ქრისტიანი მოვალეა ისე იცხოვროს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი უკვდავი სული დაუბრუნდეს თავის პირველსაწყისს, უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat